მღვდელმან: – უფლისა მიმართ ვილოცოთ. – უფალო, შეგვიწყალენ.
უფალო ღმერთო ცხოვრებისა ჩვენისაო, ძეო ღმრთისა ცხოველისაო, რომელი მჯდომარე ხარ ქერუბიმთა ზედა, და დიდებულსერაბიმთა მიერ, რომელი უმაღლეს ხარ და უზესთაეს ყოველთა მთავრობათა, და ხელმწიფებათა, უფლებათა და ძალთა, რომელი ეგე დიდ ხარ და საშინელ, ყოველთა ზედა, რომელნი არიან გარემოს შენსა. შენ ხარ, რომელმან გარდაართხენ ცა, ვითარცა კამარა. შენ ხარ, რომელმან შეჰქმენ ქვეყანა დიდითა ძალითა შენითა, და განაგე სოფელი სიბრძნითა შენითა, რომელი შესძრავ ცასა, ქვეშე საფუძველითურთ, ხოლო სვეტნი მისნი არა შეირყევიან. რომელმან არქუ მზესა და არა აღმოხდის, ხოლო ვარსკვლავთა ზედა დაჰბეჭდი. რომელმან შერისხენ ზღვასა და დაჰყუდნა, რომლისა გულისწყრომა დაადნობს მთათა, და შენ მიერ კლდენი შეიმუსრნენ, და ბჭენი რვალისანი და მოქლონნი რკინისანი შეიფქვნენ. და ძლიერი შეჰკარი და ნატყვენავი მისი განყავ, რომელმან მძლავრი იგი ჯვარითა შენითა დააკვეთე, და ვეშაპი სამჭედურითა მით განკაცებისა შენისათა მოინადირე, და საკრველითა მით წყვდიადისათა ტარტაროზსა მას შინა შეჰკარ. შენ აწცა, უფალო, სიმტკიცეო მოსავთა შენთაო და ზღუდეო ძლიერო მორწმუნეთა შენთაო, განიშორე, განიოტე, და წარსდევნე ყოველი საქმე საეშმაკო, ყოველი ზედა აღდგომა სატანასი, ყოველივე შემოსლვა ბელიარისი, ყოველივე ძვირის ზრახვა და ზაკვა წინააღმდგომთა, ძალითა შენითა სართულისა ამისგან წარსდევნენ, და რომელნი ამას შინა მკვიდრ არიან და სასწაულითა საშინელისა მის და ეშმაკთა მიმართ ძლიერისა ჯვარისა შენისათა შეჰმუსრე, ხდითა ლეგეონი ეშმაკთა განიოტე ყრუ და უტყვი ეშმაკი, და არაწმიდა სული განსდევნე, რათა არღარა მოიქცეს, და ყოველნი საცთურნი უხილავთა მტერთა ჩვენთანი განაქარვენ, და მორწმუნეთა და მეცნიერთა შენთა მიეც უფლება, ვითარცა მიეც მოწაფეთა შენთა დათრგუნვად გველთა და ღრიანკალთა, და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა. შენ უფალო ყოვლისავე ვნებისა და ბოროტისა უზესთაეს და უმაღლეს გამოაჩინენ სახლისა ამის მკვიდრნი, დაიცვენ და იხსნენ იგინი შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი, ღვაწლისაგან, რომელნი ვალნ ბნელსა შინა, შემთხვევისაგან ეშმაკისა შუადღისა, რათა იყვნენ შენდა მონად, და შენდა იყვნენ მხევლებ ჩვილებითურთ თვისით, და მიიღონ შენგან შეწევნა, და ანგელოზთა მხედრობისა მიერ შეზღუდვილნი და გარე-შეცულნი ყოველნივე ერთობით, ვითარცა ერთითა პირითა სარწმუნოებით გიგალობდენ შენ: უფალი არს მწე ჩემდა და არა შემეშინოს, რაი მიყოს მე კაცმან? და კუალად: არა შემეშინოს ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ: შენ ხარ ღმერთი ძლიერი, და მტკიცე, და ხელმწიფე, და მთავარი მშვიდობისა, და მამა მერმეთა მათ საუკუნეთა, და სუფევა შენი სუფევა არს უკუნისამდე. რამეთუ შენ მხოლოისა არს მეუფება, ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.