ოდეს აღესრულოს მღვდელთაგანი ვინმე, მოვალს სამი მღვდელი, და გარდამოიღებს მას ცხედრისაგან, ქვეყანასა ზედა დაასვენებს და ქვეშე მისსა დაუფენს ჭილობსა. არა ჯერ-არს მისი შიშვლად განბანა, არამედ მღვდელთა განწმიდონ ზეთითა და ღრუბლითა, და შეჰმოსონ სამღვდელო შესამოსელი ყოველივე, და დაასვენონ ესრეთ.
უპირატესმან მღვდელმან: კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ, და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის, და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
ტროპარი ესე, ხმა 4:
სულთა თანა აღსრულებულთა მართალთასა, სულსა მონისა (მხევლისა) შენისა განუსვენე, მაცხოვარ, და ღირს-ჰყავ სანატრელსა მას ცხოვრებასა, კაცთმოყვარე.
განსასვენებელსა შენსა, მაცხოვარ, სადა ყოველნი წმიდანი შენნი მკვიდრ-არიან, განუსვენე სულსა მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისა, რამეთუ შენ მხოლო ხარ კაცთმოყვარე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
შენ ხარ ღმერთი, რომელი შთახედ ჯოჯოხეთად და დახსენ სალმობანი შესვენებულთანი, აწცა განუსვენე, ქრისტე ღმერთო, სულსა მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ მხოლოო, უბიწოო და უხრწნელო ქალწულო, რომელმან ჰშევ ღმერთი ხორც-შესხმული, მას ევედრე, რათა აცხოვნოს სული ამისი.
კვერექსი
დიაკონი: შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრები ისმინე და შეგვიწყალენ.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)
დიაკონი: მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი), რათა შეენდვნეს მას ყოველივე შეცოდებანი მისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)
დიაკონი: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)
დიაკონი:წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ, უკვდავისა მეუფისა და ღვთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ. უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მოგვმადლენ უფალო. - უფალო შეგვიწყალენ.
მღვდელმან: ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე, შენ, უფალო, განუსვენე სულსა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი) ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა-იგი არა არს სალმობა, მწუხარება და სულთქმა, და ყოველნი ცოდვანი, მის მიერ ქმნულნი, საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან, შეუნდვენ, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა სცოდოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი ჭეშმარიტ.
ასამაღლებელი: რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანადაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
შემდგომად ამისა აღიღონ მღვდელთა გვამი მიცვალებულისა, დაასვენონ ტაძრის შუაგულში და დასდვან სახარება მკერდსა მისსა, დაუდგან სასანთლეები სანთლებითა, ამიერ და იმიერ ჯვარის სახედ.
1. ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან ჰსჯულსა უფლისასა.
ალილუია
2. ნეტარ არიან, რომელნი გამოიკულევენ წამებათა მისთა, ყოვლითა გულითა გამოიძინენ იგინი.
ალილუია
3. რამეთუ არა მოქმედნი უჰსჯულოებისანი გზათა მისთა ვიდოდეს.
ალილუია
4. შენ ამცენ მცნებათა შენთა დამარხვად ფრიად.
ალილუია
5. წარ-თუ-მცა-მართებულ იყვნეს გზანი ჩემნი დაცვად სიმართლეთა შენთა.
ალილუია
6. მაშინ არა მრცხუენოდის, რაჟამს ვხედვიდე მე ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა.
ალილუია
7. აღგიარო შენ სიწრფოებითა გულისაითა, რაჟამს ვისწავლნე განკითხვანი სიმართლისა შენისანი.
ალილუია
8. სიმართლენი შენნი ვიმარხნე; ნუ დამაგდებ მე ვიდრე ფრიად.
ალილუია
9. რაითა-მე წარიმართოს ჭაბუკმან გზაი თვისი? არამედ იმარხნეს თუ სიტყუანი შენნი.
ალილუია
10. ყოვლითა გულითა ჩემითა გამოგიძიე შენ; ნუ განმაშორებ მე მცნებათაგან შენთა.
ალილუია
11. გულსა შინა ჩემსა დავიფარენ სიტყუანი შენნი, რაითა არა შეგცოდო შენ.
ალილუია
12. კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
ალილუია
13. ბაგითა ჩემითა მიუთხრენ ყოველნი სამართალნი პირისა შენისანი.
ალილუია
14. გზასა წამებათა შენთასა განვსცხრებოდე, ვითარცა ყოვლითა სიმდიდრითა.
ალილუია
15. მცნებათა შენთა გულსა-ვეტყოდე და განვიცადნე მე გზანი შენნი.
ალილუია
16. სიმართლეთა შენთასა ვიწურთიდე და არა დავივიწყო მე სიტყუაი შენი.
ალილუია
17. მომაგე მონასა შენსა, ვცხონდე და დავიმარხნე სიტყუანი შენნი.
ალილუია
18. განანათლენ თუალნი ჩემნი, და განვიცადნე საკვირველებანი ჰსჯულისა შენისანი.
ალილუია
19. მწირ ვარი მე ქუეყანასა ზედა, ნუ დაჰფარავ ჩემგან მცნებათა შენთა.
ალილუია
20. სურვიელ იქმნა სული ჩემი გულის-თქუმად სამართალთა შენთა ყოველსა ჟამსა.
ალილუია
21. შეჰრისხენ შენ ამპარტავანთა; წყეულ არიან, რომელთა გარდააქციეს მცნებათაგან შენთა.
ალილუია
22. მოსპე ჩემგან ყუედრებაი და შეურაცხებაი, რამეთუ წამებანი შენნი გამოვიძიენ.
ალილუია
23. და რამეთუ დასხდეს მთავარნი, ჩემთვის ძვირსა იტყოდეს, ხოლო მონაი შენი ზრახვიდა სიმართლეთა შენთა.
ალილუია
24. და რამეთუ წამებანი შენნი წურთა არიან ჩემდა და ზრახვა ჩემდა არიან სიმართლენი შენნი.
ალილუია
25. მიეახლა სული ჩემი მიწასა; მაცხოვნე მე სიტყვისაებრ შენისა.
ალილუია
26. გზანი ჩემნი გითხრენ შენ, და ისმინე ჩემი მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
ალილუია
27. გზაი სიმართლეთა შენთაი გულისხმა-მიყავ მე, და ვიტყოდი მე საკვირველებათა შენთა.
ალილუია
28. მიერულა სულსა ჩემსა მოწყინებითა; დამამტკიცე მე სიტყვითა შენითა.
ალილუია
29. გზაი სიცრუვისაი განმაშორე ჩემგან და ჰსჯულითა შენითა შემიწყალე მე.
ალილუია
30. გზაი ჭეშმარიტებისაი სათნო-ვიყავ და სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ.
ალილუია
31. შევეყავ წამებათა შენთა, უფალო, ნუ მარცხუენ მე.
ალილუია
32. გზასა მცნებათა შენთასა ვრბიოდე, რაჟამს განავრცე გული ჩემი.
ალილუია
33. ჰსჯულიერ-მყავ მე, უფალო, გზასა სამართალთა შენთასა და გამოვიძიო იგი მარადის.
ალილუია
34. გულისხმა-მიყავ მე, და გამოვიძიო ჰსჯული შენი და დავიმარხო იგი ყოვლითა გულითა ჩემითა.
ალილუია
35. მიძღოდე მე ალაგსა მცნებათა შენთასა, რამეთუ იგი მთნდა მე.
ალილუია
36. მოდრიკე გული ჩემი წამებათა შენთა და ნუ ანგაჰრებასა.
ალილუია
37. მოაქციენ თუალნი ჩემნი, რაითა არა იხილონ ამაოებაი, და გზასა შენსა მაცხოვნე მე.
ალილუია
38. დაამტკიცე მონისა შენისა თანა სიტყუაი შენი, რაითა მეშინოდის მე შენგან.
ალილუია
39. მოსპე ჩემგან ყუედრებაი იგი, რომელსაცა ვეჭუ მე, რამეთუ სამართალნი შენნი ტკბილ არიან.
ალილუია
40. ესერა გულმან მითქუა მცნებათა შენთაი; სიმართლითა შენითა მაცხოვნე მე.
ალილუია
41. და მოვედინ ჩემ ზედა წყალობაი შენი, უფალო, და მაცხოვარებაი შენი სიტყვისაებრ შენისა.
ალილუია
42. და მიუგო მაყუედრებელთა ჩემთა სიტყუაი, რამეთუ მე სიტყუასა შენსა ვესავ.
ალილუია
43. და ნუ განაშორებ პირსა ჩემსა სიტყუასა ჭეშმარიტებისასა სრულიად, რამეთუ მე სამართალთა შენთა ვესავ.
ალილუია
44. და დავიცვა ჰსჯული შენი მარადის, უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.
ალილუია
45. და ვიდოდე მე ფართოსა, რამეთუ მცნებანი შენნი გამოვიძიენ.
ალილუია
46. და ვიტყოდე მე წამებათა შენთა წინაშე მეფეთასა და არა მრცხუენა.
ალილუია
47. და ვიწურთიდ მცნებათა შენთა, რომელნიცა შევიყუარენ ფრიად.
ალილუია
48. და აღვიპყრენ ხელნი ჩემნი მცნებათა შენთა მიმართ, რომელნიცა შევიყუარენ, და ვზრახევდ სიმართლეთა შენთა.
ალილუია
49. მომახსენე სიტყუაი შენი მონასა შენსა, რომლისა მოსავ-მყავ მე.
ალილუია
50. ამან ნუგეშინის-მცა მე სიმდაბლესა შინა ჩემსა, რამეთუ სიტყუამან შენმან მაცხოვნა მე.
ალილუია
51. ამპარტავანნი უჰსჯულოებდეს ფრიად, ხოლო მე ჰსჯულისა შენისაგან არა გარდავიქციე.
ალილუია
52. მოვიხსენენ სამართალნი შენნი საუკუნითგან, უფალო, და ნუგეშინის-მეცა მე.
ალილუია
53. ურვამან შემიპყრა მე ცოდვილთამან, რომელთა დაუტევეს ჰსჯული შენი.
ალილუია
54. საგალობელ იყვნეს ჩემდა სამართალნი შენნი ადგილსა მას მწირობისა ჩემისასა.
ალილუია
55. მოვიხსენე ღამე სახელი შენი, უფალო, და დავიცევ ჰსჯული შენი.
ალილუია
56. ესე მეყო მე, რამეთუ სამართალნი შენნი გამოვიძიენ მე.
ალილუია
57. ნაწილი ჩემი ხარი შენ, უფალო, ვსთქუ, რაითა ვიმარხო ჰსჯული შენი.
ალილუია
58. ვლოცევდ პირსა შენსა ყოვლითა გულითა ჩემითა, შემიწყალე მე სიტყვისაებრ შენისა.
ალილუია
59. განვიზრახევდ გზათა შენთა და მოვაქციენ ფერხნი ჩემნი წამებათა შენთა.
ალილუია
60. განვემზადე და არა შევსძრწუნდი, რამეთუ ვიმარხენ მე მცნებანი შენნი.
ალილუია
61. საბელნი ცოდვილთანი მომეხვივნეს მე, და ჰსჯული შენი მე არა დავივიწყე.
ალილუია
62. შუა ღამე აღვსდგი აღსაარებად შენდა განკითხვათათვის სიმართლისა შენისათა.
ალილუია
63. შევეყავ მე ყოველთა მოშიშთა შენთა და რომელთა დაიცვნიან მცნებანი შენნი.
ალილუია
64. წყალობითა შენითა, უფალო, სავსე არს ქუეყანაი, სიმართლენი შენნი მასწავენ მე.
ალილუია
65. სიტკბოებაი ჰყავ მონისა შენისა თანა, უფალო, სიტყვისაებრ შენისა.
ალილუია
66. სიტკბოებაი და სწავლულებაი და მეცნიერებაი მასწავე მე, რამეთუ მცნებანი შენნი მრწმენნეს მე.
ალილუია
67. პირველ დამდაბლებად ჩემდამდე მე ვცოდე, ამისთვის სიტყუაი შენი ვიმარხე.
ალილუია
68. ტკბილ ხარ შენ, უფალო, და სიტკბოებითა შენითა მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
ალილუია
69. განმრავლდა ჩემ ზედა სიცრუვე ამპარტავანთაი, ხოლო მე ყოვლითა გულითა ჩემითა გამოვიძინე მცნებანი შენნი.
ალილუია
70. შეიყო ვითარცა სძე გული მათი, ხოლო მე ჰსჯულსა შენსა ვიტყოდე.
ალილუია
71. კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე მე, რაითა ვისწავლნე მე სიმართლენი შენნი.
ალილუია
72. კეთილ არს ჩემდა ჰსჯული პირისა შენისაი უფროის ათასეულისა ოქროისა და ვეცხლისა.
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!
დიაკონი: მერმე და მერმე მშვიდობით, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა ამის შენისა (ან მხევლისა) (სახელი), რათა შეენდვნეს მას ყოველნი შეცოდებანი მისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიაკონი: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიაკონი: წყალობა ღმრთისა, და სასუფეველი ცათა, და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ. - უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო. - უფალო შეგვიწყალენ.
მღვდელმან: ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე, შენ უფალო განუსვენე სულსა მონისა შენისა (სახელი), ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწუანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა-იგი არა არს სალმობა, მწუხარება და სულ-თქმა, და ყოველნი ცოდვანი, ამის მიერ ქმნილნი, საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყვარემან ღმერთმან შეუნდვენ, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა სცოდოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი ჭეშმარიტ.
რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანადაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
73. ხელთა შენთა შემქმნეს მე და დამბადეს მე; გულისხმა-მიყავ მე, და ვისწავლნე მე მცნებანი შენნი.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
74. მოშიშნი შენნი მხედვიდენ მე და იხარებდენ, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
75. გულისხმა-ვყავ, უფალო, რამეთუ სიმართლით არიან განკითხვანი შენნი, და ჭეშმარიტად დამამდაბლე მე.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
76. იყავნ წყალობაი შენი ნუგეშინის-მცემელ ჩემდა სიტყვისაებრ მონისა შენისა.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
77. მოვიდენ ჩემ ზედა მოწყალებანი შენნი, და ვცხოვნდე, რამეთუ ჰსჯული შენი არს ზრახვა ჩემდა.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
78. ჰრცხუენოდენ ამპარტავანთა, რამეთუ სიცრუვით უჰსჯულოებდეს ჩემდა მომართ, ხოლო მე გულსა-ვეტყოდი მცნებათა შენთა.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
79. მომაქციედ მე მოშიშთა შენთა და რომელთა იცნიან წამებანი შენნი.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
80. იყავნ გული ჩემი უბიწო სამართალთა შინა შენთა, რაითა არა მრცხუენეს მე.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
81. მოაკლდების მაცხოვარებისა შენისა მიმართ სულსა ჩემსა, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
82. მოაკლდეს თუალნი ჩემნი სიტყუათა მიმართ შენთა, მეტყვიედ რაი: ოდეს-მე ნუგეშინის-მცე მე?
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
83. რამეთუ ვიქმენი, ვითარცა თხიერი ნეფხვასა, ხოლო სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
84. რაოდენ-მე არიან დღენი მონისა შენისანი? ანუ ოდეს-მე ჰყო საშჯელი ჩემი მდევართა ჩემთაგან?
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
85. მითხრეს მე უჰსჯულოთა ზრახვაი, არამედ არა იყო ვითარ ჰსჯული შენი უფალო.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
86. ყოველნი მცნებანი შენნი ჭეშმარიტებით არიან; უსამართლოდ მდევნიდეს, შემეწიე მე.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
87. წუთღა წარმწყმედდეს მე ქუეყანასა ზედა, ხოლო მე არა დაუტევენ მცნებანი შენნი.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
88. წყალობითა შენითა მაცხოვნე მე, და დავიმარხნე წამებანი პირისა შენისანი.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
89. უკუნისამდე, უფალო, სიტყუაი შენი დაადგრების ცათა შინა.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
90. და ნათესავითი ნათესავამდე ჭეშმარიტებაი შენი; დააფუძნე ქუეყანაი და ჰგიეს.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
91. ბრძანებასა შენსა ელის დღე, რამეთუ ყოვლითურთ გმონებს შენ.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
92. არა თუმცა ჰსჯული შენი ზრახვა იყო ჩემდა, მაშინვე სამემცა წარვსწყმდი სიმდაბლესა შინა ჩემსა.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
93. უკუნისამდე არა დავივიწყნე მე სიმართლენი შენნი, რამეთუ ამას შინა მაცხოვნე მე.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
94. შენი ვარ, მაცხოვნე მე, რამეთუ სიმართლენი შენნი გამოვიძიენ მე.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
95. მელოდეს მე ცოდვილნი წარწყმედად, რამეთუ წამებანი შენნი გულისხმა-ვყვნენ.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
96. ყოვლისა დასასრულისა ვიხილე ოხჭანი; ფართო არს მცნებაი შენი ფრიად.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
97. რაბამად შევიყუარე ჰსჯული შენი, უფალო, ყოველსა დღესა წურთა არს ჩემდა.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
98. უფროის მტერთა ჩემთასა მეცნიერ-მყავ მე მცნებათა შენთა, რამეთუ უკუნისამდე ჩემნი არიან.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
99. უფროის ყოველთა მასწავლელთა ჩემთაისა გულისხმა-ვყავ, რამეთუ წამებანი შენნი წურთა არიან ჩემდა.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
100. უფროის მოხუცებულთასა გულისხმა-ვყავ, რამეთუ მცნებანი შენნი გამოვიძიენ.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
101. ყოვლისაგან გზისა უკეთურისა დავაყენენ ფერხნი ჩემნი, რაითა ვიმარხნე მე სიტყუანი შენნი.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
102. სამართალთა შენთაგან არა გარდავაქციე, რამეთუ შენ ჰსჯულიერ მყავ მე.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
103. რაბამად ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყუანი შენნი, უფროის თაფლისა პირსა ჩემსა!
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
104. მცნებათა შენთაგან გულისხმა-ვყავ; ამისთვის მოვიძულე ყოველი გზაი სიცრუვისაი.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
105. სანთელ არს ფერხთა ჩემთა ჰსჯული შენი და ნათელ ალაგთა ჩემთა.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
106. ვფუცე და დავამტკიცე, რაითა დავიცვნე მე განკითხვანი სიმართლისა შენისანი.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
107. დავმდაბლდი ფრიად; უფალო, მაცხოვნე მე სიტყვისაებრ შენისა.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
108. ნებსითი პირისა ჩემისაი სათნო-იყავ, უფალო, და სამართალნი შენნი მასწავენ მე.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
109. სული ჩემი ხელთა შენთა შინა არს მარადის, და ჰსჯული შენი მე არა დავივიწყე.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
110. დამირწყეს მე ცოდვილთა მახე, და მცნებათა შენთაგან მე არა შევსცეთ.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
111. დავიმკვიდრენ წამებანი შენნი უკუნისამდე, რამეთუ სიხარულ არიან გულისა ჩემისა.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
112. მოვდრიკე გული ჩემი ყოფად სამართალთა შენთა უკუნისამდე, მერმისა მისთვის მოსაგებელისა.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
113. უჰსჯულონი მოვიძულენ, ხოლო ჰსჯული შენი შევიყვარე.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
114. შემწე და ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ, მე სიტყუათა შენთა ვესავ.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
115. მისდერკით ჩემგან უკეთურნო, და გამოვიძინე მცნებანი ღმრთისა ჩემისანი.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
116. შემეწიე მე სიტყვისაებრ შენისა და მაცხოვნე მე და ნუ მარცხუენ მე სასოებისაგან ჩემისა.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
117. შემეწიე მე, და ვცხონდე და ვიწურთიდე სიმართლეთა შენთა ყოველსა ჟამსა.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
118. შეურაცხ-ჰყვენ ყოველნი, რომელნი განდგეს სამართალთაგან შენთა, რამეთუ სიცრუვით იყვნეს ზრახვანი მათნი.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
119. გარდამავალად შევრაცხენ ყოველნი ცოდვილნი ქუეყანისანი, ამისთვის შევიყუარენ წამებანი შენნი.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
120. განმსჭუალენ შიშითა შენითა ხორცნი ჩემნი, რამეთუ საშჯელთა შენთაგან შემეშინა.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
121. ვყავ განკითხვაი და სიმართლე, ნუ მიმცემ მე მავნებელთა ჩემთა.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
122. შემიწყნარე მონაი შენი კეთილსა შინა, და ნუ ცილსა შემწამებენ მე ამპარტავანნი.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
123. მოაკლდა თუალთა ჩემთა მაცხოვარებისა მიმართ შენისა და სიტყუათა მათ სიმართლისა შენისათა.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
124. ჰყავ მონისა შენისა თანა წყალობისაებრ შენისა და სიმართლენი შენნი მასწავენ მე.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
125. მონაი შენი ვარ, მეცნიერ-მყავ მე, და გულისხმა-ვყვნე წამებანი შენნი.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
126. ჟამი არს მსახურებად უფლისა, რამეთუ განაქარვეს ჰჰსჯული შენი.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
127. ამისთვის შევიყუარენ მცნებანი შენნი უფროის ოქროისა და ანთრაკისა;
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
128. ამისთვის ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა წარვჰმართე და ყოველი გზაი სიცრუვისაი მოვიძულე.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
129. საკვირველ არიან წამებანი შენნი, ამისთვის გამოიძინა ესენი სულმან ჩემმან.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
130. განცხადებაი სიტყუათა მათ შენთაი განანათლებს და გონიერჰყოფს ჩჩვილთა.
