მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დიდი კურთხევანი

 

წესის აგება

 

წესი მონაზონსა ზედა მიცვალებულსა

 

ოდეს აღესრულოს მონაზონთაგანი, ვინმე, და განვიდეს ამიერ სოფლით. არა ჯერ-არს განბანა გვამისა, არცა ყოვლადვე შიშველისა ხილვა. არამედ ერთმან მონაზონთაგანმან განსწმიდოს გვამი მისი ღრუბლითა და თბილითა წყლითა. პირველად ჯვრის-სახედ იწყოს განბანად, შუბლსა, მკერდსა, ხელთა, ფერხთა, და მუხლთა. და სხვა არა რა. ამისა შემდგომად მოიღოს სამოსელი ახალი შეჰმოსოს და ძველი (იგი განსძარცოს. და ნუცაღა ყოვლადვე შიშლოებასა მისსა იხილავს, და ოდეს შეჰმოსოს იგი, დაჰბუროს თავსა მისსა ქუდი. უკეთუ სქემოსანი იყოს, დაჰბურონ თავსა მისსა სქემა. და თავი და პირი მისი შემოჰბურონ, ვიდრე წვერთამდე, რათა პირი მისი არღარა სჩნდეს. და ეგრეთვე შეჰმოსონ თვისივე სამოსელი, წესისაებრ და შეარტყან სარტყელი ტყავისა წელთა მისთა, და შეაცვან ფერხთა მისთა სანდალი ახალი, და დაასვენონ ჭილობსა ზედა, და გაუშალონ მაზარა თვისი ირიბად. აღიღონ გვამი ჭილობითა, და მაზარასა ზედა დაასვენონ. გრეხილი სრულიად შემოარღვიონ და მაზარის წვერები მოჰკვეთონ, და მით ჯვარი გააკეთონ, და ფერხნი შეუკრან. ხოლო უკეთუ არა იყოს სქემოსანი, წესისაებრ შემოსონ თვისივე სამოსელი, კვართი, ანაფორა, და თავსა ზედა ქუდი, და ბარტყულა დაჰბურონ, და მაზარასა შინა გაახვიონ, და ჭილობსა ზედა დაასვენონ. და რომელიცა მონაზონი განწესებულ იყოს მიცვალებულსა ზედა, მან მოჰკვეთოს დანაპითა ორივე წვერები, რომელსა შინა წარხვეულ-იყოს, და ნაკვეთითა მით, სამნი ჯვარნი ჰქმნან, ერთი თავსა ზედა დააკერონ, ერთი მკერდსა ზედა, და ერთი მუხლსა ზედა, და რომელიცა ნაჭრისა მისგანი დაჰშთეს. იმით ფერხნი შეუკრან, ამისა შემდგომად მღვდელმან მიიღოს პეტრახილი (ოლარი), და სასაკმევლე, აკმიოს და სთქვას.


მღვდელმან: კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.

დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ, და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის, და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.


მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


ტროპარი ესე, ხმა 4:


სულთა თანა აღსრულებულთა მართალთასა, სულსა მონისა (მხევლისა) შენისა განუსვენე, მაცხოვარ, და ღირს-ჰყავ სანატრელსა მას ცხოვრებასა, კაცთმოყვარე.


განსასვენებელსა შენსა, მაცხოვარ, სადა ყოველნი წმიდანი შენნი მკვიდრ-არიან, განუსვენე სულსა მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისა, რამეთუ შენ მხოლო ხარ კაცთმოყვარე.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა


შენ ხარ ღმერთი, რომელი შთახედ ჯოჯოხეთად და დახსენ სალმობანი შესვენებულთანი, აწცა განუსვენე, ქრისტე ღმერთო, სულსა მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისასა.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


შენ მხოლოო, უბიწოო და უხრწნელო ქალწულო, რომელმან ჰშევ ღმერთი ხორც-შესხმული, მას ევედრე, რათა აცხოვნოს სული ამისი.



კვერექსი


დიაკონი: შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრები ისმინე და შეგვიწყალენ.


უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)


დიაკონი: მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი), რათა შეენდვნეს მას ყოველივე შეცოდებანი მისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.


უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)


დიაკონი: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.


უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)


დიაკონი:წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ, უკვდავისა მეუფისა და ღვთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ. უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მოგვმადლენ უფალო. - უფალო შეგვიწყალენ.


მღვდელმან: ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე, შენ, უფალო, განუსვენე სულსა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი) ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა-იგი არა არს სალმობა, მწუხარება და სულთქმა, და ყოველნი ცოდვანი, მის მიერ ქმნულნი, საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან, შეუნდვენ, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა სცოდოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი ჭეშმარიტ.


ასამაღლებელი: რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანადაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


ამისა შემდგომად აღიღონ გვამი მკვდრისა მის ძმათა, და წარიღონ ეკლესიად და დაასვენონ საშუალ ტაძრისა.


და ოდეს მოიწიოს ჟამი დაფლვის გალობისა, კანდელაკმან დარეკოს ზარი. და შემოკრბენ ყოველნი ძმანი. ხოლო უპირატესი, განუყოფს სანთელსა, და აღანთონ ყოველთა.


დიაკონი: გვაკურთხენ უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო.


მღვდელმან: კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


ფსალმუნი 90

 

1. რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისაითა, საფარველსა ღმრთისა ზეცათაისა განისუენოს.


2. ჰრქუას უფალსა: ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას.


3. რამეთუ მან გიხსნეს შენ საფრხისა მისგან მონადირეთაისა და სიტყვისა მისგან განსაკრთომელისა.


4. ბეჭთ-საშუალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე; საჭურველად გარე-მოგადგეს შენ ჭეშმარიტებაი მისი.


5. არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი;


6. ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუა დღისა.


7. დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი - მარჯუენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ.


8. ხოლო შენ თუალითა შენითა ჰხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთაი იხილო.


9. რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასოი ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა.


10. არა შევიდეს შენდა ძვირი, და გუემაი არა მიეახლოს საყოფელთა შენთა.


11. რამეთუ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცუად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა;


12. ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი;


13. ასპიტსა და ვასილისკოსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი.


14. რამეთუ მე მესვიდა, და ვიხსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი.


15. ხმა-ჰყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიხსნა იგი და ვადიდო იგი.


16. დღეგრძელობითა განვაძღო იგი და უჩუენო მას მაცხოვარებაი ჩემი.


დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!


ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!


ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!



ამისა შემდგომად ალილუია ხმა 8.


დიაკონი: ალილუია, ალილუია, ალილუია.


მგალობელთა: ალილუია, ალილუია, ალილუია.


დიაკონი: ნეტარ-არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე, უფალო და დაიმკვიდროს ეზოთა შინა შენთა.


მგალობელთა: ალილუია, ალილუია, ალილუია.


დიაკონი: და სახსენებელი მათი თესლითი თესლადმდე.


მგალობელთა: ალილუია, ალილუია, ალილუია.



ტროპარი ხმა 8.


რომელი სიღრმითა მით სიბრძნისა შენისათა, კაცთ-მოყვარებით ყოველსავე განაგებ, რომელი უმჯობესსა ყოველთასა განაწესებ, მხოლოო დამბადებელო ყოველთაო, განუსვენე სულსა მონისა შენისასა, რამეთუ შენდა მომართ აქუნდა სასოება შემოქმედისა ყოველთასა და კაცთ-მოყვარისა ღმრთისა.


შენ ხარ ზღუდე ჩვენი და ნავთ-საყუდელი, და მეოხი კეთილად შემწყნარებელი, მისა მიმართ, რომელი ჰშევ შენ, ღმრთისმშობელო უსძლოო, მორწმუნეთა ცხოვრებაო.


მგალობელთა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.


17 კანონის I დიდება:

 

1. ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან ჰსჯულსა უფლისასა.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


2. ნეტარ არიან, რომელნი გამოიკულევენ წამებათა მისთა, ყოვლითა გულითა გამოიძინენ იგინი.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


3. რამეთუ არა მოქმედნი უჰსჯულოებისანი გზათა მისთა ვიდოდეს.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


4. შენ ამცენ მცნებათა შენთა დამარხვად ფრიად.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


5. წარ-თუ-მცა-მართებულ იყვნეს გზანი ჩემნი დაცვად სიმართლეთა შენთა.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


6. მაშინ არა მრცხუენოდის, რაჟამს ვხედვიდე მე ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


7. აღგიარო შენ სიწრფოებითა გულისაითა, რაჟამს ვისწავლნე განკითხვანი სიმართლისა შენისანი.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


8. სიმართლენი შენნი ვიმარხნე; ნუ დამაგდებ მე ვიდრე ფრიად.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


9. რაითა-მე წარიმართოს ჭაბუკმან გზაი თვისი? არამედ იმარხნეს თუ სიტყუანი შენნი.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


10. ყოვლითა გულითა ჩემითა გამოგიძიე შენ; ნუ განმაშორებ მე მცნებათაგან შენთა.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


11. გულსა შინა ჩემსა დავიფარენ სიტყუანი შენნი, რაითა არა შეგცოდო შენ.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


12. კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


13. ბაგითა ჩემითა მიუთხრენ ყოველნი სამართალნი პირისა შენისანი.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


14. გზასა წამებათა შენთასა განვსცხრებოდე, ვითარცა ყოვლითა სიმდიდრითა.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


15. მცნებათა შენთა გულსა-ვეტყოდე და განვიცადნე მე გზანი შენნი.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


16. სიმართლეთა შენთასა ვიწურთიდე და არა დავივიწყო მე სიტყუაი შენი.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


17. მომაგე მონასა შენსა, ვცხონდე და დავიმარხნე სიტყუანი შენნი.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


18. განანათლენ თუალნი ჩემნი, და განვიცადნე საკვირველებანი ჰსჯულისა შენისანი.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


19. მწირ ვარი მე ქუეყანასა ზედა, ნუ დაჰფარავ ჩემგან მცნებათა შენთა.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


20. სურვიელ იქმნა სული ჩემი გულის-თქუმად სამართალთა შენთა ყოველსა ჟამსა.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


21. შეჰრისხენ შენ ამპარტავანთა; წყეულ არიან, რომელთა გარდააქციეს მცნებათაგან შენთა.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


22. მოსპე ჩემგან ყუედრებაი და შეურაცხებაი, რამეთუ წამებანი შენნი გამოვიძიენ.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


23. და რამეთუ დასხდეს მთავარნი, ჩემთვის ძვირსა იტყოდეს, ხოლო მონაი შენი ზრახვიდა სიმართლეთა შენთა.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


24. და რამეთუ წამებანი შენნი წურთა არიან ჩემდა და ზრახვა ჩემდა არიან სიმართლენი შენნი.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


25. მიეახლა სული ჩემი მიწასა; მაცხოვნე მე სიტყვისაებრ შენისა.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


26. გზანი ჩემნი გითხრენ შენ, და ისმინე ჩემი მასწავენ მე სიმართლენი შენნი.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


27. გზაი სიმართლეთა შენთაი გულისხმა-მიყავ მე, და ვიტყოდი მე საკვირველებათა შენთა.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


