მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დიდი კურთხევანი

 

ლოცვა სნეულთა და კვეთებულთა ზედა

 

ლოცვა სავედრებელი სნეულთათვის და სულთაგან არაწმიდათა კვეთებულთა ზედა.

 

მღვდელმან: კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.

დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ, და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის, და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.


მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის)


დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


მოვედით თაყვანი-ვცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.


მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა, ღმერთსა ჩვენსა.


მოვედით თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.


ფსალმუნი 142


 

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხვალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქვეყანად ცხოვრებაი ჩემი, დამსვა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკვდარი საუკუნო. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთა და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქვეყანა ურწყული შენდამი. მსთვად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობა შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზა, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რათა ვყო ნება შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქვეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონა შენი ვარ.


ფსალმუნი 22


 

უფალმან მმწყსოს მე და მე არა მაკლდეს. ადგილსა მწუანვილსა მუნ დამამკვიდრა მე; წყალთა ზედა განსასვენებელთასა გამომზარდა მე. მოაქცია სული ჩემი და მიძღოდა მე გზათა სიმართლისათა სახელისა მისისათვის. ვიდოდიღათუ შორის აჩრდილთა სიკვდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ; კვერთხმან შენმან და არგანმან შენმან — ამათ ნუგეშინის-მცეს მე. განმზადე წინაშე ჩემსა ტაბლა წინაშე მაჭირვებელთა ჩემთა. განაპოხე ზეთითა თავი ჩემი და სასუმელმან შენმან დამათრო მე ვითარცა ურწყულმან. წყალობა შენი, უფალო, თანა-მავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, დამკვიდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა, განგრძობასა დღეთასა.


ფსალმუნი 26


 

უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა ვისგან შევძრწუნდე? მოახლებასა ჩემ ზედა უკეთურთასა შეჭმად ხორცთა ჩემთა, მაჭირვებელნი ჩემნი და მტერნი ჩემნი – იგინი მოუძლურდეს და დაეცნეს. გან-თუ-ეწყოს ჩემ ზედა ბანაკი, არა შეეშინოს გულსა ჩემსა, აღ-თუ-დგეს ჩემ ზედა ბრძოლაი, ამისთვისცა მე შენ გესავ. ერთი ვითხოვე უფლისაგან, ესევე ვითხოვო: დამკვიდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, ხილვად ჩემდა შვენიერებაი უფლისა და მოხილვად ტაძარი მისი. რამეთუ დამფარა მე კარავსა შინა მისსა დღესა შინა ბოროტთა ჩემთასა, დამიფარა მე დაფარულსა კარვისა მისისასა, კლდესა ზედა აღმამაღლა მე. და აწ ესერა აღამაღლა თავი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა; გარემოვადეგ და შევწირე კარავსა შინა მისსა მსხვერპლი ქებისა და ღაღადებისაი, ვაქებდე და უგალობდე უფალსა. ისმინე, უფალო, ხმისა ჩემისა, რომლითა ღაღად-ვყავ, მიწყალე მე და ისმინე ჩემი. შენ გრქვა გულმან ჩემმან: უფალი მოვიძიო; გამოგიძია შენ პირმან ჩემმან; პირი შენი, უფალო, მოვიძიო. ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და ნუ მიიქცევ რისხვით მონისა შენისაგან. შემწე ჩემდა იყავ, ნუ შეურაცხ-მყოფ მე და ნუ დამაგდებ მე, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო. რამეთუ მამამან ჩემმან და დედამან ჩემმან დამაგდეს მე, ხოლო უფალმან შემიწყნარა მე. სჯულიერ მყავ მე, უფალო, გზასა შენსა და მიძეღუ მე ალაგთა შენთა წრფელთა მტერთა ჩემთათვის. ნუ მიმცემ მე სულთა მაჭირვებელთა ჩემთასა, რამეთუ აღდგეს ჩემ ზედა მოწამენი ცრუნი და უტყუვა სიცრუვემან თავსა თვისსა. მრწამს მე ხილვად კეთილი უფლისა ქვეყანასა მას ცხოველთასა. დაუთმე უფალსა: მხნე იყავნ და განძლიერდინ გული შენი და დაუთმე უფალსა.