შეიწყალე მონა შენი მცნებათა შენთა მიერ.
131. პირი ჩემი აღვაღე და მოვიღე სული, რამეთუ მცნებათა შენთა მსუროდა.
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!
დიაკონი: მერმე და მერმე მშვიდობით, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა ამის შენისა (ან მხევლისა) (სახელი), რათა შეენდვნეს მას ყოველნი შეცოდებანი მისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიაკონი: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიაკონი: წყალობა ღმრთისა, და სასუფეველი ცათა, და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ. - უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო. - უფალო შეგვიწყალენ.
მღვდელმან: ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე, შენ უფალო განუსვენე სულსა მონისა შენისა (სახელი), ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწუანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა-იგი არა არს სალმობა, მწუხარება და სულ-თქმა, და ყოველნი ცოდვანი, ამის მიერ ქმნილნი, საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყვარემან ღმერთმან შეუნდვენ, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა სცოდოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი ჭეშმარიტ.
რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანადაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
132. მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე სამართალთათვის მოყუარეთა სახელისა შენისათა.
ალილუია.
133. სლვანი ჩემნი წარჰმართენ სიტყუათაებრ შენთა, და ნუ მეუფლებინ მე ყოველი უჰსჯულოებაი.
ალილუია.
134. მიხსენ მე ცილის წამებისაგან კაცთაისა, და დავიცვნე მე მცნებანი შენნი.
ალილუია.
135. გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა ზედა და მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
ალილუია.
136. ნაკადულნი წყალთანი გარდამოდიოდეს თუალთა ჩემთა, რამეთუ არა დავიცევ ჰსჯული შენი.
ალილუია.
137. მართალ ხარ შენ, უფალო, და წრფელ არიან განკითხვანი შენნი.
ალილუია.
138. ამცენ სიმართლე წამებათა შენთაი, და ჭეშმარიტ არს ფრიად.
ალილუია.
139. განმკაფა მე შურმან შენმან, რამეთუ დაივიწყეს სიტყუაი შენი მტერთა ჩემთა.
ალილუია.
140. გამოხურვებულ არს სიტყუაი შენი ფრიად, და მონამანცა შენმან შეიყუარა იგი.
ალილუია.
141. ყრმა ვარი მე და შეურაცხ, ხოლო სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ.
ალილუია.
142. სიმართლე შენი სიმართლე არს უკუნისამდე და ჰსჯული შენი ჭეშმარიტ.
ალილუია.
143. ჭირთა და ღუაწლთა მპოვეს მე, და მცნებანი შენნი ზრახვა იყვნეს ჩემდა.
ალილუია.
144. სიმართლით არიან განკითხვანი შენნი უკუნისამდე, გულისხმა მიყავ და ვცხოვნდე.
ალილუია.
145. ღაღად-ვყავ ყოვლითა გულითა ჩემითა; ისმინე ჩემი, უფალო, და სიმართლენი შენნი მოვიძინე.
ალილუია.
146. ხმა-ვჰყავ შენდამი, მიხსენ მე, და დავიცვნე წამებანი შენნი.
ალილუია.
147. აღვიმსთუე უჟამოსა და ხმა-ვყავ, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ.
ალილუია.
148. აღიმსთუეს თუალთა ჩემთა განთიად ზრახვად სიტყუათა მათ შენთა.
ალილუია.
149. ხმისა ჩემისაი ისმინე, უფალო, წყალობითა შენითა და სამართალითა შენითა მაცხოვნე მე.
ალილუია.
150. მიეახლნეს მდევარნი ჩემნი უჰსჯულოებასა, ხოლო ჰსჯულსა შენსა განეშორნეს.
ალილუია.
151. ახლოს ხარ შენ, უფალო, და ყოველნი გზანი შენნი ჭეშმარიტებით არიან.
ალილუია.
152. დასაბამითგან ვცან წამებათაგან შენთა, რამეთუ უკუნისამდე დააფუძნენ შენ იგინი.
ალილუია.
153. იხილე სიმდაბლე ჩემი და მიხსენ მე, რამეთუ ჰსჯული შენი მე არა დავივიწყე.
ალილუია.
154. საჯე შჯაი ჩემი და მიხსენ მე და სიტყვითა შენითა მაცხოვნე მე.
ალილუია.
155. შორს არს ცოდვილთაგან ცხორებაი, რამეთუ სამართალნი შენნი არა გამოიძინეს.
ალილუია.
156. წყალობანი შენნი მრავალ არიან, უფალო, სამართალითა შენითა მაცხოვნე მე.
ალილუია.
157. მრავალ არიან მდევარნი ჩემნი და მაჭირვებელნი ჩემნი, და წამებათა შენთაგან არა გარდავაქციე.
ალილუია.
158. ვიხილენ უგულისხმონი და დავდნებოდე, რამეთუ სიტყუანი შენნი არა დაიმარხნეს,
ალილუია.
159. იხილე რამეთუ მცნებანი შენნი შევიყუარენ; უფალო, წყალობითა შენითა მაცხოვნე მე.
ალილუია.
160. დასაბამი სიტყუათა მათ შენთაი ჭეშმარიტება არს და უკუნისამდე ყოველნი განკითხვანი სიმართლისა შენისანი.
ალილუია.
161. მთავარნი მდევნიდეს მე ცუდად, და სიტყუათა შენთაგან შეეშინა გულსა ჩემსა.
ალილუია.
162. ვიხარებდე მე სიტყუათა შენთა ზედა, ვითარცა ვინ ჰპოვის ტყუ დიდძალი.
ალილუია.
163. ცოდვაი მოვიძულე და მოვიძაგე, ხოლო ჰსჯული შენი შევიყუარე.
ალილუია.
164. შვიდ გზის დღესა შინა გაქებდე შენ განკითხვათათვის სიმართლისა შენისათა.
ალილუია.
165. მშვიდობაი მრავალ არს მათ თანა, რომელთა უყუარს ჰსჯული შენი, და არა არს მათ თანა საცთურ.
ალილუია.
166. ველოდე მე მაცხოვარებასა შენსა, უფალო, და მცნებანი შენნი შევიყუარენ.
ალილუია.
167. დაიცვნა სულმან ჩემმან წამებანი შენნი და შეიყუარნა იგინი ფრიად.
ალილუია.
168. დავიმარხენ მცნებანი შენნი და წამებანი შენნი, რამეთუ ყოველნი გზანი ჩემნი წინაშე შენსა არიან, უფალო.
ალილუია.
169. მიეახლენ ლოცვაი ჩემი წინაშე შენსა, უფალო, და სიტყვითა შენითა გულისხმა-მიყავ მე.
ალილუია.
170. შევედინ შენ წინაშე ვედრებაი ჩემი, უფალო, და სიტყვითა შენითა მიხსენ მე.
ალილუია.
171. აღმოსთქუან ბაგეთა ჩემთა გალობაი შენი, რაჟამს მასწავლნე მე სიმართლენი შენნი.
ალილუია.
172. თქუნეს ენამანცა ჩემმან სიტყუანი შენნი, რამეთუ ყოველნი მცნებანი შენნი სიმართლით არიან.
ალილუია.
173. იყავნ ხელი შენი მაცხოურად ჩემდა, რამეთუ მცნებანი შენნი აღვირჩიენ.
ალილუია.
174. მსუროდა მაცხოვარებაი შენი, უფალო, და ჰსჯული შენი არს ზრახვა ჩემდა.
ალილუია.
175. ცხონდეს სული ჩემი და გაქებდეს შენ, და სამართალნი შენნი შემეწინენ მე.
ალილუია.
176. შევსცეთი მე ვითარცა ცხოვარი წყმედული, მომიძიე მონაი შენი, რამეთუ მცნებანი შენნი მე არა დავივიწყენ.
მგალობელთა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
მკითხველმან: კრებულმან წმიდათამან ჰპოვა წყარო ცხოვრებისა და კარი სამოთხისა. მომმადლე მეცა, სახიერ, პოვნად გზა იგი სინანულისა; მე ვარ ცხოვარი იგი წარწყმედული, მომიძიე მონა შენი, მაცხოვარ, და შემიწყალე მე.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
პირველად უკვე ოდესმე არარაისაგან დამბადე მე, და ხატებითა შენითა საღმრთოთა პატივ-მეც მე, ხოლო გარდასლვითა მცნებათა კვალად მიწადვე მიმაქციე, ვინაცა დავიბადე; არამედ ჯერისაებრ აღმომიყვანე და პირველსავე პატივსა ღირს-მყავ.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
ხატი ვარ უსაზღვროისა დიდებისა შენისა, მეუფეო, დაღაცათუ მმოსიან მე წყლულებანი შეცოდებათანი. შემიწყალე ქმნილი შენი და განმწმიდე მე სახიერებითა შენითა, და საწადელისა მის მამულისა მკვიდრობა კვალად მომანიჭე მე.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
ტარიგი ღმრთისა გვიქადაგეთ, და მისთვის დაიკლენით, ვითარცა კრავნი, წმიდანო, და ცხოვრებასა სამარადისოსა და დაუსრულებელსა მიიცვალენით. მას ევედრენით წადიერად, რათა მოგვიტევნეს თანანადებნი ბრალთა ჩვენთანი მეუფემან.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
განუსვენე, ღმერთო, მონათა შენთა მიცვალებულთა, და დააწესენ იგინი სამოთხესა საშვებელისასა, სადა-იგი არიან კრებულნი წმიდათანი, და მართალნი ბრწყინვენ, ვითარცა მნათობნი, რომელნი შეივედრენ, შეიწყალენ, სახიერ და აღხოცენ ცოდვანი მათნი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სამ-ბრწყინვალებასა ერთ-ღმრთეებისასა, მორწმუნენო, მართლმადიდებლობით უგალობდეთ, და ესრეთ ვიტყოდეთ: წმიდა ხარ, მამაო დაუსაბამოო, ძეო თანა-დაუსაბამოო, და სულო წმიდაო, განგვანათლენ ჩვენ, რომელნი სარწმუნოებით გმონებთ შენ, და საუკუნოისა მის უშრეტისა ცეცხლისაგან გვიხსნენ ჩვენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გიხაროდენ ქალწულო, რომელმან ჰშევ ღმერთი ხორცითა, ცხოვრებად ნათესავისა კაცთასა, და ბუნებამან ჩვენმან ჰპოვა შენ მიერი გამოხსნა. მეოხებითა შენითა წარგვიძეღუ ჩვენ სამოთხედ, ღმრთისმშობელო მარადის კურთხეულო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!
გალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!
დიაკონი: მერმე და მერმე მშვიდობით, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა ამის შენისა (ან მხევლისა) (სახელი), რათა შეენდვნეს მას ყოველნი შეცოდებანი მისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიაკონი: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიაკონი: წყალობა ღმრთისა, და სასუფეველი ცათა, და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ. - უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო. - უფალო შეგვიწყალენ.
მღვდელმან: ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე, შენ უფალო განუსვენე სულსა მონისა შენისა (სახელი), ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწუანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა-იგი არა არს სალმობა, მწუხარება და სულ-თქმა, და ყოველნი ცოდვანი, ამის მიერ ქმნილნი, საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყვარემან ღმერთმან შეუნდვენ, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა სცოდოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი ჭეშმარიტ.
რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანადაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
განუსვენე, მაცხოვარო ჩვენო, მართალთა თანა მონათა შენთა, და ესენი დაამკვიდრენ ეზოთა შინა შენთა, ვითარცა წერილ არს. უგულებელს-ჰყვენ, ვითარცა სახიერ ხარ, შეცოდებანი ამისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, და ყოველნივე მეცნიერებით და უმეცრებით ქმნილნი, კაცთ-მოყვარე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
და ყოველნივე მეცნიერებით და უმეცრებით ქმნილნი, კაცთ-მოყვარე.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
რომელი ქალწულისაგან აღმოუბრწყინდი სოფელსა, ქრისტე ღმერთო, და მის მიერ ძედ ნათლისად გამოგვაჩინენ, შეგვიწყალენ, ყოვლად-ძლიერო ღმერთო.
ზეცად მიმართ თვალთა ჩემთა აღვიხილავ შენდამი, მხსნელო; შემიწყალე, რათა შენ მიერ ცხოვნებული შენდა ქებასა და მადლობასა შევსწირვიდე, სახიერ.
შემიწყალენ, მხსნელო, შეურაცხნი ესე და უღირსნი და უხმარნი მონანი შენნი, და მოგვეც სინანული და მყვენ ჩვენ ჭურ პატიოსან, დიდებისა შენისა, სიტყვაო.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
სულისა წმიდისა სიმტკიცე და ძალი, რომელსა ზეცისა წესთ-მთავრობანი თაყვანის-სცემენ ძრწოლით, მკვიდრთა თანა ქვეყანისათა, და ყოვლისა სულისა.
დიაკონი: სიბრძნით.
მკითხველმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისა, ხმა 8: ნეტარ-არს გზა იგი, რომელსაცა წარხვალ დღეს სულო, რამეთუ განმზადებულ არს შენთვის ადგილი განსვენებისა.
მგალობელთა: ნეტარ-არს გზა იგი, რომელსაცა წარხვალ დღეს სულო, რამეთუ განმზადებულ არს შენთვის ადგილი განსვენებისა.
მკითხველმან: (მუხლი): მოიქეც სულო ჩემო განსასვენებელად შენდა, რამეთუ უფალმან კეთილი გიყოს შენ.
მგალობელთა: ნეტარ-არს გზა იგი, რომელსაცა წარხვალ დღეს სულო, რამეთუ განმზადებულ არს შენთვის ადგილი განსვენებისა.
მკითხველმან: ნეტარ-არს გზა იგი, რომელსაცა წარხვალ დღეს სულო.
მგალობელთა: რამეთუ განმზადებულ არს შენთვის ადგილი განსვენებისა.
დიაკონი: სიბრძნით.
მკითხველმან: თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე, წმიდისა, პავლე მოციქულისა საკითხავი.
დიაკონი: მოხედენ.
ძმანო, არა გვნებავს უმეცრება თქვენი შესვენებულთა მათთვის, რათა არა სწუხდეთ, ვითარცა-იგი სხვანი, რომელთა არა აქვს სასოება. რამეთუ უკეთუ გვწამს, ვითარმედ იესო მოკვდა და აღდგა, ეგრეცა ღმერთმან შესვენებულნი იგი იესოს მიერ მოიყვანნეს მის თანა. ხოლო ამას გეტყვი თქვენ სიტყვითა უფლისათა, ვითარმედ ჩვენ ცხოველნი ესე, რომელ დაშთომილ ვიყვნეთ მოსლვასა მას უფლისასა, ვერ მივეწიფნეთ შესვენებულთა მათ, რამეთუ თავადი უფალი ბრძანებითა და ხმითა ანგელოზთმთავრისათა და საყვირითა ღმრთისათა გარდამოხდეს ზეცით და მკვდარნი იგი ქრისტესმიერნი აღდგენ პირველად. მაშინღა ჩვენ, ცხოველნი ესე, რომელნი დაშთომილ ვიყვნეთ, მათ თანავე აღვიტაცნეთ ღრუბლითა შემთხვევად უფლისა ჰაერთა ზედა და ესრეთ მარადის უფლისა თანა ვიყოფოდით.
მკითხველმან: ალილუია (3-გზის).
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
მკითხველმან: (მუხლი): ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე, უფალო.
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
დიაკონი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმინდა სახარება.
მღვდელმან:მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
მღვდელმან: იოანესაგან წმინდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.
დიაკონი: მოხედენ.
ჰრქვა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: ამინ, ამინ გეტყვი თქვენ, რამეთუ რომელმან სიტყვანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქვნდეს ცხოვრება საუკუნო, და სასჯელსა იგი არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს იგი სიკვდილისაგან ცხოვრებად. ამინ, ამინ გეტყვი თქვენ, რამეთუ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს მკვდართა ისმინნენ სიტყვანი ძისა ღმრთისანი; და რომელთა ისმინნენ, ცხონდენ. რამეთუ ვითარცა-იგი მამასა აქვს ცხოვრება თავისა თვისისა თანა, ეგრეცა ძესა მოსცა, რათა აქვნდეს ცხოვრება თავისა თვისისა თანა. და ხელმწიფება მოსცა მას სასჯელისაცა ყოფად, რამეთუ ძე კაცისა არს. ნუ გიკვირნ ესე. რამეთუ მოვალს ჟამი, რომელსა ყოველნი რომელნი ისხნენ საფლავებსა, ისმინონ ხმისა მისისა, და გამოვიდოდიან კეთილის-მოქმედნი აღდგომასა ცხოვრებისასა, ხოლო ბოროტის-მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა. არა ხელ-მეწიფების მე საქმედ თავით თვისით არარა, არამედ ვითარცა მესმის, ვსჯი, და სასჯელი ჩემი მართალ არს, რამეთუ არა ვეძიებ ნებასა ჩემსა, არამედ ნებასა მომავლინებელისა ჩემისა მამისასა.
მგალობელთა: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.
დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ
მღვდელმან: მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენო, რომელსა მხოლოსა გაქუს უკვდავება, და მკვიდრ ხარ ნათელსა შინა შეუხებელსა, რომელი მოაკვდინებ და განაცხოველებ, შთაიყვანებ ჯოჯოხეთად და აღმოიყვანებ, შენ სიბრძნითა შენითა შეჰქმენ კაცი მიწისაგან და კვალადვე მიწად მიაქციე, აღსრულებად თანანადებსა ბუნებისა ჩვენისასა. შენ გევედრებით, სახიერო, შეიწყალე სული მონისა შენისა (სახელი), და განუსვენე ამას წიაღთა შინა აბრაამისათა, ისააკ და იაკობისათა, და მიეც მას გვირგვინი სიმართლისა და ნაწილი ცხოვნებულთა, დიდებასა შინა რჩეულთა შენთასა, რომლისათვის იგი დაშურა სოფელსა ამას შინა სახელისა შენისათვის, მიიღოს მისაგებელი მდიდრად სოფელსა მას ცხოველთასა, სავანეთა შინა რჩეულთა წმიდათა შენთათა.
