მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დიდი კურთხევანი

 

სამადლობელი პარაკლისი

 

მიემთხვიოს რა ვინმე კეთილის-ყოფასა რაისამე, მეყსეულად თანა-აძს მისლვად ეკლესიად და თხოვად მღვდლისა, რათა მისცეს მის გამო მადლობა ღმერთსა.


მღვდელმან: დიდება წმიდასა და ერთ-არსსა, და ცხოველსმყოფელსა და განუყოფელსა სამებასა, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.

დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ, და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის, და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.


მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის)


დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


მოვედით თაყვანი-ვცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.


მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა, ღმერთსა ჩვენსა.


მოვედით თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.


ფსალმუნი 117


 

აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი; თქუნ სახლმან ისრაელისამან, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი; თქუნ სახლმან აარონისამან, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი; თქუედ ყოველთა მოშიშთა უფლისათა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი. ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა, და ისმინა ჩემი და გამომიყვანა მე ფართოდ. უფალი არს მწე ჩემდა, არა შემეშინოს; რა მიყოს მე კაცმან? უფალი არს მწე ჩემდა, და მე ვიხილნე მტერნი ჩემნი. კეთილ არს მოსავ-ყოფა უფლისა მიმართ, ვიდრე მოსავ-ყოფა კაცისა მიმართ; კეთილ არს სასოება უფლისა მიმართ, ვიდრე სასოება მთავართა მიმართ. ყოველი თესლები გარემომადგა მე, და სახელითა უფლისათა ვერეოდე მათ. გარე-მომადგეს მე და მომიცვეს მე, და სახელითა უფლისათა ვერეოდე მათ; მომადგეს მე, ვითარცა ფუტკარნი გოლსა, და აღეტყინნეს, ვითარცა ცეცხლი ეკალთა შორის, და სახელითა უფლისათა ვერეოდე მათ; მივდერკ ჭენებით დაცემად, და უფალმან ხელი აღმიპყრა მე. ძალი ჩემი და გალობა ჩემი უფალი და მეყო მე იგი მაცხოვარ. ხმა სიხარულისა და ცხოვრებისა საყოფელსა მართალთასა: მარჯვენემან უფლისამან ქმნა ძალი, მარჯვენემან უფლისამან აღმამაღლა მე, მარჯვენემან უფლისამან ქმნა ძალი. არა მოვკვდე, არამედ ვცხოვნდე და განვსთქუნე -მე საქმენი უფლისანი. სწავლით განმსწავლა მე უფალმან და სიკვდილსა არა მიმცა მე. განმიხვენით მე ბჭენი სიმართლისანი, შევიდე მათ შინა და აუვარო უფალსა. ესე არს ბჭე უფლისა, და მართალნი შევლენ ამას შინა. აღგიარო შენ, რამეთუ ისმინე ჩემი და იქმენ ჩემდა მაცხოვარ. ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა; უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩვენთა. ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა. ჰოი, უფალო, მაცხოვნე მე, ჰოი უფალო, წარმიმართე მე. კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა; გაკურთხენით თქვენ სახელითა უფლისათა. ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ; განმზადეთ დღესასწაული ჟამსა ყვავილთასა ვიდრე რქათამდე საკურთხეველისათა. ღმერთი ჩემი ხარი შენ, და აღგიარო შენ; ღმერთი ჩემი ხარი შენ, და აღგამაღლო შენ; აღგიარო შენ, რამეთუ ისმინე ჩემი და იქმენ ჩემდა მაცხოვარ. აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.


დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!