28. მიერულა სულსა ჩემსა მოწყინებითა; დამამტკიცე მე სიტყვითა შენითა.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


29. გზაი სიცრუვისაი განმაშორე ჩემგან და ჰსჯულითა შენითა შემიწყალე მე.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


30. გზაი ჭეშმარიტებისაი სათნო-ვიყავ და სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


31. შევეყავ წამებათა შენთა, უფალო, ნუ მარცხუენ მე.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


32. გზასა მცნებათა შენთასა ვრბიოდე, რაჟამს განავრცე გული ჩემი.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


33. ჰსჯულიერ-მყავ მე, უფალო, გზასა სამართალთა შენთასა და გამოვიძიო იგი მარადის.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


34. გულისხმა-მიყავ მე, და გამოვიძიო ჰსჯული შენი და დავიმარხო იგი ყოვლითა გულითა ჩემითა.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


35. მიძღოდე მე ალაგსა მცნებათა შენთასა, რამეთუ იგი მთნდა მე.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


36. მოდრიკე გული ჩემი წამებათა შენთა და ნუ ანგაჰრებასა.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


37. მოაქციენ თუალნი ჩემნი, რაითა არა იხილონ ამაოებაი, და გზასა შენსა მაცხოვნე მე.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


38. დაამტკიცე მონისა შენისა თანა სიტყუაი შენი, რაითა მეშინოდის მე შენგან.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


39. მოსპე ჩემგან ყუედრებაი იგი, რომელსაცა ვეჭუ მე, რამეთუ სამართალნი შენნი ტკბილ არიან.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


40. ესერა გულმან მითქუა მცნებათა შენთაი; სიმართლითა შენითა მაცხოვნე მე.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


41. და მოვედინ ჩემ ზედა წყალობაი შენი, უფალო, და მაცხოვარებაი შენი სიტყვისაებრ შენისა.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


42. და მიუგო მაყუედრებელთა ჩემთა სიტყუაი, რამეთუ მე სიტყუასა შენსა ვესავ.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


43. და ნუ განაშორებ პირსა ჩემსა სიტყუასა ჭეშმარიტებისასა სრულიად, რამეთუ მე სამართალთა შენთა ვესავ.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


44. და დავიცვა ჰსჯული შენი მარადის, უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.


ალილუია


45. და ვიდოდე მე ფართოსა, რამეთუ მცნებანი შენნი გამოვიძიენ.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


46. და ვიტყოდე მე წამებათა შენთა წინაშე მეფეთასა და არა მრცხუენა.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


47. და ვიწურთიდ მცნებათა შენთა, რომელნიცა შევიყუარენ ფრიად.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


48. და აღვიპყრენ ხელნი ჩემნი მცნებათა შენთა მიმართ, რომელნიცა შევიყუარენ, და ვზრახევდ სიმართლეთა შენთა.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


49. მომახსენე სიტყუაი შენი მონასა შენსა, რომლისა მოსავ-მყავ მე.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


50. ამან ნუგეშინის-მცა მე სიმდაბლესა შინა ჩემსა, რამეთუ სიტყუამან შენმან მაცხოვნა მე.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


51. ამპარტავანნი უჰსჯულოებდეს ფრიად, ხოლო მე ჰსჯულისა შენისაგან არა გარდავიქციე.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


52. მოვიხსენენ სამართალნი შენნი საუკუნითგან, უფალო, და ნუგეშინის-მეცა მე.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


53. ურვამან შემიპყრა მე ცოდვილთამან, რომელთა დაუტევეს ჰსჯული შენი.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


54. საგალობელ იყვნეს ჩემდა სამართალნი შენნი ადგილსა მას მწირობისა ჩემისასა.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


55. მოვიხსენე ღამე სახელი შენი, უფალო, და დავიცევ ჰსჯული შენი.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


56. ესე მეყო მე, რამეთუ სამართალნი შენნი გამოვიძიენ მე.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


57. ნაწილი ჩემი ხარი შენ, უფალო, ვსთქუ, რაითა ვიმარხო ჰსჯული შენი.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


58. ვლოცევდ პირსა შენსა ყოვლითა გულითა ჩემითა, შემიწყალე მე სიტყვისაებრ შენისა.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


59. განვიზრახევდ გზათა შენთა და მოვაქციენ ფერხნი ჩემნი წამებათა შენთა.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


60. განვემზადე და არა შევსძრწუნდი, რამეთუ ვიმარხენ მე მცნებანი შენნი.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


61. საბელნი ცოდვილთანი მომეხვივნეს მე, და ჰსჯული შენი მე არა დავივიწყე.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


62. შუა ღამე აღვსდგი აღსაარებად შენდა განკითხვათათვის სიმართლისა შენისათა.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


63. შევეყავ მე ყოველთა მოშიშთა შენთა და რომელთა დაიცვნიან მცნებანი შენნი.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


64. წყალობითა შენითა, უფალო, სავსე არს ქუეყანაი, სიმართლენი შენნი მასწავენ მე.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


65. სიტკბოებაი ჰყავ მონისა შენისა თანა, უფალო, სიტყვისაებრ შენისა.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


66. სიტკბოებაი და სწავლულებაი და მეცნიერებაი მასწავე მე, რამეთუ მცნებანი შენნი მრწმენნეს მე.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


67. პირველ დამდაბლებად ჩემდამდე მე ვცოდე, ამისთვის სიტყუაი შენი ვიმარხე.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


68. ტკბილ ხარ შენ, უფალო, და სიტკბოებითა შენითა მასწავენ მე სიმართლენი შენნი.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


69. განმრავლდა ჩემ ზედა სიცრუვე ამპარტავანთაი, ხოლო მე ყოვლითა გულითა ჩემითა გამოვიძინე მცნებანი შენნი.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


70. შეიყო ვითარცა სძე გული მათი, ხოლო მე ჰსჯულსა შენსა ვიტყოდე.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


71. კეთილ არს ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე მე, რაითა ვისწავლნე მე სიმართლენი შენნი.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო.


72. კეთილ არს ჩემდა ჰსჯული პირისა შენისაი უფროის ათასეულისა ოქროისა და ვეცხლისა.

 

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!


ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!


ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!



კვერექსი


დიაკონი: მერმე და მერმე მშვიდობით, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონი: მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა ამის შენისა (ან მხევლისა) (სახელი), რათა შეენდვნეს მას ყოველნი შეცოდებანი მისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


დიაკონი: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


დიაკონი: წყალობა ღმრთისა, და სასუფეველი ცათა, და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ. - უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო. - უფალო შეგვიწყალენ.


მღვდელმან: ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე, შენ უფალო განუსვენე სულსა მონისა შენისა (სახელი), ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწუანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა-იგი არა არს სალმობა, მწუხარება და სულ-თქმა, და ყოველნი ცოდვანი, ამის მიერ ქმნილნი, საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყვარემან ღმერთმან შეუნდვენ, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა სცოდოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი ჭეშმარიტ.

რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანადაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.



17 კანონის II დიდება:


73. ხელთა შენთა შემქმნეს მე და დამბადეს მე; გულისხმა-მიყავ მე, და ვისწავლნე მე მცნებანი შენნი.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


74. მოშიშნი შენნი მხედვიდენ მე და იხარებდენ, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


75. გულისხმა-ვყავ, უფალო, რამეთუ სიმართლით არიან განკითხვანი შენნი, და ჭეშმარიტად დამამდაბლე მე.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


76. იყავნ წყალობაი შენი ნუგეშინის-მცემელ ჩემდა სიტყვისაებრ მონისა შენისა.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


77. მოვიდენ ჩემ ზედა მოწყალებანი შენნი, და ვცხოვნდე, რამეთუ ჰსჯული შენი არს ზრახვა ჩემდა.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


78. ჰრცხუენოდენ ამპარტავანთა, რამეთუ სიცრუვით უჰსჯულოებდეს ჩემდა მომართ, ხოლო მე გულსა-ვეტყოდი მცნებათა შენთა.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


79. მომაქციედ მე მოშიშთა შენთა და რომელთა იცნიან წამებანი შენნი.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


80. იყავნ გული ჩემი უბიწო სამართალთა შინა შენთა, რაითა არა მრცხუენეს მე.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


81. მოაკლდების მაცხოვარებისა შენისა მიმართ სულსა ჩემსა, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


82. მოაკლდეს თუალნი ჩემნი სიტყუათა მიმართ შენთა, მეტყვიედ რაი: ოდეს-მე ნუგეშინის-მცე მე?


შენი ვარ მაცხოვნე მე.


83. რამეთუ ვიქმენი, ვითარცა თხიერი ნეფხვასა, ხოლო სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


84. რაოდენ-მე არიან დღენი მონისა შენისანი? ანუ ოდეს-მე ჰყო საშჯელი ჩემი მდევართა ჩემთაგან?


შენი ვარ მაცხოვნე მე.


85. მითხრეს მე უჰსჯულოთა ზრახვაი, არამედ არა იყო ვითარ ჰსჯული შენი უფალო.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


86. ყოველნი მცნებანი შენნი ჭეშმარიტებით არიან; უსამართლოდ მდევნიდეს, შემეწიე მე.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


87. წუთღა წარმწყმედდეს მე ქუეყანასა ზედა, ხოლო მე არა დაუტევენ მცნებანი შენნი.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


88. წყალობითა შენითა მაცხოვნე მე, და დავიმარხნე წამებანი პირისა შენისანი.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


89. უკუნისამდე, უფალო, სიტყუაი შენი დაადგრების ცათა შინა.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


90. და ნათესავითი ნათესავამდე ჭეშმარიტებაი შენი; დააფუძნე ქუეყანაი და ჰგიეს.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


91. ბრძანებასა შენსა ელის დღე, რამეთუ ყოვლითურთ გმონებს შენ.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


92. არა თუმცა ჰსჯული შენი ზრახვა იყო ჩემდა, მაშინვე სამემცა წარვსწყმდი სიმდაბლესა შინა ჩემსა.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


93. უკუნისამდე არა დავივიწყნე მე სიმართლენი შენნი, რამეთუ ამას შინა მაცხოვნე მე.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


94. შენი ვარ, მაცხოვნე მე, რამეთუ სიმართლენი შენნი გამოვიძიენ მე.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


95. მელოდეს მე ცოდვილნი წარწყმედად, რამეთუ წამებანი შენნი გულისხმა-ვყვნენ.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


96. ყოვლისა დასასრულისა ვიხილე ოხჭანი; ფართო არს მცნებაი შენი ფრიად.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


97. რაბამად შევიყუარე ჰსჯული შენი, უფალო, ყოველსა დღესა წურთა არს ჩემდა.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


98. უფროის მტერთა ჩემთასა მეცნიერ-მყავ მე მცნებათა შენთა, რამეთუ უკუნისამდე ჩემნი არიან.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


99. უფროის ყოველთა მასწავლელთა ჩემთაისა გულისხმა-ვყავ, რამეთუ წამებანი შენნი წურთა არიან ჩემდა.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


100. უფროის მოხუცებულთასა გულისხმა-ვყავ, რამეთუ მცნებანი შენნი გამოვიძიენ.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


101. ყოვლისაგან გზისა უკეთურისა დავაყენენ ფერხნი ჩემნი, რაითა ვიმარხნე მე სიტყუანი შენნი.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


102. სამართალთა შენთაგან არა გარდავაქციე, რამეთუ შენ ჰსჯულიერ მყავ მე.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


103. რაბამად ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყუანი შენნი, უფროის თაფლისა პირსა ჩემსა!