მადლითა და წყალობითა და კაცთ-მოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონი: შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიაკონი: მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა (ან მხევლისა) ამის შენისა (სახელი), რათა შეენდვნეს მას ყოველნი შეცოდებანი მისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიაკონი: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიაკონი: წყალობა ღმრთისა, და სასუფეველი ცათა, და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ. – უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო. - უფალო, შეგვიწყალენ.
მღვდელმან: ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე, შენ უფალო განუსვენე სულსა მონისა შენისა (ან მხევლისა) (სახელი), ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწუანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა-იგი არა არს სალმობა, მწუხარება და სულ-თქმა, და ყოველნი ცოდვანი, ამის მიერ ქმნილნი, საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყვარემან ღმერთმან შეუნდვენ, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა სცოდოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი ჭეშმარიტ.
რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება სულისა მიცვალებულისა მონისა შენისა (ან მხევლისა) (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა-დაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დღეს განვეყოფი ნათესავთაგან, და შენდა მოვივლტი მხოლოისა მიმართ უცოდველისა, საყოფელსა მართალთასა და რჩეულთა შენთა თანა განმისვენე.
უფალმან მმწყსოს მე და მე არა მაკლდეს.
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
ადგილსა მწუანვილსა მუნ დამამკვიდრა მე.
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
წყალთა ზედა განსასვენებელთასა გამომზარდა მე.
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
მოაქცია სული ჩემი და მიძღოდა მე გზათა სიმართლისათა სახელისა მისისათვის.
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
ვიდოდიღათუ შორის აჩრდილთა სიკვდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ.
მგალობელთა: ალილუია (3-gზის).
კვერთხმან შენმან და არგანმან შენმან, ამათ ნუგეშინისმცეს მე.
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
განმზადე წინაშე ჩემსა ტაბლა, წინაშე მაჭირვებელთა ჩემთა.
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
განაპოხე ზეთითა თავი ჩემი.
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
და სასუმელმან შენმან დამათრო მე, ვითარცა ურწყულმან.
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
წყალობა შენი, უფალო, თანა-მავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა.
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
დამკვიდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა, განგრძობასა დღეთასა.
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
ვინაცა ყოველნი მასვე საყოფელსა მოვედით და მასვე გზასა წარვალთ და თვით ჩვენცა შემდგომად მცირედისა მტვერ ვიქმნებით. მიცვალებულისა ამისთვის ქრისტეს მიმართ განსვენება ვითხოვოთ.
ვითარი არს ქვეყანისა ესე საოცრება, ძმანო, რამეთუ ვითარცა არა-არსნი, არს-ვიქმნებით და არსებისაგან განვიხრწნებით. სიზმარ ვართ დაუდგრომელ და ორთქლი და კვამლ დაუპყრობელ, რამეთუ ვითარცა ფრენა მფრინველისა და ნავისა ზღვასა ზედა მავალისა, ეგრეთვე კვალი ჩვენი არღარა საცნაურ იყოს. ამისთვისცა უღაღადოთ უკვდავსა მეუფესა: უფალო, შენსა დაუსრულებელსა ნეტარებასა ღირს-ყავ ესე.
დიაკონი: სიბრძნით.
მკითხველმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისა, ხმა 6: ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალო.
მგალობელთა: ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალო.
მკითხველმან: (მუხლი): შენ გშვენის გალობა ღმერთო, სიონს და შენ მიგეცეს ლოცვა იერუსალემს.
მგალობელთა: ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალო.
მკითხველმან: ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე
მგალობელთა: და შეიწყნარე უფალო.
დიაკონი: სიბრძნით.
მკითხველმან: რომაელთა მიმართ ეპისტოლე, წმიდისა, პავლე მოციქულისა საკითხავი.
დიაკონი: მოხედენ.
ძმანო, ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისათვის ცოდვა სოფლად შემოხდა და ცოდვისა ძლით სიკვდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკვდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს. რამეთუ შჯულისა მოწევნადმდე ცოდვა იყო სოფელსა შინა, ხოლო ცოდვად არა შერაცხილ იყო თვინიერ შჯულისა. არამედ სუფევდა სიკვდილი ადამისითგან ვიდრე მოსესამდე და მათ ზედაცა, რომელთა-იგი არა ეცოდა, მსგავსად გარდასლვისა მის ადამისა, რომელი-იგი არს სახე მერმეთა მათ ჟამთა. არამედ არა ვითარ შეცოდება, და ეგრეცა მადლი, რამეთუ უკეთუ ერთისა მის შეცოდებითა მრავალნი მოსწყდეს, რაოდენ უფროს მადლი იგი ღმრთისა და ნიჭი იგი მადლითა მით ერთისა მის კაცისა იესო ქრისტესითა მრავალთა მიმართცა აღემატა! და არა ვითარცა ერთისა შეცოდებულისათვის ნიჭი იგი, რამეთუ საშჯელი იგი ერთისა მისგან დასაშჯელად, ხოლო მადლი იგი მრავალთაგან შეცოდებათა განსამართლებელად, რამეთუ უკეთუ ერთისა მის შეცოდებითა სიკვდილი სუფევდა ერთისა მისგან, რაოდენ უფროს, რომელნი-იგი უმეტესსა მას მადლისასა და ნიჭსა სიმართლისასა მიიღებენ, ცხოვრებასა შინა სუფევდენ ერთისა მისგან იესო ქრისტესა. ვითარცა-იგი ერთისა მის შეცოდებისაგან ყოველთა კაცთა ზედა დასაშჯელად, ეგრეცა ერთისა მის სიმართლისათვის ყოველთა კაცთა ზედა განსამართლებელად ცხოვრებისა. რამეთუ ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისა ურჩებითა ცოდვილნი შემოხდეს მრავალნი, ეგრეცა ერთისა მის კაცისა მორჩილებითა მართალნი შემოვიდენ მრავალნი. რამეთუ შჯული შორის შემოვიდა, რათა განმრავლდეს ცოდვა, და სადა-იგი განმრავლდა ცოდვა, მუნ უფროსად გარდაემატა მადლი, რათა ვითარცა-იგი სუფევდა ცოდვა სიკვდილსა შინა, ეგრეცა მადლი სუფევდეს სიმართლისა მიერ ცხოვრებად საუკუნოდ, ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა.
მკითხველმან: ალილუია (3-გზის).
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
მკითხველმან: (მუხლი): ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე, უფალო.
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
დიაკონი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმინდა სახარება.
მღვდელმან:მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
მღვდელმან: იოანესაგან წმინდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.
დიაკონი: მოხედენ.
ჰრქვა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: მამა ჩემი მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ. ამისთვის უფროს ხოლო ეძიებდეს ჰურიანი იგი მოკლვად იესოს, რამეთუ არა ხოლო თუ შაბათსა დაჰხსნიდა, არამედ ღმერთსაცა მამად თვისა იტყოდა და თავსა თვისსა სწორ ჰყოფდა ღმრთისა. მიუგო იესო და ჰრქვა მათ: ამინ, ამინ გეტყვი თქვენ: არა ხელ-ეწიფების ძესა კაცისასა საქმედ თავით თვისით არცა ერთი რა, უკეთუ არა იხილოს რაიმე მამისაგან საქმე, რამეთუ რაოდენსა-იგი მამა იქმს, მას ძე ეგრეთვე მსგავსად იქმს. რამეთუ მამასა უყვარს ძე და ყოველსავე უჩვენებს მას, რაოდენსაცა-იგი იქმს, და უფროსიცა ამისა უჩვენოს მას საქმე, რათა თქვენ გიკვირდეს. რამეთუ ვითარცა-იგი მამა აღადგინებს მკვდართა და აცხოვნებს, ეგრეცა ძე, რომელთა ჰნებავს, აცხოვნებს. არცაღა მამა სჯის არავის, არამედ ყოველი სასჯელი მოსცა ძესა, რათა ყოველნი პატივ-სცემდენ ძესა, ვითარცა-იგი პატივ-სცემენ მამასა, რამეთუ რომელმან არა პატივ-სცეს ძესა, მან არა პატივ-სცა მამასა, რომელმან მოავლინა იგი. ამინ, ამინ გეტყვი თქვენ, რამეთუ რომელმან სიტყვანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქვნდეს ცხოვრება საუკუნო, და სასჯელსა იგი არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს იგი სიკვდილისაგან ცხოვრებად.
მგალობელთა: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.
დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ
მღვდელმან: გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩვენო, რამეთუ შენ მხოლოსა გაქუს ცხოვრება უკვდავი და დიდება დაუსრულებელი და სუფევა უცვალებელი და კაცთ-მოყვარება გამოუთქმელი. სადა არა არს თვალღება წინაშე შენსა, რამეთუ ყოველთავე კაცთა ზიარად განაწესე ცხოვრებისაგან განსლვა, რათა საზღვარი ცხოვრებისა მათისა აღესრულოს. ამისთვის გევედრებით შენ, უფალო ღმერთო ჩვენო, მონასა ამას შენსა და თანა-მწირველსა ჩვენსა (სახელი), ძმასა ჩვენსა და თანა-მსახურ-ყოფილსა, სასოებითა აღდგომისა და ცხოვრებისა საუკუნოისათა დაძინებულსა, განუსვენე წიაღთა შინა აბრაამ, ისააკ და იაკობისთა, და ვითარცა ქვეყანასა ზედა მსახურად ეკლესიისა შენისა დაგედგინა იგი, ეგრეთვე ზეცისა საკურთხეველისა შენისა გამოაჩინე, უფალო. და აქა ვითარცა კაცთა შორის სულიერითა პატივითა შეამკევ, ეგრეთვე ანგელოზთა შორის დიდებასა შინა დაუსჯელად შეიწყნარე. შენ თავადმან ქვეყანასა ზედა ცხოვრება მისი დიდებულ ჰყავ, შენვე სახიერო, ცხოვრებისაგან განსლვა ამისი შესლვად წმიდათა და მართალთა შენთა თანა ღირს-ყავ და სული ამისი აღრაცხე ყოველთა წმიდათა თანა, რომელნი საუკუნითგან სათნო-გეყვნეს შენ.
რამეთუ შენ ხარ აღდგომა, ცხოვრება და განსვენება მონათა შენთა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა დაუსაბამოით მამით შენით და ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ
არათუმცა უფალი იყო ჩვენ თანა, არამცა ვინ ჩვენგანი შემძლებელ იყო მტერისა ბრძოლათა თავს-დებად, რამეთუ რომელნი-იგი მძლე ექმნებიან, მის მიერ მოეცემის მადლი.
კბილთა მათთა მიერ ბოროტთა, ნუმცა შეიპყრობის სული ჩემი, ვითარცა ფრინველი, სიტყვაო ღმრთისაო. ჰოი მე ვითარ განვერე მტერისაგან, ცოდვის მოყვარე ესე და საწყალობელი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სულისა მიერ წმიდისა მიეცემის ყოველთა განღმრთობა, სათნო-ყოფა და წარმატება და მშვიდობა და კურთხევა, რამეთუ სწორად თანა-მოქმედი არს მამისა და სიტყვისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სულისა მიერ წმიდისა მიეცემის ყოველთა განღმრთობა, სათნო-ყოფა და წარმატება და მშვიდობა და კურთხევა, რამეთუ სწორად თანა-მოქმედი არს მამისა და სიტყვისა.
უფლისა არს ქვეყანა და სავსება მისი, სოფელი და ყოველნი დამკვიდრებულნი მას შინა.
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
რამეთუ მან თავადმან ზღვათა ზედა დააფუძნა იგი და მდინარეთა ზედა განმზადა იგი.
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა, ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა?
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
უბრალო ხელითა და წმიდა გულითა, რომელმან არა აიღო ამაოებასა ზედა სული თვისი და არცა ეფუცა ზაკვით მოყვასსა თვისსა.
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
ამან მოიღოს კურთხევა უფლისაგან და წყალობა ღმრთისაგან მაცხოვრისა მისისა.
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
ესე არს ნათესავი, რომელი ეძიებს უფალსა, ეძიებს ხილვად პირსა ღმრთისა იაკობისსა.
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
აღახვენით ბჭენი თქვენნი, მთავარნო, და აღეხვენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისა.
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
ვინ არს ესე, მეუფე დიდებისა? უფალი ძლიერი და მტკიცე, უფალი, ძლიერი ბრძოლასა შინა.
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
აღახვენით ბჭენი თქვენნი, მთავარნო, და აღეხვენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისა.
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
ვინ არს ესე, მეუფე დიდებისა? უფალი ძალთა თავადი არს მეუფე დიდებისა.
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!
სარწმუნოებით, სასოებით, სიყვარულით და სიმშვიდით, სიწმიდით და მღვდელობისა ღირსებით და კეთილ-პატიოსნად ცხოვრებდი, ღირსად ხსენებულო. ამისთვისცა საუკუნეთა ღმერთი, რომელსაცა-იგი შენ ჰმსახურე, თვით იგი დააწესებს სულსა შენსა ადგილსა ნათლისასა ბრწყინვალესა, სადა მართალნი განისვენებენ, და განსჯასა მას ქრისტესსა მიიღებ მიტევებასა ცოდვათასა და დიდსა წყალობასა.
უწყით, ღმერთო ჩვენო, რამეთუ ცოდვასა შინა შობილ ვართ. ამისთვის გევედრებით, ჩვენგან მიცვალებულსა ამას განუსვენე და უგულებელს-ყვენ ცოდვანი ამისნი ვითარცა სახიერმან, რამეთუ ვითარცა კაცმან მოკვდავმან და მყოფმან სოფელსა შინა სცოდა. მეოხებითა ღმრთისმშობელისათა, მხოლოო კაცთ-მოყვარე.
დიაკონი: სიბრძნით.
მკითხველმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისა, ხმა 6: ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალო.
მგალობელთა: ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალო.
მკითხველმან: (მუხლი): შენ გშვენის გალობა ღმერთო, სიონს და შენ მიგეცეს ლოცვა იერუსალემს.
მგალობელთა: ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალო.
მკითხველმან: ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე
მგალობელთა: და შეიწყნარე უფალო.
დიაკონი: სიბრძნით.
მკითხველმან: კორინთელთა მიმართ I ეპისტოლე, წმიდისა, პავლე მოციქულისა საკითხავი.
დიაკონი: მოხედენ.
ძმანო, გაუწყებ თქვენ სახარებასა მას, რომელი გახარე თქვენ, რომელიცა-იგი მიგიღებიეს, რომელსაცა ზედა სდგათ, რომლითაცა სცხონდებით, რომელი სიტყვა გახარე თქვენ, უკეთუ გახსოვს, გარნა თუ ცუდად რაიმე გრწმენა. რამეთუ მიგეც თქვენ პირველად, რომელიცა-იგი მოვიღე, რამეთუ ქრისტე მოკვდა ცოდვათა ჩვენთათვის, ვითარცა წერილ-არს, და რამეთუ დაეფლა და რამეთუ აღდგა მესამესა დღესა, ვითარცა წერილ არს, და რამეთუ ეჩვენა კეფას და მერმე ათერთმეტთა მათ, და მერმე ეჩვენა უმრავლეს ხუთასისა ძმათა ერთ-გზის, რომელთაგანნი უმრავლესნი ცოცხალ არიან აქამომდე და რომელთამე შეისვენეს. მერმე ეჩვენა იაკობს და მერმე მოციქულთა ყოველთა. უკანასკნელ ყოველთასა, ვითარცა ნარჩევსა, მეჩვენა მეცა, რამეთუ მე ვარ ნარჩევი მოციქულთა, რომელი არა ვარ ღირს წოდებად მოციქულად, რამეთუ ვსდევნიდი ეკლესიათა ღმრთისათა. ხოლო მადლითა ღმრთისათა ვარ, რაი-იგი ვარ. და მადლი იგი მისი, რომელი ჩემდა მომართ იყო, არა ცუდად რაი იყო, არამედ უმეტეს მათ ყოველთასა დავშვერ; არა მე, არამედ მადლი იგი ღმრთისა, რომელი იყო ჩემ თანა. აწ უკვე გინა თუ მე, გინა თუ იგინი, ესრეთ ვქადაგებთ და ესრეთ გრწმენა თქვენ
მკითხველმან: ალილუია (3-გზის).
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
მკითხველმან: (მუხლი): ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე, უფალო.
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
დიაკონი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმინდა სახარება.
მღვდელმან:მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
მღვდელმან: იოანესაგან წმინდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.
დიაკონი: მოხედენ.
ჰრქვა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: მე ვარ პური ცხოვრებისა; რომელი მოვიდეს ჩემდა, არა შიოდის, და რომელსა რწმენეს ჩემი, არასადა სწყუროდის. არამედ გარქუ თქვენ, ვითარმედ: მიხილეთ მე და არა გრწამს. ყოველი რომელი მომცა მე მამამან ჩემმან, ჩემდა მოვიდეს; და რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე. რამეთუ გარდამოვხედ ზეცით, არა რათა ვყო ნება ჩემი, არამედ ნება მომავლინებელისა ჩემისა მამისა. ხოლო ესე არს ნება მომავლინებელისა ჩემისა მამისა, რათა ყოველი რომელი მომცა მე, არა წარვწყმიდო მისგან, არამედ აღვადგინო იგი უკანასკნელსა მას დღესა.
მგალობელთა: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.
დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ
მღვდელმან: უფალო ღმერთო ძალთაო, რომელი მწუხარეთა მხიარულება ხარ და მგლოვარეთა ნუგეშინის-მცემელ, გლოვით შეპყრობილთა ამათ შესვენებულისა ამისთვის, შენითა წყალობითა ნუგეშინის-ეც და ყოველი წყლულება და ურვა, გულსა მათსა ზესა მდებარე, განკურნე, და მონასა ამას შენსა (სახელი), სასოებითა აღდგომისა და ცხოვრებისა საუკუნოისათა დაძინებულსა ამას, წიაღთა შინა აბრაამისთა განუსვენე. რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება სულისა მიცვალებულისა მონისა შენისა (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა-დაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ
რომელნი უფალსა ესვენ, მტერთა მიმართ საზარელ არიან და ყოველთა მიერ განსაკვირვებელ, რამეთუ ღმრთისა მიმართ ხედვენ და მისა მიმართ აქუს სასოება.
ნაწილი მართალთა, უღმრთოებად ხელთა მათთა არა განჰმარტებს, მაცხოვარ, რამეთუ შენ ხარ შემწე მათი, სახიერ, სასოება და ხელის-აღმპყრობელი.
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა.
სულისა წმიდისა სიმტკიცე და ძალი, რომელსა ზეცისა წესთ-მთავრობანი თაყვანის-სცემენ ძრწოლით, მკვიდრთა თანა ქვეყანისათა და ყოვლისა სულისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სულისა წმიდისა სიმტკიცე და ძალი, რომელსა ზეცისა წესთ-მთავრობანი თაყვანის-სცემენ ძრწოლით, მკვიდრთა თანა ქვეყანისათა და ყოვლისა სულისა.
ვითარ საყვარელ არიან საყოფელნი შენნი, უფალო ძალთაო!
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
ჰსურის და მოაკლდების სულსა ჩემსა ეზოთა მიმართ უფლისათა; გული ჩემი და ხორცნი ჩემნი იხარებდეს ღმრთისა მიმართ ცხოველისა.
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
და რამეთუ ჩიტმანცა პოვა თავისა თვისისა სახლი და მერცხალმან ბუდე თვისი, სადა დაისხნეს მართვენი თვისნი; საკურთხეველი შენი, უფალო ძალთაო, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო.
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
ნეტარ არიან, რომელნი დამკვიდრებულ არიან სახლსა შენსა, უკუნითი უკუნისამდე გაქებდენ შენ.
