მღვდელმან: – უფლისა მიმართ ვილოცოთ. – უფალო, შეგვიწყალენ.
მეუფეო, უფალო ღმერთო მამათა ჩვენთაო, რომელმან კიდობანსა მას ნოესსა ტრედი მოუვლინე, და რტო ზეთის-ხილისა აქუნდა პირსა მისსა, დაგებისა სასწაული და ცხოვრებისა საიდუმლო წყლით-რღუნისა მისგან და მადლისა იგი საიდუმლო მის მიერ პირველვე გამოსახე. რომელმან ზეთის-ხილისა იგი ნაყოფი აღვსებად წმიდათა შენთა საიდუმლოთა მოეც: რომელმან მის მიერ მოსრული ესე აღსრულებად სულითა წმიდითა აღავსენ და მადლითა შენითა სრულ-ჰყვენ. შენვე აკურთხე ზეთიცა ესე ძალითა და შეწევნითა და დანერგვითა წმიდისა სულისა შენისათა, რათა იქმნას ესე საცხებელ უხრწნელებისა, საჭურველ სიმართლისა და განმაახლებელ სულთა და ხორცთა და ყოვლისა საეშმაკოსა საქმისა საძლეველად და გარე-მიქცევად ყოვლისაგან ბოროტისა, რომელნი იცხებენ სარწმუნოებით, გინათუ მიიღებენ ამისაგან სადიდებელად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და ყოვლად-წმიდისა, სახიერისა და ცხოველს-მყოფელისა სულისა შენისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.