მშვიდობიანი კვერექსი


დიაკონი: მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


დიაკონი: ზეგარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


დიაკონი: მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმინდათა ღმრთისა ეკლესიათა და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


დიაკონი:რათა მოწყალებითა აწინდელი ესე სამადლობელი ვედრება ჩვენ უღირსთა ამათ, მონათა თვისთა, ზესთა ცათა საკურთხეველსა თვისსა შეიწირნეს, და კეთილ-ნაწლეობით შეგვიწყალნეს ჩვენ, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


დიაკონი: რათა აწცა შეისმინოს ხმა ვედრებისა ჩვენ უღირსთა მონათა თვისთა, და კეთილი განზრახვა და სურვილი მორწმუნეთა მონათა თვისთა კეთილად აღასრულოს მარადის, და ვითარცა მოწყალე ყოვლადვე კეთილ-გვექმნას ჩვენ, და წმიდასა ეკლესიასა თვისსა, და ყოველთა მორწმუნეთა თვისთა მონათა მოანიჭოს თხოვა მათი, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


დიაკონი: რათა, არა უღირს იჩინოს სამადლობელი ესე ჩვენ უღირსთა მონათა თვისთა, რომელსაცა შევსწირავთ გულითა მდაბლითა, მოღებულისა ამის ქველის-მოქმედებისათვის მის მიერ, არამედ ვითარცა რა საკმეველი კეთილ-სუნნელი, და ყოვლად დასაწველი პოხიერი კეთილ შეწყნარებულ იქმნეს მისდა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


დიაკონი: რათა იხსნას წმიდა ეკლესია თვისი, და მონა თვისი და ჩვენ ყოველნი, ყოვლისაგან ჭირისა, განსაცდელისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოველთა მტერთა ხილულთა და უხილავთაგან, სიმრთელით, დღეგრძელებით და მშვიდობით და ანგელოზთა თვისთა დაბანაკებით, მარადის გარე-შეგვზღუდნეს მორწმუნენი თვისნი, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


დიაკონი: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


დიაკონი: ყოვლად-წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის-ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრება ჩვენი, ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.


მგალობელთა: შენ უფალო.


მღვდელმან: რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


ღმერთი უფალი, და გამოგვჳჩნდა ჩუენ, კურხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.


მუჴლი ა: აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი


მუჴლი ბ: ყოველი თესლები გარე-მომადგეს მე, და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.


მუჴლი გ: არა მოვკუდე, არამედ ვცხონდე და გავთქუნე მე საქმენი უფლისანი.


მუჴლი დ: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა. უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.



ტროპარი, ხმა 4.


მმადლობელნი უღირსნი ესე მონანი შენი, უფალო, დიდთა ქველის მოქმედებათა შენთათვის, რომელიცა ქმენ ჩვენ ზედა, დიდებით გაქებთ შენ, გაკურთხევთ, გმადლობთ, გიგალობთ და ვადიდებთ შენსა კეთილ-მოწყალებასა, და მონებრ გიღაღადებთ შენ: კეთილის-მყოფელო ჩვენო მაცხოვარო, დიდება შენდა.


დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა.


ქველის-მოქმედებათა და ნიჭთა უსასყიდლოდ ღირს-ქმნულნი უხმარნი მონანი შენნი, მეუფეო, გულს-მოდგინედ შენდა მიმართ მოვივლტით, და მადლობასა ძალისაებრ შევსწირავთ, და შენ, ვითარცა კეთილის-მყოფელსა და შემოქმედსა, დიდებით გიღაღადებთ: დიდება შენდა ღმერთო ყოვლად-მოწყალე.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ღმრთისმშობელო, ქრისტიანეთა შემწეო, შენისა შუამდგომელობისა მომგებნი მონანი შენნი მადლობით გიღაღადებთ: გვაკურთხენ, ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, გვიხსნენ ჩვენ მარადის ყოველთაგან განსაცდელთა, ვედრებითა შენითა, მხოლოო მსწრაფლ შუამდგომელო.



დიაკონი: მოხედენ.


მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.


მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.


დიაკონი: სიბრძნით.


მკითხველმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისა: უგალობდით უფალსა კეთილის-მყოფელსა ჩვენსა, და ვაქებდეთ სახელსა უფლისა მაღლისასა.


მგალობელთა: უგალობდით უფალსა კეთილის-მყოფელსა ჩვენსა, და ვაქებდეთ სახელსა უფლისა მაღლისასა.


მკითხველმან: (მუხლი):იხარებდეს გული ჩემი მაცხოვარებითა შენითა.


