მღვდელი დგება პირით აღმოსავლეთისკენ. მის წინ, ტაბლაზე დანთებულია სანთელი, ასვენია ჯვარი, სახარება, დგას ჭურჭლით ნაკურთხი წყალი და ზეთი. სახლის ყველა ოთახში უნდა გაიკრას მისაკრობი ჯვრები.
მღვდელმან: კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ, და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის, და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის)
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით თაყვანი-ვცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა, ღმერთსა ჩვენსა.
მოვედით თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
მღვდელი ფსალმუნის კითხვის დროს აკმევს სახლის ყოველ ოთახს.
1. რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისაითა, საფარველსა ღმრთისა ზეცათაისა განისუენოს.
2. ჰრქუას უფალსა: ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას.
3. რამეთუ მან გიხსნეს შენ საფრხისა მისგან მონადირეთაისა და სიტყვისა მისგან განსაკრთომელისა.
4. ბეჭთ-საშუალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე; საჭურველად გარე-მოგადგეს შენ ჭეშმარიტებაი მისი.
5. არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი;
6. ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუა დღისა.
7. დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი - მარჯუენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ.
8. ხოლო შენ თუალითა შენითა ჰხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთაი იხილო.
9. რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასოი ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა.
10. არა შევიდეს შენდა ძვირი, და გუემაი არა მიეახლოს საყოფელთა შენთა.
11. რამეთუ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცუად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა;
12. ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი;
13. ასპიტსა და ვასილისკოსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი.
14. რამეთუ მე მესვიდა, და ვიხსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი.
15. ხმა-ჰყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიხსნა იგი და ვადიდო იგი.
16. დღეგრძელობითა განვაძღო იგი და უჩუენო მას მაცხოვარებაი ჩემი.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!
ვითარცა სახლსა ზაქესსა შესლვითა შენითა, ქრისტე, ცხოვრება იქმნა, ეგრეთვე აწ შესლვითა სამღვდელოთა მსახურთა შენთა და მათ თანა წმიდათა ანგელოზთა შენთათა, მშვიდობა შენი მომადლე სახლსა ამას და წყალობით აკურთხე იგი, აცხოვნე და განანათლე ყოველნი, რომელნი დამკვიდრდებიან მას შინა.
დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
მღვდელმან: უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩუენო, რომელმან ღირს იჩინე სართულსა ქვეშე, ზაქესსა მეზვერისასა შესლვა, საცხოვრებელად მისთვის და ყოველთა სახლეულთა მისთა, შენ აწცა სახლსა ამას მოხედე, და რომელთა ნებავს მკვიდრობა მას შინა, რომელთათვის ვედრებასა და ლოცვასა შევწირავთ შენდა, ყოვლისაგან ბოროტისა უვნებელად დაიცავ ესენი, აკურთხენ ესენი და სამკვიდრებელი მათი და ავი განზრახვისაგან ცხოვრება მათი მარად დაიცევ, უხვად ყოველნი კეთილნი შენნი კურთხევითა შენითა სარგებელად მიეც მათ, რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანის-ცემა თანა-დაუსაბამოით მამით შენით და ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონი: თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
მგალობელთა: შენ უფალო.
მღვდელმან: მეუფეო, უფალო ღმერთო ჩუენო, რომელი მაღალთა შინა მკვიდრ ხარ და მდაბალთა ხედავ, რომელმან აკურთხე სახლი ლაბანისა შესლვისა თანა იაკობისათა და სახლი პეტეფრესი მისლვითა იოსებისათა, რომელმან აკურთხე სახლი აბედარისა შეტანითა კიდობანისათა და რომელმან დღეთა მათ შინა ხორციელად მოსლვისა ქრისტესა ღმრთისა ჩვენისასა ცხოვრება სახლსა ზაქესსა მიმადლე, შენ აკურთხე სახლიცა ესე და რომელთა სურთ მკვიდრობა მას შინა, შიშითა შენითა შეზღუდე და წინააღმდგომთაგან უვნებელად დაიცევ და კურთხევა შენი მაღლით სამკვიდრებელით შენით გარდამოუვლინე მათ და აკურთხე და განამრავლე ყოველი კეთილი სახლსა ამას.
რამეთუ შენი არს მოწყალება და მაცხოვარება, ღმერთო ჩვენო და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა ძისა და და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
და შემდგომ მღვდელი 3-ჯერ ჯვარს სახავს ზეთს სიტყვებით:
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, ამინ.
და კითხულობს ამ ლოცვას:
უფალო ღმერთო ჩვენო, მოხედენ აწ მოწყალებითა ლოცვასა ჩემ მდაბლისა და უღირსისა მონისა შენისასა, და გარდამოავლინე მადლი ყოვლად-წმიდისა სულისა შენისა ზეთსა ამას ზედა და აკურთხე იგი, რათა იყოს განსაწმედელად ადგილისა ამის და მას ზედა აგებულისა სახლისა, განსადევნელად ყოვლისა წინააღმდგომისა ძალისა და განზრახვათა ეშმაკისათა, რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხებ და განსწმედ ყოველთა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღვდელი: წმიდა წყალს ასხურებს სახლის ყოველ კედელს და საკუჭნაოს, სიტყვებით:
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, სხურებითა წმიდისა ამის წყლისათა განიდევნოს ყოველი მზაკვარი და ზაკული, საეშმაკო მოქმედება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ზეთს სცხებს სახლის კედლებს, სადაც გამოსახულია ჯვარი, თითოეულ ცხებაზე ამბობს:
ცხებითა წმიდისა ამის ზეთისათა იკურთხება სახლი ესე, სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, ამინ.