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
ნეტარ არს კაცი, რომლისა შეწევნა მისი შენგან არს; აღსლვაი გულსა თვისსა დაიდვა.
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
ღელესა მას გლოვისასა, ადგილსა მას, რომელსაცა აღუთქვა, და რამეთუ კურთხევა მოსცეს, რომელმანცა შჯული დადვა.
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
ვიდოდიან იგინი ძალითი ძალად, და გამოუჩნდეს მათ ღმერთი ღმერთთაი სიონს.
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
უფალო ღმერთო ძალთაო, ისმინე ლოცვისა ჩემისა, ყურადიღე ღმერთო იაკობისო.
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
მწეო ჩვენო, იხილე, ღმერთო, და მოხედენ პირსა ცხებულისა შენისასა.
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
რამეთუ სჯობს დღე ერთი ეზოთა შინა შენთა უფროს ათასთა მათ; ვირჩიე მე მივრდომაი სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფროს ვიდრეღა არა დამკვიდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა.
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
რამეთუ წყალობა და ჭეშმარიტება უყვარს უფალსა, მადლი და დიდება მოსცეს ღმერთმან; უფალმან არა მოაკლოს კეთილი, რომელნი ვლენან უბიწოდ.
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
უფალო ღმერთო ძალთაო, ნეტარ არს კაცი, რომელი გესავს შენ.
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!
ძმანო ჩემნო საყვარელნო, ნუ დამივიწყებთ მე, ოდეს უგალობდეთ უფალსა, არამედ მოიხსენებდით ძმებრივსა სიყვარულსა ჩემსა და ევედრენით ღმერთსა, რათა განმისვენოს მართალთა თანა უფალმან.
მეყსეულად მოიწია ჩემ ზედა სიკვდილი და განმაშორა თვისთაგან ჩემთა დღეს არამედ რომელმან მიმცვალე მე, ღმერთო ჩემო, ადგილსა მართალთასა განმისვენე.
მიწყალენ ჩვენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ მეუფისა სახიერისა ცოდვილნი ესე შევსწირავთ, მიწყალენ ჩვენ უფალო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო შეგვიწყალენ ჩვენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განგვირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩვენთა, არამედ მოიხილე ჩვენ ზედა წყალობით ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსნენ ჩვენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი, და ჩვენ ვართ ერნი შენი, და ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ, სახელი შენი წოდებულ არს ჩვენ ზედა და შეგვიწყალენ ჩვენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
დიაკონი: სიბრძნით.
მკითხველმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისა, ხმა 6: სულმან მისმან კეთილთა შინა განისვენოს და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქვეყანა.
მგალობელთა: სულმან მისმან კეთილთა შინა განისვენოს და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქვეყანა.
მკითხველმან: (მუხლი): შენდამი უფალო ხმა-ვჰყო ღმერთო ჩემო, ნუ დასდუმნები ჩემგან.
მგალობელთა: სულმან მისმან კეთილთა შინა განისვენოს და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქვეყანა.
მკითხველმან: სულმან მისმან კეთილთა შინა განისვენოს
მგალობელთა: და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქვეყანა.
დიაკონი: სიბრძნით.
მკითხველმან: კორინთელთა მიმართ I ეპისტოლე, წმიდისა, პავლე მოციქულისა საკითხავი.
დიაკონი: მოხედენ.
ძმანო, ქრისტე აღდგა მკვდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესვენებულთა. რამეთუ კაცისა მიერ იყო სიკვდილი და კაცისა მიერ აღდგომა მკვდართა. და ვითარცა-იგი ადამის გამო ყოველნი მოსწყდებიან, ეგრეთცა ქრისტეს მიერ ყოველნი ცხოველ იქმნენ. ხოლო თვითოეული თვისითა წესითა: პირველად ქრისტე და მერმე ქრისტესნი იგი მოსლვასა მას მისსა. მაშინღა აღსასრული, რაჟამს მოსცეს სუფევა ღმერთსა და მამასა, რაჟამს განაქარვნეს ყოველნი მთავრობანი და ყოველნი ხელმწიფებანი და ძალნი. რამეთუ ჯერ-არს მისა სუფევა, ვიდრემდის დაისხნეს ყოველნი მტერნი მისნი ქვეშე ფერხთა მისთა. უკანასკნელ მტერი იგი განქარდეს — სიკვდილი, რამეთუ ყოველივე დაამორჩილა ქვეშე ფერხთა მისთა. ხოლო რაჟამს თქვას, ვითარმედ: ყოველივე დაამორჩილა, ცხად არს, რამეთუ თვინიერ მისა, რომელმან იგი დაამორჩილა მას ყოველი. ხოლო რაჟამს დაემორჩილოს მას ყოველი, მაშინ თავადიცა ძე დაემორჩილოს მას, რომელმან იგი დაამორჩილა მას ყოველი, რათა იყოს ღმერთი ყოვლად ყოველსა შინა.
მკითხველმან: ალილუია (3-გზის).
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
მკითხველმან: (მუხლი): ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა.
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
მკითხველმან: ძლიერ იყოს ქვეყანასა ზედა თესლი მისი.
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
დიაკონი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმინდა სახარება.
მღვდელმან:მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
მღვდელმან: იოანესაგან წმინდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.
დიაკონი: მოხედენ.
ჰრქვა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: ესე არს ნება მომავლინებელისა ჩემისა, რათა ყოველი რომელი ხედვიდეს ძესა და რწმენეს მისი, აქვნდეს ცხოვრება საუკუნო, და მე აღვადგინო იგი უკანასკნელსა მას დღესა. დრტვინვიდეს მისთვის ჰურიანი იგი, რამეთუ თქვა: მე ვარ პური იგი, რომელი ზეცით გარდამოვხედ, და იტყოდეს: არა ესე არსა იესო, ძე იოსებისი, რომლისა მამაი და დედაი ჩვენ ვიცით? ვითარ უკვე იტყვის ესე, ვითარმედ: ზეცით გარდამოვხედ? მიუგო იესო და ჰრქვა მათ: ნუ სდრტვინავთ ურთიერთას. ვერვის ხელ-ეწიფების მოსლვად ჩემდა, უკეთუ არა მამამან, მომავლინებელმან ჩემმან, მოიყვანოს იგი ჩემდა, და მე აღვადგინო იგი უკანასკნელსა მას დღესა.
მგალობელთა: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.
სასუფეველსა შენსა მომიხსენენ ჩვენ, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა.
ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.
ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნნენ.
ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა.
ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განძღენ.
ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.
ხისა გემოს-ხილვითა ადამ სამოთხით განდევნილ იქმნა, ხოლო ავაზაკმან ჯვარსა ზედა დამოკიდებულმან ღმრთად აღგიარა და სამოთხე დაიმკვიდრა, ხოლო ჩვენ ცხოვნებულნი ვნებითა შენითა, მეუფეო, ავაზაკისა თანა სარწმუნოებით აღგიარებთ და გიღაღადებთ: მომიხსენენ ჩვენ, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა.
ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.
მიწა აღმიღე ქვეყანით შემოქმედმან ჩემმან და ხორცნი შემმოსენ საღმრთოთა ნების-ყოფითა, ხოლო სული შთამბერე ცხოველს-მყოფელითა შთაბერვითა შენითა და აღმომიწოდე დამონებული ცოდვათაგან, წმიდითა ბრძანებითა შენითა, მრავლისა სახიერებისა და აურაცხელისა კაცთ-მოყვარებისა შენისათვის, არამედ განუსვენე წმიდათა შენთა თანა, რომელიცა შეიწყნარე.
ნეტარ იყვნენ მშვიდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ.
ოდეს სული ხორცთაგან განეყოფვის, მაშინ შესაძრწუნებელი და საშინელი საიდუმლო იხილვების ყოველთა ზედა, რამეთუ სული მწუხარებით განეყოფვის, ხოლო ხორცნი დაიფარვიან მიწასა მიცემულნი; ამისთვის ჩვენცა, რომელნი მოველით უკანასკნელსა მას დღესა განსლვისა ჩვენისასა, მაცხოვარსა შეუვრდეთ ცრემლით და ვხმობდეთ: მომიხსენენ ჩვენ, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა.
ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.
რაისათვის მწარედ მგოდებთ, ჰოი ძმანო, ანუ რაისათვის ჰშფოთებთ, მიცვალებული ესე ხმობს ყოველთა მიმართ, რამეთუ სიკვდილი ყოველთათვის განსვენება არს. ამიერითგან ისმინეთ ხმა იობისი, რასა იტყვის, ვითარმედ: სიკვდილი კაცთათვის განსვენება არს. ამისთვის ვხმობთ: განუსვენე, ღმერთო, რომელიცა ესე შეივედრე, წმიდათა შენთა თანა.
ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გდევნიდენ და გყვედრიდენ, და თქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩემთვის.
ყოვლად ბრძენმან პავლე წინასწარვე თქვა და გარდაცვალება ყოველთავე ცხადად მოასწავა, ვითარმედ: მკვდარნი აღდგებიან უხრწნელად, ხოლო ჩვენ მივიცვალებით ბრძანებითა ღმრთისათა, ვინაიცა საშინელი იგი საყვირი ხმა-ჰყოფს და საუკუნითგანნი დაძინებულნი, ვითარცა ძილისაგან, აღდგებიან. არამედ განუსვენე, ღმერთო, რომელიცა ესე შეივედრე, წმიდათა შენთა თანა.
გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ-არს ცათა შინა.
საფლავთა შინა მდებარეთა მკვდართა ყოველთა შემჭამელი სიკვდილი უხმობს: მოვედით, ქვეყანით შობილნო, ჩემდა, იხილეთ სიკეთე ხორციელი დაშავებული. ვინაიცა, ძმანო, გულისხმა-ვყოთ განსლვა ჩვენი ამიერ, და მაცხოვარსა შეუვრდეთ ცრემლით და ვხმობდეთ: განუსვენე, ღმერთო, მონასა ამას შენსა, რომელიცა შეივედრე, წმიდათა შენთა თანა.
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უაღრეს ბუნებისა უთესლოდ მუცლად-იღე საშოსა შენსა, დედოფალო, ღმერთი საუკუნეთა და ხორცითა გვიშევ ღმერთი და კაცი გამოუთქმელად. ამისთვის ჩვენცა უწყით, ვითარმედ ღმრთისმშობელ ხარ, და რომელი იშვა შენგან, ღმერთი, სარწმუნოებით უღაღადებთ: მომიხსენე, ქრისტე, სასუფეველსა შენსა.
დიაკონი: სიბრძნით.
მკითხველმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისა, ხმა 6: ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალო.
მგალობელთა: ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალო.
მკითხველმან: (მუხლი): სულმან მისმან კეთილთა შინა განისვენოს და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქვეყანა.
მგალობელთა: ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე უფალო.
მკითხველმან: ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე
მგალობელთა: და შეიწყნარე უფალო.
დიაკონი: სიბრძნით.
მკითხველმან: რომაელთა მიმართ ეპისტოლე, წმიდისა, პავლე მოციქულისა საკითხავი.
დიაკონი: მოხედენ.
ძმანო, რომელი-იგი ზრახვიდეს დღესა მას, უფლისად ზრახავს; და რომელი არა ზრახვიდეს დღესა მას, უფლისადვე არა ზრახავს; და რომელი ჭამს, უფლისად ჭამს, რამეთუ ჰმადლობს ღმერთსა; და რომელი არა ჭამს, უფლისადვე არა ჭამს და ჰმადლობს ღმერთსა. რამეთუ არავინ ჩვენგანი თავით თვისით ცოცხალ არს და არავინ თავით თვისით მოკვდების. რამეთუ გინა თუ ცხოველ ვართ, უფლისად ცხოველ ვართ და გინა თუ მოვსწყდებით, უფლისა მიერვე მოვსწყდებით; გინა თუ ცოცხალ ვიყვნეთ, გინა თუ მოვსწყდეთ, უფლისანი ვართ. რამეთუ ამისთვისცა ქრისტე მოკვდა და აღდგა და ცხონდა, რათა მკვდართაცა და ცხოველთაცა ზედა უფლებდეს.
მკითხველმან: ალილუია (3-გზის).
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
მკითხველმან: (მუხლი): ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე, უფალო.
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
მკითხველმან: (მუხლი): სულმან მისმან კეთილთა შინა განისვენოს და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქვეყანა.
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
დიაკონი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმინდა სახარება.
მღვდელმან:მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
მღვდელმან: იოანესაგან წმინდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.
დიაკონი: მოხედენ.
ჰრქვა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: მე ვარ პური ცხოვრებისა. მამათა თქვენთა ჭამეს მანანა უდაბნოსა და მოსწყდეს. ესე არს პური, რომელი ზეცით გარდამოხდა; უკეთუ ვინმე ჭამოს მისგანი, არა მოკვდეს. მე ვარ პური ცხოველი, რომელი ზეცით გარდამოვხედ. უკეთუ ვინმე ჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკვდეს, არამედ ცხოვნდეს უკუნისამდე. და პური, რომელი მე მივსცე, ხორცი ჩემი არს, რომელსა მე მივსცემ ცხოვრებისათვის სოფლისა. ილალვიდეს ურთიერთას ჰურიანი იგი და იტყოდეს: ვითარ-მე ხელეწიფების ამას მოცემად ჩვენდა ხორცი თვისი ჭამად? ჰრქვა მათ იესო: ამინ, ამინ გეტყვი თქვენ: უკეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისა და სვათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხოვრება თავთა შორის თქვენთა. ხოლო რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხოვრება საუკუნო, და მე აღვადგინო იგი უკანასკნელსა მას დღესა.
მგალობელთა: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოება ჩემი. უფროს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უსჯულოება ჩემი მე უწყი, და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რათა განმართლდე სიტყვათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა. რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობა და სიხარული, და იხარებდენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდა დაბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო; იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცამეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლად-დასაწველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი.
ძლის-პირი: რომელმან დაფარა სიღრმესა მდევარი, ესე დღეს დაფარეს ქვეყანასა ზედა შვილთა მათ ზღვისა ხსნილთასა, ხოლო ჩვენ შემსხმელთაებრ ხმა-ვყოთ: უფალსა უგალობდეთ, რომელიცა დიდებულ არს.
განუსვენე, უფალო, სულსა მონისა ამის შენისასა.
შენ ქველის-მოქმედსა ყოველთასა უფალსა, ქრისტესა შეგივრდებით ცრემლითა მხურვალითა და დაფლვისა გოდებასა ვხმობთ გალობით: მორწმუნესა მონასა შენსა, ვითარცა სახიერ ხარ, განუსვენე.
განუსვენე, უფალო, სულსა მონისა ამის შენისასა.
მარჯვენით შენსა წმიდასა ღირს-ყავ დადგომად, სიტყვაო ღმრთისაო, რჩეულთა შენთა თანა სარწმუნოებით მიცვალებული ესე, კაცთ-მოყვარეო, სურვილით გევედრებით შენ ხმითა გალობისათა.
განუსვენე, უფალო, სულსა მონისა ამის შენისასა.
ზეცისა კეთილთა შვებასა ღირს-ყავ შენ მონა ესე შენი, რათა იხარებდეს რჩეულთა მათ შენთა თანა, რომელიცა ესე მისცვალე და უგულებელს-ყვენ აწ ცოდვანი ამისნი, მოწყალე.
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა.
ჰოი მე, ვითარ თივა არს სოფლისა ამის დიდება, მსწრაფლ აღმოსცენდა და მეყსეულად განხმა; სადა არს საფლავსა შინა დიდება, სადა არს ფეროვნება, გინა სიკეთე, ვინაიცა შეიწყალე, უფალო, მონა ესე შენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღირსად ყოველნი სურვილით გიგალობთ შენ, ქალწულო ყოვლად უხრწნელო მარიამ, დედაო ღმრთისაო, რამეთუ დაუცხრომელად გვიღვწი და ცოდვათაგან გვიხსნი და სასჯელისაგან საუკუნოისა.
ძლის-პირი: სამებაო წმიდაო, აღამაღლე რქა ეკლესიისა დღეს, მიუდრეკელად, უზესთაეს ბუნებათა სიმაღლესა ზედა სარწმუნოებისა შენისასა, საფუძველსა შეურყეველსა და მას შინა განმაძლიერენ.
განუსვენე, უფალო, სულსა მონისა ამის შენისასა.
არავინ არს კაცი ქვეყანასა ზედა, რომელმან არა სცოდოს, სიტყვაო ღმრთისაო, ამისთვისცა ვედრებასა შევწირავთ ცოდვილნი ესე, ულხინე და მიუტევენ მონასა ამას შენსა ყოველნივე შეცოდებანი ამისნი.
განუსვენე, უფალო, სულსა მონისა ამის შენისასა.
არავინ არს, კაცთმოყვარეო, შენებრ მოწყალე, რომელიცა სახიერებით მიუტევებ ცოდვათა ცხოველთა და მკვდართა, ხელმწიფებითა მით უსაზღვროითა, ვინაიცა განუსვენე ნათელსა შინა მონასა შენსა, კაცთ-მოყვარე.
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა.
ზეციერსა წოდებასა, მაცხოვარ, მიცვალებული ესე მკვიდრად იჩინე და მიიღე დასასრულისა ესე ვედრება ჩვენი, ცრემლით და სულთქმით, მოწყალე, და ღირს-ყავ შვებასა უოხჭნოსა, ქრისტე, მხოლოო უცოდველო.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჭეშმარიტად დედოფალო ქალწულო უხრწნელო ღმრთისმშობელო, ვედრებად ნუ დასცხრები აწ შენგან შობილისა მიმართ, მონისა შენისა სარწმუნოებით აღსრულებულისა ამისთვის, სამოთხისა დამკვიდრებად.
დიაკონი: მერმე და მერმე მშვიდობით, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა ამის შენისა (ან მხევლისა) (სახელი), რათა შეენდვნეს მას ყოველნი შეცოდებანი მისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიაკონი: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიაკონი: წყალობა ღმრთისა, და სასუფეველი ცათა, და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ. - უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო. - უფალო შეგვიწყალენ.
მღვდელმან: ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე, შენ უფალო განუსვენე სულსა მონისა შენისა (სახელი), ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწუანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა-იგი არა არს სალმობა, მწუხარება და სულ-თქმა, და ყოველნი ცოდვანი, ამის მიერ ქმნილნი, საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყვარემან ღმერთმან შეუნდვენ, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა სცოდოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი ჭეშმარიტ.
რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანადაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
ჭეშმარიტად ამაო არს ყოველივე წარმავალი, და ცხოვრება ესე უმედგრეს აჩრდილისა და სიზმრისა, რამეთუ ცუდად შფოთებს ყოველი მიწით შობილი, ვითარცა თქვა წიგნმან: რამეთუ ოდეს ყოველი სოფელი შევიძინოთ, მაშინ საფლავივე დავიმკვიდროთ, სადა-იგი ყოველნივე ერთბამად დაემკვიდრებიან, მეფენი და მთავარნი, მდიდარნი და გლახაკნი. ამისთვისცა ქრისტე ღმერთო, მონასა შენსა კრებულსა ცხოველთასა და საყოფელსა მართალთასა განუსვენე.
ძლის-პირი: რაჟამს წინასწარმეტყველმან იხილა საიდუმლო დაფარული, განკვირვებულმან ღაღად-ყო, რამეთუ დასდევ წყალობით სიყვარული მტკიცე, მამაო, და ძე შენი მხოლოდშობილი მოეც ძეთა კაცთა მომტევებელად ცოდვათა.
განუსვენე, უფალო, სულსა მონისა ამის შენისასა.
