მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დიდი კურთხევანი

 

სავედრებელი გალობა უძლურთათვის

 

მღვდელმან: კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.

დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ, და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის, და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.


მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის)


დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


მოვედით თაყვანი-ვცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.


მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა, ღმერთსა ჩვენსა.


მოვედით თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.


ფსალმუნი 70


 

შენ, უფალო, გესავ; ნუ მრცხვენებინ მე უკუნისამდე; სიმართლითა შენითა მიხსენ და განმარინე მე; მოყავ ჩემდა ყური შენი და მაცხოვნე მე. მეყავ მე ღმერთი მფარველ და ადგილ ძნელ განსარინებელ ჩემდა; რამეთუ სიმტკიცე და შესავედრებელი ჩემი შენ ხარ. ღმერთო ჩემო, მიხსენ მე ხელთაგან ცოდვილისათა, ხელთაგან უსჯულოთასა და ცრუთასა; რამეთუ შენ ხარ თმენა ჩემი, უფალო, უფალო, სასო ჩემი სიყრმით ჩემითგან. შენდამი განვმტკიცენ საშოთგან, დედის მუცლით ჩემითგან შენ ხარ ჩემი მფარველი; შენდამი არს გალობა ჩემი მარადის. ვითარცა სასწაულ ვექმენ მრავალთა და შემწე ძლიერი ჩემი შენ ხარ. აღივსენ პირი ჩემი ქებითა, რათა უგალობდე დიდებასა შენსა, ყოველსა დღესა დიდად შვენიერებასა შენსა. ნუ განმაგდებ მე, უფალო, ჟამსა სიბერისასა, და მოკლებასა ძალისა ჩემისასა ნუ დამაგდებ მე. რამეთუ მრქვეს მე მტერთა ჩემთა და რომელთა მოეცვა სული ჩემი, ზრახვა-ყვეს ერთბამად. და იტყოდეს: ღმერთმან დააგდო იგი; დევნეთ და ეწიენით მას, რამეთუ არავინ არს მხსნელ მისა. ღმერთო ჩემო, ნუ განმეშორები ჩემგან; ღმერთო ჩემო, შეწევნასა ჩემსა მომხედენ. რცხვენოდენ და მოაკლდენ, რომელნი ასმენდეს სულსა ჩემსა; შეიმოსედ სირცხვილი და კდემა, რომელნი ეძიებდეს ძვირსა ჩემთვის. ხოლო მე მარადის გესვიდე შენ და შევსძინო ყოველსა ზედა ქებასა შენსა. პირი ჩემი უთხრობდეს სიმართლესა შენსა, ყოველსა დღესა მაცხოვარებასა შენსა, რამეთუ არა ვიცოდე მწიგნობრებისა. შევიდე მე ძლიერებითა უფლისათა; უფალო, მოვიხსენო სიმართლე შენი მხოლოსა. ღმერთო ჩემო, რავდენი მასწავე მე სიყრმით ჩემითგან, და მოაქამდე მივუთხრობდე საკვირველებათა შენთა. და მიმხცოვანებადმდე და სიბერედმდე, ღმერთო ჩემო, ნუ დამაგდებ მე, ვიდრემდის მიუთხრა მკლავი შენი ყოველსა ნათესავსა მომავალსა; ძლიერება შენი და სიმართლე შენი, ღმერთო ჩემო, მიმაღლადმდე; რაოდენი მიყავ მე დიდძალი, ღმერთო, ვინ გემსგავსოს შენ? რაოდენნი მიჩვენენ მე. ჭირნი მრავალნი და ძვირნი, და მომაქციე და მაცხოვნე მე, და უფსკრულთაგან ქვეყანისათა აღმომიყვანე მე. განამრავლე ჩემ ზედა დიდებულება შენი და მომაქციე და ნუგეშინის-მეც მე და უფსკრულთაგან ქვეყანისათა კვალად აღმომიყვანე მე. და რამეთუ მეცა აღგიარო შენ ერსა შორის, უფალო, ჭურებითა საფსალმუნისათა ჭეშმარიტება შენი, ღმერთო; გიგალობდე შენ ებნითა, წმიდაო ისრაელისაო. იხარებდენ ბაგენი ჩემნი, რაჟამს გიგალობდე შენ, და სულიცა ჩემი, რომელი იხსენ. უფროს და ენაცა ჩემი მარადღე იტყოდის სიმართლესა შენსა, რაჟამს რცხვენოდის და კდემულ იყვნენ, რომელნი ეძიებდეს ძვირსა ჩემსა.