შენი ვარ მაცხოვნე მე.


104. მცნებათა შენთაგან გულისხმა-ვყავ; ამისთვის მოვიძულე ყოველი გზაი სიცრუვისაი.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


105. სანთელ არს ფერხთა ჩემთა ჰსჯული შენი და ნათელ ალაგთა ჩემთა.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


106. ვფუცე და დავამტკიცე, რაითა დავიცვნე მე განკითხვანი სიმართლისა შენისანი.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


107. დავმდაბლდი ფრიად; უფალო, მაცხოვნე მე სიტყვისაებრ შენისა.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


108. ნებსითი პირისა ჩემისაი სათნო-იყავ, უფალო, და სამართალნი შენნი მასწავენ მე.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


109. სული ჩემი ხელთა შენთა შინა არს მარადის, და ჰსჯული შენი მე არა დავივიწყე.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


110. დამირწყეს მე ცოდვილთა მახე, და მცნებათა შენთაგან მე არა შევსცეთ.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


111. დავიმკვიდრენ წამებანი შენნი უკუნისამდე, რამეთუ სიხარულ არიან გულისა ჩემისა.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


112. მოვდრიკე გული ჩემი ყოფად სამართალთა შენთა უკუნისამდე, მერმისა მისთვის მოსაგებელისა.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


113. უჰსჯულონი მოვიძულენ, ხოლო ჰსჯული შენი შევიყვარე.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


114. შემწე და ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ, მე სიტყუათა შენთა ვესავ.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


115. მისდერკით ჩემგან უკეთურნო, და გამოვიძინე მცნებანი ღმრთისა ჩემისანი.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


116. შემეწიე მე სიტყვისაებრ შენისა და მაცხოვნე მე და ნუ მარცხუენ მე სასოებისაგან ჩემისა.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


117. შემეწიე მე, და ვცხონდე და ვიწურთიდე სიმართლეთა შენთა ყოველსა ჟამსა.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


118. შეურაცხ-ჰყვენ ყოველნი, რომელნი განდგეს სამართალთაგან შენთა, რამეთუ სიცრუვით იყვნეს ზრახვანი მათნი.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


119. გარდამავალად შევრაცხენ ყოველნი ცოდვილნი ქუეყანისანი, ამისთვის შევიყუარენ წამებანი შენნი.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


120. განმსჭუალენ შიშითა შენითა ხორცნი ჩემნი, რამეთუ საშჯელთა შენთაგან შემეშინა.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


121. ვყავ განკითხვაი და სიმართლე, ნუ მიმცემ მე მავნებელთა ჩემთა.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


122. შემიწყნარე მონაი შენი კეთილსა შინა, და ნუ ცილსა შემწამებენ მე ამპარტავანნი.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


123. მოაკლდა თუალთა ჩემთა მაცხოვარებისა მიმართ შენისა და სიტყუათა მათ სიმართლისა შენისათა.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


124. ჰყავ მონისა შენისა თანა წყალობისაებრ შენისა და სიმართლენი შენნი მასწავენ მე.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


125. მონაი შენი ვარ, მეცნიერ-მყავ მე, და გულისხმა-ვყვნე წამებანი შენნი.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


126. ჟამი არს მსახურებად უფლისა, რამეთუ განაქარვეს ჰჰსჯული შენი.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


127. ამისთვის შევიყუარენ მცნებანი შენნი უფროის ოქროისა და ანთრაკისა;


შენი ვარ მაცხოვნე მე.


128. ამისთვის ყოველთა მიმართ მცნებათა შენთა წარვჰმართე და ყოველი გზაი სიცრუვისაი მოვიძულე.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


129. საკვირველ არიან წამებანი შენნი, ამისთვის გამოიძინა ესენი სულმან ჩემმან.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


130. განცხადებაი სიტყუათა მათ შენთაი განანათლებს და გონიერჰყოფს ჩჩვილთა.


შენი ვარ მაცხოვნე მე.


131. პირი ჩემი აღვაღე და მოვიღე სული, რამეთუ მცნებათა შენთა მსუროდა.

 

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!


ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!


ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!



კვერექსი


დიაკონი: მერმე და მერმე მშვიდობით, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონი: მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა ამის შენისა (ან მხევლისა) (სახელი), რათა შეენდვნეს მას ყოველნი შეცოდებანი მისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


დიაკონი: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


დიაკონი: წყალობა ღმრთისა, და სასუფეველი ცათა, და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ. - უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო. - უფალო შეგვიწყალენ.


მღვდელმან: ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე, შენ უფალო განუსვენე სულსა მონისა შენისა (სახელი), ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწუანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა-იგი არა არს სალმობა, მწუხარება და სულ-თქმა, და ყოველნი ცოდვანი, ამის მიერ ქმნილნი, საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყვარემან ღმერთმან შეუნდვენ, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა სცოდოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი ჭეშმარიტ.

რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანადაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.



17 კანონის III დიდება:


132. მოიხილე ჩემ ზედა და შემიწყალე მე სამართალთათვის მოყუარეთა სახელისა შენისათა.


მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.


133. სლვანი ჩემნი წარჰმართენ სიტყუათაებრ შენთა, და ნუ მეუფლებინ მე ყოველი უჰსჯულოებაი.


მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.


134. მიხსენ მე ცილის წამებისაგან კაცთაისა, და დავიცვნე მე მცნებანი შენნი.


მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.


135. გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა ზედა და მასწავენ მე სიმართლენი შენნი.


მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.


136. ნაკადულნი წყალთანი გარდამოდიოდეს თუალთა ჩემთა, რამეთუ არა დავიცევ ჰსჯული შენი.


მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.


137. მართალ ხარ შენ, უფალო, და წრფელ არიან განკითხვანი შენნი.


მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.


138. ამცენ სიმართლე წამებათა შენთაი, და ჭეშმარიტ არს ფრიად.


მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.


139. განმკაფა მე შურმან შენმან, რამეთუ დაივიწყეს სიტყუაი შენი მტერთა ჩემთა.


მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.


140. გამოხურვებულ არს სიტყუაი შენი ფრიად, და მონამანცა შენმან შეიყუარა იგი.


მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.


141. ყრმა ვარი მე და შეურაცხ, ხოლო სიმართლენი შენნი მე არა დავივიწყენ.


მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.


142. სიმართლე შენი სიმართლე არს უკუნისამდე და ჰსჯული შენი ჭეშმარიტ.


მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.


143. ჭირთა და ღუაწლთა მპოვეს მე, და მცნებანი შენნი ზრახვა იყვნეს ჩემდა.


მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.


144. სიმართლით არიან განკითხვანი შენნი უკუნისამდე, გულისხმა მიყავ და ვცხოვნდე.


მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.


145. ღაღად-ვყავ ყოვლითა გულითა ჩემითა; ისმინე ჩემი, უფალო, და სიმართლენი შენნი მოვიძინე.


მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.


146. ხმა-ვჰყავ შენდამი, მიხსენ მე, და დავიცვნე წამებანი შენნი.


მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.


147. აღვიმსთუე უჟამოსა და ხმა-ვყავ, რამეთუ მე სიტყუათა შენთა ვესავ.


მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.


148. აღიმსთუეს თუალთა ჩემთა განთიად ზრახვად სიტყუათა მათ შენთა.


მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.


149. ხმისა ჩემისაი ისმინე, უფალო, წყალობითა შენითა და სამართალითა შენითა მაცხოვნე მე.


მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.


150. მიეახლნეს მდევარნი ჩემნი უჰსჯულოებასა, ხოლო ჰსჯულსა შენსა განეშორნეს.


მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.


151. ახლოს ხარ შენ, უფალო, და ყოველნი გზანი შენნი ჭეშმარიტებით არიან.


მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.


152. დასაბამითგან ვცან წამებათაგან შენთა, რამეთუ უკუნისამდე დააფუძნენ შენ იგინი.


მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.


153. იხილე სიმდაბლე ჩემი და მიხსენ მე, რამეთუ ჰსჯული შენი მე არა დავივიწყე.


მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.


154. საჯე შჯაი ჩემი და მიხსენ მე და სიტყვითა შენითა მაცხოვნე მე.


მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.


155. შორს არს ცოდვილთაგან ცხორებაი, რამეთუ სამართალნი შენნი არა გამოიძინეს.


მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.


156. წყალობანი შენნი მრავალ არიან, უფალო, სამართალითა შენითა მაცხოვნე მე.


მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.


157. მრავალ არიან მდევარნი ჩემნი და მაჭირვებელნი ჩემნი, და წამებათა შენთაგან არა გარდავაქციე.


მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.


158. ვიხილენ უგულისხმონი და დავდნებოდე, რამეთუ სიტყუანი შენნი არა დაიმარხნეს,


მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.


159. იხილე რამეთუ მცნებანი შენნი შევიყუარენ; უფალო, წყალობითა შენითა მაცხოვნე მე.


მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.


160. დასაბამი სიტყუათა მათ შენთაი ჭეშმარიტება არს და უკუნისამდე ყოველნი განკითხვანი სიმართლისა შენისანი.


მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.


161. მთავარნი მდევნიდეს მე ცუდად, და სიტყუათა შენთაგან შეეშინა გულსა ჩემსა.


მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.


162. ვიხარებდე მე სიტყუათა შენთა ზედა, ვითარცა ვინ ჰპოვის ტყუ დიდძალი.


მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.


163. ცოდვაი მოვიძულე და მოვიძაგე, ხოლო ჰსჯული შენი შევიყუარე.


მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.


164. შვიდ გზის დღესა შინა გაქებდე შენ განკითხვათათვის სიმართლისა შენისათა.


მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.


165. მშვიდობაი მრავალ არს მათ თანა, რომელთა უყუარს ჰსჯული შენი, და არა არს მათ თანა საცთურ.


მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.


166. ველოდე მე მაცხოვარებასა შენსა, უფალო, და მცნებანი შენნი შევიყუარენ.


მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.


167. დაიცვნა სულმან ჩემმან წამებანი შენნი და შეიყუარნა იგინი ფრიად.


მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.


168. დავიმარხენ მცნებანი შენნი და წამებანი შენნი, რამეთუ ყოველნი გზანი ჩემნი წინაშე შენსა არიან, უფალო.


მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.


169. მიეახლენ ლოცვაი ჩემი წინაშე შენსა, უფალო, და სიტყვითა შენითა გულისხმა-მიყავ მე.


მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.


170. შევედინ შენ წინაშე ვედრებაი ჩემი, უფალო, და სიტყვითა შენითა მიხსენ მე.


მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.


171. აღმოსთქუან ბაგეთა ჩემთა გალობაი შენი, რაჟამს მასწავლნე მე სიმართლენი შენნი.


მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.