მგალობელთა: უგალობდით უფალსა კეთილის-მყოფელსა ჩვენსა, და ვაქებდეთ სახელსა უფლისა მაღლისასა.


მკითხველმან: უგალობდით უფალსა კეთილის-მყოფელსა ჩვენსა,


მგალობელთა: და ვაქებდეთ სახელსა უფლისა მაღლისასა.


დიაკონი: სიბრძნით.


მკითხველმან: ეფესელთა მიმართ ეპისტოლე, წმიდისა პავლე მოციქულისა საკითხავი.


დიაკონი: მოხედენ.


სამოციქულო: ეფესელთა 5: 8-21


ძმანო, ვითარცა შვილნი ნათლისანი, ვიდოდეთ, რამეთუ ნაყოფი სულისა ყოვლითა კეთილითა და სიმართლითა, და ჭეშმარიტებითა. გამოიცადეთ, რა-იგი არს სათნო უფლისა, და ნუ თანა-ეზიარებით საქმეთა მათ უნაყოფოთა ბნელისათა, არამედ უფროსღა ამხილებდით-ცა. რამეთუ რაი-იგი ფარულად იქმნების მათ მიერ, საძაგელ არს სიტყვადცა. ხოლო ყოველივე მხილებული ნათლისაგან გამოცხადნების, რამეთუ ყოველივე განცხადებული ნათელ არს, რომლისათვის იტყვის: განიღვიძე რომელსა-ეგე გძინავს, და აღდეგ მკვდრეთით, და განგანათლოს შენ ქრისტემან. ეკრძალებოდეთ უკვე, ვითარ-ძი განკრძალულად ხვალთ, ნუ ვითარცა უგუნურნი, არამედ ვითარცა ბრძენნი; გამოიფრდიდით ჟამთა, რამეთუ დღენი ბოროტნი არიან. ამისთვის ნუ იყოფით უგუნურ, არამედ გულისხმაჰყოფდით, რაი-იგი არს ნება უფლისა. და ნუ დაითრვებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა. ეტყოდეთ თავთა თვისთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა, უგალობდით და აქებდით გულითა თქვენითა უფალსა. ჰმადლობდით, და აქებდით გულითა თქვენითა უფალსა. ჰმადლობდით, ყოვლადვე ყოველთათვის სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, ღმერთსა და მამასა. დაემორჩილენით ურთიერთას შიშითა ქრისტესითა.


ხოლო დღეთა შინა შობისათა:
სამოციქულო ტიმოთესი I, 2: 1-6


შვილო ტიმოთე, გლოცავ უკვე, ყოვლისა წინა, რათა ჰყოფდე ვედრებასა, ლოცვასა, თხოვასა და მადლობასა ყოველთა კაცთათვის, მეფეთათვის, და ყოველთა მთავართა, რათა მშვიდობით და მყუდროებით ვსცხონდებოდეთ ყოვლითა ღმრთის-მსახურებითა და სიწმიდითა, რამეთუ ესე არს კეთილი და სათნო წინაშე მაცხოვრისა ჩვენისა ღმრთისა, რომელ ყოველთა კაცთა ჰნებავს ცხოვრება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვა, რამეთუ ერთ არს ღმერთი და ერთ არს შუამდგომელი ღმრთისა და კაცთა, კაცი იესო ქრისტე, რომელმან მისცა თავი თვისი სახსრად ყოველთა; საწამებელად ჟამთა თვისთა, მასვე პატივი და დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ხოლო დღეთა მათ, რომელთაცა შინა იქმნების დღესასწაულობითი მოხსენება: მტერთა ზედა მძლეველობისათა:
სამოციქულო კორინთელთა II, 2: 14-16


ძმანო, მადლი ღმერთსა, რომელმან მარადის მძლეველ-გვყვნის ჩვენ ქრისტე იესოს მიერ, და სული იგი მეცნიერებისა მისისა გამოაჩინის ჩვენ მიერ ყოველსა ადგილსა, რამეთუ ქრისტეს სურნელებანი ვართ ღმრთისა მიერ ცხოვრებულთა მათ შორის და წარწყმედულთა. რომელთამე სულად სიკვდილითი სიკვდილად, და რომელთამე სულად ცხოვრებიცხოვრებად. და ამის მიმართ ვინმე შემძლებელ არს. ხოლო მეუფესა მას საუკუნეთასა, უხრწნელსა, უხილავსა, მხოლოსა ბრძენსა ღმერთსა, პატივი და დიდება, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


მკითხველმან: ალილუია (3-გზის).