შემდგომად უკეთუ შეძლოს, უძლურმან წარიკითხოს ან მღვდელმან:


 

სიმბოლო სარწმუნოებისა


მრწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არახილულთა;


და ერთი უფალი იესო ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდ-შობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველა საუკუნეთა, ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთ-არსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა. რომელი ჩვენთვის, კაცთათვის, და ჩვენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, განკაცნა და ჯვარს-ეცვა ჩვენთვის პონტოელისა პილატესზე, და ივნო, და დაეფლა და, აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა. და ამაღლდა ზეცად და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა. და კვალად მომავალ არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ;


და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყვანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყუელთა მიერ; ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლის-ღებასა მოსატევებელად ცოდვათა. მოველი აღდგომასა მკვდრეთით. და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესასა, ამინ.



მშვიდობიანი კვერექსი


დიაკონი: მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


დიაკონი: ზეგარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


დიაკონი: მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმინდათა ღმრთისა ეკლესიათა და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


დიაკონი:რათა მიეტევნენ ყოველნი შეცოდებანი, ნებსითნი და უნებლიეთნი მონასა თვისსა (სახელი) და მოწყალე ექმნეს მას, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


დიაკონი: რათა სახიერებითა წყალობისა თვისისათა ცოდვანი სიჭაბუკისა და უმეცრებისა მისისანი არა მოიხსენოს: არამედ მოწყალებით სიმრთელე მოანიჭოს მას, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


დიაკონი: რათა არა უგულებელს-ჰყოს გულს-მოდგინე ვედრება მონათა თვისთა, ჩვენ მიერ აწ მვედრებელთა, არამედ წყალობით ისმინოს, და კეთილად მიმთვალველ და კეთილად შემცვალებელ და კაცთ-მოყვარე ექმნეს მას და სიმრთელე მიმადლოს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


დიაკონი: ვითარცა ოდესმე განრღვეულსა, საღმრთოთა სიტყვითა მადლისა თვისისათა კურნება მიანიჭა, ეგრეთვე უძლური ესე მონა თვისი სალმობისაგან სარეცელისა მსწრაფლ აღადგინეს, და სიმრთელით ყვნეს იგი, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


დიაკონი: რათა მოჰხედოს მას მოხილვითა სულისა თვისისა წმიდისათა, და განკურნოს ყოველნი უძლურებანი, და ყოველნი სნეულებანი მის შორის დაბუდებულნი, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


დიაკონი: რათა მოწყალებით, ვითარცა ქანანელისა შეისმინოს ხმა ვედრებისა ჩვენ უღირსთა მონათა თვისთა მისდამი მღაღადებელთა, და ვითარცა რა ასული მისი, ეგრეცა შეიწყალნეს და განკურნეს უძლური მონა თვისი, უფლისა მიმართ ვილოცოთ;


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


დიაკონი: ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


დიაკონი: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


დიაკონი: ყოვლად-წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის-ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრება ჩვენი, ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.


მგალობელთა: შენ უფალო.


მღვდელმან: რამეთუ ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა და კაცთმოყვარებისა ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


ტროპარი


შენ მხოლო ხარ, ქრისტე, მსწრაფლ შემწე, მსწრაფლ გამოაჩინე ზეცით საფარველი შენი ჭირვეულთა მონათა შენთა ზედა და იხსნენ სნეულებათაგან ჭირთა და მწარეთა სალმობათაგან და აღადგინენ მაქებელად შენდა, და სადიდებელად სამარადისოდ, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა, მხოლოო კაცთ-მოყვარე.


კონდაკი


სალმობისა სარეცელსა ზედა მდებარესა და სასიკვდინოთა წყლულებითა მოწყლულსა, ვითარცა ოდესმე აღადგინე, მაცხოვარ, სიდედრი იგი პეტრესი, და განრღვეული ცხედარსა ზედა ტვირთული, ეგრეთვე აწცა, მოწყალეო, ვნებულსა ამას მოხედენ და განჰკურნენ; რამეთუ შენ მხოლო ხარ უძლურებათა და სალმობათა და სნეულებათა ნათესავისა ჩვენისათა აღმხმელი და ყოველივე ძალგიძს, ვითარცა მრავალმოწყალე ხარ.


დიაკონი: მოხედენ.


მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.


მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.


დიაკონი: სიბრძნით.


მკითხველმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისა: მე ვსთქუ უფალო მიწყალე მე და განკურნე სული ჩემი, რამეთუ ვსცოდე შენდა.