სასჯელი მოუთმენელ არს საშინელისა მის დღისა, ძმანო, ვინაიცა მოვედით ყოველნი სარწმუნოებითა და სასოებითა აღდგომისათა; მიცვალებულისა ამისთვის ლხინება ცოდვათა ქრისტესგან ვითხოვოთ.
განუსვენე, უფალო, სულსა მონისა ამის შენისასა.
ვითარ სანთელი ბრწყინვალე, სინანულისა ნათლითა, ქრისტე, აღნთებულ იყო ესე პირველ განსლვისა, ვინა კაცთმოყვარეო, მონა ესე შენი ბრწყინვალებასა შენსა საღმრთოსა ღირს-ყავ, სადა ბრწყინავს ნათელი შენი.
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა.
ოდეს განცხადნენ ყოველნი უჩინონი და სჯიდე, ქრისტე, ცოდვათა ჩვენთა, სახიერ მოწყალე, შეიწყალე, რომელიცა ესე მისცვალე, აღმსარებელი ცოდვათა თვისთა, და ღირს-ყავ ნეტარსა ცხოვრებასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ნუ დაივიწყებ, რომელნი გიღაღადებენ შენ ცრემლით და სურვილით, დედოფალო, ყოველთა მხსნელო და განმსვენებელო, რათა ჰპოვოს კეთილნი იგი საუკუნენი მონამან ამან შენმან მიცვალებულმან.
ძლის-პირი: შენდა აღვიმსთობთ, რომელმან წყალობით მიეც სული შენი დაცემულთათვის ცოდვილთა და ნებსით ვნებად გარდამოხედ სიტყვა ღმრთისა; მშვიდობა შენი მომეც ჩვენ, ვითარცა კაცთ-მოყვარე ხარ.
განუსვენე, უფალო, სულსა მონისა ამის შენისასა.
გუნდსა რჩეულთასა და სიტკბოებასა შენსა საწადელსა სასუფეველისასა, ქრისტე, სარწმუნოებით ჩვენგან მიცვალებულსა აწ განუსვენე, მოწყალეო, ნათელსა შინა საღმრთოსა.
განუსვენე, უფალო, სულსა მონისა ამის შენისასა.
რომელმან დასდევ, მაცხოვარო ჩვენო, კაცთათვის ცოდვილთა, სინანული იგი საღმრთო, ვითარცა რა მეუფემან ყოველთამან, ესეცა სასუფეველსა შენსა ღირს-ყავ, კაცთმოყვარე.
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა.
მუნ, სადა ვერ განერების სამსჯავროსა მისგან შესაძრწუნებელისა მეფენი ძლიერნი და მონანი, რაჟამს სწორად სდგენ და მოელოდენ მწარესა განჩინებასა, მაშინ იხსენ მონა ესე შენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ მხოლომან ჰშევ ღმერთი და ქალწულად ეგე განუხრწნელად სამარადისოდ, წმიდაო; ამისთვის, ღირსო, გევედრებით, ძესა შენსა ევედრე, რათა განუსვენოს აწ მიცვალებულსა ამას.
ძლის-პირი: სოფლისა ზღვა აღძრულ-არს, ღელვითა ცოდვისათა, საშინელად დამნთქამს მე; და მოვივლტი შენდა ნავთსაყუდელისა და ესრეთ გიღაღადებ: დანთქმისაგან მიხსენ მე, მრავალმოწყალე.
განუსვენე, უფალო, სულსა მონისა ამის შენისასა.
სიკვდილი და საფლავი და მსაჯული მიგველის საშინელი, ჰოი ძმანო, მამხილებელად საქმეთა ჩვენთათვის, რომელთაგან იხსენ, ქრისტე, მონა ესე შენი, და განუსვენე.
განუსვენე, უფალო, სულსა მონისა ამის შენისასა.
განუხვენ, მაცხოვარო ჩვენო, მიცვალებულსა ამას მოწყალებისა შენისა კარნი, გევედრებით, რათა იხარებდეს იგი ზიარებითა ნათლისა შენისათა.
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა.
იხსენ დასჯისა მისგან წყალობითა შენითა, მაცხოვარ, მონა შენი, რომელიცა სარწმუნოებით აღსრულებულთა აცხოვნებ, ვითარცა სახიერ ხარ და კაცთ-მოყვარე.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღირსად ყოველნი სურვილით გიგალობთ შენ, ქალწულო ყოვლად უხრწნელო მარიამ, დედაო ღმრთისაო, რამეთუ დაუცხრომელად გვიღვწი და ცოდვათაგან გვიხსნი და სასჯელისაგან საუკუნოისა.
დიაკონი: მერმე და მერმე მშვიდობით, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა ამის შენისა (ან მხევლისა) (სახელი), რათა შეენდვნეს მას ყოველნი შეცოდებანი მისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიაკონი: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიაკონი: წყალობა ღმრთისა, და სასუფეველი ცათა, და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ. - უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო. - უფალო შეგვიწყალენ.
მღვდელმან: ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე, შენ უფალო განუსვენე სულსა მონისა შენისა (სახელი), ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწუანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა-იგი არა არს სალმობა, მწუხარება და სულ-თქმა, და ყოველნი ცოდვანი, ამის მიერ ქმნილნი, საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყვარემან ღმერთმან შეუნდვენ, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა სცოდოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი ჭეშმარიტ.
რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანადაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
წმიდათა თანა განუსვენე ქრისტე, სულსა მონისა შენისასა, სადა-იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.
შენ მხოლო ხარ უკვდავი, ყოვლად-ძლიერო, რომელმან ეგე შექმენ და დაბადე კაცი, ხოლო კაცნი ქვეყანით დავიბადენით და კვალად მუნვე ქვეყანად და მიწად მივიქცევით ჩვენ, ვითარ-იგი სთქვი შემოქმედმან ჩემმან და მიბრძანე, ვითარმედ: მიწა ხარ და მიწადვე მიიქეც, სადა-იგი მივიქცევით ყოველნი მოკვდავნი, ვინაცა დაფლვისა ჩვენისა გოდებასა ვგოდებთ და გალობით ვღაღადებთ და ვიტყვით საღმრთოსა ამას გალობასა: ალილუია.
ვილტობოდეთ ყოველნი ცრემლითა, რაჟამს ვიხილოთ გვამი მკვდრისა, მდებარე ჩვენ წინაშე, რაჟამს-იგი ტკივილით და გლოვით ამბორს-უყოფდენ, ნუ-უკვე ესრეთ იტყოდენ მისა მიმართ: აჰა ესერა, დაგვიტევენ მეგობარნი შენნი; არღარას მომიგებ ჩვენ; არცა ზრახავ ჩვენ თანა, საყვარელო, ვითარ-იგი მზრახევდ ჩვენ მარადის, არამედ სდუმ და უსიტყველ ხარ. ეჰა საკვირველი, ვითარ დასდუმნა და უტყვ-იქმნა, რომელი გალობდა ჩვენ თანა: ალილუია.
რაბამ მწარე არიან სიტყვანი მოკვდავთანი, რომელსა იტყვიან აღსრულებისა ჟამსა, ვითარმედ: აჰა ძმანო, ძმათაგან განგეშორები და მეგობართა ყოველთა დაუტევებ და წარვალ, და თუ სადა წარვალ ყოვლადვე არა უწყი, ანუ თუ რა ვიქმნები მუნ, არას მეცნიერ ვარ; გარნა ხოლო ღმერთმან მხოლომან უწყის, რომელმან მიწოდა და წარმიყვანებს მე ხელმწიფედ, არამედ ხსენებასა ჩემსა ჰყოფდეთ თქვენ, რაჟამს გალობდეთ და ხმობდეთ: ალილუია.
მენება ცნობად საიდუმლოისა ამის, თუ სადა წარვლენ მიცვალებულთა სულნი, ანუ თუ სადა-იგი იქცევიან; ვითარმე არს, გინათუ თვისთა მათთა ახსენებენ იგინი, ვითარ ესე ჩვენ აღვასრულებთ ხსენებასა მათსა, ანუ დაგვივიწყებენ მახსენებელთა მათთა და რომელნი მოწლედ ვგოდებთ მათ ზედა; გარნა ვერვინ გვითხრობს ამას გამოწვლილვით. ჰოი საქმე საკვირველი. აწ უკვე ვილოცვიდეთ მათთვის უფლისა მიმართ და ვხმობდეთ: ალილუია.
თანამავალ გვექმნენით, ძმანო, მიცვალებულთა, და საფლავად ჩვენდა მოსწრაფედ მოიწიენით, და მუნ გულისხმისყოფით განიცადეთ და იხილეთ ადგილი ჩვენი, რომელსა იგი განგვიმზადებთ, რამეთუ იგი საგლოველ-ჰყოფს სიჭაბუკესა და დააჭნობს ყოველსა ჰასაკთა სიკეთესა და მტვერად და ავლად შეცვალებულ-ჰყოფს, და მატლად და წუთხად; და მუნ იხილვების ყოველი დუმილი და არავინ ზრახავს ჩვენგანი, ვერცაღა გალობს ჩვენ თანა: ალილუია.
აჰა ესერა მხედავთ მე მდებარესა და მოკლებულსა თქვენ თანა ყოფისაგან, აჰა ესერა ენა ჩემი დასცხრა და დადუმნეს ბაგენი ჩემნი; ცხოვნდით მეგობარნო და ძმანო და მეცნიერნო; ცხოვნდით შვილნო და საყვარელნო, რამეთუ მე ესერა გზასა წარმართებულ ვარ, რომლისაგან არღარა მოქცევად ვარ, ხსენებასა ჩემსა ნუ დაივიწყებთ თქვენ, რათა ვედრებითა თქვენითა ვპოვო განსვენება, რაჟამს გალობდეთ, მეტყველნი: ალილუია.
ერთ-გზის წარსრულთა არღარა არს მოქცევა, რათამცა გვითხრეს ჩვენ, თუ ვითარ იყოფებიან ოდესმე ძმანი ჩვენნი, პირველ ჩვენსა წარსრულნი ამიერ სოფლით, ამისთვისცა და მარადის ვიგონებდეთ ჩვენ, ვითარმედ მიხილვენ-მეა სულნი ურთიერთას, ანუ თუ ძმანი და მეგობარნი ზრახვენ, გინა ზოგად იყოფებიან, გინათუ ერთბამად უგალობენ ღმერთსა, ერთითა პირითა, ანუ თუ ხმობენ ღმრთივ-ბრწყინვალედ ზეცისა ძალთა შესხმასა: ალილუია.
წარვალთ ყოველნი გზასა მას საუკუნესა, წარდგომად წინაშე ღმრთისა საუკუნოისა, ქვე-მხედველნი პირითა, ვითარცა რა დასჯილნი, და სადა-მე იყოს მაშინ სახმართა სიმრავლე, გინა სიკეთე, ანუ საწუთო დიდება; არარაი ამათგანი შემძლებელ არს შეწევნად ჩვენდა მაშინ, გარნა ხოლო კეთილთა საქმეთა სიმრავლე და სათნოებანი და ვედრება და ლოცვა და ამიერვე განმზადება და ლმობიერად გალობა: ალილუია.
ყოველსავე დაუტევებთ და წარვალთ და ქედ-დადრეკილნი და შეძრწუნებულნი წარვდგებით ჩვენ წინაშე საყდართა მათ საშინელთა. რაისათვის ვცთებით ცუდად და ამაოდ, ჰოი კაცნო, აჰა სიკეთე, ვითარცა ყვავილი დასჭნების, შიშველი იშევ კაცო, ყოვლად-საწყალობელო და შიშველსა გეგულების წარდგომა. ნუ ცუდად ჰმაღლოი საწუთოსა შინა, არამედ სულთ-ითქუემდ, ჰოი მოკვდავო და ამაოო, და ხმობდ მარადის გალობით: ალილუია.
არარა არს ესრეთ დასავიწყებელ, ვითარ კაცი კაცთაგან მიცვალებული, რამეთუ წარვიდის რა, მყის დავიწყებულ იქმნის, ვითარმცა ყოვლად არა გამოჩინებული და არცაღა ჩვენ თანა მრავალ-ჟამ ცხოვრებული, და რამეთუ მშობელნი შვილთა დაივიწყებენ, რომელნიცა იგი შვნეს და აღზარდნეს; ეჰა საკვირველი, რაბამ ამაო არს ცუდი ესე საწუთო. ვინაიცა გულისხმა-ვყოთ ესე, ჰოი მორწმუნენო, და ვხმობდეთ: ალილუია.
უფალსა ღმერთსა მოგახსენებ და გამცნებ, ძმანო, შვილნო და მეგობარნო ჩემნო; ნუ დამივიწყებთ, რაჟამს-იგი ილოცვიდეთ თქვენ; გევედრები, შეგივრდები და გლოცავ თქვენ, ესე სიტყვა გეხსენედ და ცრემლით მგოდებდით და ითხოვდით ღმრთისაგან, რათა შემიწყალოს მე და აღხოცნეს შეცოდებანი ჩემნი; და კვალად გამცნებ თქვენ, ნუ ხვებულ მყოფთ, ძმანო, ოდესმე ძმასა თქვენსა, ლოცვისა და მოღვაწებისაგან, რაჟამს გალობდეთ მეტყველნი: ალილუია.
რასა შფოთებთ, ჰოი კაცნო, და მიმოეკვეთებით, წუთ-ერთღა ესე ყოველივე ცუდ იქმნების, ხოლო ჯოჯოხეთს შინა არღარა არს სინანული, არცა ლხინება, არცა პოვნა წყალობისა, რამეთუ მუნ არს მატლი დაუძინებელი, მუნ ღრჭენა კბილთა მწარე და ბნელი გარესკნელი, სადა-იგი დასჯად ვართ უბადრუკნი არა თუ განვიფრთხოთ და ვიწყოთ კეთილთა საქმეთა ღმრთისათა გულს-მოდგინებით აღსრულებად და ლმობიერად გალობად: ალილუია.
სიჭაბუკისა ყვავილი და სიკეთე, შვენიერება და ახოვანება გვამისა, ჟამსა სიკვდილისასა დაჭნების და დაიხსნების საწყალობელად. და თვალთა ნათელი დაშრტების და ენა და ხორცი მძვინვარედ დასდუმნების და ფეროვნება პირთა უშვერ და ბნელ იქმნების, და ქედისა სიმტკიცე შეიმუსრვის; გულისხმა-ვყოთ ესე, ძმანო, გონიერად, და აწვე განვემზადნეთ, რათა ჟამსა მას საზარელსა არა შევძრწუნდეთ და ხმა-ვყოთ: ალილუია.
მოკვდებოდენ რა მთავარი და ხელმწიფე, დიდი საიდუმლო იხილვების ჟამსა მას, ვითარ მსგავსად დასჯილთა მყის წარიტაცნიან, რომელთა-იგი ძრწოლით ეშიშვოდეს დასჯილნი და რომელთა-იგი პყრობილ-ყვნეს პყრობილნი, ვითარცა რა პყრობილნი შეკრვით წარისხმოდიან და ზუავნი იგი საწყალობელ იყვნიან და ესრეთ საფლავსა შინა მატლთა მიერ განილინიან და მრავალ-გზის არცა თუ დაფლვისა გალობა ესმის ხმა-ტკბილად: ალილუია.
იხილნიან რა ანგელოზნი, განკრთიან და თავთა თვისთა უბადრუკებით ჰხადიედ და იტყვიედ: სადა არს მთავრობა და ხელმწიფება ჩვენი საწუთო, და მეფობა და შარავანდედი იგი ამაო, რომელთათვის მხეცებრ ვიბრდღუენდით, წარხდეს მსგავსად კვამლისა და სიზმრებრ დაივიწყნეს და მხედრობა საღმრთო მიგვიხუამს სულთა, და ეჰა რაი-მე ვყოთ, რაჟამს წარგვადგინნენ წინაშე ქრისტესა მეუფისა მეუფეთასა, რამეთუ არა ვგალობდით: ალილუია.
უკეთუ შეიწყალო კაცი ოდესმე, კაცო, შენცა შეწყალებად ხარ მის წილ საუკუნოდ. და უკეთუ ობოლთა ტკბილ და მოწყალე ექმნე აქა, მათ ეგულების მუნ წინა-მოგებებად შენდა. და უკეთუ ჭირვეულნი იხსნნე ჭირთაგან, მათ მიერ იხსნე შენცა ჭირთა მათგან უხსნელთა, და უკეთუ შიშველნი და მშიერნი იღვაწნე, უწყოდე, რამეთუ მათ მიერ შენცა გიღვაწოს ღმერთმან. გულისხმა-ყავ ესე, ჰოი კაცო, და ნუ დასცხრები გალობად: ალილუია.
ბოროტ-არს გზა ესე, რომელსა წარვალ, რომელი ყოვლადვე არა წარმივლიეს, და ქვეყანა, რომლისა მიმართ მეგულების მისლვა, უცნაურ ჩემგან, სადა არავინ მიცნობს მე, და საზარელ ხილვად წარმყვანებელნი ჩვენნი, რამეთუ უსაშინელეს ყოველთა მწოდებელი ჩემი ღმერთი, რომელი ხელმწიფე არს ცოცხალთა და მკვდართა და გვიწოდს ბრძანებით, ოდესცა ინებოს. სიკვდილისა და ცხოვრებისა მფლობელსა ძრწოლით შეუვრდეთ: ალილულია.
უკეთუ სოფლითი-სოფლად მიმავალთა წინამძღვარნი და შემწენი გვეხმარებოდინ, რაი-მე ვყოთ, სადა-ესე აწ გვეგულების ჩვენ წარსლვა. მრავალნი უკვე წინამძღვარნი სახმარ არიან და მრავალნი მოგზაურნი და მლოცველნი, რათა წარავლინონ სულნი ჩვენნი საწყალობელნი და თანა-წარხადნენ მხეცთა მათ მძვინვარეთა და ყოვლად-ბოროტთა ჰაერისმცველთა მათ სულთა უკეთურთა, ვიდრემდის წარვდგეთ ჩვენ წინაშე ქრისტესა და თაყვანის-ვცეთ გალობით: ალილუია.
ისმინეთ, ქალწულნო, სიტყვათა ჩემთა, და ნუ განიშვენებთ ამაოდ თავთა თქვენთა; არა გესმისა, თუ ვითარ ვახსენებთ პირველ წარსრულთა და ესრეთ ვიტყვით, ვითარმედ: სადა არიან აწ დანი ჩვენნი, და ვხმობთ: განუსვენე, ქრისტე, სულსა მათსა, რომელნი-იგი მოსწყდეს, ვიდრეღა ჩვილ-იყვნეს და შვენიერ და ბრწყინვალე; ესე გულისხმა-ყავთ და საქმეთა მიერ კეთილთა შეამკვეთ ცხოვრება თქვენი და სიწმიდე საღმრთო შეიტკბეთ და ხმობდით: ალილუია.
გულისხმა-ყავთ, თუ ვითარ გან-რაი-ვიდეთ სამაროვანსა, ვიტყოდით მჭმუნვარენი: ესე საფლავი არს მის რომლისამე დისა და ესე სამარხი რომლისამე ქალწულისა; და ესე ძვალნი მის ვისიმე მოწესისანი, და მეყსეულად ხმა-ვყოთ: განუსვენე მხევალთა მათ შენთა და შეიწყალენ, რამეთუ სიწმიდით მოიცვალნეს შენდა, ვიდრეღა ჩვილ-იყვნეს; ამას იგონებდით, ჰოი სძალნო ქრისტეს ღმრთისანო, და ხმობდით: ალილუია.
ნივთიერთა ამათ ვნებათა შემშჭვალულნი მუნ არცა ერთსა ლხინებასა ჰპოვებენ, რამეთუ მუნ მწარენი არიან შემასმენელნი და მუნ წიგნნი მატიანეთანი განიხუმიან და თავადი ღმერთი დაჯდების განკითხვად დაფარულთა და ცხადთა; მაშინ რაი-მე ჰყო, კაცო, ანუ ვის-მე უწოდო შემწედ შენდა, გარნა თუ კეთილნი საქმენი გიძღოდენ, და გლახაკთ-მოწყალება და ნეშტნი იგი სათნოებანი და წადიერად გალობა: ალილუია.