ფსალმუნი 67


 

აღდეგინ ღმერთი, და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისა მისისაგან. ვითარცა მოაკლდის კვამლსა, მოაკლდენ, და ვითარცა ცვილი რა დადნის წინაშე ცეცხლსა, ეგრეთ წარწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღმრთისა. და მართალნი იხარებდენ, მხიარულ იყვნენ წინაშე ღმრთისა და განცხრებოდიან სიხარულითა. აქებდით ღმერთსა და უგალობდით სახელსა მისსა, გზა-უყავთ მას, რომელი-იგი ამაღლდა დასავალით; უფალ არს სახელი მისი და იხარებდით მის წინაშე. შეძრწუნდედ პირისა მისისაგან, რომელი-იგი მამა არს ობოლთა და მსაჯული ქვრივთა; ღმერთი ადგილსა წმიდასა მისსა. ღმერთმან დაამკვიდრნის ერთ-სახენი სახლსა, გამოიყვანნის კრულნი სიმხნითა თვისითა; ეგრეცა განმამწარებელნი მისნი, რომელნი დამკვიდრებულ არიან სამარებსა. ღმერთო, გამოსლვასა შენსა წინაშე ერისა შენისა და წიაღსლვასა შენსა უდაბნოდ ქვეყანა შეიძრა, და ცანიცა წუთოდეს პირისაგან ღმრთისა სინაისა, პირისაგან ღმრთისა ისრაელისა. წვიმა ნებსითი განუმზადო, ღმერთო, სამკვიდრებელსა შენსა; მოღათუ-უძლურდა, ხოლო შენ და-ვე-ამტკიცო იგი. და ცხოველნიცა შენნი მკვიდრ არიან მას შინა; განუმზადე სიტკბოებითა შენითა გლახაკსა, ღმერთო. უფალმან სცეს სიტყვაი, რომელნი ახარებენ ძალითა მრავლითა. მეუფე ძალთა საყვარელისა, შვენიერებითა სახლისათა განყოფად ნატყვენავისა. უკეთუ დაიძინოთ შორის ნაწილებსა, ფრთენი ტრედისანი ვერცხლით მოსილ, და ბეჭთ-საშუვალი მისი ფერითა ოქროისათა. რაჟამს განაჩინებდა ცათა მყოფი იგი მეუფებსა მას ზედა, განთოვლდენ იგინი სელმონს. მთა ღმრთისაი, მთა პოხილი, მთა შეყოფილი და მთა პოხილი. რასა-მე ჰგონებთ თქვენ, მთანო შეყოფილნო? მთა ესე, რომელ სთნდა ღმერთსა დამკვიდრებად მას ზედა, და რამეთუ უფალმანცა დაიმკვიდროს იგი სრულიად. ეტლნი ღმრთისანი ბევრ-წილ არიან და ათასეულნი წარუმართებენ მას; უფალი მათ შორის სინასა, მთასა წმიდასა მისსა. აღხედ მაღალსა, წარმოსტყვენე ტყვე და მოიღე ნიჭები კაცთა შორის, რათა ურჩნიცა სამკვიდრებელად იყვნენ. უფალი ღმერთი კურთხეულ, კურთხეულ არს ღმერთი დღითი-დღე, წარგვიმართოს ჩვენ ღმერთმან მაცხოვარებისა ჩვენისამან; ღმერთი ჩვენი ღმერთი მაცხოვარი, და უფლისა უფლისაგან არიან გამოსავალნი სიკვდილისანი. ხოლო ღმერთმან შემუსროს თავები მტერთა მისთა, თხემით მითურთ, რომელნი ვლენან უსჯულოებითა მათითა. თქვა უფალმან: ბასანით მოვაქციო, მოვაქციო სიღრმეთა შინა ზღვისათა; რათა შეიღებოს ფერხი შენი სისხლითა და ენანი ძაღლთა შენთანი – მტერთაგან მის მიერ. გამოჩნდეს სლვანი შენნი, ღმერთო, სლვანი ღმრთისა ჩემისა და მეუფისანი წმიდასა შინა. იმსთუეს მთავართა მახლობელად მგალობელთა, შორის ქალწულთა მეებნეთასა. ეკლესიათა შინა აკურთხევდით ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაელისათა. მუნ ბენიამენ ჭაბუკი განკვირვებასა; მთავარნი იუდასნი წინამძღვარნი მათნი; მთავარნი ზაბულონისნი, მთავარნი ნეფთალემისნი. ბრძანე, ღმერთო, ძალითა შენითა; განაძლიერე, ღმერთო, ესე, რომელ ჰქმენ ჩვენ შორის. ტაძრით შენით იერუსალემით შენდა შეწირონ მეფეთა ძღვენი. შეჰრისხენ შენ მხეცთა ლერწმისათა; კრებული ზვარაკთა დიაკეულთა შორის ერისათა მიდრეკად გამოცდილთა ვერცხლითა. განაბნიენ წარმართნი, რომელთა ნებავს ბრძოლა. მოვიდენ მოციქულნი ეგვიპტით, ჰინდოეთმან უსწროს ხელისა მიცემად ღმრთისა. მეფენი ქვეყანისანი აქებდით ღმერთსა და უგალობდით უფალსა. რომელი-იგი ამაღლდა ცასა ცათასა აღმოსავალით, ესერა მოსცეს ხმა თვისი, ხმა ძლიერებისა. მიეცით დიდება ღმერთსა; ისრაელსა ზედა დიდად შვენიერება მისი, და ძალი მისი ღრუბელთა შინა. საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა; ღმერთი ისრაელისა, მან მოსცეს ძალი და სიმტკიცე ერსა თვისსა. კურთხეულ არს ღმერთი.