მგალობელთა: მე ვსთქუ უფალო მიწყალე მე და განკურნე სული ჩემი, რამეთუ ვსცოდე შენდა.


მკითხველმან: (მუხლი): ნეტარ-არს, რომელმან გულისხმა-ჰყოს გლახაკისა და დავრდომილისა, დღესა ბოროტსა იხსნას იგი უფალმან.


მგალობელთა: მე ვსთქუ უფალო მიწყალე მე და განკურნე სული ჩემი, რამეთუ ვსცოდე შენდა.


მკითხველმან: მე ვსთქუ უფალო მიწყალე მე.


მგალობელთა და განკურნე სული ჩემი, რამეთუ ვსცოდე შენდა.


დიაკონი: სიბრძნით.


მკითხველმან: კათოლიკე ეპისტოლე, წმიდისა, მოციქულისა იაკობისა საკითხავი.


დიაკონი: მოხედენ.


სამოციქულო კათოლიკე ეპისტოლე იაკობისი V, 10-16.


ძმანო, სახედ გაქუნდინ ძვირის ხილვისა და სულგრძელებისა წინასწარმეტყველნი, რომელნი იტყოდეს სახელითა უფლისათა. აჰა ესერა, ვნატრით მოთმინეთა მათ. მოთმინება იობისი გასმიეს, და აღსასრული უფლისა იხილეთ, რამეთუ მრავალმოწყალე არს და შემწყნარებელ. ყოვლისა წინა, ძმანო ჩემნო, ნუ ჰფუცავთ ნუცა ცასა, ნუცა ქვეყანასა, ნუცა სხვასა რომელსამე ფიცსა, არამედ იყავნ სიტყვა თქვენი ჰეი – ჰე, და არა არა, რათა არა ორგულებასა შესცვივეთ; სჭირდეს თუ ვისმე თქვენგანსა ილოცევდინ, მოლხინე თუ ვინმე არს, ჰგალობდინ. უძლურ თუ ვინმე არს თქვენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისათა, და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი და აღადგინოს იგი უფალმან. დაღაცათუ ცოდვა რამე ექმნეს, მო-ვე-ეტეოს მას. აღუარებდით ურთიერთას ცოდვათა და ულოცევდით ერთი-ერთსა, რათა განიკურნეთ, რამეთუ ფრიად შემძლებელ არს ლოცვა მართლისა შეწევნად.


მკითხველმან: ალილუია (3-გზის).


მგალობელთა: ალილუია (3-გზის).


მკითხველმან: (მუხლი): მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე


მგალობელთა: ალილუია (3-გზის).


დიაკონი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმინდა სახარება.


მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.


მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.


მღვდელმან: მათესაგან წმინდისა სახარებისა საკითხავი.


მგალობელთა: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.


დიაკონი: მოხედენ.


სახარება მათესი VIII, 5-13.


მას ჟამსა შინა შე-რა-ვიდა იესო კაპერნაუმად, მოუხდა მას ასისთავი, ევედრებოდა მას და ეტყოდა: უფალო, მონა ჩემი დაცემულ არს სახლსა შინა ჩემსა განრღვეული და ფრიად იგვემების. ჰრქუა მას იესო: მე მოვიდე და განვკურნო იგი. მიუგო ასისთავმან მან და ჰრქუა: უფალო, არა ღირს ვარ მე, რათამცა სართულსა ჩემსა ქვეშე შემოხვედ; არამედ სიტყვით ხოლო თქუ, და განიკურნოს მონა იგი ჩემი. რამეთუ მეცა კაცი ვარ ხელმწიფებასა ქვეშე და მქონან ჩემ ქვეშე ერისაგანნი; და ვრქვი მას: წარვედ! და წარვიდის; და სხვასა: მოვედ! და მოვიდის; და მონასა ჩემსა: ქმენ ესე! და ქმნის. ესმა რა ესე იესოს, დაუკვირდა და ჰრქუა ერსა მას, რომელნი მისდევდეს მას: ამინ, გეტყვი თქვენ, არცაღა ისრაელსა შორის ესოდენი სარწმუნოება ვპოვე. ხოლო გეტყვი თქვენ, რამეთუ: მრავალნი მზისა აღმოსავალით და დასავალით მოვიდოდიან და ინახ-იდგმიდენ აბრაამის თანა და ისააკის თანა და იაკობის თანა სასუფეველსა ცათასა. ხოლო ძენი იგი სასუფეველისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენა კბილთა. და ჰრქუა იესო ასისთავსა მას: წარვედ და ვითარცა გრწმენა, გეყავნ შენ და განიკურნა მონა იგი მისი მას ჟამსა შინა.