დაყუდენით უკვე, ძმანო, და დასდუმენით და ნუ აწყინებთ მიცვალებადსა ამას და აცადეთ გოდება და შეიტკბეთ თქვენ დუმილი, რათა მშვიდობით განვიდეს სული ხორცთაგან, რამეთუ ღვაწლსა დიდსა შეუპყრიეს იგი ჟამსა ამას, მწარესა და შესაძრწუნებელსა, და ხედვიდით საიდუმლოსა ამის განსაკრთომელისა ძალსა და საზღვარსა და ევედრებოდეთ ქრისტესა, რათა შეიწყალოს ესე და ღირს ყოს გალობად: ალილუია.
ვიხილე ოდესმე ჩვილი აღსრულებადი და ვაება და უბადრუკება მეუფლა, რამეთუ ძრწოდა გვამი მისი ყოვლით კერძო მწარედ და ვითარცა მოიწია ჟამი მისი, ხმა-ჰყო მშობელთა მიმართ, ვითარმედ: მეწიენით! და ვერვინ უძლო მისდა შეწევნად; ეჰა ვაიმე, გარნა ხოლო იმიერ და ამიერ ხედვიდენ შემწუარნი, ბუნებრივითა მით წყალობითა უქმად, და გოდებით ითხოვდეს მისთვის განსვენებასა და ხმობდეს: ალილუია.
აჰა რაოდენნი მეყსეულად წარიტაცნეს, თვით თავადისა სასძლოისაგან საფლავად, და საუკუნოითა მით განშორებითა განიყვანეს, რამეთუ ვიდრე სერისაგან საქორწინისა და სასძლოისა კუბოსაგან აღდგომადმდე მყის წარტაცებულ იქმნნეს და შეუღლვასა მათსა უხუაიშნო განყოფა შეეუღლა და სიხარულსა მათსა გლოვა ენაცვალა, და სიხარული მათი ტყებამან და ტირილმან უქმ-ყვეს და მგალობელთა მოიცვეს. ალილუია.
გულისხმა-ვყოთ გონიერად, ჰოი ძმანო, რამეთუ მერმესა მას შინა ცხოვრებასა არს ნათელი უსაზღვრო და წყალნი ცხოვრებისანი და ფუფუნება და შვება დაუსრულებელი და სამოთხე და სასუფეველი ზეცათა, სადა-იგი ყოველნი მართალნი იხარებენ და კრებულნი წმიდათანი სუფევენ, და მამისა თანა ძე და სული წმიდა განანათლებს მათ, და ლმობიერად ხმა-ვყოთ: ჩვენცა ღირს მყვენ, სახიერ, მათ თანა. ალილუია.
გონიერად ყურად-იღეთ, გევედრებით, ყოველი რომელი გესმით ჩემგან, ჰოი ძმანო, რამეთუ ტკივილითა მრავლითა მიგითხარ ესე. განსაკრთომელ არს სამსჯავრო იგი საშინელი, სადა-იგი გვეგულების ჩვენ წარდგომა, რამეთუ არა არს მუნ მონა, არცა მეფე და არცაღა დიდი, გინათუ მცირე, არამედ ყოველნივე შიშველნი წარვდგებით, და რაიცა-იგი ვქმნენით, მოვიღოთ ქრისტეს მხსნელისაგან, და უგალობდეთ მას მარადის: ალილუია.
სასოებად ურცხვენელად და სიმტკიცედ და ზღუდედ მოგიგებთ მორწმუნენი, ღმრთისმშობელო; ნუ დასცხრები, ქალწულო, მეოხებად მიცვალებულთა სულთათვის, რომელნი-ესე სარწმუნოებით მიიცვალნეს, მონანი შენნი; რაჟამს ძე შენი დაჯდეს საყდართა ზედა განსჯად ადამიანთა, რათა ჰპოვონ ლხინება და წყალობა, რამეთუ შენ უწყი, ვითარ შესვარულ არს ყოვლითა ცოდვითა უბადრუკება ჩვენი, რათა გადიდებდეთ შენ, წმიდასა და უხრწნელსა.
წმიდათა თანა განუსვენე ქრისტე, სულსა მონისა შენისასა, სადა-იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.
ძლის-პირი: ჰოი სასწაული, რომელმან სახმილსა დაიცვნა სამნი ყრმანი შეუწველად, საფლავსა შინა მკვდრად უსულო იქმნა დღეს, მაცხოვრად ჩვენდა, რომელსა უღაღადებთ: ღმერთო, მხსნელო ჩვენო, კურთხეულ ხარ შენ.
განუსვენე, უფალო, სულსა მონისა ამის შენისასა.
ცეცხლისა მისგან გეენიისასა და საშინელისა მის სიტყვისგებისაგან იხსენ, ქრისტე, ვითარცა მოწყალე ხარ, რომელი ესე სარწმუნოებით მისცვალე, და ღირს-ყავ გალობად: ღმერთო, მხსნელო ჩვენო, კურთხეულ ხარ შენ.
განუსვენე, უფალო, სულსა მონისა ამის შენისასა.
ქვეყანასა მას მშვიდთასა, ტკბილსა და საწადელსა, და სამოთხისა შვებასა სარწმუნოებით მიცვალებული ესე დამკვიდრებად ღირს-ყავ, რათა გიგალობდეს შენ: ღმერთო, მხსნელო ჩვენო, კურთხეულ ხარ შენ.
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა.
დიდი სასჯელი და ჭირი არს მიუთხრობელი გეენიისა, ძმანო, მუნ სული ხორცითურთ დაიწვების დაულევნელად, და ვერ ძალუძს გალობად: ღმერთო, მხსნელო ჩვენო, კურთხეულ ხარ შენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უცვალებელად დედად ღმრთისად აღმსარებელნი შენნი, ქალწულო, შეგვზღუდენ, და იხსენ მარადის ვედრებითა შენითა მწარედ დასჯისაგან მიცვალებული ესე, რათა ძესა შენსა აქებდეს მარადის.
ძლის-პირი: ცა ვრცელი განცვიფრებულ არს და ძრწის საფუძველი ქვეყანისა დღეს შიშით, რამეთუ მაღალთა შინა მყოფი შერაცხილ მკვდართა იქმნა, და აწ კნინსა საფლავსა ესტუმრა. ყრმანი აკურთხევდით მას, მღვდელნი უგალობდით მას, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
განუსვენე, უფალო, სულსა მონისა ამის შენისასა.
ჰოი ვითარ საშინელი ჟამი არს შეცოდებულთათვის მაშინ, ძმანო, ჰოი ვითარ ცეცხლმან შეჭამნეს მაშინ გეენიისამან, და საუკუნოდ ტანჯულ იქმნნეს; ვინაიცა, მოწყალეო უფალო, ჩვენგან მიცვალებული ესე, მწარისაგან სატანჯველისა იხსენ საუკუნოისა.
განუსვენე, უფალო, სულსა მონისა ამის შენისასა.
ჰოი სიხარული იგი მართალთა, რომელსა მიიღებენ, ოდეს მოვიდეს მსაჯული, რამეთუ მუნ სასძლო და სამოთხე განემზადების მათდა, ყოველი სუფევა ქრისტესი, რომლისა სიხარულსა მას შინა მიცვალებული ესე მონა შენი, ქრისტე, დააწესე მუნ უკუნისამდე.
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა.
ვინ-მე დაუთმოს მოსლვასა შენსა საშინელსა, ქრისტე ყოვლად ძლიერო, რამეთუ მაშინ ცა წარიგრაგნოს, ვითარცა წიგნის ტყავი, საშინელად დამოსცვივენ ვარსკვლავნი და შიშისაგან დაჰზულენ ყოველივე ადგილი, და ნათელი იცვალოს, მაშინ მოწყალე ექმენ შესვენებულსა ამას.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
რომელი განხორციელდა შენგან, ძე ღმრთისა უფროის ბუნებისა, იგი არს მსაჯული ცხოველთა და მკვდართა, და დასჯის ყოველსა სოფელსა და იხსნის სატანჯველთაგან, რომელნი შენ ღმრთისმშობლად გხადიან და ძრწოლით გიგალობენ და სინანულით მხურვალედ შეგივრდებიან შენ, ღირსო.
ძლის-პირი: ნუ მტირ მე, დედაო, რაჟამს მიხილო მე, ძე შენი, რომელი მშევ უთესლოდ, საფლავსა დადებული, რამეთუ აწ აღვდგე და ავმაღლდე ზეცად ქებით, ვითარცა ღმერთ ვარ. და ვიდიდო მე მათგან, რომელნი ჭეშმარიტად ღმრთისმშობლად გხადიან შენ.
განუსვენე, უფალო, სულსა მონისა ამის შენისასა.
ნუ სტირთ ყოველნი, რომელნი მართლმადიდებლობასა შინა გარდაიცვალნეს, რამეთუ მეუფემან ჩვენთვის ხორცითა ჯვარცმა და დაფლვაი დაითმინა, და უკვდავებისა ძედ გვიჩინა ჩვენ, მეტყველნი ამის: ნუ შეხვალ შენ სასჯელსა მონისა შენისასა.
განუსვენე, უფალო, სულსა მონისა ამის შენისასა.
ვითარცა მივიცვალებით სასოებითა ქრისტეს აღდგომისათა, ვპოებთ ცხოვრებასა ყოველნი, არამედ ჩვენ შორის ფრიადი განსაკითხავი არს, დახსნაი თავთა ჩვენთა ვერ ძალ-გვიძს ჯოჯოხეთით, თვინიერ თქვენსა, ძმანო, ჩემთვის ქრისტესა ევედრენით.
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა.
დაუსრულებელსა შენსა დიდებასა, სახიერ, და სასუფეველისა სიტკბოებასა, ჩვენგან მიცვალებული ესე დააწესე, რამეთუ მართლმადიდებლობით და სასოებით შენდამი მოისწრაფა, ყავ ესე მკვიდრ სასუფეველისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ ვითარცა რა დედასა ცხოვრებისასა, უფროს ბუნებისა მხოლოსა ღმრთისმშობელსა ქალწულსა გაქებთ მორწმუნენი, რამეთუ შენ მიერ მოკვდავთა უკვდავება ვპოვეთ და ცხოვნებულნი შენდა გალობასა შევსწირავთ, უხრწნელო.
დიაკონი: მერმე და მერმე მშვიდობით, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა ამის შენისა (ან მხევლისა) (სახელი), რათა შეენდვნეს მას ყოველნი შეცოდებანი მისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიაკონი: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიაკონი: წყალობა ღმრთისა, და სასუფეველი ცათა, და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ. - უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო. - უფალო შეგვიწყალენ.
მღვდელმან: ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე, შენ უფალო განუსვენე სულსა მონისა შენისა (სახელი), ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწუანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა-იგი არა არს სალმობა, მწუხარება და სულ-თქმა, და ყოველნი ცოდვანი, ამის მიერ ქმნილნი, საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყვარემან ღმერთმან შეუნდვენ, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა სცოდოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი ჭეშმარიტ.
რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანადაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონი: აწ განვისვენე და ვპოვე ლხინება მრავალი, რამეთუ გარდავიცვალე ხრწნილებისაგან და მივიცვალე ცხორებად. უფალო, დიდება შენდა.
მგალობელთა: აწ განვისვენე და ვპოვე ლხინება მრავალი, რამეთუ გარდავიცვალე ხრწნილებისაგან და მივიცვალე ცხორებად. უფალო, დიდება შენდა.
დიაკონი: მუხლი: კაცი, ვითარცა თივა არიან, დღენი მისნი ვითარცა ყვავილი ველისა ეგრეთ აღყვავდეს.
მგალობელთა: აწ განვისვენე და ვპოვე ლხინება მრავალი, რამეთუ გარდავიცვალე ხრწნილებისაგან და მივიცვალე ცხორებად. უფალო, დიდება შენდა.
დიაკონი: მუხლი: რამეთუ განვლო სულმან მის შორის და არღარა იყოს და არცა იცნას ადგილი მისი.
მგალობელთა: აწ განვისვენე და ვპოვე ლხინება მრავალი, რამეთუ გარდავიცვალე ხრწნილებისაგან და მივიცვალე ცხორებად. უფალო, დიდება შენდა.
დიაკონი: მუხლი: და ჭეშმარიტება უფლისა ჰგიეს უკუნისამდე.
მგალობელთა: აწ განვისვენე და ვპოვე ლხინება მრავალი, რამეთუ გარდავიცვალე ხრწნილებისაგან და მივიცვალე ცხორებად. უფალო, დიდება შენდა.
დიაკონი: დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა.
მგალობელთა: აწ განვისვენე და ვპოვე ლხინება მრავალი, რამეთუ გარდავიცვალე ხრწნილებისაგან და მივიცვალე ცხორებად. უფალო, დიდება შენდა.
დიაკონი: აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მგალობელთა: აწ გამოირჩიე დედად შენდა ქალწული, რამეთუ იშევ მისგან, ქრისტე, მხსნელო ყოველთაო, უფალო დიდება შენდა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა. აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა. შენ გშვენის გალობა ღმერთო. აქებდით მას ყოველნი ანგელოზნი მისნი, აქებდით მას ყოველნი ძალნი მისნი, შენ გშვენის გალობა ღმერთო.
მედავითნე: აქებდით მას მზე და მთოვარე, აქებდით მას ყოველნი ვარსკვლავნი და ნათელნი: აქებდით მას ცანი ცათანი და წყალნი ზესკნელს ცათანი. აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ მან სთქუა და იქმნეს, თავადმან ბრძანა, და დაებადნეს. და დაადგინნა იგინი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე; ბრძანება დასდვა, რომელი არა წარხდეს. აქებდით უფალსა ქვეყნით ვეშაპნი და ყოველნი უფსკრულნი; ცეცხლი, სეტყვა, თოვლი, მყინვარი, სული ნიავქარისა, რომელნი ჰყოფენ სიტყვასა მისსა; მთანი და ყოველნი ბორცვნი, ხენი ნაყოფიერნი და ყოველნი ნაძვნი; მხეცნი და ყოველნი პირუტყვნი, ქვეწარმავალნი და ფრინველნი ფრთოვანნი; მეფენი ქვეყანისანი და ყოველნი ერნი, მთავარნი და ყოველნი მსაჯულნი ქვეყანისანი; ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა; აქებდით სახელსა უფლისასა, რამეთუ ამაღლდა სახელი მისი მხოლოისა, და აღსარება მისი ზეცასა და ქვეყანასა. და აღამაღლოს უფალმან რქაი ერისა თვისისა, გალობად ყოველთა წმიდათა მისთა, ძეთა ისრაელისათა. ერი რომელ მახლობელ არს მისსა. უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქება მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა. იხარებდინ ისრაელ შემოქმედისა მიმართ თვისისა და ძენი სიონისანი, უგალობდენ მეუფესა მათსა. აქებდენ სახელსა მისსა განწყობითა, ბობღნითა, და საფსალმუნითა უგალობდენ მას. რამეთუ სთნდა უფალსა ერი თვისი, და აღამაღლნეს მშვიდნი ცხოვრებით. იქადიან წმიდანი დიდებითა, და იხარებდენ სარეცელსა ზედა მათსა. ამაღლება ღმრთისა პირსა შინა მათსა, მახვილნი ორ-პირნი ხელთა შინა მათთა. ყოფად შურის გება წარმართთა შორის, და მხილებად ყოვლისა ერისა, შეკრვად მეფენი მათნი ბორკილითა, და დიდებულნი მათნი ხელ-ბორკილითა რკინისათა. ყოფად მათ შორის სასჯელი დაწერილი, დიდება ესე არს ყოველთა წმიდათა მისთა. აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა. აქებდით მას ძლიერებითა მისითა, აქებდით მას მრავლითა სიმდიდრითა მისითა. აქებდით მას ხმითა ნესტვისათა, აქებდით მას ფსალმუნითა და ებნითა.
განღმრთობითა ცხოველსმყოფელითა საიდუმლოთა შენთათა, ქრისტე, აწ შენდა მოიცვალა სარწმუნოებით, საღმრთო ესე მსახური შენი; ხელთა შენთა შეივედრე სული მისი და დააწესე ესე ეზოთა შინა შენთა, სიხარულსა თანა ანგელოზთასა, და განუსვენე, რომელიცა ესე მისცვალე ბრძანებითა შენითა, უფალო, დიდისაებრ წყალობისა შენისა.
აქებდით მას ბობღნითა და მწყობრითა, აქებდით მას ძნობითა და ორღანოითა.
საშინელ არს სიკვდილისა საიდუმლო, რამეთუ მოიწევის ყოველთა ზედა უბადრუკება, ბუნებისა საკრველნი განიხსნების იძულებით; მოხუცებულნი და ჭაბუკნი, მწიგნობარნი და მოძღვარნი, წინამძღვარნი და ეპისკოპოსნი და პატრიარქნი, მეფენი და მთავარნი, ყოველნი ერთბამად დაიფარვიან, არამედ ხმა-ვყოთ ცრემლით: რომელიცა ბრძანებითა შენითა მისცვალე, განუსვენე მათ, უფალო.
აქებდით მას წინწილითა კეთილ ხმითა. აქებდით მას წინწილითა ღაღადებისათა. ყოველი სული აქებდით უფალსა.
ღირსებით, მოქალაქობად კეთილ-პატიოსნებით და მღვდელი შენი ქრისტე, მემსხვერპლე და შემწირველი საღმრთოთა შენთა საიდუმლოთა, საუფლოითა ბრძანებითა შენითა მოიცვალა, სოფლისა ღელვათაგან შენდა მომართ, რომელიცა ვითარცა მესაიდუმლოე სიწმიდეთა შენთა, შეივედრე, მაცხოვარ, და აცხოვნე და მართალთა თანა განუსვენე, დიდისაებრ წყალობისა შენისა.
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღმერთი შენგან განხორციელებული ვიცანთ, ღმრთისმშობელო ქალწულო, მას ევედრე ცხოვრებად სულთა ჩვენთათვის.
მგალობელთა: დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. გიგალობთ შენ, გაკურთხევთ შენ, თაყვანის-გცემთ შენ, დიდების გმეტყველებთ შენ და გმადლობთ შენ, დიდისა დიდებისა შენისათვის, უფალო და მეუფეო ზეცათაო, ღმერთო მამაო, ყოვლისა მპყრობელო, უფალო, ძეო, მხოლოდ შობილო, იესო ქრისტე, და წმიდაო სულო, უფალო ღმერთო, კრავო ღმრთისაო და ძეო მამისაო, ამღებელო ცოდვათა სოფლისათაო, მიწყალენ ჩვენ. რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი, მიითვალე ვედრება ჩვენი, მჯდომარეო მარჯვენით მამისათაო, შეგვიწყალენ ჩვენ, რამეთუ შენ მხოლო ხარ წმიდა, შენ მხოლო უფალი, იესო ქრისტე, სადიდებელად ღმრთისა მამისა, ამინ. თვითეულსა დღესა გაკურთხო შენ და ვაქო სახელი შენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.
ღირს-მყვენ, უფალო, დღესა ამას უცოდველად დაცვად ჩვენდა, კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩვენთაო, ქებულ, დიდებულ და ამაღლებულ სახელი შენი უკუნისამდე, ამინ. იყავნ უფალო წყალობა შენი ჩვენ ზედა, ვითარცა ჩვენ შენ გესავთ. კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
უფალო, შესავედრებელ მეყავნ ჩვენ ნათესავითი ნათესავადმდე; მე ვსთქუ: უფალო, მიწყალე მე და განკურნე სული ჩემი, რამეთუ ვცოდე. უფალო, შენ გევედრები მასწავენ მე, რათა ვყო ნება შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი და შენგან არს წყარო ცხოვრებისა, და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩვენ ნათელი, მოგვფინე წყალობა შენი მცნობელთა შენთა ზედა.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ.