ფსალმუნი 50


 

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოება ჩემი. უფროს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უსჯულოება ჩემი მე უწყი, და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რათა განმართლდე სიტყვათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა. რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობა და სიხარული, და იხარებდენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდა დაბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო; იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცამეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლად-დასაწველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი.


დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!



ნუ მიმანდობ კაცობრივსა განზრახვასა ყოვლად-წმიდაო და დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა ნუ დამაგდებ, არამედ მეოხ-გვეყავ და გვაცხოვნენ ჩვენ ჭირვეულნი, რამეთუ შემწე ხარ ყოვლად-ძლიერი ქალწულო ღმრთისა დედაო, და მტერთა დამცემელი, და უცხო თესლთა მომსრველი. ექმენ თანაშემწე მონასა ამას ღმრთისასა, და იხსენ ესე ყოველთა განსაცდელთაგან. მოხედენ ვედრებასა მონათა შენთასა ყოვლად-უბიწოო, და დააცხრვე ძვირთა ჩვენ ზედა აღდგომა, და ყოვლისა მწუხარებისაგან გვიხსნენ ჩვენ. რამეთუ შენ მხოლო გუაქუ ჩვენ შემწედ, და შეურყეველად სიმტკიცედ, და შენსა შეწევნასა შევევედრებით. ნუმცა სირცხვილეულ-ვიქმნებით დედოფალო, შენნი მვედრებელნი, არამედ ისწრაფე მეოხებად ჩვენდა, რომელნი სარწმუნოებით ვხმობთ შენდამი, გიხაროდენ დედოფალო, ყოველთა შემწეო, სიხარულო და მცველო სულთა ჩვენთაო.


მღვდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთ-მოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლად წმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


გალობა სავედრებელი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, და ყოვლად-წმიდისა ღმრთისმშობელისა, უხორცოთა ძალთა, მოციქულთა, და ყოველთა წმიდათა.


გალობა 1.


ძლის-პირი: მოვედით ერნო, უგალობდეთ გალობითა ქრისტესა, რომელმან სასწაულითა, ერი თვისი იხსნა, ეგვიპტით მონებისაგან, ძლევისა გალობითა, რამეთუ დიდებულ-არს.


დამბადებელსა და მხსნელსა ჩვენსა, უფალსა ღმერთსა, გევედრები მორწმუნეთა მსწრაფლ შესავედრებელსა. მეწიე ძვირთა ამათგან, მონა შენი გიღაღადებ, შენ მხოლოო კაცთმოყვარე.