172. თქუნეს ენამანცა ჩემმან სიტყუანი შენნი, რამეთუ ყოველნი მცნებანი შენნი სიმართლით არიან.


მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.


173. იყავნ ხელი შენი მაცხოურად ჩემდა, რამეთუ მცნებანი შენნი აღვირჩიენ.


მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.


174. მსუროდა მაცხოვარებაი შენი, უფალო, და ჰსჯული შენი არს ზრახვა ჩემდა.


მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.


175. ცხონდეს სული ჩემი და გაქებდეს შენ, და სამართალნი შენნი შემეწინენ მე.


მოიხსენე უფალო, მონა ესე შენი.


176. შევსცეთი მე ვითარცა ცხოვარი წყმედული, მომიძიე მონაი შენი, რამეთუ მცნებანი შენნი მე არა დავივიწყენ.



მგალობელთა: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.


მკითხველმან: კრებულმან წმიდათამან ჰპოვა წყარო ცხოვრებისა და კარი სამოთხისა. მომმადლე მეცა, სახიერ, პოვნად გზა იგი სინანულისა; მე ვარ ცხოვარი იგი წარწყმედული, მომიძიე მონა შენი, მაცხოვარ, და შემიწყალე მე.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.


პირველად უკვე ოდესმე არარაისაგან დამბადე მე, და ხატებითა შენითა საღმრთოთა პატივ-მეც მე, ხოლო გარდასლვითა მცნებათა კვალად მიწადვე მიმაქციე, ვინაცა დავიბადე; არამედ ჯერისაებრ აღმომიყვანე და პირველსავე პატივსა ღირს-მყავ.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.


ხატი ვარ უსაზღვროისა დიდებისა შენისა, მეუფეო, დაღაცათუ მმოსიან მე წყლულებანი შეცოდებათანი. შემიწყალე ქმნილი შენი და განმწმიდე მე სახიერებითა შენითა, და საწადელისა მის მამულისა მკვიდრობა კვალად მომანიჭე მე.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.


ტარიგი ღმრთისა გვიქადაგეთ, და მისთვის დაიკლენით, ვითარცა კრავნი, წმიდანო, და ცხოვრებასა სამარადისოსა და დაუსრულებელსა მიიცვალენით. მას ევედრენით წადიერად, რათა მოგვიტევნეს თანანადებნი ბრალთა ჩვენთანი მეუფემან.


კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.


განუსვენე, ღმერთო, მონათა შენთა მიცვალებულთა, და დააწესენ იგინი სამოთხესა საშვებელისასა, სადა-იგი არიან კრებულნი წმიდათანი, და მართალნი ბრწყინვენ, ვითარცა მნათობნი, რომელნი შეივედრენ, შეიწყალენ, სახიერ და აღხოცენ ცოდვანი მათნი.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


სამ-ბრწყინვალებასა ერთ-ღმრთეებისასა, მორწმუნენო, მართლმადიდებლობით უგალობდეთ, და ესრეთ ვიტყოდეთ: წმიდა ხარ, მამაო დაუსაბამოო, ძეო თანა-დაუსაბამოო, და სულო წმიდაო, განგვანათლენ ჩვენ, რომელნი სარწმუნოებით გმონებთ შენ, და საუკუნოისა მის უშრეტისა ცეცხლისაგან გვიხსნენ ჩვენ.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


გიხაროდენ ქალწულო, რომელმან ჰშევ ღმერთი ხორცითა, ცხოვრებად ნათესავისა კაცთასა, და ბუნებამან ჩვენმან ჰპოვა შენ მიერი გამოხსნა. მეოხებითა შენითა წარგვიძეღუ ჩვენ სამოთხედ, ღმრთისმშობელო მარადის კურთხეულო.


ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!
გალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!



კვერექსი


დიაკონი: მერმე და მერმე მშვიდობით, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონი: მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა ამის შენისა (ან მხევლისა) (სახელი), რათა შეენდვნეს მას ყოველნი შეცოდებანი მისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


დიაკონი: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


დიაკონი: წყალობა ღმრთისა, და სასუფეველი ცათა, და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ. - უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო. - უფალო შეგვიწყალენ.


მღვდელმან: ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე, შენ უფალო განუსვენე სულსა მონისა შენისა (სახელი), ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწუანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა-იგი არა არს სალმობა, მწუხარება და სულ-თქმა, და ყოველნი ცოდვანი, ამის მიერ ქმნილნი, საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყვარემან ღმერთმან შეუნდვენ, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა სცოდოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი ჭეშმარიტ.

რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანადაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.



წარდგომა ხმა 5.


განუსვენე, მაცხოვარო ჩვენო, მართალთა თანა მონათა შენთა, და ესენი დაამკვიდრენ ეზოთა შინა შენთა, ვითარცა წერილ არს. უგულებელს-ჰყვენ, ვითარცა სახიერ ხარ, შეცოდებანი ამისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, და ყოველნივე მეცნიერებით და უმეცრებით ქმნილნი, კაცთ-მოყვარე.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


და ყოველნივე მეცნიერებით და უმეცრებით ქმნილნი, კაცთ-მოყვარე.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


რომელი ქალწულისაგან აღმოუბრწყინდი სოფელსა, ქრისტე ღმერთო, და მის მიერ ძედ ნათლისად გამოგვაჩინენ, შეგვიწყალენ, ყოვლად-ძლიერო ღმერთო.



ფსალმუნი 50:


მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოება ჩემი. უფროს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უსჯულოება ჩემი მე უწყი, და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რათა განმართლდე სიტყვათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა. რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობა და სიხარული, და იხარებდენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდა დაბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო; იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცამეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლად-დასაწველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი.



აღსავალი, ხმა 1:


ჭირსა ჩემსა შეისმინე სალმობათა ჩემთა, და მიხსენ მათგან ჰოი მრავალ მოწყალეო უფალო, გევედრები.


უდაბნოს მყოფთა მარადის საღმრთო სურვილი აღორძინდების, რამეთუ ამაოსა ამის სოფლისა, ზესთა იქმნნეს.


წმიდისა სულისა, დიდება და პატივი, ვითარცა იგი მამისა ჰშვენის, ეგრეთვე და ძისაცა. ამისთვის ძრწოლით თაყვანის-ვსცემთ ჩვენ, უგალობთ და ვადიდებთ, სამებასა წმიდასა ერთხელმწიფებასა.



დასდებელნი თქმულნი წმიდისა თეოფანესნი,
ხმა-1.


გევედრებით ქრისტე, შენსა მას ტკბილსა ზიარებასა, ღირს-ყვენ მიცვალებულნი, და დაამკვიდრენ მართალთა სადგურსა. ზეცისა საყოფელსა, სავანესა წმიდათასა. მოწყალებითა შენითა, დაივიწყენ შეცოდებანი მათნი, და მიჰმადლე მაცხოვარ განსვენება.


არავინ-არს ყოვლად უცოდველ კაცთაგანი, არავინ-არს. გარნა შენ მხოლო, უკვდავი მეუფე. ამისთვის მონა შენი ნათელსა შენსა დააწესე სახიერ, კრებულსა თანა ანგელოზთასა, მოწყალებითა შენითა, და მიეც მას აღდგომა.


ზესთა ხილულთასა არიან აღთქმანი შენნი მხსნელო, რომელი თვალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუხდა. მეუფეო, საწადელსა მას ზიარებასა მიმთხვევად ღირს-ყვენ, შენდა შევედრებულნი, ჰოი ყოვლადძლიერო, და მიჰმადლე ცხოვრება საუკუნო.


დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ქრისტესა ევედრე ქალწულო, ცოდვათა შენდობისა მიცემად მონათა შენთა, რომელთა გქადაგეს მართლმადიდებლობით, და აღგიარეს შენ ჭეშმარიტად ღმრთისმშობლად, ბრწყინვალებასა და შვენიერებასა წმიდათასა ღირს-ჰყავ.



აღსავალი, ხმა 2:


ზეცად მიმართ თვალთა გულისა ჩემისათა აღვიხილავ, მაცხოვარ, შენდა მომართ, მაცხოვნე მე შენითა მით გამობრწყინვებითა.


შეგვიწყალენ ჩვენ, რომელნი ესე შეგცოდებთ ფრიად, ყოველსა ჟამსა და მოგვეც, პირველ სიკვდილისა ჰოი ღმერთო ჩვენო, ჟამი სინანულისა.


დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


სული წმიდა მეუფე არს და მფლობელ, განცხოველებად არსთა, და წმიდა ყოფად, რამეთუ ღმერთ არს და თანა-არს მამისა და სიტყვისა.



დასდებელნი, ხმა 2.


მძვინვარე სიკვდილისა ხრწნილება, სიკვდილითა შენითა დახსენ მეუფეო, და აღმოუცენე ცხოვრება საუკუნო, და მკვდართა აღდგომა მიანიჭე. ამისთვის გევედრები შენ ქრისტე მაცხოვარ, განუსვენე მიცვალებულთა, და უკვდავსა დიდებასა შენსა, ესენი დააწესენ კაცთ-მოყვარე.


რათა იზიარნე კაცნი საღმრთოსა სუფევასა შენსა, სიკვდილი დაითმინე, ნებსით თვისით მაცხოვარი. ამისთვის გევედრებით, სასუფეველსა შენსა ზიარ-ჰყვენ სარწმუნოებით შენდა მიცვალებულნი, და ტკბილისა მის სიკეთისა შენისა ზიარ-ჰყვენ კაცთ-მოყვარე, რათა მარადის ხედვიდენ დიდებასა შენსა.


საშინელსა და შესაძრწუნებელსა, საყდარსა შენსა ძრწოლით წარსდგენ ადამიანნი, და განჩინებასა შენსა მოელოდენ საღმრთოსა, და მსჯავრსა სიმართლისასა. მაშინ შეიწყალენ მონანი შენნი ქრისტე, შენდა მოსრულნი სარწმუნოებით, და სამარადისოსა შვებასა, და ნეტარებასა შენსა ღირს-ჰყვენ, კაცთმოყვარე.


დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ევა პირველისა მის დედისა, თანა-ნადები გარდაიხადე უბიწოო, რამეთუ უკვდავებისა და უხრწნელებისა, მომცემელი ღმერთი მუცლად-იღე, მადიდებელთა შენთა გვირგვინოსან-მყოფელი. მისსა ვედრებად ნუ დასცხრები, რათა განსვენება მიჰმადლოს მათ, და ბრწყინვალებასა ღირს-ყვნეს სულნი მათნი.



აღსავალი, ხმა 3:


შენ ქრისტე იხსენ ბაბილონით ტყვე იგი სიონისა, და მეცა ვნებათა ჩემთაგან, ცხოვრებად მიმზიდე მხსნელო.


რომელთა სთესონ, მოღვაწება ცრემლითა საღმრთოთა, მოიმკონ მათ საუკუნოსა მის ცხოვრებისა სიხარული ნაყოფად.


დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ყოველი ნიჭი კეთილთა, ვითარცა მამისა და ძისა თანა ბრწყინავს წმიდისა სულისა, რომლითა ყოველი სცხოვნდების.



დასდებელნი, ხმა 3.