მგალობელთა: ალილუია (3-გზის).


დიაკონი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმინდა სახარება.


მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.


მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.


მღვდელმან: ლუკასაგან წმინდისა სახარებისა საკითხავი.


მგალობელთა: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.


დიაკონი: მოხედენ.


სახარება ლუკასი 17: 12-19


მას ჟამსა შინა შე-რა-ვიდა იესო დაბასა რომელსამე მოეგებვოდეს მას ათნი კეთროვანნი კაცნი, რომელნი დადგეს შორს. და მათ აღიმაღლეს ხმა მათი და იტყოდეს: იესო მოძღვარ, შემიწყალენ ჩვენ! და თავადმან, ვითარცა იხილნა იგინი, ჰრქვა მათ: წარვედით და უჩვენენით თავნი თქვენნი მღვდელთა. და იყო ვითარცა წარ-ოდენ-ვიდეს იგინი მისგან, განიწმიდნეს კეთროვნებისა მისგან. ხოლო ერთმან მათგანმან იხილა, რამეთუ განიკურნა, მოიქცა ხმითა დიდითა ადიდებდა ღმერთსა. და დავარდა წინაშე ფერხთა იესოსთა და ჰმადლობდა მას. და ესე იყო სამარიტელი. მიუგო იესო და ჰრქვა მას: არა ათნივე განიკურნნესა? და ცხრანი იგი სადა არიან? ვერ იპოვნეს ეგოდენ, რათამცა მოიქცეს და მისცეს დიდება ღმერთსა, გარნა უცხო-თესლი ხოლო ესე. და ჰრქვა მას: აღდეგ და წარვედ! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ.


მგალობელთა დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.


კვერექსი


დიაკონი: შეგვიწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით ისმინე და შეგვიწყალენ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).


დიაკონი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა (მოიხსენოს მამამთავრისა სახელი) (და ეპისკოპოსისა; სახელი, რომელიცა იყოს მმართველი ეპარქიისა)-თვის და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენთათვის.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).


დიაკონი: მგალობელნი შიშით და ძრწოლით, ვითარცა მონანი უხმარნი შენისა სახიერებისა, მეუფეო და უფალო მაცხოვარო ჩვენო, ქველის-მოქმედებათა შენთათვის, რომელიცა მოგვფინე უხვად მონათა შენთა ზედა, შეგივრდებით და დიდების-მეტყველებასა შევსწირავთ შენდა, ვითარცა ღმრთისა, და ლმობიერად გიღაღადებთ: გვიხსენ ყოველთაგან განსაცდელთა მონანი შენნი, და ვითარცა მოწყალემან აღგვავსენ მარადის კეთილითა საწადელითა, ჩვენ ყოველნი გულს-მოდგინედ გევედრებით შეისმინე და შეგვიწყალენ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).


დიაკონი: ვითარცა აწ მოწყალებით ისმინენ ვედრებანი მონათა შენთანი უფალო, და გამოაჩინე მათ ზედა კეთილნაწლეობა კაცთ-მოყვარებისა შენისა, ეგრეთვე და შემდგომადცა ნუ უგულვებელს-ჰყოფ, აღავსე დიდებასა შინა შენსა ყოველი კეთილ-მნებებელობა მორწმუნეთა შენთა, და გვიჩვენე ჩვენ ყოველთა სიმდიდრე მოწყალებისა შენისა, ყოვლისა შეცოდებისა ჩვენისა უგულებელს-მყოფელმან, გევედრებით შენ, ისმინე და შეგვიწყალენ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).