მგალობელთა დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.


კვერექსი


დიაკონი: მკურნალო სულთა და ხორცთა ჩვენთაო, ლმობიერად შემუსრვილითა გულითა შეგივრდებით, და სულთქმით გიღაღადებთ შენ; განკურნენ უძლურებანი და განიოტენ ვნებანი სულთა და ხორცთა მონისა ამის შენისა (სახელი) და მიუტევე მას, ვითარცა სახიერმან, ყოველივე შეცოდებანი, ნებსითნი და უნებლიეთნი, და მსწრაფლ აღადგინე იგი სალმობისა სარეცელისაგან, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).


დიაკონი: რომელსა არა გნებავს სიკვდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევა და ცხოვრება მათი, დაიფარე და შეიწყალე მონა ესე შენი (სახელი) მოწყალეო, დააცხრვენ სნეულებანი, განაყენენ ვნებანი, და ყოველნი უძლურებანი, განიპყარ ძლიერი ხელი შენი, და ვითარცა იაიროსისა ასული სალმობისა ცხედრისაგან აღადგინენ და სიმრთელით ჰყავ, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).


დიაკონი: რომელმან მხურვალებისა სენი პეტრეს სიდედრისანი განკურნენ შეხებითა შენითა, აწცა ბოროტად ვნებულისა მონისა შენისა (სახელი) უძლურებანი სახიერებითა შენითა განკურნენ, და მსწრაფლი _ სიმრთელე მოანიჭე მას, გულს-მოდგინედ გევედრებით, წყაროო სიმრთელეთაო, ისმინე და შეგვიწყალენ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).


დიაკონი: ვითარცა ცრემლნი ეზეკიასნი, მანასეს და ნინეველთა, სინანული და აღსარება დავითისი მიითვალენ და მსწრაფლ შეიწყალენ იგინი; ჩვენიცა ლმობიერებით შენდა შეწირულნი ვედრებანი მიითვალენ, ყოვლად-სახიერო მეუფეო, და ვითარცა მოწყალემან, შეიწყალენ, მძვინვარედ მტკივნეული მონა ესე შენი და სიმრთელე მოანიჭე მას, ცრემლით გევედრებით, წყაროო ცხოვრებისა და უკვდავებისაო, ისმინე და მსწრაფლ შეგვიწყალენ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).


მღვდელმან: შეისმინე ჩვენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩვენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქვეყანისათაო და ზღვათა შინა შორს მყოფთაო, მლხინებელ და მოწყალე ექმენ მეუფეო, შეცოდებათა ჩვენთა და შეგვიწყალენ ჩვენ, რამეთუ მოწყალე და კაცთ-მოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


მღვდელმან: უფალო, ყოვლისა მპყრობელო, წმიდაო მეუფეო, რომელი სწყლავ და არა მოაკვდინებ, განამტკიცებ დავრდომილსა, და აღმართებ დაცემულსა, და კაცთა სნეულებისა ჭირვეულებას განმართავ, გევედრებით შენ, ღმერთო ჩვენო, უძლურსა ამას მონასა შენსა მოხედე მოწყალებითა შენითა, მიუტევენ მას ყოველნი შეცოდებანი, ნებსითნი და უნებლიეთნი.


ჰე, უფალო, გარდამოავლინე ზეცით მკურნალი ძალი შენი, და შეახე სხეულსა ამისსა და დაშრიტე მხურვალება და დააცხრვე ვნება და ყოველი დაფარული უძლურება მას შინა, ექმენ მკურნალ მონასა ამას შენსა და აღადგინე იგი ცხედრისაგან სალმობისა და სარეცელისაგან განბოროტებისა სიმრთელით, და ყოვლად სრულიად მოანიჭე მას ტაძრისა შენისა სათნო-ყოფა და ნებისა შენისა ქმნა, რამეთუ შენი არს მოწყალება და მაცხოვარება, ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


დიაკონი: სიბრძნით.


მღვდელმან: ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო გვაცხოვნენ ჩვენ.


მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.


მღვდელმან: დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა.


მგალობელთა: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.


- უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)


სახელითა უფლისათა უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გვაკურთხენ.


მღვდელმან: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა თვისისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა და (მოიხსენოს ვისიცა იყოს ხსენება) შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე.


მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).