წესისამებრ ბზა იკურთხება ცისკარზე 50-ფსალმუნის შემდეგ. უკეთუ მოძღვარმან განაჩინოს, ეგრეთვე აკურთხებს ბზას წირვის შემდეგ და რაჟამს ამთხვევინოს ჯვარზედ ასხურებს აიაზმას მორწმუნეებს და ბზებს, რომელიც ხელთ უპყრიათ მათ.
დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
მღვდელმან: უფალო ღმერთო ჩვენო, რომელი ჰზი ზედა ქერუბიმთა, რომელმან აღადგინე ძალი შენი და მოავლინე მხოლოდშობილი ძე შენი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რათა აცხოვნოს სოფელი, ჯვარცმითა, დაფლვითა და აღდგომითა თვისითა, და შევიდა წმიდასა ქალაქსა იერუსალიმსა ნებსით ვნებად. ერი რომელი სხდეს ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკვდილისათა, მიიღეს მათ საძლეველად განზრახვით რტონი ხეთანი, და ბაია ფინიკთა აღდგომისა მომასწავებელად, ეგრეთვე, შენ მეუფეო, მოგვეც ჩვენცა, რათა მიღებითა რტოთა ხეთასა, და აღპყრობითა ბაიასითა წინა დღესასწაულისა დღესა ამას ბაიასსა მომასწავებელად მისსა ვქადაგებდეთ, ვითარცა იგი ერნი და ჩვილნი, რომელნიცა ოსანასა შენდა შესწირვიდენ, დაიცვენ იგინი. და აწ ჩვენცა ღირს-მყვენ გალობითა და ქებითა სულიერითა თაყვანის-ცემად ცხოვრების მომნიჭებელსა მესამისა დღისა აღდგომასა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა, რომელი კურთხეულ-ხარ თანა ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.