მღვდელმან: – უფლისა მიმართ ვილოცოთ. – უფალო, შეგვიწყალენ.
ღმერთო დიდო და მაღალო, ყოვლად-ქებულო, მოუკლებელო და გამოუთქმელო, რომელმან დაჰბადე კაცი ხელითა შენითა, მიიღე მიწა ქვეყანისაგან და პატიოსნისა ხატისა შენისა მსგავსებასა პატივ-ეც. შენ, იესო ქრისტე, ყოვლად-წმიდა სახელი შენი თანა-დაუსაბამოსა მამისა შენისა და ყოვლად-წმიდისა, სახიერისა და ცხოველს-მყოფელისა სულისა შენისა, გამოაცხადე მონასა ამას შენსა ზედა, (ანუ მხევალსა) (სახელი), დაიცევ და დაიფარე ესე სულით და ხორცით, მეოხებითა უმეტესად კურთხეულისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის-ქალწულისა მარიამისათა, წმიდათა ზეცისა ძალთა, უხორცოთა ანგელოზთა და მთავარ-ანგელოზთა, წმიდისა და დიდებულისა წინასწარმეტყველისა და წინამორბედისა და ნათლის-მცემელისა იოანესითა, წმიდათა და დიდებულთა მოციქულთა, წმიდათა შორის მამათა ჩვენთა და მსოფლიოთა დიდთა მოძღვართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისა, ათანასე და კვირილე, ნიკოლოზ მირონ-ლუკიისა, სპირიდონ საკვირველმოქმედისა და ყოველთა წმიდათა მღვდელთმთავართა, წმიდისა მოციქულისა და პირველმოწამისა სტეფანესითა, წმიდათა და დიდთა მოწამეთა: გიორგი ღვაწლით-შემოსილისა, თეოდორე სტრატილატისა და ყოველთა წმიდათა მოწამეთა; ღირსთა და ღმერთ-შემოსილთა მამათა ჩვენთა: ანტონი, ეფვთიმი, საბა განწმედილისა, თეოდორე, ონოფრი, არსენი, ათანასე ათონელისა და ყოველთა ღირსთა მამათა, წმიდათა უვერცხლოთა მკურნალთა: კოსმა და დამიანე, კვიროს და იოანე, პანტელეიმონ, ერმოლაოს, სამსონ, დიომიდე, თალალე და ტრიფონისათა (და მოიხსენოს დღის წმიდანი) და ყოველთა წმიდათა შენთათა. მოეც ამას ძილი ლხენისა, ძილი ხორცთა სიმრთელისა, ცხოვრებისა და მიჰმადლე ამას კურნება სულთა და ხორცთა ამისთა, და ვითარცა ოდესმე დაიცევ და დაიფარე აბიმელექ, ნების-მყოფელი შენი, აგარაკსა მას აღრიპასა, და მიეც მას ძილი, რათა არა იხილოს წარტყვენვა იერუსალიმისა, ეგრეთვე მოეც ამას ძილი მოზარდი, და კვალად აღადგინე სიმრთელით სადიდებლად შენისა სახიერებისა და ვითარცა წმიდათა შენთა დიდებულთა და აღმსარებელთა მოწამეთა შვიდთა ყრმათა ზედა გამოაცხადე დიდება შენი დღესა მას დეკეოზ განდგომილისასა, რაჟამს დააძინენ წელსა სამას სამეოც და ათორმეტსა, რამეთუ რაოდენსაცა ჩვილსა იხილვიდა დედა მათი, არა მწუხარებით მოითმენდა განხრწნასა მათსა, არამედ დიდებად და საქებელად კაცთ-მოყვარებისა შენისა ჰყავ იგი საცნაურად და დასამტკიცებლად ჩვენდა მეორედ აღდგომისა ყოველთასა, ეგრეთვე, კაცთ-მოყვარეო მეუფეო, მოხედე ამასცა, რომელი მწოლარე არს აწ, დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა მოეც ამას ძილი ტკბილი განსასვენებლად ხორცთა, და დაიცევ მონა (ანუ მხევალი) შენი და მოეც სიმრთელე, ლხინება სენისა ამისაგან სულთა და ხორცთა, შენისა სახიერებისათვის, რამეთუ შენ მიერ მიეცემის ყოველთა ყოველი კეთილი და ყოველი ნიჭი სრული, რამეთუ შენ ხარ მკურნალი სულთა და ხორცთა ჩვენთა, და შენდა დიდებასა, მადლობასა და თაყვანის-ცემასა აღვავლენთ, თანა-დაუსაბამოით მამით, და ყოვლად-წმიდით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.