მღვდელმან: – უფლისა მიმართ ვილოცოთ. – უფალო, შეგვიწყალენ.
აკურთხე უფალო, ახალი ესე ნაყოფი ვენახისა, რომელი კეთილად შეზავებითა, მყუდროებითა ჟამთათა და ცვართაგან წვიმისათა ჯერ-იჩინე სიმწიფესა ამას მოსლვად, რათა იყოს ესე ჩვენდა სიხარულ, და რათა შევსწირვიდეთ ამას შენდა ძღვნად სალხინებელად ცოდვათა, საღმრთოისა და წმიდისა სისხლისა მის ქრისტეს შენისა, რომლისა თანა კურთხეულ-ხარ, თანა ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჯვარი დასწეროს და განუყოს ყოველთა.