მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დიდი კურთხევანი

 

კურთხევა ჯვარისა

 

მღვდელმან: კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.


მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


ტროპარი ჯვარისა:


აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი. ძლევა ჯვარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ უფალო, დიდება შენდა.


– უფლისა მიმართ ვილოცოთ. – უფალო, შეგვიწყალენ.


მღვდელმან: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ყოველთა დაბადებულთაო, ხილულთა და არა ხილულთაო, შენ აკურთხე წყალობითა შენითა ჯვარი ესე, ვითარცა აკურთხე ჯვარი იგი, რაჟამს აღამაღლე იგი ზეცად, და ჩვენ მონანი შენნი, შევსწირავთ მადლსა შენდა; აკურთხე, უფალო, წყალობითა შენითა ჯვარი ესე, ვითარცა აკურთხე ჯვარი იგი, რომელი გამოუჩნდა მეფესა კონსტანტინეს, და ჩუენ, დაბადებულნი შენნი, შევწირავთ შენდა მადლობასა და თაყვანის-ცემასა. დასდევ, უფალო, ხელი შენი მარჯვენე, ჯვარსა ზედა ამას, და აკურთხე კურთხევითა მხოლოდ-შობილისა ძისა შენისათა, და ჩუენ მოსრულნი მონანი შენნი შევსწირავთ მარადის ლოცვასა და თაყვანის-ცემასა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ასხურებს წმიდა წყალს ჯვარის-სახედ (3-გზის) და იტყვის:


იკურთხება ჯვარი ესე, სხურებითა წმიდისა აიაზმისა, მადლითა ყოვლად-წმიდისა სულისათა, სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, ამინ.

კვერექსი


დიაკონი: შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)


დიაკონი: მერმეცა გევედრებით, სიმრთელისა, მშვიდობისა, დღეგრძელობისა, კეთილად წარმართებისა მონისა შენისა (სახელი)- სათვის.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)


დიაკონი: მერმეცა გევედრებით, რათა გარდამოავლინოს უფალმან და მოანიჭოს და დაემკვიდროს ამას ჯვარსა ზედა მადლი ყოვლად-წმიდისა სულისა და ანგელოზი ღმრთისა მოვიდეს და დაემკვიდროს ამას თანა, და რომელიცა ევედრებოდეს, სწრაფად აღუსრულდებოდეს, ამისთვის ვსთქვათ ყოველთა ვედრებით:


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (12-ჯერ).


მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთ-მოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


ჯვარსა შენსა თაყვანის-ვცემთ, მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ.


მღვდელმან: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა თვისისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა და (მოიხსენოს ვისიცა იყოს ხსენება) შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე.


მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).