მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დიდი კურთხევანი

 

საფლავის მიწის კურთხევა

 

მღვდელმან: – უფლისა მიმართ ვილოცოთ. – უფალო, შეგვიწყალენ.


ღმერთო ძლიერო და საშინელო, რომელმან ყოველივე არა-არსისაგან შეჰქმენ, და ჰქმენ კაცი ხატად და მსგავსად შენდა, რათა უფლობდეს იგი ქმნულთა შენთასა და შეცოდებითა მისითა სიკვდილი ყოველთა მოიწია, შენ აკურთხე საფლავის მიწა ესე აქა მდებარისა მიცვალებულისა (სახელი), სული განაწესე მართალთა თანა, რამეთუ შენ ხარ პირველ ცხოველთა და მკუდართა და შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


იკურთხების საფლავი (საფლავის მიწა) ესე, სხურებითა წმიდისა აიაზმისა, მადლითა ყოვლად-წმიდისა სულისათა, სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, ამინ.


ასხურებს წმიდა წყალს ჯვარის-სახედ (3-გზის).


უფლისა არს ქვეყანა და სავსება მისი და ყოველი დამკვიდრებული მას შინა.