დიაკონი: კეთილ-მითვალულ, საკმეველი კეთილ სუნნელი, და ვითარცა ყოვლად დასაწველი პოხიერ იქმენინ სამადლობელი ესე ჩვენი წინაშე დიდებულებისა დიდებისა შენისა, ყოვლად სახიერო მეუფეო, და გარდამოგვივლინენ მარადის, ვითარცა მოწყალემან, მონათა შენთა მდიდრად წყალობანი, და მოწყალებანი შენნი, და ყოვლისაგან წინააღდგომისა ხილულთა და უხილავთა მტერთასა წმიდა ეკლესია შენი (ანუ დაბა ესე, ანუ ქალაქი) იხსენ, ხოლო ყოველთა ერთა შენთა უცოდველობა, სიმრთელე, დღეგრძელობა, და ყოველსა კეთილმოქმედებასა შინა წარმატება მოანიჭე, გევედრებით, ყოვლად-შემწყნარებელო მეუფეო, ისმინე მოწყალებით, და მსწრაფლ შეგვიწყალენ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


მღვდელმან: შეისმინე ჩვენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩვენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქვეყანისათაო და ზღვათა შინა შორს მყოფთაო, მლხინებელ და მოწყალე ექმენ მეუფეო, შეცოდებათა ჩვენთა და შეგვიწყალენ ჩვენ, რამეთუ მოწყალე და კაცთ-მოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


მღვდელმან: უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, ღმერთო ყოვლისა წყალობისა და მოწყალებისაო, რომლისა წყალობა განუზომელ არს და კაცთ-მოყვარებისა უფსკრული მიუწთომელი და გამოუკვლეველი დიდებულებისადმი შენისა შევრდომილნი შიშით და ძრწოლით, ვითარცა მონანი უღირსნი მადლობისა შენისადმი კეთილ-ნაწლეობისა შენ მიერ ქმნილთათვის კეთილ-მოქმედებათა მონათა შენთა ზედა (ანუ მონასა შენსა, ან მხევალსა) (სახელი) აწ სიმდაბლით შევსწირავთ, ვითარცა უფალსა, მეუფესა და კეთილის-მოქმედსა გადიდებთ, გაქებთ, გიგალობთ, და დიდების-გმეტყველებთ, და შევრდომილნი კუალად გმადლობთ, შენისა განუზომელისა და გამოუთქმელისა მოწყალებისა სიმდაბლით მვედრებელნი, და ვითარცა აწ ვედრება მონათა შენთა შეიწირე და მოწყალებით აღსრულებასა ღირს-ჰყვენ, ეგრეთვე შემდგომსაცა შინა შენსა უმწვერვალესსა სიყვარულსა და ყოველთა კეთილ-მოქმედებათაცა შინა წარმატებულნი ყოველნი მართლმორწმუნენი შენნი შენისა კეთილის-მოქმედებისა მიღებასა ღირს-ჰყვენ, და წმიდა ეკლესია შენი და ქალაქი (ანუ მონასტერი), ყოვლისა ბოროტისა გარე-მოდგომილებისაგან იხსენ, მშვიდობა და უშფოთველობა მოანიჭე და შენდა, დაუსაბამოით მამით შენით და ყოვლად-წმიდით და სახიერით და თანა-არსით სულით შენით, ერთსა არსებასა შინა დიდებულისა ღმრთისადმი, მარადის მადლობისა შეწირვად და ყოვლისა კეთილისა და მეტყველებად და გალობად ღირს-ჰყვენ. დიდება შენდა, ღმერთსა კეთილის-მყოფელსა ჩვენსა, უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


დიაკონი: სიბრძნით.


მღვდელმან: ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო გვაცხოვნენ ჩვენ.


მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.


მღვდელმან: დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა.


მგალობელთა: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.


- უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)


სახელითა უფლისათა უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გვაკურთხენ.


მღვდელმან: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა თვისისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა და (მოიხსენოს ვისიცა იყოს ხსენება) შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე.


მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).