რომელმან უწყი უძლურება ჩვენი, მწარისა ამის სენისაგან განარინე მაცხოვარ, და აღადგინე და აცხოვნე მონა შენი სახიერო უფალო, მწარედ დაღონებული.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


ანგელოზთა წესნო, უხორცოთა ძალნო, და მოციქულთა და მოწამეთა კრებულნო, ევედრენით ყოველთა მეუფესა, რათა იხსნას მძიმისა სენისაგან, აწ მონა ესე ღმრთისა.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


მოსავთა შენთა ნუგეშინის-მცემელო ქალწულო, მტკიცეო შემწეო მონათა შენთაო, იხსენ მონა ესე შენი განსაცდელისა ამისგან, მეოხებითა შენითა ქალწულო დედოფალო.



გალობა 3.


ძლის-პირი: განმაძლიერენ მოსავნი შენნი უფალო რომელმან, ჯვრითა მოჰკალ ცოდვა ჩვენი და დაჰნერგე შიში შენი, გულთა შინა ჩვენთა, შენ კაცთ-მოყვარე.


ვითარცა ძველ-ოდესმე იაკობი იხსენ განსაცდელისაგან ესავის მიერ მოშურნისა, ეგრეთვე იხსენ მვედრებელი ესე შენი, განსაცდელისა ამისგან, კაცთ-მოყვარე.


კაცთ-მოყვარე მაცხოვარ, გხადი შენ ჭირთა ამათ შინა, ნუ განმაგდებ მე მოწყლულსა ამას მონასა შენსა, არამედ განმკურნე და მიხსენ მე კაცთ-მოყვარე.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


შენ მხოლოო სახიერო, მოწყალეო და შემწყნარებელო ქრისტე, მეოხებითა წმიდათა შენთათა, მონა ესე შენი სენისა ამისგან დაიხსენ, შენ კაცთ-მოყვარეო.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


რომელმან ჰშევ ღმერთი, მას ევედრე ყოველთა ანგელოზთა და მოციქულთა შენთა თანა, წინასწარმეტყველთა და მოწამეთა, რათა იხსნას მონა ესე თვისი.


განმაძლიერენ მოსავნი შენნი უფალო რომელმან, ჯვრითა მოჰკალ ცოდვა ჩვენი და დაჰნერგე შიში შენი, გულთა შინა ჩვენთა, შენ კაცთ-მოყვარე.



კვერექსი


დიაკონი: შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა კაცთ-მოყვარე, გევედრებით ისმინე და შეგვიწყალენ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


დიაკონი: მერმეცა გევედრებით, ლხინებისათვის, სიმრთელისა და ცხოვრებისა მონისა ამის შენისა (ან მხევლისა) (სახელი).


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


დიაკონი: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან, დაიფაროს და განათავისუფლოს განსაცდელისა ამისგან ვსთქვათ ყოველთა.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთ-მოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


ხმა 2.


მეოხო მხურვალეო, და ზღუდეო უბრძოლველო, წყაროო მოწყალებისაო, და შესავედრებელო ყოვლისა სოფლისაო, ვედრებით ვხმობთ შენდა მომართ, მსთუად მეწიენ ჩვენ, დედოფალო ღმრთისმშობელო, და გვიხსენ ჩვენ ჭირთაგან, მხოლოო კურთხეულო, და მოსწრაფე იქმენ ვედრებად, და განმზადებულ მეოხებად, და ლმობიერ ხელის-აღმპყრობელ, რომელი ეგე მარადის იღვწი პატივისმცემელთა შენთათვის, ღმრთისმშობელო.


გალობა 4.


ძლის-პირი: მოხვედ ჩვენდა, ქალწულისაგან, არა ანგელოზი, არამედ თვით უფალი, განხორციელებული ღმერთი, და მიხსნენ ჩვენ ყოვლითურთ, რომელნი ვღაღადებთ დიდება ძალსა შენსა.


სენთა მათგან ბნელისათა, იხსენ განხრწნად მიწევნილი მონა ესე შენი უფალო, და სიღრმესა განსაცდელთასა შთავრდომილი და მოცული, აწ მყუდროებასა შვებისასა ღირს-ჰყავ ქრისტე.


