მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დიდი კურთხევანი

 

კურთხევა არტოსისა

 

ბრწყინვალე აღდგომას წირვის ბოლოს, ამბიონზე გამზადებულ ტაბლაზე დასდებენ არტოსსა.


მღვდელმან: კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ. ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. (3-გზის)


მღვდელმან: – უფლისა მიმართ ვილოცოთ. – უფალო შეგვიწყალენ.


ღმერთო ყოვლად-ძლიერო და ღმერთო ყოვლისა მპყრობელო, რომელმან მონისა შენისა მიერ ისრაელი ეგვიპტიდან გამოიყვანე და ერი შენი ფარაოისა მწარისა მონებისაგან განათავისუფლე და კრავისა დაკლვა უბრძანე, სახედ ნებსით ჩვენთვის ჯვარცმულისა კრავისა, აღმღებელისა ცოდვათა ყოვლისა სოფლისათა, საყვარელისა ძისა შენისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა, შენ აწცა მდაბლად გევედრებით, მოხედენ პურსა ამას და აკურთხე და განსწმიდე ესე, რამეთუ ჩვენცა, მონანი შენნი, პატივისათვის და დიდებისა და მოსახსენებლად დიდებულისა აღდგომისა ძისა შენისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა, რომლისა მიერ საუკუნოისა მონებისაგან მტერისა და ჯოჯოხეთისა დაურღვეველისა ტყვეობისაგან გამოვიხსნენით, თავისუფლება და ნათელი ვიხილეთ, აწ შენისა დიდებულებისა წინაშე, ყოვლად-ბრწყინვალესა და დიდებულსა და მაცხოვარებისა დღესა პასექისასა, ამას შევსწირავთ. ჩვენ ამისა შემწირველნი და მისსავე მიმთხვეველნი და მისგან მიმღებელნი, შენისა ზეცისა კურთხევისა თანაზიარ გვყვენ და ყოველი სნეულება და უძლურება, ჩვენგან ძალითა შენითა განგვაშორენ და სიმართლე ყოველთა მოგვანიჭე, რამეთუ შენ ხარ წყარო კურთხევისა და მომცემელი კურნებისა და შენდა დიდებასა აღვავლენთ, დაუსაბამოისა მამისა, თანადაუსაბამოით და მხოლოდშობილით ძით შენით და ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


ასხურებს აიაზმის წყალს და დატოვებენ არტოსსა ამბიონზე ბრწყინვალე შვიდეულის შაბათამდე.