მღვდელთმთავარმან: საზომისაებრ ჩემისა, მადლისაგან, ნიჭისა და ხელმწიფებისა, ყოვლად-წმიდისა და ცხოველისა სულისა მიერ მოცემულისა, მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიერ, საღმრთოთა და სამღვდელოთა თვისთა მოწაფეთა და მოციქულთა, შეკრვისა და განხსნისა ცოდვათათვის კაცთასა, რომელი ჰრქვა მათ: მიიღეთ სული წმიდა, რომელთა მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ, და უკეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ, ხოლო რაოდენნი შეჰკრათ და განხსნათ ქვეყანასა ზედა, იყავნ შეკრულ და განხსნილ ცათა შინა. ხოლო მათ მიერ მათ მაგივრად ჩვენდა ურთიერთას მოცემულისა მადლისა მიერ, იყავნ შენდობილ სულისა მიერ წმიდისა, საყვარელო შვილო (სახელი), რაოდენი სცოდე წინაშე ღმრთისა, ვითარცა კაცმან ხორციელმან, სიტყვით, საქმით, და გონებით, ნებსით და უნებლიეთ და ყოვლითავე სახითა. უკეთუ წყევასა და შეჩვენებასა მღვდელთმთავრისასა, გინა მღვდელისასა შთავარდი, ანუ მამისა, გინა დედისასა, ანუ თუ თავით თვისით კრულ იქმენ, გინა თუ ფიცსა გარდაჰხედ, ანუ ჟამთა ვითარებისაგან სხვათა ცოდვათა შინა შთავარდი ვითარცა კაცი, და იგი ყოველი სულიერსა მამასა და მოძღვარსა შენსა აღუარე და მის მიერ მოცემული კანონი გულითა კეთილითა შეიწყნარე და აღასრულე, ამათ ყოველთა კრულებათა და პყრობილებათაგან ხსნილ იყავ და განთავისუფლებულ და შენდობილ, ყოვლად-ძლიერისა ხელმწიფებისა და მადლისაგან საღმრთოისა და თაყვანის-საცემელისა სულისა მიერ, და რაოდენი დაგავიწყდა და ვერ აღიარე, ყოველივე შეგინდვნეს მოწყალემან ღმერთმან, თვისითა კაცთ-მოყვარებითა. მეოხებითა ყოვლად-კურთხეულისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის-ქალწულისა მარიამისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა, წმიდისა მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოსითა, (მოიხსენოს ვისიცა იყოს ხსენება) და ყოველთა წმიდათა მისთათა, ამინ.
მღვდელმან: უფალმან იესო ქრისტემან ღმერთმან ჩვენმან, რომელმან საღმრთონი საიდუმლონი მისცნა წმიდათა მოწაფეთა და მოციქულთა თვისთა, შეკრვისა და განხსნისა ხელმწიფება ცოდვათა ზედა კაცთასა, განგებულებითა მით საღმრთოითა, და აწ მათ მიერ ჩვენცა მოგვეცა, მრავალ-მოწყალემან ღმერთმან შეგინდვნეს შენ, სულიერო შვილო (სახელი) რაოდენიცა სცოდე სოფელსა ამას შინა, ნებსით და უნებლიეთ, აწ და უკუნისამდე მოგიტევნეს უფალმან ყოველივე, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა, და ყოველთა წმიდათა მისთათა, ამინ.
რომელი შვება სოფლისა დაადგრების თვინიერ მწუხარებისა, რომელი დიდება ჰგიეს ქვეყანასა ზედა შეუცვალებელად, ყოველივე აჩრდილისა უუძლურეს არს, ყოველივე სიზმრისა უმაცთურეს არს. ერთი წამი, და ამას ყოველსა სიკვდილი უჩინო-ყოფს. არამედ ნათელსა პირისა შენისასა, ქრისტე, და სიტკბოებასა შენისა შვენიერებისასა, რომელი გამოირჩიე, განუსვენე, ვითარცა მხოლო კაცთ-მოყვარე ხარ.
უფალმან მმწყსოს მე და მე არა მაკლდეს. ადგილსა მწუანვილსა მუნ დამამკვიდრა მე.
საქმით აჩვენე, მაცხოვარო ჩვენო, ვითარმედ შენ ხარ აღდგომა ჩვენი, სიტყვით, სიტყვაო მამისაო, ლაზარეს მკვდრეთით აღმოუწოდე რა ხელმწიფედ ბრძანებითა, მაშინ მოქლონნი საუკუნენი შეიმუსრნეს და ბჭენი ჯოჯოხეთისანი შეძრწუნებულ იქმნნეს შენგან. მაშინვე ძილსა მიემსგავსა სიკვდილი კაცთა, არამედ მოხვედ არა დასჯად დაბადებულისა შენისა, არამედ ცხოვრებად. რომელნი გამოირჩიენ, განუსვენე, ვითარცა კაცთ-მოყვარემან.
ყოველთა შუამდგომელად მხურვალედ გამოსჩნდი, ღმრთისმშობელო ქალწულო, ყოველთა საფარველო და სიმტკიცეო და ღმრთისა მიმართ შუამდგომელო ყოველთა შენდა მოლტოლვილთაო, ჭირთა შინა მყოფთა შემწეო, ტყვეთა მსწრაფლ განმათავისუფლებელო. რამეთუ შენ ქრისტეს მიმართ მოგიგებთ ბარბაროზთაგან დამცველად და შუამდგომელად და ზღუდედ ვრცელად და უძლეველად ძალად უძლურთა და მშვიდობისა მომცემელად სულთა ჩვენთა.
ჭირსა ჩემსა უფლისა მიმართ ღაღად-ვყავ, და ისმინა ჩემი.
ჰოი მე, ვითარი ღვაწლი აქვს სულსა, გან-რა-ვიდოდეს ხორცთაგან, ჰოი მე, ვითარ იგი მაშინ ცრემლოინ და არავინ არს მწყალობელ მისსა. ანგელოზთა მიმართ მიჰხედავნ, და ურგებად ევედრებინ; კაცთა მიმართ ხელთა განმარტებნ და არავინ არს შემწე მისსა. ვინაცა, საყვარელნო ძმანო, გულისხმა-ვყოთ წუთი ესე ცხოვრება ჩვენი და მიცვალებულთათვის განსვენება ვითხოვოთ ქრისტესგან, და სულთა ჩვენთათვის დიდი წყალობა.
უფალო, იხსენ სული ჩემი ბაგეთაგან ცრუთა და ენისაგან მზაკვარისა.
მოვედით, ვიხილოთ საკვირველი უფროს ბუნებისა, რამეთუ რომელი გუშინ ჩვენ თანა იყო, აწ მდებარე არს მკვდრად; მოვედით, გულისხმა-ვყოთ, რამეთუ შემდგომად მცირედისა ჩვენცა აღვესრულებით, რამეთუ რომელნი მირონსა სუნნელსა იცხებდიან, აწ ესერა ხრწნისა სუნნელითა მდებარე არიან; და რომელნი ოქროითა განაშვენებდინ თავთა თვისთა, ესერა უშვერად და უსახურად მდებარე არიან; ვინაიცა გვიცნობიეს, საყვარელნო ძმანო, კნინი ესე ცხოვრება ჩვენი, მიცვალებულისა ამისთვის განსვენება ვითხოვოთ ქრისტესგან.
ცხოვნდი, ამაოო სოფელო; ცხოვნდით, ყოველნო მეგობარნო, მოყვასნო და შვილნო, რამეთუ აჰა ესერა მე გზასა წარმართებულ ვარ, რომელი არასადა წარმივლიეს; არამედ მარადის მოიხსენებდით სიყვარულსა ჩემსა, რომელი მაქუნდა თქვენდა მიმართ; თანა-მავალ მექმნენით და საფლავად მიეცით თიხა ესე ჩემი, რომელი აქუნდა დასასჯელად უბადრუკსა სულსა ჩემსა, და ცრემლით ევედრენით ქრისტესა, რათა მიხსნნეს ცეცხლისაგან უშრეტისა.
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
განუვლელო ბჭეო, საიდუმლოდ დაბეჭდულო, კურთხეულო ღმრთისმშობელო ქალწულო, შეიწირე ვედრება ესე ჩვენი და შესწირე ძესა შენსა და ღმერთსა, რათა აცხოვნოს შენ მიერ სულნი ჩვენნი.
აჰა ესერა მდებარე ვარ, საყვარელნო ძმანო, შორის ყოველთა დადუმებული უხმოდ. ბაგენი ჩემნი უქმ-იქმნნეს და ენა დასცხრა. ხელნი და ფერხნი ჩემნი შეიკრნეს, და საცნობელნი იცვალნეს და თვალნი დამიშრტეს და ვერღარა ჰხედვენ, რომელნი მგოდებენ მე. სასმენელთა არღარა ესმის, რომელნი მიგლოვენ ღაღადებით, და საყნოსელი ვერღარა იყნოსს კმევისა სუნნელებასა, არამედ ჭეშმარიტი სიყვარული არა ოდეს მოაკლდების; ვინაიცა გევედრებით ყოველთა მეცნიერთა და მეგობართა ჩემთა: მომიხსენებდეთ მე წინაშე უფლისა, რათა დღესა მას სასჯელისასა ვპოვო წყალობა მსაჯულისა მისგან საშინელისა.
ყოველივე ამაო არს კაცობრივი, რაოდენიცა რა ჰგიეს შემდგომად სიკვდილისა, არა დაადგრების სიმდიდრე, არცა თანა-წარყვების დიდება, რამეთუ მოიწია სიკვდილი, და ესე ყოველი მყის იავარ-ყო, ამისთვისცა ქრისტეს მიმართ ხმა-ვყოთ უკვდავისა მეუფისა: ჩვენგან მიცვალებულთა განუსვენე, სახიერ, სადა-იგი არს მკვიდრობა ყოველთა, შენდამი მოხარულთა.
აღვიხილენ თვალნი ჩემნი მთათა, ვინა მოვიდეს შეწევნად ჩემდა.
რასათვის კაცნო ამაოდ შფოთებთ, რამეთუ სრბა ესე საწუთო არს, რომელსა ვრბით ჩვენ; კვამლ არს ცხოვრება ესე, ორთქლ და მტვერ და არმურ, წუთ ერთ საჩინო და მსწრაფლ უხმარ და უჩინო და ნიავ-ქართაგან მიმოტაცებულ და ყოვლად დაუდგრომელ. ამისთვის ქრისტეს მიმართ, უკვდავისა მეუფისა ღაღად-ვყოთ: განუსვენე ჩვენგან მიცვალებულსა ამას, სადაცა-იგი არს მკვიდრობა ყოველთა სულთა, შენდამი მოხარულთა.
ნავთსაყუდელად ცხოვრებისა გვივი შენ, ღმრთისმშობელო ქალწულო, უფსკრულსა შინა ცხოვრებისასა ღელვა-გვემულთა. ვინაიცა ევედრე შენგან უთესლოდ ხორცშესხმულსა ღმერთსა, და გამოუთქმელად განკაცებულსა, რათა აცხოვნოს სულნი ჩვენნი.
სადა არს სოფლისა ამის სიხარული და საწუთოისა საოცრება, სადა არს ოქრო, გინა ვერცხლი, სადა არს მონათა სიმრავლე და ამბოხი, აჰა ესერა ყოველივე იქმნა ამაო, ყოველივე ესე იქმნა მტვერ, ყოველივე ესე იქმნა სიზმარ და აჩრდილ, არამედ მოვედით და ხმა-ვყოთ უკვდავისა მიმართ მეუფისა: საუკუნეთა კეთილთა შენთა ღირს-ყვენ, უფალო, ჩვენგან მიცვალებულნი და განუსვენე მათ, დაუსრულებელსა მას შინა ნეტარებასა შენსა.
ვიხარე, რომელთა მრქვეს მე: სახლსა უფლისასა შევიდეთ.
მოიწია სიკვდილი, ძმანო, ვითარცა მტაცებელი და დამარღვია და არა-არსად გამომაჩინა. მოიწია, და რომელი-ესე ვიყავ, აწ ვითარცა არაოდეს ყოფილი მდებარე ვარ ჭეშმარიტად აჩრდილისა და სიზმრისა უუძლურეს ვართ; არამედ მოვედით და ხმა-ვყოთ უკვდავისა მიმართ მეუფისა: საუკუნეთა კეთილთა შენთა ღირს-ჰყვენ ჩვენგან მიცვალებულნი და განუსვენე მათ უსაზღვროსა ცხოვრებასა.
მხოლოო წმიდაო და უბიწოო ქალწულო, ღმერთსა შენგან უთესლოდ განხორციელებულსა ევედრე, რათა აცხოვნოს სულნი ჩვენნი.
მოვიხსენე წინასწარმეტყველისა, რომელსა იტყვის: მე ვარ მიწა და ნაცარი. და კვალად შთავხედენ საფლავსა და ვიხილენ ძვალნი განშიშვლებულნი და ვთქვი: ვინ-მე არს მეფე, ანუ მხედარი, ანუ მდიდარი, ანუ გლახაკი, ანუ მართალი, ანუ ცოდვილი. არამედ განუსვენე მხსნელო, მართალთა თანა მონასა ამას შენსა.
დადგრომილ იყვნეს ფერხნი ჩვენნი ეზოთა შენთა, იერუსალიმ.
შენ სთქუ, ქრისტე: რომელსა რწმენეს ჩემდამო, სიკვდილი არა იხილოს, არამედ ვითარცა მე ნათლისაგან ბრწყინვალე ნათელი ვარ, ესრეთ ბრწყინვიდენ დიდებასა ჩემსა. რამეთუ ჭეშმარიტად ღმერთ ვარ; მოვედ, რათა ვაცხოვნო, რომელნი ჭეშმარიტებით და მართლმადიდებლობით ერთ-უფლად და ღმრთად აღმიარებენ, ორითა ბუნებითა, ღმრთეებისა და კაცებისაითა. ამათ სარწმუნოებით აღმსარებელსა განუსვენე მონასა შენსა, ვითარცა კაცთ-მოყვარემან.
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ გევედრებით, ვითარცა დედასა ღმრთისასა, კურთხეულო ღმრთისმშობელო, ევედრე მას ცხოვრებად ჩვენდა.
დასაბამ და არსება ჩემდა იქმნა, დამბადებელო, ბრძანება შენი, რამეთუ ინებე რა ხილულისა და უხილავისა ბუნებისაგან ცხოველად შემტკიცება ჩემი, მიწით ხორცნი ჩემნი დაჰბადენ, ხოლო სული მომეც მე საღმრთოითა და ცხოველსმყოფელითა შთაბერვითა შენითა. ვინაიცა ქრისტე ღმერთო, მონათა შენთა, სოფელსა ცხოველთასა და საყოფელსა მართალთასა განუსვენე.
შენდამი აღვიხილენ თვალნი ჩემნი, რომელი დამკვიდრებულ ხარ ცათა შინა.
ხელთა შენთა დაბადებულსა, ხატებითა შენითა პატივ-მეც მე, მაცხოვარ, და უხილავისა მის ბუნებისა შენისა მსგავსება გამოხატენ ნივთიერითა მით სახითა, რომლისა ზიარებასა ღირს-მყავ მე და დამადგინე ქვეყანასა ზედა მთავრობად და შუებად თვით-მფლობელობისა წესითა. და აწ, მხსნელო, მონანი შენნი სოფელსა მას შინა ცხოველთასა და საყოფელსა მართალთასა დააწესენ.
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღმერთი შენგან განხორციელებული ვიცანთ, ღმრთისმშობელო ქალწულო; მას ევედრე ცხოვრებად სულთა ჩვენთათვის.
ხატად და მსგავსად შენდა დაბადე დასაბამსა კაცი, უფალო, და სამოთხესა შინა დაადგინე მთავრად დაბადებულთა შენთა, ხოლო შურითა ეშმაკისათა სცთა, და ხისა მის გემო იხილა და გარდახდა მცნებათა შენთა. ვინაიცა დასაჯე იგი მიწადვე მიქცევად, რომლისაგან დაიბადა. ამისთვის გევედრებით: მიცვალებულთა სულთა განსვენება მიმადლე, ქრისტე.
დახსნის ყოველსა ცხოვრებასა ბუნებისა ჩვენისასა სიკვდილი, რომელიცა მოგვეცა შენ მიერ, განხრწნილ ვიქმნენით რა ჭამითა მით საჭმლისათა. უწყით, რამეთუ დავიბადენით მიწისაგან და კვალად ვიქმნებით მტვერ და ავლ, ვითარცა პირველ. ამისთვის ხმითა საგლოველითა დამბადებელსა გევედრებით, რომელი ჩვენგან მისცვალე, ლხინება მიჰმადლე და დიდი წყალობა.
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ ღმრთისმშობელსა ზღუდესა დაურღვეველსა, სარწმუნოებით გევედრებით, დედოფალო, ნუ დასცხრები მეოხებად სარწმუნოებით შენდამი მიცვალებულთა მონათა შენთათვის, რაჟამს დაჯდეს ძე შენი და ღმერთი განსჯად; მას ჟამსა მლხინებელ ექმენ მათ, რამეთუ შენ ხარ შუამდგომელი ყოველთა ცოდვილთა, რომელნი დედად ღმრთისად გნატრიან შენ.
ვგოდებ და ვიგლოვ მწარედ, რაჟამს გულისხმა-ვყო სიკვდილი, და ვიხილო საფლავსა შინა მდებარე შვენიერება ჩვენი, ხატად ღმრთისა დაბადებული, შეურაცხად, უპატიოდ, და უსახუროდ. ეჰა საკვირველი, რა არს ესე ჩვენი, ქვეყანისა ნაშობნო, საიდუმლო, ვითარ მივეცენით ხრწნილებასა, ვითარ შევეყვენით სიკვდილსა, ჭეშმარიტად განჩინებითა ღმრთისათა, ვითარცა წერილ არს, რომელი მიანიჭებს მიცვალებულთა განსვენებასა.
ვითარ საყვარელ არიან საყოფელნი შენნი, უფალო ძალთაო.
ხრწნილებასა მივეცენით უხრწნელად დაბადებულნი ესე, რომელთა სული ცხოველი შთაბერვითა საღმრთოითა მოვიღეთ. ღმრთივბრწყინვალედ და კეთილად დავიბადენით და ღმრთივშვენიერად, მსგავსად წერილისა, და ღმრთისა მცნებასა გარდავხედით საწყალობელნი. ჰოი საკვირველი, ვითარ დაუტევეთ ჭამადი იგი ცხოვრებისა და ვითარ შევცდით და ვჭამეთ ჭამადი სიკვდილისა და სიმწარისა და დავაკლდით ცხოვრებასა. არამედ ღაღად-ვყოთ მისა მიმართ: რომელნი გარდასცვალენ, ეზოთა შენთა დაამკვიდრენ, უფალო.
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
საფარველი შენი, ღმრთისმშობელო ქალწულო, სამკურნალო არს სულიერი, და რომელნი მას შევევედრებით, სულიერთა სენთაგან განვერებით.
აურაცხელ არიან არაწმიდად ცხოვრებულთათვის სატანჯველნი, რომელნი მიელიან, ღრჭენა კბილთა და ტირილი თვალთა უნუგეშინისცემო, და ნისლი წყვდიადი და ბნელი გარესკნელი და მატლი უძილი და ცრემლი ურგები და მსაჯული ულმობელი. ამისთვისცა პირველ აღსასრულისა ხმა-ვყოთ მისა მიმართ: ქრისტე მეუფეო, რომელნი გამოირჩიენ, რჩეულთა შენთა თანა განუსვენე.