ჭირნი ესე განმრავლდეს მონასა ამას შენსა ზედა ქრისტე, ენა ამისი მსგავს-იქმნა მახვილისა ორ-პირისა, რომელსაცა ხედავ შენ, კაცთ-მოყვარე, იხსენ მწარისა ამისგან სენისა.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


ანგელოზნო, მთავრობანო, ხელმწიფებანო და ძალნო, მოციქულნო, წმიდანო წინასწარმეტყველნო, ნეტარნო, მოწამენო, მართალნო, ევედრენით ღმერთსა ურვათა შინა მდებარისა ამისთვის.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ყოვლად-ქებულო, პატიოსანო შემწეო ჩვენ კაცთაო, უხმარი ესე მონა შენი მაცდურისა მიერ განცდილი იხსენ, და ტკივილი ამისი დააცხრე, და განკურნე წყლულებათაგან, დედოფალო.



გალობა 5.


ძლის-პირი: ნათლისა მომცემელო და საუკუნეთა შემოქმედო უფალო, ნათელსა მცნებათა შენთასა დამამტკიცენ ჩვენ, რამეთუ ჩვენ შენსა გარეშე სახიერ, სხვა ღმერთი არა ვიცით.


ეზეკია ოდესმე შენდა შესწირვიდა ლოცვასა უფალო, და აწ ჩვენცა შევსწირავთ შენ მხოლოსა სახიერისა მიმართ ლოცვასა, მსწრაფლ მოხედე, და იხსენ მონა ესე შენი.


ოდესმე ანგელოზისა ხელითა აღმოიყვანე ძლიერებით, საპყრობილით მოციქულთა თავი იგი უფალო, ეგრეთვე იხსენ მონა ესე შენი სენთა განხრწნად მიცემული.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


ზეცისა მხედრობანო, მოციქულთა და წინასწარმეტყველთა კრებულნო, ყოვლად-რჩეულნო მოწამენო, და ღირსნო და მართალნო. რაოდენცა ძალ-გიძსთ, ევედრენით ღმერთსა ხსნად ამისა.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


დედაო ქრისტეს ღმრთისაო, მსწრაფლ იხსენ მორწმუნე მონა ესე შენი, სენისა ამისაგან ბნელისა ყოვლად-ბოროტისა. განხრწნად მიწევნული, რათა გადიდებდეს შენ პირითა, და გულითა.



გალობა 6.


ძლის-პირი: ღელვამან ცოდვისამან მომიცვა მე, და მრავალსა მოწყალებასა შენსა მოვივლტი, აღმომიყვანე სახიერ დანთქმისაგან, ღმერთო ჩემო გევედრები.


ძველ-ოდესმე იხსენ ვეშაპისა მუცლისაგან წინასწარმეტყველი შენი უფალო, და აწ მვედრებელი ესე შენი იხსენ, რათა სარწმუნოებით გადიდებდეს.


ვითარცა იხსენ დანიილ ლომთაგან, ქრისტე, აწცა იხსენ სენთა მიერ შეპყრობილი, და ისმინე ვედრებაი ამისი, და ხრწნილებისაგან და სიკვდილისა იხსენ.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


განხრწნად მიწევნული მონა ესე შენი, აცხოვნე მაცხოვარ, ანგელოზთა და მოციქულთა ვედრებითა, და წინასწარმეტყველთა, ბრძენთა, და მოწამეთა შენთა მეოხებითა.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ნუ მისცემ მწარესა სენსა განსახრწნელად, გამოუთქმელად მშობელო ღმრთისაო, ქალწულო მონასა ამას, არამედ იხსენ საფარველსა შენსა შევედრებული უხრწნელო.


ღელვამან ცოდვისამან მომიცვა მე, და მრავალსა მოწყალებასა შენსა მოვივლტი, აღმომიყვანე სახიერ დანთქმისაგან, ღმერთო ჩემო გევედრები.



კვერექსი


დიაკონი: შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა კაცთ-მოყვარე, გევედრებით ისმინე და შეგვიწყალენ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


დიაკონი: მერმეცა გევედრებით, ლხინებისათვის, სიმრთელისა და ცხოვრებისა მონისა ამის შენისა (ან მხევლისა) (სახელი).


