მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დიდი კურთხევანი

 

კურთხევა პირველისა ხილისა

 

მღვდელმან: – უფლისა მიმართ ვილოცოთ. – უფალო, შეგვიწყალენ.


მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო, შენთა შენთაგან შენდა მოვიღებთ წინაშე შენსა და შევწირავთ თვითოეულსა ყოვლითა გულითა, სასყიდელი ამისი მადლითა შენითა საუკუნოსა მას მოგვანიჭენ ჩვენ, რომელმან ქვრივისა მის, რაიცა ძალ-ედვა, შესაწირავი შეიწირე, ეგრეთვე, რომელი ესე შემოგწირეს მონათა და მხევალთა ამათ შენთა (სახელები), შეიწირე და საუკუნოსა მას კეთილთა საუნჯესა ღირს-ყავ ესენი, რომელთა მოიღეს, მოანიჭე ქვეყნიერი კეთილი და უშურველსა მას განსვენებასა ღირს-ჰყვენ და რაოდენი შემოგწირეს, მიითვალე.


რამეთუ კურთხეულ-არს სახელი შენი, და დიდებულ მეუფება შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.