მღვდელმან: კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ. ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. (3-გზის)
მღვდელმან: აღდეგინ ღმერთი, და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისაგან მისისა.
მგალობელთა: ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.
მღვდელმან: ვითარცა მოაკლდის კვამლსა, მოაკლდენ, და ვითარცა ცვილი რა დადნის წინაშე ცეცხლსა.
მგალობელთა: ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.
მღვდელმან: ეგრეთ წარწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღმრთისა, და მართალნი იხარებდენ.
მგალობელთა: ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.
მღვდელმან: ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა.
მგალობელთა: ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.
მღვდელმან: დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა.
მგალობელთა: ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.
მღვდელმან: აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მგალობელთა: ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.
მღვდელმან: ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი.
მგალობელთა: და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.
დიაკონი: შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიაკონი: მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა (ან მხევლისა) ამის შენისა (სახელი), რათა შეენდვნეს მას ყოველნი შეცოდებანი მისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიაკონი: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიაკონი: წყალობა ღმრთისა, და სასუფეველი ცათა, და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ. – უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო. - უფალო შეგვიწყალენ.
მღვდელმან: ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე, შენ უფალო განუსვენე სულსა მონისა შენისა (ან მხევლისა) (სახელი), ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწუანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა-იგი არა არს სალმობა, მწუხარება და სულ-თქმა, და ყოველნი ცოდვანი, ამის მიერ ქმნილნი, საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყვარემან ღმერთმან შეუნდვენ, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა სცოდოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი ჭეშმარიტ.
რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება სულისა მიცვალებულისა მონისა შენისა (ან მხევლისა) (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანადაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყვანის-ვცემთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იესოს, მხოლოსა ღმერთსა ჩვენსა, და ესრეთ ხმა ვყოთ: ჯვარსა შენსა თაყვანის-ვცემთ, ქრისტე მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი და ჩვენ შენსა გარეშე სხვა ღმერთი არა ვიცით. მოვედით ყოველნი მორწმუნენი, თაყვანის-ვცეთ ქრისტესა, ღმრთისა ჩვენისა, აღდგომასა, რამეთუ, აჰა, ესერა, მოიწია ჯვრისა მიერ აღდგომისა სიხარული ყოვლისა სოფლისა, მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა და უგალობდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ ჯვარცმა თავს-იდვა ჩვენთვის და სიკვდილითა სიკვდილი განაქარვა.
წმიდათა თანა განუსვენე ქრისტე, სულსა მონისა შენისასა, სადა-იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.
აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ დღესასწაულსა ამას და ურთიერთას შევიტკბოთ და ვრქვათ ძმათა ჩვენთა, მოძულეთაცა ჩვენთა შეუნდოთ ყოველი აღდგომასა, და ესრეთ ღმრთივ-ბრწყინვალედ ღაღად-ვყოთ: ქრისტე აღდგა მკვდრეთით და სიკვდილითა სიკვდილი დათრგუნა და მყოფთა საფლავისათა ცხოვრება მიჰმადლა.
ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. (3-გზის)
მღვდელმან: ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედისა მისისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთა, და ყოველთა წმიდათა მისთათა, სული ჩვენგან მიცვალებულისა მონისა ამის ღმრთისა (ან მხევლისა) (სახელი), საყოფელსა მართალთასა დააწესოს, წიაღთა შინა აბრაამისათა განუსვენოს, და ჩვენ შეგვიწყალნეს, ვითარცა სახიერ არს და კაცთ-მოყვარე.
მგალობელთა: ამინ.
ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი (3-გზის).