მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დიდი კურთხევანი

 

კურთხევა წანდილისა

 

პატივად და მოსახსენებელად საუფლოთა დღესასწაულთა და წმიდათა ღმრთისათა.
(უკეთუ მიცვალებულთათვის იკურთხევის წანდილი, აღესრულების პანაშვიდი და შემდგომ ლოცვა ესე წანდილის კურთხევისა).


უკეთუ მწუხრისა ჟამსა მოტანილ იქმნას წანდილი ეკლესიად, შემდგომ აწ განუტევესა სთქვან:


წმიდაო ღმერთო... მამაო ჩვენო... ტროპარი, დიდება, აწ და, და ღმრთისმშობელისა.


ხოლო, უკეთუ ლიტურგიასა ზედა მოიტანონ, შემდგომ ამბიონის ლოცვისა იგალობების ტროპარი და კონდაკი მის დღის წმიდისა.


დიაკონი: უკმევს წანდილსა და იტყვის: უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


მღვდელმან: უფალო, სიტყვითა შენითა ყოვლისა სრულმყოფელო, რომელმან უბრძანე ქვეყანასა მრავალფერთა ნაყოფთა აღმოცენებაი საზრდელად და განსასვენებელად ჩვენდა, რომელმან თესლთა მიერ იხსნენ ბაბილონსა შინა დანიილ და სამნი ყრმანი შეგინებისაგან ტაბლისა მის არაწმიდისა. შენ ყოვლად-სახიერო მეუფეო, აკურთხენ თესლნი ესე და თვითო-სახენი ნაყოფნი, და მიმღებელნი მათგან წმიდა-ჰყვენ, რამეთუ სადიდებელად შენდა, და პატივად წმიდისა შენისა (სახელი) წმიდისა), და მოსახსენებელად სარწმუნოებით შესვენებულთა შემოსწირეს შენდა მონათა შენთა ძღვენი ესევითარი. მოანიჭე, სახიერ, შემმზადებელთა ამისთა ყოველივე საცხოვრებელნი თხოვანი და საუკუნოთა შენთა კეთილთა მოღებაი მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, წმიდისა (სახელი, რომლისა ხსენებასა აღვასრულებთ), და ყოველთა წმიდათა შენთათა. რამეთუ შენ ხარ, რომელი აკურთხევ და წმიდა-ყოფ ყოველთავე, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა-დაუსაბამოით მამით შენით და ყოვლად წმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.