მღვდელმან: – უფლისა მიმართ ვილოცოთ. – უფალო, შეგვიწყალენ.
უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან პეტრეს და მეძავსა ცრემლთა მიერ მიტევება ცოდვათა თვისთა მიანიჭე და მეზვერესა სახლსა მისლვითა სიხენეშენი გულთა მისთანი განუმართენ, ეგრეთვე მოხედე აღმსარებელსაცა მონასა ამას შენსა (ანუ მხევლისა) (სახელი) და, რაოდენი გცოდა სიტყვით, გინა საქმით, ანუ გონებით, მეცნიერებით ანუ უმეცრებით, ნებსით გინა უნებლიეთ, ამასცა, ჰოი კაცთ-მოყვარეო მეუფეო, შეუნდევ, რამეთუ შენ მხოლოსა გაქვს ხელმწიფება მიტევებად ცოდვათა.
ჯვარცმითა შენითა, ქრისტე, განიგმირა მძლავრი და დაითრგუნა ძალი მტერისა. რამეთუ არა ანგელოზმან და არცა კაცმან, არამედ თავად უფალი მოხვედ და გვაცხოვნენ ჩვენ.
მომიყიდენ ჩვენ წყევისა მისგან სჯულისა პატიოსნითა სისხლითა შენითა, ჯვარსა ზედა რა დაემსჭვალე და ლახვრითა განიგმირე, ქრისტე, და უკვდავება აღმოუცენე კაცთა, მაცხოვარო ჩვენო უფალო, დიდება შენდა.
ლახვრითა განიგმირე, მხსნელო, ჯვარს-ეცვი რა გვერდით შენით წყარონი ღმრთივ-ბრწყინვალენი უკვდავებისანი ჩვენ მოკვდავთა ამათ აღმოგვიცენენ, უკვდავ-მყვენ ჩვენ.
მღვდელმან: შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით ისმინე და შეგვიწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: მერმეცა გევედრებით წყალობისა, ცხოვრებისა, მშვიდობისა და სიმრთელისათვის მონისა ამის ღმრთისა (სახელი)-სათვის.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: განამრავლენ, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მისისანი და იხსენ იგი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მას ყოველნი შეცოდებანი მისნი ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: შეისმინე ჩვენი, ღმერთო მაცხოვარო ჩვენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქვეყანისათაო და ზღვათა შინა შორს მყოფთაო, მლხინებელ და მოწყალე ექმენ მეუფეო, შეცოდებათა ჩვენთა და შეგვიწყალენ ჩვენ, რამეთუ მოწყალე და კაცთ-მოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღვდელმან: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა თვისისათა, ძლიერებითა ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა და (მოიხსენოს ვისიცა იყოს ხსენება) შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე.
მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).