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


დიაკონი: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან, დაიფაროს და განათავისუფლოს განსაცდელისა ამისგან ვსთქვათ ყოველთა.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთ-მოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა ძისა და სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


ღმრთისმშობელსა ლმობიერად შეუვრდეთ ჩვენ, ცოდვილნი ესე და გლახაკნი, მხურვალითა ცრემლითა ღაღად-ვყოთ სიღრმით გულისათ: ჰოი, დედოფალო, წყალობით შემწე მეყავნ ჩვენ, სასოო მორწმუნეთაო, მსწრაფლ მეწიენ, ჩვენ, რამეთუ წარვსწყმდებით ჩვენ სიმრავლისაგან ცოდვათა ჩვენთასა, და ნუ გარე-მიმაქცევ მონათა შენთა ცუდად, რამეთუ შენ ხარ სასო და მეოხი ჩვენი წინაშე ძისა შენისა, და ღმრთისა ჩვენისა.


გალობა 7.


ძლის-პირი: ყრმათა ღმრთისმსახურთა ბაბილონს შინა არა მსახურეს ხატსა ოქროისასა, და მით სახუმილსა შეითხივნეს, და შეცვრეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩვენთაო!


ვითარცა ოდესმე იხსნენ სამნი ყრმანი, ცეცხლისა მისგან სახმილისა, მოწყალე, იხსენ მვედრებელიცა ესე შენი სახიერო, და დაიფარე მაცდურთაგან მოწევნულისა განსაცდელისა, და ალისაგან შემწველისა, მეუფეო, რათა მარადის გადიდებდეს შენ.


შენ მხოლომან იხილე ქრისტე, უძლურება ამისი კაცობრივი, და მოეც ჭირთა შინა ხსნა, ნუგეშინის-მცემელო კაცთ-მოყვარე, იხსენ ძვირთა ამათ შინა მყოფი მვედრებელი ესე შენი, რათა გიღაღადებდეს, კურთხეულ ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩვენთაო.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


ანგელოზთა სიმრავლენო, მოციქულნო წმიდანო, წინასწარმეტყველნო ბრძენნო, და მოწამენო, და ღმერთ-შემოსილნო პირველნო მამანო, ევედრენით ღმერთსა, უძლურისა ამის განთავისუფლებად, რათა ღაღადებდეს, კურთხეულ-ხარ.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


მხოლოო სასოო, და შემწეო მორწმუნეთაო ღმრთისმშობელო, შემწე ეყავ მვედრებელსა შენსა სენთა მიერ განხრწნილსა, და ყოვლითურთ მოცულსა ვნებათაგან, რამეთუ მწუხარეთა შენ ხარ შესავედრებელი, და განმსვენებელი სულთა და ხორცთა ჩვენთა, ქალწულო ყოვლად-წმიდაო.



გალობა 8.


ძლის-პირი: სახმილი იგი, ცეცხლისა ბაბილონს, პირველად განეზოგა ღმრთისა მიერ, რამეთუ ქალდეველნი ალისა მისისაგან შეიწვნეს, ხოლო ყრმანი შეცურეულნი იტყოდეს აკურთხევდით, საქმენი უფლისანი უფალსა.


ვითარცა პავლეს და სილას ვედრებანი შეიწირენ, და საკრველთა მათგან განათავისუფლენ შენ, აწცა შეგვიწყალენ ჩვენ უღირსნი მღაღადებელნი, და ხმა ჩვენი ისმინე, და იხსენ მონა ესე შენი, ხრწნილებისაგან და სიკვდილისა ქრისტე.


ნუ განმაგდებ ჩვენ პირისაგან შენისა, მვედრებელთა შენთა ქრისტე, რამეთუ უძლურ-ვართ და დახსნილ. არამედ მსწრაფლ შეისმინე ჩვენი მაცხოვარო ჩვენო და იხსენ უძლურებისა ამისგან, რომელი გიღაღადებს მონა ესე შენი მოწყალე.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


მეოხებითა ღმერთო, უხორცოთა მათ მსახურთა შენთათა, და მოციქულთა, და მოწამეთა გუნდთა, წინასწარმეტყველთა, და ყოველთა ღირსთა და მართალთა, იხსენ მონა ესე შენი მწარისა ამის სენისაგან.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ქრისტიანეთა ნუგეშინის-მცემელო, შემწეო და მკურნალო განწირულთაო, ყოვლად-წმიდაო ქალწულო, ნუ უგულებელს-ჰყოფ მვედრებელსა ამას შენსა, ტკივილთა მიერ მოწყლულსა მწარედ, არამედ დაიფარე მტკიცითა საფარველითა შენითა.