იქუხნეს რა საყვირმან საშინელმან, ვითარცა ძილისაგან აღდგენ მკვდარნი და აღემართნენ საფლავით, საუკუნოსა ცხოვრებასა მიმთხვევად სურვიელნი და რომელნი შენ უფალსა გესვიდეს და შენდა მიმართ დამბადებელისა აქუნდათ სასოება. მონათა შენთა რისხვით ნუ დასჯი, ჰოი სახიერო, რამეთუ უკვდავმან ჩვენთვის სიკვდილი დაითმინე, ვინაიცა გევედრებით: რომელნი გარდასცვალენ, რჩეულთა შენთა თანა განუსვენე.
ცანი და ქვეყანა განახლდენ და ხრწნილებამან უხრწნელება შეიმოსოს და ბნელი განქარდეს მოსლვითა შენითა, მხსნელო, რამეთუ კვალად გეგულების მოსლვა ზეცით დიდებით, განკითხვად კაცთა, ვითარცა წერილ არს, და მიცემად კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ. შენ მეუფეო, რომელნი მისცვალენ, რჩეულთა შენთა თანა განუსვენე.
რომელი გამოსჩნდი ქალწულისაგან, სიწმიდით გამომაჩინე, სიტყვაო, რომელსა გუნდნი ქალწულთანი ლამპარ-აღნთებულნი გიგალობენ შენ და მოსურნე არიან დიდებისა შენისა, და შენდა მოივლტიან, ვითარცა ზეცისა სასძლოსა შინა მოხარულნი, და ვითარცა ბრძენნი იგი ქალწულნი, ჩვენცა ბრწყინვალედ შემიყვანენ, დაუსაბამოო, და რომელნი ჩვენგან მისცვალენ, მართალთა თანა განუსვენე.
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა.
მოვედით და იხილეთ ყოველთა, უცხო და საშინელი ხილვა, რამეთუ ყოველთაგან ხილული და საცნაური ხატი, ამაოსა ამას საწუთოსა შინა, დღეს უშუერად იხილვების, რამეთუ სული ხორცთაგან განეყოფვის და საუკუნოდ მიმყვანებელსა გზასა წარვალს, რომელი არაოდეს წარუვლიეს, და მსაჯულსა თვალ-უხუავსა თანა წარდგების, სადა-იგი მდგომარე არიან ანგელოზთა წესნი. რამეთუ საშინელ არს, ძმანო ჩემნო, განსჯა იგი, სადა შიშველთა ყოველთა გვეგულების წარდგომა, რომელთამე გვირგვინოსანთა და რომელთამე სირცხვილეულთა. ამისთვისცა ხმა-ვყოთ უკვდავისა მიმართ მეუფისა: ოდეს გეგულებოდეს გამოძიება დაფარულსა კაცთასა, მაშინ შეიწყალე მონა ესე შენი, რომელიცა შეივედრე, უფალო კაცთმოყვარეო.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა ქრისტე, მშობელისა შენისა და წინამორბედისათა, მოციქულთა და წინასწარმეტყველთა, მღვდელთმთავართა, მამათა და მართალთა და ყოველთა წმიდათა შენთათა, მიცვალებულსა ამას მონასა შენსა განუსვენე.
კეთილ არს აღსარებად უფლისა, და გალობად სახელსა შენსა მაღალო, მითხრობად ცისკარს წყალობა შენი და ჭეშმარიტება შენი ღამედ, ღამედ.
წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
ტროპარი ესე, ხმა 4:
სულთა თანა აღსრულებულთა მართალთასა, სულსა მონისა (მხევლისა) შენისა განუსვენე, მაცხოვარ, და ღირს-ჰყავ სანატრელსა მას ცხოვრებასა, კაცთმოყვარე.
განსასვენებელსა შენსა, მაცხოვარ, სადა ყოველნი წმიდანი შენნი მკვიდრ-არიან, განუსვენე სულსა მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისა, რამეთუ შენ მხოლო ხარ კაცთმოყვარე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
შენ ხარ ღმერთი, რომელი შთახედ ჯოჯოხეთად და დახსენ სალმობანი შესვენებულთანი, აწცა განუსვენე, ქრისტე ღმერთო, სულსა მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ მხოლოო, უბიწოო და უხრწნელო ქალწულო, რომელმან ჰშევ ღმერთი ხორც-შესხმული, მას ევედრე, რათა აცხოვნოს სული ამისი.
კვერექსი
დიაკონი: შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრები ისმინე და შეგვიწყალენ.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)
დიაკონი: მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი), რათა შეენდვნეს მას ყოველივე შეცოდებანი მისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)
დიაკონი: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)
დიაკონი:წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ, უკვდავისა მეუფისა და ღვთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ. უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მოგვმადლენ უფალო. - უფალო შეგვიწყალენ.
მღვდელმან: ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე, შენ, უფალო, განუსვენე სულსა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი) ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა-იგი არა არს სალმობა, მწუხარება და სულთქმა, და ყოველნი ცოდვანი, მის მიერ ქმნულნი, საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან, შეუნდვენ, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა სცოდოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი ჭეშმარიტ.
ასამაღლებელი: რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანადაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
ხოლო შემდგომად ასამაღლებელისა, იქმნების ამბორისყოფა ძმათა მიერ.
ესრეთ წარვიკითხავთ მუხლთა ამათ, ხმა 2:
მოვედით, ერნო მორწმუნენო, დასასრულისა ამბორის-ყოფა მივსცეთ მკვდარსა, და ვმადლობდეთ ღმერთსა, რამეთუ ესერა მოაკლდა თბისაგან თვისისა, და საფლავად წარვალს და არარას ზრუნავს ამაოებისათვის, არცა განხრწნადთათვის. აწ სადა არიან თვისნი და მეგობარნი, აჰა განვეყოფით, ვინაცა განსვენება უფლისაგან ვითხოვოთ.
ჰოი, ვითარი განყოფა არს, ძმანო, აწინდელი ესე ჟამი, ანუ რაბამთა ტირილთა ღირს. მოვედით უკვე, ამბორს-უყოთ, რამეთუ უწინარეს მცირედ ჟამისა ჩვენ თანა იყო, აწ საფლავსა მიეცემის და ლოდითა დაიფარვის და მკვდართა თანა დაეფლვის და ყოველთა თვისთა და მოყვასთა განეყოფვის, რომელსა განუსვენე უფალო, გევედრებით.
რასა ქედმაღლობთ, ჰოი მოკვდავნო, და ამაოდ იზრახებთ საწუთოსა ამას შინა ამაოსა. ყოველი ხორცთა შვენიერება ყვავილი არს თივისა, ხრწნილებისა მიერ დაჭნობადი, და მატლთა მიერ განსახრწნელი, ყოველი კაცი ჟამსა ამას სამარადისოდ იხსენებდინ, რათა ნათელსა საღმრთოსა ღირს იქმნნეთ დამკვიდრებად, და ჩვენ წარსრულთათვის ვევედრნეთ ყოვლად-ძლიერსა და კაცთმოყვარესა ღმერთსა: რომელი გამოირჩიენ, განუსვენე, ვითარცა მხოლო მრავალმოწყალე ხარ.
ვითარი არს ცხოვრება ჩვენი, ძმანო, ყვავილი და კვამლი, და ცვარი განთიადისა. მოვედით უკვე ვიხილოთ ცხადად საფლავსა შინა, სადა არს სიკეთე ხორციელი, სადა არს სიჭაბუკე, ანუ სადა არიან თვალნი და ხედვა ხორციელი. ყოველივე დასჭკნა, ვითარცა თივა, და ყოველივე განილია. მოვედით, შეუვრდეთ ქრისტესა ცრემლით, რათა განუსვენოს მიცვალებულსა ამას.
ჰოი, ვითარ დიდ არს ტირილი და გოდება, დიდ არს სულთქმა და წუხილი, ოდეს განეყოფის სული ხორცთაგან, რომელნიცა ცხოვრებდენ ამაოსა ამას საწუთოსა და აჩრდილთა სიკვდილისათა. რომელნიცა მძინარე იყვნიან საცდურთაგან და ამაოდ ცხოვრებდენ, და აწ მიეცნენ ჯოჯოხეთს დასასჯელად. ამას ვევლტოდეთ ყოველნი და ვევედრნეთ ღმერთსა; რათა დაგვიმკვიდროს ზეცათა სასუფეველი.
რომელი ესე ვხედავთ წინაშე ჩვენსა მდებარედ მკვდარსა, სახედ მოვიღოთ ყოველთა აღსრულებისა ჟამი, რამეთუ ესერა განვალს ქვეყანით ვითარცა კვამლი და ყვავილი ველთაგან, და ვითარცა თივა აღიფხვრების, და ტილოითა წარიგრაგნების და მიწითა დაიფარვის, რომელსაცა უჩინოდ დაუტეობთ საფლავსა შინა. ვინაცა ქრისტესა ევედრენით, რათა მისცეს ამას საუკუნო განსვენება.
მოვედით, ტომნო ადამისნო, ვიხილოთ ქვეყანასა ზედა დაკვეთებული სახე ჩვენი, ყოვლისა შვენიერებისაგან განრყვნილი და საფლავსა შინა წუთხთა და მატლთა მიერ განხრწნილი და სიბნელეთაგან და მიწათა მიერ დაფარული, რომელსაცა უხილავად დაუტეობთ საფლავსა შინა. ქრისტესა ევედრენით, რათა მისცეს ამას საუკუნო განსვენება.
ოდეს სული ხორცთაგან განეყოფვის, საშინელთა მიერ ანგელოზთა, მაშინ ყოველთავე დაივიწყებს თვისთა და მეცნიერთა, და იურვის ყოფადისათვის სასჯელისა და საქმეთა მათთვის, რომელნი უქმნიან ხორცითა ამით განხრწნადითა და მსაჯულსა ევედრების, რათა დაუსჯელად ღირს-ყოს წარდგომად. ამისთვის ჩვენცა ყოველნი ვევედრნეთ ქრისტესა, რათა მიუტევნეს ბრალნი ამისნი, რომელნი უქმნიეს.
მოვედით, ძმანო, ვიხილოთ საფლავსა შინა მიწა და მტვერი, რომლისაგან დავიბადენით. ვითარ სადა წარვალთ, ანუ რა ვიქმნებით. სადა არიან გლახაკნი, ანუ მდიდარნი. სადა არს მეფე, ანუ აზნაური, არა ყოველნი მტვერ-ქმნილ-არიანა? შვენიერებანი პირთანი დალპეს და სიჭაბუკისა ყვავილი დააჭკნო სიკვდილმან.
ჭეშმარიტად ამაო არს ყოველივე, და რამეთუ ცუდად შფოთებს ყოველი ხორციელი და იუნჯებს ნივთსა ცეცხლისასა. გულისხმა-ვყოთ ყოველთა სიკვდილი, რამეთუ მიწად და ნაცრად გარდავიქცევით. და განვიცადოთ ყოველთა ცეცხლი დაუშრეტელი, და მატლი დაუძინებელი, და ცრემლით ღაღად-ვყოთ: სახიერ ექმენ მაცხოვარ, და რომელი შეივედრე, წმიდათა თანა განუსვენე.
ყოველნივე ორღანონი ხორცთანი აწ უქმად იხილვებიან, რომელნი პირველ მცირედ ჟამისა მოძრავ იყვნეს, აწ ყოველნი მკვდრად, უძრავად, და უსულოდ იცნობებიან. რამეთუ თვალნი ბნელ იქმნნეს, და ფერხნი შეკრულ, ხელნი უხმარ სასმენელითურთ და ენა დადუმებულ და ბაგენი დახშულ და აწ საფლავსა მიეცემის. ჭეშმარიტად ამაო არს ყოველივე კაცობრივი.
აცხოვნენ, რომელნი გევედრებიან, დედაო დაუვალისა მზისაო ღმრთისმშობელო, და ვედრებითა შენითა გვიოხე წინაშე სახიერისა ღმრთისა, რათა განუსვენოს აწ მიცვალებულსა ამას, სადა-იგი განისვენებენ სულნი მართალთანი, და სავანეთა საღმრთოთა მკვიდრად გამოაჩინნეს, ეზოთა შინა მართალთასა და სიხარულსა ყოვლად მოუკლებელსა და საუკუნესა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ყოველნი მხედავთ მე წინაშე თქვენსა უხმოდ და უსულოდ მდებარესა. სტიროდეთ ჩემთვის, ძმანო და მეგობარნო, მოყვასნო და მეცნიერნო, რამეთუ გუშინ თქვენ თანა მზრახველ ვიყავ და მეყსეულად მოიწია ჩემ ზედა ჟამი სიკვდილისა. აწ უკვე მოვედით ყოველნი მოყვასნი ჩემნი და ამბორის-მიყავთ მე უკანასკნელითა ამბორის ყოფითა, რამეთუ ამიერითგან თქვენ თანა არღარა ვიდოდე, არცა ვზრახვიდე. მსაჯულისა მივალ, სადა-იგი არა არს თვალღება. რამეთუ მონა და უფალი ერთბამად წარსდგებიან, მეფე და მხედარი, მდიდარნი და გლახაკნი, კაცად-კაცადი, გინათუ იდიდოს, გინათუ სირცხვილეულ იქმნას. არამედ ვითხოვ ყოველთაგან და გევედრებით, დაუცხრომელად ევედრენით ჩემთვის ქრისტესა ღმერთსა, რათა არა განგდებულ ვიქმნე ცოდვათაებრ ჩემთა, ადგილსა სატანჯველისასა. არამედ რათა დაწესებულ ვიქმნე, სადა-იგი არს ნათელი ცხოვრებისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ვედრებითა, ქრისტე, მშობელისა შენისათა და წინამორბედისა შენისა, მოციქულთა, წინასწარმეტყველთა, მღვდელთმთავართა, ღირსთა და მართალთა და ყოველთა წმიდათა შენთათა, მიცვალებულსა ამას მონასა შენსა განუსვენე.
ამისა შემდგომად წავასვენებთ – მიცვალებულსა საფლავად. გზად მღვდელნი გალობენ ძლის-პირთა დიდისა გალობისათა.
ძლის-პირი: შემწე და მხსნელ და მფარველ მეყავნ მე მაცხოვარებად ჩემდა, ესე ღმერთი ჩემი და ვადიდო ესე, უფალი მამისა ჩემისა, და აღვამაღლო, რამეთუ დიდებულ-არს.
ძლის-პირი: მოიხილე, ცაო და ვიტყოდე აწ, და ვაქებდე ქრისტესა, ქალწულისაგან მოსრულსა ჩვენთვის.
ძლის-პირი: შეურყეველსა ზედა, კლდესა ბრძანებათა შენთასა დაამტკიცე, ქრისტე, გული ჩემი.
ძლის-პირი: ესმა წინასწარმეტყველსა, სმენა მოსლვისა შენისა და შეეშინა, ვითარმედ შობად ხარ ქალწულისაგან და სახილველ კაცთა მიერ, და ხმობდა: უფალო, მესმა სმენა შენი და შემეშინა, დიდება ძალსა შენსა.
ძლის-პირი: ღამითგან ვიმსთობთ შენდა კაცთ-მოყვარე, განმანათლე მოქენე, და მიძღოდე მე ტკბილო, მცნებათა შინა შენთა, და მასწავე სახიერ ქმნა ნებისა შენისა.
ძლის-პირი: ღაღად-ვყავ მე, სიღრმითა გულისათა, მოწყალისა მიმართ ღმრთისა, და ისმინა ჩემი, ჯოჯოხეთით ქვესკნელით, და განხრწნისაგან იხსნა ცხოვრება ჩემი.
ძლის-პირი: ვცოდეთ და უსჯულო ვიქმნენით, და სიცრუე ვყავთ წინაშე შენსა, და არა დავიმარხეთ და არცა ვყავთ, მეუფეო, ვითარ-იგი შენ მამცენ ჩვენ; გარნა ნუ მიმცემ ჩვენ სრულიად მაღალო, მამათა ჩვენთა ღმერთო.
ძლის-პირი: რომელსა ძალნი ცათანი აქებენ, და სძრწიან მისგან ქერუბიმ-სერაფიმნი, ყოველი აღგებული ყოვლით სულითურთ სძნობდით, და უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
ძლის-პირი: უთესლოდ მიდგომილი შობს, ზესთა თარგმანებისა, უმამოდ დედა მუცლად-იღებს უხრწნელად, რამეთუ ღმრთისა შობა, სცვალებს ბუნებისა წესთა; ამისთვის შენ ყოველნი ტომნი, ღმრთისა სძალო და დედაო, დაუდუმებელად გადიდებთ.
ხოლო მივიწევით რა საფლავად, ვგალობთ:
წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
ტროპარი ესე, ხმა 4:
სულთა თანა აღსრულებულთა მართალთასა, სულსა მონისა (მხევლისა) შენისა განუსვენე, მაცხოვარ, და ღირს-ჰყავ სანატრელსა მას ცხოვრებასა, კაცთმოყვარე.
განსასვენებელსა შენსა, მაცხოვარ, სადა ყოველნი წმიდანი შენნი მკვიდრ-არიან, განუსვენე სულსა მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისა, რამეთუ შენ მხოლო ხარ კაცთმოყვარე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
შენ ხარ ღმერთი, რომელი შთახედ ჯოჯოხეთად და დახსენ სალმობანი შესვენებულთანი, აწცა განუსვენე, ქრისტე ღმერთო, სულსა მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ მხოლოო, უბიწოო და უხრწნელო ქალწულო, რომელმან ჰშევ ღმერთი ხორც-შესხმული, მას ევედრე, რათა აცხოვნოს სული ამისი.
კვერექსი
დიაკონი: შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრები ისმინე და შეგვიწყალენ.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)
დიაკონი: მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი), რათა შეენდვნეს მას ყოველივე შეცოდებანი მისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)
დიაკონი: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)
დიაკონი:წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ, უკვდავისა მეუფისა და ღვთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ. უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მოგვმადლენ უფალო. - უფალო შეგვიწყალენ.
მღვდელმან: ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე, შენ, უფალო, განუსვენე სულსა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი) ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა-იგი არა არს სალმობა, მწუხარება და სულთქმა, და ყოველნი ცოდვანი, მის მიერ ქმნულნი, საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან, შეუნდვენ, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა სცოდოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი ჭეშმარიტ.
ასამაღლებელი: რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანადაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონი: სიბრძნით.
მღვდელმან: ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო გვაცხოვნენ ჩვენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.
მღვდელმან: დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა.
მგალობელთა: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
– უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)
- სახელითა უფლისათა უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გვაკურთხენ.
მღვდელმან: რომელი ცხოველთა და მკვდართა აღდგომა არს, ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედისა მისისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთა, და ყოველთა წმიდათა მისთათა, სული ჩვენგან მიცვალებულისა მონისა ამის ღმრთისა (ან მხევლისა) (სახელი) საყოფელსა მართალთასა დააწესოს, წიაღთა შინა აბრაამისათა განუსვენოს, და ჩვენ შეგვიწყალნეს, ვითარცა სახიერ არს და კაცთ-მოყვარე.
მგალობელთა: ამინ
დიაკონი: სანატრელსა შინა დაძინებასა, საუკუნო განსვენება მიჰმადლე, უფალო, სულსა მიცვალებულისა მონისა შენისა (სახელი) და მიეც მას საუკუნო ხსენება.
მგალობელთა: საუკუნოდ იყავ ხსენება ამისი. საუკუნოდ იყავ ხსენება ამისი. ხსენება და კურთხევა ამისი.
სულმან მისმან კეთილთა შინა განისვენოს და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქვეყანა.
სულნი და სულნი მართალთანი შენ გაქებენ უფალო.