მღვდელმან: – უფლისა მიმართ ვილოცოთ. – უფალო, შეგვიწყალენ.
უფალო ღმერთო ჩვენო, სახიერო და კაცთ-მოყვარეო, მოიხილე ღვინოსა ამას ზედა და რომელმან მიიღოს ღვინისა ამისგან, ანუ იხმიოს, აკურთხე, ვითარცა აკურთხე ჯურღმული იაკობისი, საბანელი სილოამისი და ბარძიმი იგი წმიდათა შენთა მოციქულთა, ოდეს მიხვედ კანას გალილეასსა და აკურთხენ ექვსნი სარწყულნი და წყალი ღვინოდ შესცვალე და დიდებაი შენი გამოუცხადე წმიდათა შენთა მოწაფეთა და მოციქულთა. აწ გარდამოავლინე უფალო, სული შენი წმიდა ღვინოსა ამას ზედა, და აკურთხე ესე სახელისა შენისათვის წმიდისა.
რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და განსწმედ ყოველთა, ქრისტე ღმერთო ჩვენო და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.