მღვდელმან: კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ, და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის, და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის)
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით თაყვანი-ვცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა, ღმერთსა ჩვენსა.
მოვედით თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
1. რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისაითა, საფარველსა ღმრთისა ზეცათაისა განისუენოს.
2. ჰრქუას უფალსა: ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას.
3. რამეთუ მან გიხსნეს შენ საფრხისა მისგან მონადირეთაისა და სიტყვისა მისგან განსაკრთომელისა.
4. ბეჭთ-საშუალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე; საჭურველად გარე-მოგადგეს შენ ჭეშმარიტებაი მისი.
5. არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი;
6. ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუა დღისა.
7. დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი - მარჯუენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ.
8. ხოლო შენ თუალითა შენითა ჰხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთაი იხილო.
9. რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასოი ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა.
10. არა შევიდეს შენდა ძვირი, და გუემაი არა მიეახლოს საყოფელთა შენთა.
11. რამეთუ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცუად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა;
12. ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი;
13. ასპიტსა და ვასილისკოსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი.
14. რამეთუ მე მესვიდა, და ვიხსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი.
15. ხმა-ჰყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიხსნა იგი და ვადიდო იგი.
16. დღეგრძელობითა განვაძღო იგი და უჩუენო მას მაცხოვარებაი ჩემი.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!
გზა და ჭეშმარიტება შენ ხარ, ქრისტე, მოგზაური ანგელოზი აწ მოუვლინე მონათა შენთა მფარველად ვითარცა ოდესმე ტობიას, და ყოვლისაგან ბოროტისა და ყოვლისაგან კეთილმითვალულებასა შინა უვნებელად დამცველი სადიდებელად შენდა, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა, მხოლოო კაცთ-მოყუარე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ვითარცა ლუკას და კლეოპას თანა ემმაუს შინა მოგზაურობდი მაცხოვარ, თანა-მავალ ექმენ აწ მონათა ამათ შენთა მგზავრობასა შინა მანქანითა ამით, და იხსენ ესენი ყოვლისა ბოროტისა გარე-მოდგომილებისაგან, რამეთუ ყოველივე ძალგიძს, რაოდენიცა გენებოს, ვითარცა კაცთმოყვარე ხარ.
დიაკონი: შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით ისმინე და შეგვიწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიაკონი: რომელი სლვათა კაცთასა წარმართებ, უფალო; მოიხილე მოწყალებით მონათა შენთა ზედა (სახელები) და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი ნებსითნი და უნებლიეთნი, აკურთხენ კეთილნი განზრახვანი მათნი, გამოსლვად და შესლვად თანა მავალობით წარმართენ, გულს-მოდგინედ გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიაკონი: რომელმან იოსებ მწუხარებისაგან ძმათა თვისთასა დიდებულად თავისუფალ ჰყავ უფალო, და ეგვიპტედ წარუძეღუ მას, და კურთხევითა სახიერებისა შენისათა ყოველსა შინა ბედნიერ ჰყავ იგი, ეგრეთვე მონანიცა ესე შენნი, მანქანითა ამით მგზავრობისა და კეთილისა საქმისა მნებებელნი აკურთხენ, და სლვა და შრომანი მათნი უშფოთველად და კეთილად სლვიან-ჰყავ, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიაკონი: რომელმან ისააკს და ტობიას თანა-მოგზაური ანგელოზი მიუვლინე, და მით მოგზაურობა, და უკუნ-ქცევა მათი მშვიდობიან და კეთილ-სლვიან ჰყავ: აწცა, ყოვლად სახიერო, ანგელოზი მშვიდობისა მონათა ამათ შენთა ჩვენ მიერ შენდა მვედრებელთა მოუვლინე, რათა დაადგინოს ესენი ყოველთა ზედა საქმესა კეთილსა, და იხსენ ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, და ყოვლისაგან ბოროტისა გარემოდგომილთაგან, და რათამცა სიმრთელით და მშვიდობით, და კეთილ-მითვალულებით უკუმოიქცნენ სადიდებელად შენდა, გულს-მოდგინედ გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: შეისმინე ჩვენი, ღმერთო მაცხოვარო ჩვენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქვეყანისათაო და ზღვათა შინა შორს მყოფთაო, მლხინებელ და მოწყალე ექმენ მეუფეო, შეცოდებათა ჩვენთა და შეგვიწყალენ ჩვენ, – რამეთუ მოწყალე და კაცთ-მოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღვდელმან: – უფლისა მიმართ ვილოცოთ. – უფალო, შეგვიწყალენ.
უფალო ღმერთო მამათა ჩვენთაო, რომელმან უბრძანე ნოეს ნებისმყოფელსა შენსა აღშენება კიდობნისა საცხოვრებელად ქვეყანისა და მრავალთა ხეთაგან სათნო იყავ ერთ ხედ ქმნა და სხვათა ნივთთაგან მოღებულთა ქვეყანისაგან შეთხზვა მისი, შენ უკვე მეუფეო ყოველთაო, სათნო იყავ უსულოთა ხეთა და სხვისა მის მასალისა მიერ მართვა და ძლიერითა ხელითა შენითა, ცხოვრება კაცთა ნათესავისა. თვით აწცა მეუფეო ავტომობილიცა ესე დაიცევ და მოეც ამას კეთილი ანგელოზი მშვიდობისა და რომელთა ნებავთ მით მგზავრობა და კეთილისა საქმისა ქმნა, დაიცევ, დაიფარე, აკურთხე, განაბრძვნე, კეთილგონიერ-ყავ, განამრავლენ საქმენი მათნი კეთილითა ნაყოფითა და ყოველი სიუხვე ზეციერისა და ქვეყნიერისა კურთხევისა შენისა მიმადლე მათ და მოეც კვალად თვისთანა მოსლვა, ვედრებითა ყოვლად უხრწნელისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველს-მყოფელისა ჯვარისათა, პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთათა, წმიდისა დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლის-მცემელისა იოანესითა, წმიდათა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა და (წმიდისა, რომლისაცა ხსენება იყოს) და ყოველთა წმიდათა შენთათა.
რამეთუ შენ ხარ საჭეთმმართველი და მაკურთხეველი ყოველთავე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა, მადლობასა და თაყვანის-ცემასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღვდელი ასხურებს წმიდა წყალს მანქანის შიგნით ყოველ ადგილს და სათავსოს, შემდეგ გარედან ყოველ მხარეს და იტყვის:
იკურთხება ავტომობილი ესე სხურებითა წმიდისა ამის წყლისათა, მადლითა ყოვლად-წმიდისა სულისათა, სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ქველის-მოქმედებათა და ნიჭთა უსასყიდლოდ ღირს-ქმნულნი უხმარნი მონანი შენნი, მეუფეო, გულს-მოდგინედ შენდა მომართ მოვივლტით, და მადლობასა ძალისაებრ შევსწირავთ, და შენ, ვითარცა კეთილის-მყოფელსა და შემოქმედსა, დიდებით გიღაღადებთ: დიდება შენდა ღმერთო ყოვლად-მოწყალე.
დიაკონი: სიბრძნით.
მღვდელმან: ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.
მღვდელმან: დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა.
მგალობელთა: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
– უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)
სახელითა უფლისათა უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გვაკურთხენ.
მღვდელმან: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა თვისისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა და (მოიხსენოს ვისიცა იყოს ხსენება) შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე.
მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).