ვადიდებთ ქრისტე ჯვარსა შენსა, რომლისა მიერ მომეც ცხოვრება და საშვებელი, მადიდებელთა შენთა, და გევედრებით შენ ქრისტე ღმერთო, სულთა მიცვალებულთა განუსვენე, ყოველთა წმიდათა შენთა თანა, რათა ადიდებდენ ღმრთაებასა შენსა.


მხოლოო მოწყალეო, რომელსა გაქუს უფსკრული სახიერებისა უსაზღვრო, და უწყი ბუნება კაცთა, რომელი შეჰქმენ, შენ გევედრებით ქრისტე ღმერთო, ჩვენგან მიცვალებულთა განუსვენე, ყოველთა წმიდათა შენთა თანა, რათა ადიდებდენ ღმრთაებასა შენსა.


მკვდართაებრ დაიძინე, და მკვდარნი აღადგინენ, ვითარცა ღმერთმან, და გადიდებდეს. ამისთვის გევედრებით შენ ქრისტე ღმერთო, ჩვენგან მიცვალებულთა განუსვენე, ყოველთა წმიდათა შენთა თანა, რათა ადიდებდენ ღმრთაებასა შენსა.


დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


სანთელი გონიერებისა გიტვირთავს შენ, და ნათელი ღმრთაებისა, შემაერთებელი კაცთა ბუნებისა ღმრთისმშობელო, ყოველნი გიცნობთ შენ, რომლისათვისცა ევედრე ძესა შენსა და ღმერთსა, რათა განუსვენოს სიტკბოებით, სადა იგი არს ყოველთა მოხარულთა მკვიდრობა წმიდაო, და რათა გადიდებდეს შენ ყოვლად-უბიწოსა.



აღსავალი, ხმა 4:


სიყრმით ჩემითგან ფრიად, მბრძვანან მე არაწმიდანი ვნებანი, ამისთვის გევედრები, შემწე მეყავ და მიხსენ სახიერ.


რომელთა გძულთ სიონი, სირცხვილეულ-იქმნენით უფლისა მიერ, და ვითარცა განხმელი თივა, შეგჭამნეს გეენიამან.


დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


სულისა მიერ წმიდისა, ყოველი სული ცხოველ-იქმნების, და სიწმიდით ამაღლდების, და განბრწყინდების, სამებისა მიერ ერთ-არსებისა, ღმრთივ-შვენიერად და საიდუმლოდ.



დასდებელნი, ხმა 4.


ჭეშმარიტად საშინელ-არს სიკვდილისა საიდუმლო, და ვითარ სული ხორცთაგან იძულებით განიყოფვის შეერთებისაგან და შემტკიცებისა, და ბუნებითნი საკრველნი საღმრთოითა წამის-ყოფითა განიხსნებიან. ამისთვის გევედრებით, მიცვალებულთა მონათა შენთა განუსვენე, საყოფელსა მართალთასა, კაცთ-მოყვარე.


ძილსა მიმსგავსებულ-არს მორწმუნეთათვის სიკვდილი, ვინაითგან შთაჰხედ საფლავად ყოველთა მეუფეო, და სიკვდილისა ხელმწიფება შემუსრე, და ძლიერება მისი დაამხე, მრავალ-ჟამისა განძვინებული. ამისთვის გევედრებით, მიცვალებულთა მონათა შენთა განუსვენე, ნათელსა ღირსთა შენთასა, წმიდათა ბრწყინვალებასა.


სიწმიდე და სიმართლე, და სულთა ჩვენთა იქმენ გამომხსნელ, და მამისა აღმიყვანენ, ვითარცა მხოლო მოწყალე ხარ განმამართლებელი ჩვენი. და ვითარცა ღმერთ ხარ, შეგვინდვენ თანა-ნადებნი ჩვენნი, და გარდასლვისა განჩინებანი. ამისთვის გევედრებით შენ, მიცვალებულთა მონათა შენთა განუსვენე, საყოფელსა მართალთასა, მაცხოვარ მრავალ-მოწყალე.


ნათესავნი კაცთანი უხრწნელებად სამარადისოდ ხრწნილებისაგან მისცვალენ, განბანენ რა სისხლითა, რომელი გვერდით შენით გარდამოხდა მხსნელო, და განსწმიდენ ურჩებათა მათგან, ადამ მამისა ჩვენისათა. და აწცა გევედრებით, მიცვალებულთა მონათა შენთა განუსვენე მართალთა სამკვიდრებელსა, მაცხოვარ მრავალ-მოწყალე.


დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


მორჩილნი ბრძანებისა ღმრთის-მეტყველთასა, უბიწოო, ღმრთისმშობლად აღგიარებთ, რამეთუ ღმერთი ჰშევ განხორციელებული გამოუთქმელად, რომელმან მიხსნნა ტყვეობისაგან ცოდვათასა კაცთ-მოყვარებით. რომელსა ევედრე მიცვალებულთა მონათა შენთათვის, რათა თვისითა ბრწყინვალებითა განაბრწყინნეს დედოფალო.


აღსავალი, ხმა 5:


ჭირსა შინა ჩემსა მსგავსად დავითისსა, გიგალობ შენ მაცხოვარო ჩემო, და ვედრებით გიღაღადებ, ენისა მზაკვარისაგან განარინე სული ჩემი.


უდაბნოს-მყოფთა ცხოვრება ფრიად სანატრელ-არს, რამეთუ მარადის ფრთოვან-იქმნების, საღმრთოითა ტრფიალებითა, და ძალითი ძალად სლვითა ღმერთსა მიეახლების.


დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


წმიდითა სულითა დამტკიცნების ყოველივე, ხილულთა და უხილავთა წესი, რამეთუ თვითმპყრობელ-არს, და ერთი არს განუშორებელი წმიდისა სამებისა.



დასდებელნი, ხმა 5.


ნათლითა პირისა შენისათა, შესვენებულნი განაბრწყინვენ ქრისტე ღმერთო, და მკვიდრ-ჰყვენ ადგილსა მწვანვილოვანსა, წყალთა მათ ზედა, შენისა საღმრთოისა საშვებელისათა მხსნელო, წიაღთა მათ საწადელთა აბრაამისთა, სადა იგი ბრწყინავს ნათელი შენი წმიდა ბრწყინვალედ, და აღმოსდიან სიტკბოებისა წყარონი. სადა იგი გიგალობენ ხმა-მაღლად მოხარულნი, მართალთა განწყობილნი, სახიერებისა უფსკრულო. და აწ მათ თანა ღირს-ჰყვენ მონანი შენნი, და მიჰმადლე მათ დიდი წყალობა.


გალობად ხმითა შესხმისათა, დიდების-მეტყველებად შენდა ღირს-ჰყვენ, ქრისტე სახიერ მიცვალებულნი საწუთოსაგან, შენდა სახიერისა, და კაცთ-მოყვარისა. მიეც მათ განბრწყინვება შვენიერებითა შენითა, და ტკბილითა მით ზიარებითა შენითა, და ხილვისა მის შენისა საშვებელისა, სადა იგი წინაშე შენსა გალობენ ანგელოზნი, და წმიდათა ბანაკნი მხიარულნი ხმობენ მათ თანა. და აწ მათ თანავე ღირს-ჰყვენ მიცვალებულნი, და განუსვენე მრავალ-მოწყალე.


სადა იგი წინასწარმეტყველთა და მოციქულთა, და მოწამეთა ბანაკნი იშვებენ, და ყოველნი საუკუნითგან განმართლებულნი ვნებითა შენითა, და სისხლითა, რომლისა მიერ კაცნი ტყვე-ქმნილნი მოიყიდენ სარწმუნოებით ქრისტე ჩვენგან მიცვალებულსა განუსვენე, და შეუნდევ მას შეცოდებანი, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცოდველი, წმიდა მხსნელი და მაცხოვარი, რომელი მკვდართა თანა გამოსჩნდი თავისუფლად სახიერ. და აწ მონათა შენთა მიცვალებულთა განსვენებაი მიეც და დიდი წყალობა.


დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


მონა-ქმნილი სჯულსა ცოდვისასა, განმათავისუფლე დედოფალო, რაჟამს საშოსა შენსა იტვირთე სჯულისმდებელი ქრისტე მეუფე ყოვლად-უბიწოო, რომლისა მიერ მადლით უსასყიდლოდ განვმართლდებით. მას ევედრე აწ, რათა სულნი მგალობელთა შენთანი, დააწესნეს ცხოველთა წიგნსა, რათა შუამდგომელობითა შენითა ცხოვნებულნი, საწადელსა მას ძისა შენისა მიერ გამოხსნასა მიემთხვივნენ, შენ მიერ ღმრთისა დედაო, მისნი თაყვანის-მცემელნი, რომელი მოანიჭებს სოფელსა დიდსა წყალობასა.



აღსავალი, ხმა 6:


ზეცად მიმართ თვალთა ჩემთა აღვიხილავ, შენდამი მხსნელო, შემიწყალე რათა შენ მიერ ცხოვნებული, შენდა ქებასა და მადლობასა შევსწირვიდე სახიერ.


შემიწყალენ მხსნელო, შეურაცხნი ესე და უღირსნი და უხმარნი მონანი შენნი, და მოგვეც სინანული, და მყვენ ჩვენ ჭურ პატიოსან, დიდებისა შენისა სიტყვაო.


დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


სული წმიდა არს მიზეზ, ყოვლისა ცხოველობისა, და რომელსა ზედა ესე ღირსებით მოვიდეს, მსწრაფლ აღამაღლებს ქვეყანით და ფრთოვან-ჰყოფს, და შერთავს ზეცისათა და ელვარე ჰყოფს.



დასდებელნი, ხმა 6.


გაქუს შენ მიუწდომელი ჩვენდა მომართ მოწყალება და უფსკრული უსაზღვრო სახიერებისა, მრავალ-მოწყალე, სულნი რომელნიცა შენდა მოიცვალნეს, საშვებელთა საღმრთოთა მკვიდრ-ჰყვენ, და სავანეთა მათ შინა საყვარელთა და სასურველთა სამკვიდრებელი მიჰმადლე, სამარადისო და საუკუნო. რამეთუ შენ ყოველთათვის დასთხიე სისხლი შენი მაცხოვარ,და ცხოველითა მით სიკვდილითა, სოფელი მოიყიდე.


სიკვდილი დაითმინე, ცხოველ-მყოფელი უფალო, და შვება საუკუნო მორწმუნეთა მოეც, მრავალ-მოწყალე, სადა იგი ღირს-ჰყვენ მორწმუნეთა სულნი, სასოებით დაძინებულნი, და ცოდვანი მათნი ყოველნი შეუნდევ სახიერო, შენ მხოლოო უცოდველო, ყოვლად-ძლიერო და კაცთ-მოყვარეო, რათა ყოველთა მიერ იდიდებოდეს ყოვლად-წმიდა სახელი შენი ქრისტე, და ცხოვნებულნი ვადიდებდეთ, კაცთ-მოყვარებასა შენსა.


