მღვდელმან: – უფლისა მიმართ ვილოცოთ. – უფალო, შეგვიწყალენ.
მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან შენი შენ მიერისაგან შეწირვად შენდა წადიერებით თვითეულსა უბრძანე და საუკუნეთა შენთა კეთილთა მისაგებელი მიანიჭე მათ; რომელმან ქვრივისა მის ძალისაებრ შესაწირავი სათნოდ შეიწირე, აწცა შემოწირული ესე მონათა შენთა მიერ, (სახელნი), საუკუნეთა მათ საუნჯეთა შენთა დაუნჯებად სათნო იჩინე და მიანიჭე ამათ საწუთოსაცა კეთილთა შენთა უშურველად მიცემა და განსვენება ყოვლითურთ სახლეულით მათით,
რამეთუ კურთხეულ არს და დიდებულ ყოვლად პატიოსანი სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მღვდელმან აკმიოს.
მღვდელმან: – უფლისა მიმართ ვილოცოთ. – უფალო, შეგვიწყალენ.
უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან მრავლითა წყალობითა შენითა მომიყვანენ ჩვენ ჟამსა ამას და აკურთხე მოქცევა წელიწადისა ამის და გვირგვინოსან ჰყავ იგი ნაყოფიერებით; რომელმან უბრძანე ქვეყანასა მიუწდომელითა მით სიტკბოებითა შენითა გამოღებად ნაყოფსა საზრდელად ჩვენდა, შენ უფალო მოგვმადლე მონათა შენთა მოღებად პირველთა ამათ ნაყოფთა მშვიდობით, და შეკრება სიმართლითა და ერთობით და ყოველივე იეფობა ყოვლისავე კეთილისა მინიჭებით, რამეთუ შენ ხარ მომცემელი საუკუნეთა მათ კეთილთა და შენდა დიდებასა შევსწირავთ, მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.