მღვდელმან: კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ. ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. (3-გზის)
მღვდელმან: – უფლისა მიმართ ვილოცოთ. – უფალო შეგვიწყალენ.
მოიხილე, უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო, განხსნასა ამას ზედა ხორცთასა, და განწმიდე ესე, ვითარცა განწმიდე კრავი, რომელიცა შენდა შესწირა მორწმუნემან შენმან აბრაამ, და ტარიგი იგი, რომელიცა აბელ მოგართვა ყოვლად-დასაწველად შესაწირავი იგი და მსგავსადვე მისა ზვარაკი იგი ჭამებული, რომელი დაკლა მამამან მოსლვასა ძისა თვისისა წარწყმედულისასა, და იგიცა შენდავე შეწირა. ვითარცა იგინი ღირს-ჰყვენ განსვენებასა მადლითა შენითა, ეგრეთვე ესეცა განწმიდე, აკურთხე, რათა იქმნას შენ მიერ კურთხეულ და რომელთა მიიღონ ამისგან, ექმნას კეთილ-საზრდელ, განსასვენებელად სულთა და ხორცთა მათთა, რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტი საზრდელი სახიერი და მაცხოვარი სულთა და ხორცთა ჩვენთა და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.