ცხოველთა ზედა უფლებ, საღმრთოითა ხელმწიფებითა. ხოლო მკვდართა მეუფედ, შენ მაცხოვარ გიცით და გევედრებით; მორწმუნეთა შენთა, მხოლოისა ღმრთისა მიცვალებულთა, განსვენებისა მიცემად უფალო, რჩეულთა შენთა თანა ადგილსა შინა განსვენებისასა, და ბრწყინვალებასა მას წმიდათასა. რამეთუ ჯერ-მჩინებელი წყალობისა ხარ, და აცხოვნებ ვითარცა ღმერთი, რომელნი ხატად შენდა შეჰქმენ, მრავალ-მოწყალე.


დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


გამოსჩნდი შენ სავანედ ღმრთივ-შვენიერად ყოვლად-წმიდაო, და ღმერთი დაიტიე ზესთა ბუნებისა და გვიშევ ორითა ბუნებითა და ორითა არსებითა, ერთგვამოვნებად შეერთებითა. მას ევედრე ღირსო, პირმშოსა მას და მხოლოდ-შობილსა, რომელმან შემდგომად შობისა ქალწულად წმიდად კვალად დაგმარხა, რათა განუსვენოს სულთა სარწმუნოებით მიცვალებულთა, ბრწყინვალებასა შინა მას მისსა, და ნეტარებასა.



აღსავალი, ხმა 7:


ტყვეობა სიონისა საცდურისაგან, მოაქციე მაცხოვარ. მეცა განმაცხოველე, და მიხსენ ვნებათა მძლავრებისაგან.


ბღუარსა შინა, რომელმან სთესოს ცრემლით ჭირი, შრომა და მარხვა, ამან საუკუნოსა ცხოვრებისა მჭელეულნი მოიმკნეს.


დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


სული წმიდა უფსკრული არს, საღმრთოთა მათ სიმდიდრეთა, რომლისა მიერ არს სიბრძნე და გულისხმის-ყოფა და შიში კეთილი და აღსრულება მცნებათა. მისა ქება და დიდება და პატივი და თაყვანის-ცემა, და ძალი.



დასდებელნი, ხმა 7.


მკვდრად იხილვე შენ ჯვარსა ზედა უკვდაო, და საფლავსა შინა ვითარცა მკვდარი დაიდევ, რომლითა ხრწნილებისაგან და სიკვდილისა განათავისუფლე ნათესავი კაცთა. არამედ ვითარცა ხარ უფსკრული მოწყალებისა, განუცდელი უსაზღვრო, და წყარო სახიერებისა, მიცვალებულთა მონათა შენთა განუსვენე.


უხრწნელითა მით სიკეთითა შენითა, და სიტკბოებითა შვენიერებისა შენისათა, და ნათლისა შენისა ელვარებითა, მიცვალებულთა სულნი განაბრწყინვენ სახიერო, უნივთოთა შარავანდედთა მიერ შენთა, მეუფეო, და ანგელოზთა თანა ღირს-ჰყვენ, დიდებად და ქებად შენდა, მეუფისა და ღმრთისა ყოვლად-ძლიერისა.


ნიჭთა სიმრავლე და დიდად შვენიერება გაქუს შენ, ვითარცა საუნჯესა დაულევნელსა, და სავსესა ყოვლითა სიტკბოებითა. შენდა მიცვალებულნი დააწესენ, ვითარცა ღმერთმან რჩეულთა სოფელსა, განსასვენებელსა ადგილსა საკვირველსა, სახლსა დიდებისა შენისასა და საშვებელსა სამოთხისასა, სასძლოსა ქალწულთასა, მრავალ-მოწყალე.


დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


აღმასრულებელი სჯულისა ჰშევ ქალწულო, მხსნელი ჩვენი განხორციელებული, რამეთუ არა იქმნა პირველ სჯულითა განმართლებაი, ვინაითგან ქრისტე ჯვარს-ეცვა ჩვენთვის და განგვამართლნა. ამისთვის ვითარცა გაქუს კადნიერება დედობრივი ღირსო, ევედრე ძესა შენსა, რათა განუსვენოს წყალობით, სულთა სარწმუნოებით მიცვალებულთასა, ყოვლად-ქებულო.



აღსავალი, ხმა 8:


სიყრმით ჩემითგან მტერი განმცდის გულისთქმათა და გემოთა მიერ, შემწვავს, ხოლო მე ვსძლევ მას, შეწევნითა შენითა უფალო.


იქმნენ ვითარცა თივა, მოფხრულ მოძულენი სიონისანი, და შემუსრნეს ქრისტემან, ქედნი მათნი გვემითა ტანჯვათათა.


დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ყოველთა ცხოვრება არს სული წმიდა და ნათელი ნათლისაგან, ღმერთი დიდი, მამისა თანა დიდებული და სიტყვისა.



დასდებელნი, ხმა 8.


მეუფებრ დამიწერე მაცხოვარ, თავისუფლებაი თითითა მით შენითა მეწამულითა, რომელნი მეწამულ-ჰყვენ, შენისა სისხლისა მიერ. ვინაიცა სარწმუნოებით გევედრებით, პირმშოთა შენთა თანა ღირს-ჰყვენ მიმთხვევად, შენ წინაშე მიცვალებულთა სულნი, ვითარცა მოწყალე ხარ.


მღვდელთმთავარ იქმენ კაცი, დარაიკალ შესწირე მსხვერპლად მამისა თავი თვისი, და ესრეთ მოიყიდენ კაცნი ხრწნილებისაგან. აწ მიცვალებულთა სულნი კაცთ-მოყვარე, სოფელსა შინა ცხოველთასა დააწესენ, სადა იგი ღუარნი საშვებელთანი ჰსდიან, სადა იგი წყარონი დაუწყვედელნი აღმოეცენებიან.


სიბრძნითა გამოუკვლეველითა, განსაზღვრებ ცხოვრებასა, და წინასწარ ხედავ სიკვდილსა, და სხვად ცხოვრებად მისცვალებ მონათა შენთა. აწ რომელნი შეივედრენ, დააწესენ წყალთა მათ განსასვენებელთასა, და ბრწყინვალებითა წმიდითა განანათლენ, სადა იგი არს ხმა სიხარულისა და ქებისა.


დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


მუცლად-იღე დაუსაბამო სიტყვა ღმრთისა, და ღმერთი სანატრელად ქალწულო. მას ევედრე დედობრივითა კადნიერებითა, რათა დააწესნეს მონანი შენნი, განწყობილსა მას შორის მოხარულთასა. რათა სამარადისოდ გიგალობდენ შენ, სადა იგი არს ბრწყინვალება საუკუნო, და ოხრა დღესასწაულთა ღმრთისმშობელო.



კვერექსი


დიაკონი: მერმე და მერმე მშვიდობით, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).


დიაკონი: მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა (ან მხევლისა) ამის შენისა (სახელი), რათა შეენდვნეს მას ყოველნი შეცოდებანი მისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).


დიაკონი: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).


დიაკონი: წყალობა ღმრთისა, და სასუფეველი ცათა, და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ. – უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო. - უფალო, შეგვიწყალენ.


მღვდელმან: ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე, შენ უფალო განუსვენე სულსა მონისა შენისა (ან მხევლისა) (სახელი), ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწუანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა-იგი არა არს სალმობა, მწუხარება და სულ-თქმა, და ყოველნი ცოდვანი, ამის მიერ ქმნილნი, საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყვარემან ღმერთმან შეუნდვენ, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა სცოდოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი ჭეშმარიტ.

რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება სულისა მიცვალებულისა მონისა შენისა (ან მხევლისა) (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა-დაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.



კონდაკი, ხმა 8:


წმიდათა თანა განუსვენე ქრისტე, სულსა მონისა შენისასა, სადა-იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.


იკოსი, ხმა 7:


შენ მხოლო ხარ უკვდავი, ყოვლად-ძლიერო, რომელმან ეგე შექმენ და დაბადე კაცი, ხოლო კაცნი ქვეყანით დავიბადენით და კვალად მუნვე ქვეყანად და მიწად მივიქცევით ჩვენ, ვითარ-იგი სთქვი შემოქმედმან ჩემმან და მიბრძანე, ვითარმედ: მიწა ხარ და მიწადვე მიიქეც, სადა-იგი მივიქცევით ყოველნი მოკვდავნი, ვინაცა დაფლვისა ჩვენისა გოდებასა ვგოდებთ და გალობით ვღაღადებთ და ვიტყვით საღმრთოსა ამას გალობასა: ალილუია.


კონდაკი, ხმა 8:


წმიდათა თანა განუსვენე ქრისტე, სულსა მონისა შენისასა, სადა-იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.



ხმა 2:


სასუფეველსა შენსა მომიხსენენ ჩვენ, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა.


ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.


ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნნენ.


ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა.


ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განძღენ.


ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.


მომიხსენენ მოწყალეო, ჩვენცა ვითარცა ავაზაკი შენსა ზეცათა სასუფეველსა.


ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.


ყოველთა, რომელთა ეშინის უფლისა, მუნ იხარებდენ მის მიერ სასუფეველსა ცათასა.


ნეტარ იყვნენ მშვიდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ.


რომელთა მართლმადიდებლობით და მოღვაწებით გმონეს შენ ქრისტე, ადიდენ იგინი მაცხოვარ ცათა შინა.


ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.


რომელნი სარწმუნოებით და სასოებით სცხოვნდეს ქვეყანასა ზედა, ადიდენ მაცხოვარ ცათა შინა.


ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გდევნიდენ და გყვედრიდენ, და თქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩემთვის.


განუსვენე ღმერთო მონასა შენსა წმიდათა თანა, ვითარცა სახიერ ხარ სასუფეველსა შენსა.


გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ-არს ცათა შინა.


რომელთა სოფელი ესე დაუტევეს, და პატიოსნითა ქცევითა მოქალაქობდეს, ადიდენ იგინი მაცხოვარ სასუფეველსა შენსა.


დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა,


ერთსა დაუსაბამოსა ღმერთსა ვესავთ, და სარწმუნოება გვაქუს მისა მიმართ, და სამ-გვამოვნებით უგალობთ და ვადიდებთ.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


გნატრის შენ ყოველი თესლები უბიწოო, რომელმან ჰშევ უთესლოდ ღმერთი და მეუფე ცათა.



დიაკონი: სიბრძნით.


მკითხველმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისა, ხმა 8: ნეტარ-არს გზა იგი, რომელსაცა წარმართებულ-ხარ ძმაო, რამეთუ განმზადებულ არს შენთვის ადგილი განსვენებისა.


მგალობელთა: ნეტარ-არს გზა იგი, რომელსაცა წარმართებულ-ხარ ძმაო, რამეთუ განმზადებულ არს შენთვის ადგილი განსვენებისა.


მკითხველმან: (მუხლი): მოიქეც სულო ჩემო განსასვენებელად შენდა, რამეთუ უფალმან კეთილი გიყოს შენ.


მგალობელთა: ნეტარ-არს გზა იგი, რომელსაცა წარმართებულ-ხარ ძმაო, რამეთუ განმზადებულ არს შენთვის ადგილი განსვენებისა.


მკითხველმან: ნეტარ-არს გზა იგი, რომელსაცა წარმართებულ-ხარ ძმაო,


მგალობელთა: რამეთუ განმზადებულ არს შენთვის ადგილი განსვენებისა.