გალობა 9.


ძლის-პირი: სიტყვასა ზეცით მოსრულსა, ღმრთისა მიერ მამისა, სიბრძნით განახლებად ადამისა, ხორცთ-შესხმულსა ღმრთისმშობელისაგან უზესთაეს ცნობათა, ჩვენ მორწმუნენი სარწმუნოებით, მშობელსა მისსა თანა გალობით მას ვადიდებდეთ.


წყლულებანი მეუფეო, მონისა ამის შენისანი, რომელი აქუს აწ სენისა მიერ მწარისა, და ტკივილნი ფრიადნი, გარდასცვალენ სიმრთელედ, და მწუხარება ამისი სიხარულად, რათა სარწმუნოებით მარადის გადიდებდეს შენ.


მრავალსა მოწყალებასა შენსა, და წყალობასა, ნუმცა ჰსძლევნ აურაცხელნი ბოროტნი ჩვენნი, არამედ ჯერისაებრ შეიწყალე მღაღადებელი მონა ესე შენი, და აცხოვნე, და იხსენ ქრისტე, ყოველთა ვნებათაგან, ვითარცა მოწყალე ხარ.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


მილხინე უფალო, მილხინე, რაჟამს იგი გენებოს განკითხვაი ჩემი, და ნუ დამსჯი ცეცხლსა მას შინა, ნუცა გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე, ვედრებითა მშობელისა შენისათა, ანგელოზთა, და მოწამეთა ოხითა.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


უზესთაესო წმიდათა უხორცოთა ძალთაო ქალწულო, მოციქულთა და წინასწარმეტყველთა, მოწამეთა და ღირსთა ყოველთავე უპატიოსნესო, ევედრე ღმერთსა მხოლოსა ხსნად ბოროტთაგან მონისა ამის შენისა.


მგალობელთა: ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.


ყოველნო წმიდანო ანგელოზნო, ზეცისა მხედრობანო, წინამორბედო უფლისაო, მოციქულნო ათორმეტნო, მღვდელმთავარნო, მოწამენო, და ნეტარნო მამანო, და ყოველნო წმიდანო ღმრთისანო, ღმრთისმშობელისა თანა, ნუ დასცხრებით მეოხებად და ცხოვრებად, რომელნი თქვენ გადიდებთ.


დედოფალო დედაო მხსნელისაო, ვედრებაი ჩვენი ღირსებით შეიწირე, და შუა-მდგომელ გვექმენ შენგან შობილისა წინაშე, რათა გვაცხოვნნეს ჩვენ ჰოი დედოფალო სოფლისაო.


კვერექსი


დიაკონი: შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა კაცთ-მოყვარე, გევედრებით ისმინე და შეგვიწყალენ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


დიაკონი: მერმეცა გევედრებით, ლხინებისათვის, სიმრთელისა და ცხოვრებისა მონისა ამის შენისა (ან მხევლისა) (სახელი).


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


დიაკონი: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან, დაიფაროს და განათავისუფლოს განსაცდელისა ამისგან ვსთქვათ ყოველთა.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთ-მოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


მღვდელმან: აღიღოს კანდლის ზეთი, სთქვას ზედა ლოცვა და სცხოს მას.


დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


მღვდელმან: მამაო წმიდაო, მკურნალო სულთა და ხორცთა ჩვენთაო, რომელმან მოავლინე მხოლოდ-შობილი ძე შენი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ყოვლისა სენისა მკურნალად, და სიკვდილისა დამხსნელად. განკურნე მონაიცა ესე შენი (ან მხევალი) (სახელი), ყოვლისა სნეულებისაგან სულისა და ხორცთასა, მადლითა ქრისტე შენისათა, და განაცხოველე ესე მსგავსად შენისა სათნოებისა, რათა თანა-მდებსა მადლობასა შენდა კაცთ-მოყვარისა ღმრთისა შესწირვიდეს, და თაყვანის-გცემდეს, აღვსებული შენისა სახიერებითა. მეოხებითა უმეტესად კურთხეულისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისათა, და ყოველთა წმიდათა შენთათა.

რამეთუ შენ ხარ წყარო იგი კურნებათა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.