მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დიდი კურთხევანი

 

ლოცვა განტეხასა არტოსისა

 

არტოსი განიტეხების შაბათსა ბრწყინვალე შვიდეულისასა და მიეცემის მორწმუნეთა.


მღვდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ. - უფალო შეგვიწყალენ.


უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, პურო ანგელოზთაო, პურო საუკუნოისა ცხოვრებისაო, რომელი გარდამოხედ ზეცით, და გამომზარდენ ჩვენ ყოვლად ბრწყინვალეთა ამათ დღეთა, საზრდელითა სულიერითა შენთა საღმრთოთა მოწყალებათათა, მესამისა დღისა მაცხოვნებელისა აღდგომისათვის, აწცა მოიხილე, სიმდაბლით გევედრებით შენ, ლოცვასა და მადლობასა ჩვენსა ზედა, და ვითარცა აკურთხე ხუთნი პურნი უდაბნოსა შინა, ეგრეთვე აკურთხე პურიცა ესე, რათა ყოველნი მიმღებელნი ამისნი ხორციელსა და სულიერსა კურთხევასა და სიმრთელესა ღირს-იქმნენ, წყალობითა და მოწყალებითა შენისა კაცთმოყვარებისათა, რამეთუ შენ ხარ მაკურთხეველი ჩვენი და შენდა დიდებასა აღვავლენთ თანა დაუსაბამოით მამით შენით და ყოვლად წმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.