დიაკონი: სიბრძნით.


მკითხველმან: თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე, წმიდისა, პავლე მოციქულისა საკითხავი.


დიაკონი: მოხედენ.


სამოციქულო: I თესალონიკელთა 4: 13-17.


ძმანო, არა გვნებავს უმეცრება თქვენი შესვენებულთა მათთვის, რათა არა სწუხდეთ, ვითარცა-იგი სხვანი, რომელთა არა აქვს სასოება. რამეთუ უკეთუ გვწამს, ვითარმედ იესო მოკვდა და აღდგა, ეგრეცა ღმერთმან შესვენებულნი იგი იესოს მიერ მოიყვანნეს მის თანა. ხოლო ამას გეტყვი თქვენ სიტყვითა უფლისათა, ვითარმედ ჩვენ ცხოველნი ესე, რომელ დაშთომილ ვიყვნეთ მოსლვასა მას უფლისასა, ვერ მივეწიფნეთ შესვენებულთა მათ, რამეთუ თავადი უფალი ბრძანებითა და ხმითა ანგელოზთ-მთავრისათა და საყვირითა ღმრთისათა გარდამოხდეს ზეცით და მკვდარნი იგი ქრისტესმიერნი აღდგენ პირველად. მაშინღა ჩვენ, ცხოველნი ესე, რომელნი დაშთომილ ვიყვნეთ, მათ თანავე აღვიტაცნეთ ღრუბლითა შემთხვევად უფლისა ჰაერთა ზედა და ესრეთ მარადის უფლისა თანა ვიყოფოდით.



მკითხველმან: ალილუია (3-გზის).


მგალობელთა: ალილუია (3-გზის).


მკითხველმან: (მუხლი): ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე, უფალო.

მგალობელთა: ალილუია (3-გზის).


დიაკონი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმინდა სახარება.


მღვდელმან:მშვიდობა ყოველთა.


მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.


მღვდელმან: იოანესაგან წმინდისა სახარებისა საკითხავი.


მგალობელთა: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.


დიაკონი: მოხედენ.


სახარება იოანესი 5: 24-30.


ჰრქვა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: ამინ, ამინ გეტყვი თქვენ, რამეთუ რომელმან სიტყვანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქვნდეს ცხოვრება საუკუნო, და სასჯელსა იგი არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს იგი სიკვდილისაგან ცხოვრებად. ამინ, ამინ გეტყვი თქვენ, რამეთუ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს მკვდართა ისმინნენ სიტყვანი ძისა ღმრთისანი; და რომელთა ისმინნენ, ცხონდენ. რამეთუ ვითარცა-იგი მამასა აქვს ცხოვრება თავისა თვისისა თანა, ეგრეცა ძესა მოსცა, რათა აქვნდეს ცხოვრება თავისა თვისისა თანა. და ხელმწიფება მოსცა მას სასჯელისაცა ყოფად, რამეთუ ძე კაცისა არს. ნუ გიკვირნ ესე. რამეთუ მოვალს ჟამი, რომელსა ყოველნი რომელნი ისხნენ საფლავებსა, ისმინონ ხმისა მისისა, და გამოვიდოდიან კეთილის-მოქმედნი აღდგომასა ცხოვრებისასა, ხოლო ბოროტის-მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა. არა ხელ-მეწიფების მე საქმედ თავით თვისით არარა, არამედ ვითარცა მესმის, ვსჯი, და სასჯელი ჩემი მართალ არს, რამეთუ არა ვეძიებ ნებასა ჩემსა, არამედ ნებასა მომავლინებელისა ჩემისა მამისასა.


მგალობელთა: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.



აქა წარიკითხვის ლოცვა შენდობისა, მღვდელთმთავრისა მიერ, ანუ სულიერისა მამისა, ანუ სხვისა მღვდლისაგან.


შენდობის წიგნი მღვდელთმთავართა მიერ ვისთვისცა ენებოს


მღვდელთმთავარმან: საზომისაებრ ჩემისა, მადლისაგან, ნიჭისა და ხელმწიფებისა, ყოვლად-წმიდისა და ცხოველისა სულისა მიერ მოცემულისა, მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიერ, საღმრთოთა და სამღვდელოთა თვისთა მოწაფეთა და მოციქულთა, შეკრვისა და განხსნისა ცოდვათათვის კაცთასა, რომელი ჰრქვა მათ: მიიღეთ სული წმიდა, რომელთა მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ, და უკეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ, ხოლო რაოდენნი შეჰკრათ და განხსნათ ქვეყანასა ზედა, იყავნ შეკრულ და განხსნილ ცათა შინა. ხოლო მათ მიერ მათ მაგიერად ჩვენდა ურთიერთას მოცემულისა მადლისა მიერ, იყავნ შენდობილ სულისა მიერ წმიდისა, საყვარელო შვილო (სახელი), რაოდენი სცოდე წინაშე ღმრთისა, ვითარცა კაცმან ხორციელმან, სიტყვით, საქმით, და გონებით, ნებსით და უნებლიეთ და ყოვლითავე სახითა. უკეთუ წყევასა და შეჩვენებასა მღვდელთმთავრისასა, გინა მღვდელისასა შთავარდი, ანუ მამისა, გინა დედისასა, ანუ თუ თავით თვისით კრულ იქმენ, გინა თუ ფიცსა გარდაჰხედ, ანუ ჟამთა ვითარებისაგან სხვათა ცოდვათა შინა შთავარდი ვითარცა კაცი, და იგი ყოველი სულიერსა მამასა და მოძღვარსა შენსა აღუარე და მის მიერ მოცემული კანონი გულითა კეთილითა შეიწყნარე და აღასრულე, ამათ ყოველთა კრულებათა და პყრობილებათაგან ხსნილ იყავ და განთავისუფლებულ და შენდობილ, ყოვლად-ძლიერისა ხელმწიფებისა და მადლისაგან საღმრთოისა და თაყვანის-საცემელისა სულისა მიერ, და რაოდენი დაგავიწყდა და ვერ აღიარე, ყოველივე შეგინდვნეს მოწყალემან ღმერთმან, თვისითა კაცთ-მოყვარებითა. მეოხებითა ყოვლად-კურთხეულისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის-ქალწულისა მარიამისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა, წმიდისა მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოსითა, (მოიხსენოს ვისიცა იყოს ხსენება) და ყოველთა წმიდათა მისთათა.


მგალობელთა: ამინ.



ლოცვა შემდგომად სიკვდილისა შესანდობელი


მღვდელმან: უფალმან იესო ქრისტემან ღმერთმან ჩვენმან, რომელმან საღმრთონი საიდუმლონი მისცნა წმიდათა მოწაფეთა და მოციქულთა თვისთა, შეკრვისა და განხსნისა ხელმწიფება ცოდვათა ზედა კაცთასა, განგებულებითა მით საღმრთოითა, და აწ მათ მიერ ჩვენცა მოგვეცა, მრავალ-მოწყალემან ღმერთმან შეგინდვნეს შენ, სულიერო შვილო (სახელი) რაოდენიცა სცოდე სოფელსა ამას შინა, ნებსით და უნებლიეთ, აწ და უკუნისამდე მოგიტევნეს უფალმან ყოველივე, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა, და ყოველთა წმიდათა მისთათა


მგალობელთა: ამინ.



კვერექსი


დიაკონი: შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


დიაკონი: მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა ამის შენისა (ან მხევლისა) (სახელი), რათა შეენდვნეს მას ყოველნი შეცოდებანი მისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


დიაკონი: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


დიაკონი: წყალობა ღმრთისა, და სასუფეველი ცათა, და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ. - უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო. - უფალო შეგვიწყალენ.


მღვდელმან: ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე, შენ უფალო განუსვენე სულსა მონისა შენისა (სახელი), ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწუანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა-იგი არა არს სალმობა, მწუხარება და სულ-თქმა, და ყოველნი ცოდვანი, ამის მიერ ქმნილნი, საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყვარემან ღმერთმან შეუნდვენ, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა სცოდოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი ჭეშმარიტ.

რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანადაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.



ესრეთ წარვიკითხავთ მუხლთა ამათ, ხმა 2:


მოვედით, ერნო მორწმუნენო, დასასრულისა ამბორის-ყოფა მივსცეთ მკვდარსა, და ვმადლობდეთ ღმერთსა, რამეთუ ესერა მოაკლდა თბისაგან თვისისა, და საფლავად წარვალს და არარას ზრუნავს ამაოებისათვის, არცა განხრწნადთათვის.


აწ სადა არიან თვისნი და მეგობარნი, აჰა განვეყოფით, ვინაცა განსვენება უფლისაგან ვითხოვოთ.


ჰოი, ვითარი განყოფა არს, ძმანო, აწინდელი ესე ჟამი, ანუ რაბამთა ტირილთა ღირს. მოვედით უკვე, ამბორს-უყოთ, რამეთუ უწინარეს მცირედ ჟამისა ჩვენ თანა იყო, აწ საფლავსა მიეცემის და ლოდითა დაიფარვის და მკვდართა თანა დაეფლვის და ყოველთა თვისთა და მოყვასთა განეყოფვის, რომელსა განუსვენე უფალო, გევედრებით.


აწ ცხოვრებისა ამის ამაოისა სიხარული დაიხსნების, რამეთუ სული მოაკლდა სამკვიდრებელისაგან, ბნელ-იქმნა და ჭურჭელი დაიხსნა, უხმოდ, უსმინოდ და მკვდრად უძრავად მდებარე არს, რომელსაცა წარვგზავნით საფლავად. უფალსა ვევედრნეთ, რათა განუსვენოს ამას უკუნისამდე.


ვითარი არს ცხოვრება ჩვენი, ძმანო, ყვავილი და კვამლი, და ცვარი განთიადისა. მოვედით უკვე ვიხილოთ ცხადად საფლავსა შინა, სადა არს სიკეთე ხორციელი, სადა არს სიჭაბუკე, ანუ სადა არიან თვალნი და ხედვა ხორციელი. ყოველივე დასჭკნა, ვითარცა თივა, და ყოველივე განილია. მოვედით, შეუვრდეთ ქრისტესა ცრემლით, რათა განუსვენოს მიცვალებულსა ამას.


ყოველნივე ორღანონი ხორცთანი აწ უქმად იხილვებიან, რომელნი პირველ მცირედ ჟამისა მოძრავ იყვნეს, აწ ყოველნი მკვდრად, უძრავად, და უსულოდ იცნობებიან. რამეთუ თვალნი ბნელ იქმნნეს, და ფერხნი შეკრულ, ხელნი უხმარ სასმენელითურთ და ენა დადუმებულ და ბაგენი დახშულ და აწ საფლავსა მიეცემის. ჭეშმარიტად ამაო არს ყოველივე კაცობრივი.


დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


აცხოვნენ, რომელნი გევედრებიან, დედაო დაუვალისა მზისაო ღმრთისმშობელო, და ვედრებითა შენითა გვიოხე წინაშე სახიერისა ღმრთისა, რათა განუსვენოს აწ მიცვალებულსა ამას, სადა-იგი განისვენებენ სულნი მართალთანი, და სავანეთა საღმრთოთა მკვიდრად გამოაჩინნეს, ეზოთა შინა მართალთასა და სიხარულსა ყოვლად მოუკლებელსა და საუკუნესა.