ხოლო ცხების ჟამს მგალობელნი გალობენ შემდეგ სტიქარონს; ხმა 5,
აკურთხე, უფალო, სახლი ესე, აღავსე იგი ქვეყნიერთა კეთილთა შენთაგან, და რომელთა სურთ ღმრთისმსახურებით მას შინა მკვიდრობა ყოველთა გარემოდგომილებათაგან ბოროტისათა, უვნებელად დაიცევ და ყოველი სიუხვე ზეციერისა და ქვეყნიერისა კურთხევისა შენისა მიმადლე მათ, და ვითარცა მოწყალემან, შეიწყალე დიდითა წყალობითა შენითა.
ან „ჯვარსა შენსა თაყვანის-ვცემთ მეუფეო და წმიდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ“.
დიაკონი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმინდა სახარება.
მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მღვდელმან: ლუკასაგან წმინდისა სახარებისა საკითხავი. მგალობელთა: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.
დიაკონი: მოხედენ.
მათ დღეთა შინა იესო შევიდა და განვიდოდა იერიქოთ, და აჰა ესერა კაცი ვინმე, და სახელი მისი ზაქე, და იყო იგი მთავარი მეზვერეთა, და ესე იყო მდიდარ ფრიად. და უნდა ხილვა იესოსი, ვინ-ძი არს, და ვერ უძლო ხილვად ერისა მისგან, რამეთუ ჰასაკითა იყო მცირე და წარრბიოდა წინა და აღხდა ლეღუსულელსა, რათა იხილოს იგი, რამეთუ მიერ წარსლვად იყო. და მოვიდა ადგილსა მას, მიხედა იესო და ჰრქვა მას: ზაქე, ისწრაფე და გარდამოხედ, რამეთუ დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფა. და ისწრაფა და გარდამოხდა და შეიყვანა იგი სიხარულით. და იხილეს ყოველთა და დრტვინვიდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ცოდვილისა კაცისა თანა შევიდა დადგომად. აღდგა ზაქე და ჰრქვა უფალსა: აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთა მივსცე გლახაკთა; და უკეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი. ჰრქუა მას იესო: დღეს იქმნა ცხოვრება სახლისა ამის, რამეთუ ესეცა შვილი აბრაამისი არს. რამეთუ მოვიდა ძე კაცისა მოძიებად და ცხოვრებად წარწყმედულისა.
მგალობელთა: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.
წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ, უფალო, გიგალობდე და გულისხმა-ვყო გზასა უბიწოსა; ოდეს მოხვიდე ჩემდა? ვიდოდი მე უმანკოებითა გულისა ჩემისათა შორის სახლისა ჩემისა. არა დავიდევ წინაშე თვალთა ჩემთა საქმე უსჯულო და მყოფელნი გარდასლვისანი მოვიძულენ; არა შემომეყო მე დრკუ გული, გარემიქცევა ბოროტისა ჩემგან მე არა უწყოდე. რომელი იტყვინ იდუმალ მოყვასისა თვისისა ძვირსა, ესე წარვდევნი; რომელი ამპარტავან იყო თვალითა და უძღებ გულითა, მის თანა არა ვჭამი. თვალნი ჩემნი სარწმუნოთა ზედა ქვეყანისათა, რათა დასხდენ იგინი ჩემ თანა; რომელი ვიდოდა გზასა უბიწოსა, ესე მმსახურებდა მე. არა დაიმკვიდრა შორის სახლსა ჩემსა, რომელმან ყვის ამპარტავნება; რომელი იტყვინ სიცრუვესა, არა წარემართა წინაშე თვალთა ჩემთა. ცისკარსა მოვსწყუედდი ყოველთა ცოდვილთა ქვეყანისათა, მოსპოლვად ქალაქისაგან უფლისა ყოველთა მოქმედთა უსჯულოებისათა.
მღვდელმან: შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: მერმეცა გევედრებით, რათა გარდამოავლინო კურთხევა შენი სახლსა ამას ზედა და მონათა და მხევალთა ამათ შენთა (სახელები) ამათ ზედა და ყოველთა ზედა, რომელთა სურთ ღმრთისმსახურებით მკვიდრობა ამას შინა და რათა მოავლინო ანგელოზი შენი მოწყალე, რომელი დაიფარავს და დაიცავს მათ ყოვლისა ბოროტისაგან, წინამძღვარი მათი ყოველსა სათნოებასა ზედა, აღსრულებად ქრისტეს წმიდათა მცნებათა, დაცვად მათდა შიმშილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისა, ცეცხლისა, მახვილისა და ზედა-დასხმისაგან უცხო ტომთასა და ყოვლისაგან სიკვდილ-შემოსილისა წყლულებისაგან. უფალო, მიმადლე მათდა სიმრთელე და დღეგრძელობა და ყოველი ნაყოფიერება, ვთქვათ ყოველთა. უფალო, ისმინე და შეგვიწყალენ ჩვენ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტეანეთათვის.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: შეისმინე ჩვენი, ღმერთო მაცხოვარო ჩვენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქვეყანისათაო და ზღვათა შინა შორს მყოფთაო, მლხინებელ და მოწყალე ექმენ მეუფეო, შეცოდებათა ჩვენთა და შეგვიწყალენ ჩვენ.
რამეთუ მოწყალე და კაცთ-მოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონი: სიბრძნით.
მღვდელმან: ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო გვაცხოვნენ ჩვენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.
მღვდელმან: დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა.
მგალობელთა: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
– უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)
სახელითა უფლისათა უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გვაკურთხენ.
მღვდელმან: რომელმან სახლსა შინა ზაქესსა მისლვა ინება ჩვენისა ცხოვრებისათვის, ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა თვისისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა და (მოიხსენოს ვისიცა იყოს ხსენება) შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე.
მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
სთქვან მრავალჟამიერი.