მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დიდი კურთხევანი

 

ლოცვა სახლის საფუძვლის დადებისა

 

მღვდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ. - უფალო შეგვიწყალენ.


ღმერთო ყოვლისა მპყრობელო, რომელმან შეჰქმნენ ცანი მეცნიერებითა, და ქვეყანა დააფუძნე სიმტკიცესა ზედა მისსა, რომელი შემოქმედი ხარ და დამბადებელი ყოველთა, მოხედე მონასა ამას შენსა (სახელი), მინდობილსა ძლიერებისა შენისასა, აღშენებად სახლისა საყოფელად თვისად, და მოქმედება ამისი ამაღლებულ ყავ, და დაამტკიცე ესე კლდესა ზედა მტკიცესა, და დააფუძნე ესე მსგავსად საღმრთოისა მის სახარებისა შენისა ხმისაებრ, რათა არა მოიწიოს ამას ზედა, არცა ქარი განმხრწნელი, არცა წყალი და არცა სხვა მავნებელისა ძლიერება. სათნო-იყავ ესე ვიდრე აღშენებად განსრულებადმდე, და რომელნი მკვიდრობდენ ამას შინა, ყოვლისაგან განსაცდელისა განათავისუფლენ წინააღმდგომისა. სრულ-ჰყავ ესე ნებისაებრ შენისა და თვისისა ნაშრომისაგან სათნო-იყავ განსვენებაი ამისი და გრძელსა სიბერესა მიწევნად, ვიდრე შვილითი შვილადმდე.


რამეთუ შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.