ხმა 8:


მრავალ-მღელვარე ესე სოფლისა ამის ზღვაი განვლო, და შენისა მაგის ნავთ-საყუდელისა მოისწრაფა, რომელი ესე სარწმუნოებით აღესრულა, მყუდროებასა მას შენსა და სამარადისოსა საშვებელსა, წმიდათა თანა წარუძეღუ, და განუსვენე ქრისტე სულსა მონისა ამის შენისასა.



ხმა 4:


ყოვლად-დიდებული იგი ხმა წინასწარმეტყველისა დავითისი აღესრულა დღეს, რომელი იტყოდა: კაცი ვითარცა თივა არიან, დღენი მისნი ვითარცა ყვავილი ველისა ეგრეთ აღყვავნეს. რამეთუ რომელსა იგი ვხედევდი ცხოველად, და მეტყველად, აჰა ესერა მდებარე არს მკვდრად, უძრავად და უსულოდ. რამეთუ განვიდა და წარვიდა ამიერ სოფლით, მუნ სადა იგი სასყიდელი საქმეთა დაუნჯებულ-არს, მუნ სადა იგი არს სიხარული ყოველთა წმიდათა; რომელთა თანა განუსვენე ღმერთო შესვენებულსა ამას, ვითარცა მოწყალე ხარ და კაცთ-მოყვარე.



ხმა 8:


ყოვლისა მპყრობელო უფალო, სულსა მონისა შენისასა განუსვენე, საყოფელსა მართალთასა, სადა იგი ნათელი შენი ბრწყინავს ყოველთა წმიდათა შენთა ზედა, მხოლოო მრავალმოწყალე.


მოვაკლდი მე ნათესავისაგან ჩემისა, და დაუტევე ნეშტი ცხოვრებისა ჩემისა, შენ შეგივრდები მაცხოვნე.


ღმრთისმშობლისა:

დაამშვიდე ცხოვრება ჩვენი, ვედრებითა ღმრთისმშობელისათა, მღაღადებელთა შენთა. ცხოვრების მომცემელო უფალო დიდება შენდა.


შენ ვითარცა რა დედასა ცხოვრებისასა, უფროს ბუნებისა მხოლოსა ღმრთისმშობელსა ქალწულსა გაქებთ მორწმუნენი, რამეთუ შენ მიერ მოკვდავთა უკვდავება ვპოვეთ და ცხოვნებულნი შენდა გალობასა შევსწირავთ, უხრწნელო.



ტროპარი ესე, ხმა 4:


სულთა თანა აღსრულებულთა მართალთასა, სულსა მონისა (მხევლისა) შენისა განუსვენე, მაცხოვარ, და ღირს-ჰყავ სანატრელსა მას ცხოვრებასა, კაცთმოყვარე.


განსასვენებელსა შენსა, მაცხოვარ, სადა ყოველნი წმიდანი შენნი მკვიდრ-არიან, განუსვენე სულსა მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისა, რამეთუ შენ მხოლო ხარ კაცთმოყვარე.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა


შენ ხარ ღმერთი, რომელი შთახედ ჯოჯოხეთად და დახსენ სალმობანი შესვენებულთანი, აწცა განუსვენე, ქრისტე ღმერთო, სულსა მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისასა.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


შენ მხოლოო, უბიწოო და უხრწნელო ქალწულო, რომელმან ჰშევ ღმერთი ხორც-შესხმული, მას ევედრე, რათა აცხოვნოს სული ამისი.



კვერექსი


დიაკონი: შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრები ისმინე და შეგვიწყალენ.


უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)


დიაკონი: მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი), რათა შეენდვნეს მას ყოველივე შეცოდებანი მისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.


უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)


დიაკონი: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.


უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)


დიაკონი:წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ, უკვდავისა მეუფისა და ღვთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ. უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მოგვმადლენ უფალო. - უფალო შეგვიწყალენ.


მღვდელმან: ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე, შენ, უფალო, განუსვენე სულსა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი) ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა-იგი არა არს სალმობა, მწუხარება და სულთქმა, და ყოველნი ცოდვანი, მის მიერ ქმნულნი, საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან, შეუნდვენ, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა სცოდოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი ჭეშმარიტ.


ასამაღლებელი: რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანადაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


კვერექსი


დიაკონი: მერმე და მერმე მშვიდობით, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონი: მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა ამის შენისა (ან მხევლისა) (სახელი), რათა შეენდვნეს მას ყოველნი შეცოდებანი მისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


დიაკონი: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


დიაკონი: წყალობა ღმრთისა, და სასუფეველი ცათა, და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ. - უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო. - უფალო შეგვიწყალენ.


მღვდელმან: ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე, შენ უფალო განუსვენე სულსა მონისა შენისა (სახელი), ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწუანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა-იგი არა არს სალმობა, მწუხარება და სულ-თქმა, და ყოველნი ცოდვანი, ამის მიერ ქმნილნი, საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყვარემან ღმერთმან შეუნდვენ, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა სცოდოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი ჭეშმარიტ.

რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანადაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.



წავასვენებთ მიცვალებულსა საფლავად და გზად ვგალობთ:


რომელი შვება სოფლისა დაადგრების თვინიერ მწუხარებისა, რომელი დიდება ჰგიეს ქვეყანასა ზედა შეუცვალებელად, ყოველივე აჩრდილისა უუძლურეს არს, ყოველივე სიზმრისა უმაცთურეს არს. ერთი წამი, და ამას ყოველსა სიკვდილი უჩინო-ყოფს. არამედ ნათელსა პირისა შენისასა, ქრისტე, და სიტკბოებასა შენისა შვენიერებისასა, რომელი გამოირჩიე, განუსვენე, ვითარცა მხოლო კაცთ-მოყვარე ხარ.



საფლავამდე გზად სამ-გზის დაასვენონ, და სამ-გზისვე დიაკონმან თქვას კვერექსი:


დიაკონი: მერმე და მერმე მშვიდობით, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონი: მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა ამის შენისა (ან მხევლისა) (სახელი), რათა შეენდვნეს მას ყოველნი შეცოდებანი მისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


დიაკონი: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


დიაკონი: წყალობა ღმრთისა, და სასუფეველი ცათა, და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ. - უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო. - უფალო შეგვიწყალენ.


მღვდელმან: ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე, შენ უფალო განუსვენე სულსა მონისა შენისა (სახელი), ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწუანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა-იგი არა არს სალმობა, მწუხარება და სულ-თქმა, და ყოველნი ცოდვანი, ამის მიერ ქმნილნი, საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყვარემან ღმერთმან შეუნდვენ, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა სცოდოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი ჭეშმარიტ.

რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანადაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.



შთავასვენებთ საფლავსა შინა მიცვალებულსა, ხოლო მღვდელი აღიღებს ნიჩაბითა მიწასა და დააყრის ზედა ჯვრის-სახედ და იტყვის:


უფლისა არს ქვეყანა და სავსება მისი, სოფელი და ყოველნი დამკვიდრებულნი მას შინა.


დაასხამს კანდლისაგან ზეთსა და იტყვის:


ჯვარითა შენითა კაცთმოყვარე, სიკვდილი მოაკვდინე, და ჯოჯოხეთი წარმოსტყვენე და მკვდარნი აღადგინენ. ამისთვის გიგალობთ შენ და ვღაღადებთ, ქრისტე ღმერთო, მიცვალებულსა ამას განუსვენე, სადა იგი არს შენდამი ყოველთა მოხარულთა მკვიდრობა, რათა ადიდებდეს ღმრთაებასა შენსა.


• ესრეთ დაჰფარვენ წესისაებრ საფლავსა. ხმა 8:


ქვეყანაო შეიწყნარე შენ შორის ქმნილი პირველად ხელითა ღმრთისათა, აწ კვალად შენდა მოიცვალა მშობელისა თვისისა. რამეთუ ხატებისაებრ თვისისა შეიწყნარა შემოქმედმან თვისმან, და აწ შენცა შეიწყნარე გვამი მისი.


ვითარცა იგი არქუ უფალო მართას, მე ვარ აღდგომა. და საქმითა სიტყვანი აღასრულენ, ლაზარეს ჯოჯოხეთით-რა აღმოუწოდე. ეგრეთცა მონა ესე შენი ჯოჯოხეთით აღმოიყვანე კაცთ-მოყვარე.


სულიერნო ძმანო, და ჩემთანა მოღვაწენო, რომელთა დაჰფლენით გვამი ჩემი, ნუ დამივიწყებთ მე, რაჟამს ილოცვიდეთ თქვენ წინაშე უფლისა, და ოდეს გალობდეთ, იხსენებდით სიყვარულსა ჩემსა და ევედრენით ქრისტესა, რათა დააწესოს სული ჩემი მართალთა თანა.



კვერექსი


დიაკონი: შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრები ისმინე და შეგვიწყალენ.


უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)


დიაკონი: მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი), რათა შეენდვნეს მას ყოველივე შეცოდებანი მისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.


უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)


დიაკონი: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.


უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)


დიაკონი:წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ, უკვდავისა მეუფისა და ღვთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ. უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მოგვმადლენ უფალო. - უფალო შეგვიწყალენ.


მღვდელმან: ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე, შენ, უფალო, განუსვენე სულსა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი) ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა-იგი არა არს სალმობა, მწუხარება და სულთქმა, და ყოველნი ცოდვანი, მის მიერ ქმნულნი, საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან, შეუნდვენ, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა სცოდოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი ჭეშმარიტ.


ასამაღლებელი: რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანადაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.



დიაკონი: სიბრძნით.


მღვდელმან: ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო გვაცხოვნენ ჩვენ.


მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.


მღვდელმან: დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა.


მგალობელთა: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

– უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)

- სახელითა უფლისათა უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გვაკურთხენ.


მღვდელმან: რომელი ცხოველთა და მკვდართა აღდგომა არს, ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედისა მისისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთა, და ყოველთა წმიდათა მისთათა, სული ჩვენგან მიცვალებულისა მონისა ამის ღმრთისა (ან მხევლისა) (სახელი) საყოფელსა მართალთასა დააწესოს, წიაღთა შინა აბრაამისათა განუსვენოს, და ჩვენ შეგვიწყალნეს, ვითარცა სახიერ არს და კაცთ-მოყვარე.


მგალობელთა: ამინ


დიაკონი: სანატრელსა შინა დაძინებასა, საუკუნო განსვენება მიჰმადლე, უფალო, სულსა მიცვალებულისა მონისა შენისა (სახელი) და მიეც მას საუკუნო ხსენება.


მგალობელთა: საუკუნოდ იყავ ხსენება ამისი. საუკუნოდ იყავ ხსენება ამისი. ხსენება და კურთხევა ამისი.


სულმან მისმან კეთილთა შინა განისვენოს და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქვეყანა.


სულნი და სულნი მართალთანი შენ გაქებენ უფალო.