მღვდელმან: კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ. დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ, და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის, და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
სულთა თანა აღსრულებულთა მართალთასა, სულსა მონისა შენისასა განუსვენე, მაცხოვარ, და ღირს-ყავ სანატრელსა მას ცხოვრებასა, კაცთ-მოყვარე.
განსასვენებელსა შენსა მაცხოვარ, სადა ყოველნი წმიდანი შენნი მკვიდრ არიან, განუსვენე სულსა მონისა შენისასა, რამეთუ შენ მხოლო ხარ კაცთ-მოყვარე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
შენ ხარ ღმერთი, რომელი შთახედ ჯოჯოხეთად, და დახსენ სალმობანი შესვენებულთანი. აწცა განუსვენე, ქრისტე ღმერთო, სულსა მონისა ამის შენისასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ მხოლოო უბიწოო და უხრწნელო ქალწულო, რომელმან ჰშევ ღმერთი ხორცშესხმული, მას ევედრე, რათა აცხოვნოს სული ამისი.
მღვდელმან: შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა (ან მხევლისა) ამის შენისა (სახელი), რათა შეენდვნეს მას ყოველნი შეცოდებანი მისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: წყალობა ღმრთისა, და სასუფეველი ცათა, და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ. — უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო. - უფალო, შეგვიწყალენ.
მღვდელმან: ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე, შენ უფალო განუსვენე სულსა მონისა შენისა (ან მხევლისა) (სახელი), ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწუანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა-იგი არა არს სალმობა, მწუხარება და სულ-თქმა, და ყოველნი ცოდვანი, ამის მიერ ქმნილნი, საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყვარემან ღმერთმან შეუნდვენ, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა სცოდოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი ჭეშმარიტ.
რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება სულისა მიცვალებულისა მონისა შენისა (ან მხევლისა) (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა-დაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
წმიდათა თანა განუსვენე ქრისტე, სულსა მონისა შენისასა, სადა-იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულ-თქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.
დიაკონმან: სიბრძნით.
მღვდელმან: ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო გვაცხოვნენ ჩვენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.
მღვდელმან: დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა.
მგალობელთა: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
– უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)
სახელითა უფლისათა უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გვაკურთხენ.
მღვდელმან:, ჩამოლოცვა:
რომელი ცხოველთა და მკვდართა აღდგომა არს, ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედისა თვისისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულ თა მოციქულთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთა, და ყოველთა წმიდათა მისთათა, სული ჩვენგან მიცვალებულისა მონისა ამის ღმრთისა (ან მხევლისა) (სახელი) საყოფელსა მართალთასა დააწესოს, წიაღთა შინა აბრაამისათა განუსვენოს, და ჩვენ შეგვიწყალნეს, ვითარცა სახიერ არს და კაცთ-მოყვარე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: სანატრელსა შინა დაძინებასა, საუკუნო განსვენება მიჰმადლე, უფალო, სულთა მიცვალებულთა მო ნათა და მხევალთა შენთა (სახელები) და მიეც მათ საუკუნო ხსენება.
მგალობელთა: საუკუნოდ იყავ ხსენება იმათი. საუკუნოდ იყავ ხსენება იმათი. ხსენება და კურთხევა იმათი.
სულმან მათმან კეთილთა შინა განისვენონ და ნათესავმან მათმან დაიმკვიდრონ ქვეყანა.
სულნი და სულნი მართალთანი შენ გაქებენ უფალო.