მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დიდი კურთხევანი

 

კურთხევა მარილისა

 

მღვდელმან: – უფლისა მიმართ ვილოცოთ. – უფალო, შეგვიწყალენ.


ყოველთა ზედა ხელმწიფეო და კაცთ-მოყვარეო, ღმერთო, აკურთხე მარილი ესე, ვითარცა აკურთხე კანას გალილეას წყალი იგი და იქმნა ღვინო. ვითარცა აკურთხა ელია ფქვილი იგი და განსდიდნა და ვითარცა აკურთხა ელისე მარილი და შთაასხა თვალსა წყაროსა მის მწარისასა, დატკბნეს წყალი იგი სიმწარისა მისგან. ეგრეთვე აკურთხე მარილი ესე, რათა იყოს მარილ ჭეშმარიტებისა და სიმართლისა, და რომელთა მიიღონ ამისგან და იხმიონ, იყოს საკურნებელ სულთა და ხორცთა, და შენდა აღმოსთქვან მადლობა და ქება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ასხურებს წმიდა წყალს ჯვარის-სახედ (3-გზის) და იტყვის:


იკურთხება მარილი ესე, სხურებითა წმიდისა აიაზმისა, მადლითა ყოვლად-წმიდისა სულისათა, სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, ამინ.