მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დიდი კურთხევანი

 

წესი პასექში მიცვალებულსა ზედა

 

წესი და რიგი, უკეთუ მართლმადიდებელთაგანი ვინმე აღესრულოს დღესა აღვსებისასა, ვიდრე ახალ კვირიაკედმდე.

 

შვენის უწყება, რამეთუ უკეთუ ვინმე განვიდეს წმიდასა შინა პასექსა, ანუ რომელსამე დღესა პასექისასა ბრწყინვალისა შვიდეულისასა ვიდრე თომას კვირიაკედმდე, მცირე რაიმე იგალობების მიცვალებულთათვის გალობა ჩვეულებრი, დიდებისათვის და პატივისა დიდისა დღესასწაულისა აღდგომისა, მით, რამეთუ განცხრომისა და სიხარულისა დღესასწაული არს და არა მწუხარებისა, ამისთვის რომელი ყოველნი აღდგომითა ქრისტესითა ვსასოებთ აღდგომასა და ცხოვრებასა საუკუნოსა მკვდართასა, და კვალად, აღდგომითვე ქრისტესითა ვსასოებთ და მოველით მწუხარებისაგან სოფლისა ამის სიხარულად და შვებად გარდაცვალებასა, ამისთვის აღდგომისა გალობასა გვამცნებს ეკლესია. ხოლო მცირესა რასმე ვგალობთ კვერექსისა თანა და ლოცვისა მიცვალებულთასა წესისამებრ, და უწყით, ვითარმედ სინანულსა შინა აღსრულებული, დაღათუ არა კეთილ-ქმნულ არს თვისთა ცოდვათაგან, გარნა ვედრებითა ეკლესიისათა მიეტევების მას, და პყრობილებისაგან განთავისუფლდების.

 

მოვალს უკვე მღვდელი სამღვდელო დასით სახლსა მას შინა, სადა-იგი არს მდებარე გარდაცვალებული, და ესრეთ აღიღებს პეტრახილსა და ფილონსა და უკმევს გვამსა მიცვალებულისასა ჩვეულებისაებრ და იტყვის ასამაღლებელსა.


მღვდელმან: კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ. ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. (3-გზის)


მღვდელმან: აღდეგინ ღმერთი, და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისაგან მისისა.


მგალობელთა: ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.


მღვდელმან: ვითარცა მოაკლდის კვამლსა, მოაკლდენ, და ვითარცა ცვილი რა დადნის წინაშე ცეცხლსა.


მგალობელთა: ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.


მღვდელმან: ეგრეთ წარწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღმრთისა, და მართალნი იხარებდენ.


მგალობელთა: ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.


მღვდელმან: ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა.


მგალობელთა: ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.


მღვდელმან: დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა.


მგალობელთა: ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.


მღვდელმან: აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


მგალობელთა: ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.


მღვდელმან: ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი.


მგალობელთა: და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.



შემდგომად გალობისა ამის, მღვდელი ასხურებს წყალსა აიაზმისასა. ხოლო ოდეს იგი სრულ-იქმნეს გალობა, იტყვის დიაკონი კვერექსსა ჩვეულებრსა მიცვალებულთასა.



კვერექსი


დიაკონი: შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


დიაკონი: მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა (ან მხევლისა) ამის შენისა (სახელი), რათა შეენდვნეს მას ყოველნი შეცოდებანი მისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


დიაკონი: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


დიაკონი: წყალობა ღმრთისა, და სასუფეველი ცათა, და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ. – უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო. - უფალო შეგვიწყალენ.


მღვდელმან: ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე, შენ უფალო განუსვენე სულსა მონისა შენისა (ან მხევლისა) (სახელი), ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწუანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა-იგი არა არს სალმობა, მწუხარება და სულ-თქმა, და ყოველნი ცოდვანი, ამის მიერ ქმნილნი, საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყვარემან ღმერთმან შეუნდვენ, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა სცოდოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი ჭეშმარიტ.


რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება სულისა მიცვალებულისა მონისა შენისა (ან მხევლისა) (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანადაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყვანის-ვცემთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იესოს, მხოლოსა ღმერთსა ჩვენსა, და ესრეთ ხმა ვყოთ: ჯვარსა შენსა თაყვანის-ვცემთ, ქრისტე მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი და ჩვენ შენსა გარეშე სხვა ღმერთი არა ვიცით. მოვედით ყოველნი მორწმუნენი, თაყვანის-ვცეთ ქრისტესა, ღმრთისა ჩვენისა, აღდგომასა, რამეთუ, აჰა, ესერა, მოიწია ჯვრისა მიერ აღდგომისა სიხარული ყოვლისა სოფლისა, მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა და უგალობდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ ჯვარცმა თავს-იდვა ჩვენთვის და სიკვდილითა სიკვდილი განაქარვა.


და აღვიღებთ გვამსა მიცვალებულისასა და წარვალთ ეკლესიად. წინა უძღოდენ მღვდელნი, დიაკონით და სამღვდელო დასით, ხოლო ერისაგანნი შემდგომად მათსა შეუდგეგოდენ. იგალობება - კანონი პასექისა რიგისაებრ, ხოლო ეკლესიასა შინა დაასვენებენ გვამსა.


ვიდრე სრულ-ყოფადმდე კანონისა, უკმევს მღვდელი ერთა ჩვეულებისაებრ.


კანონი პასექისა, ხმა 1.

გალობა 1.


ძლის-პირი: აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ, ერნო, პასქა უფლისა, პასქა, რომლითა ქრისტემან ღმერთმან სიკვდილისაგან მიხსნნა და ქვეყანით ცად აღმიყვანნა სუფევად, ძლევისა მგალობელნი დღეს.


განვიწმიდნეთ საცნობელნი და ესრეთ ვიხილოთ ნათელი უხილავი აღდგომისა ქრისტესისა განმაბრწყინვებელი, და გიხაროდენი სიტყვა ცხადად ვისმინოთ ძლევისა მგალობელთა დღეს.


ცანი ყოვლად-ღირსებით მხიარულ-იქმენინ დღეს, და ქვეყანა იშუებდინ, დღესასწაულობდ ყოველი სოფელი, ხილული და უხილავი, ცხადად ვისმინოთ ესრეთ, ძლევისა მგალობელთა დღეს.



გალობა 3.


ძლის-პირი: მოვედით და ვსვათ სასმელი ახალი, არა კლდით მყარით ნიშოვან-ქმნილი, არამედ უხრწნელებისა წყაროქმნილი ქრისტეს საფლავით, რომლითა განვსძლიერდით.


აწ ყოვლითურთ აღივსო ნათლითა ცა და ქვეყანა და ქვესკნელი, და ყოველივე ქმნილი დღესასწაულობს აღდგომასა ქრისტესსა, რომლითა განვსძლიერდით.


გუშინ შენ-თანა ჯვარს-ვეცმოდი, ქრისტე, და თანა აღვსდგები დღეს აღდგომასა შენსა, გუშინ შენ-თანა დავიფლვოდი, შენ მადიდე, მაცხოვარ, სასუფეველსა შენსა.



კვერექსი


დიაკონმან: მერმე და მერმე მშვიდობით, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა (ან მხევლისა) ამის შენისა (სახელი), რათა შეენდვნეს მას ყოველნი შეცოდებანი მისნი,ნებსითნი და უნებლიეთნი.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


დიაკონმან: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


დიაკონმან: წყალობა ღმრთისა, და სასუფეველი ცათა, და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ. – უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო. - უფალო შეგვიწყალენ.


მღვდელმან: ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე, შენ უფალო განუსვენე სულსა მონისა შენისა (ან მხევლისა) (სახელი), ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწუანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა-იგი არა არს სალმობა, მწუხარება და სულ-თქმა, და ყოველნი ცოდვანი, ამის მიერ ქმნილნი, საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყვარემან ღმერთმან შეუნდვენ, ამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა სცოდოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი ჭეშმარიტ.


რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება სულისა მიცვალებულისა მონისა შენისა (ან მხევლისა) (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანადაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.



ცისკარსა მსთუად მოვიდა მარიამ მოყუსებითურთ და ჰპოვა ლოდი იგი გარდაგორვებული, და ანგელოზისაგან ესმა ხმა საწადელი: ნათელსა შინა სამარადისოსა მყოფსა მას მკვდართა თანა, რად ეძიებთ, ვითარცა კაცსა? იხილენით დაფლვისა მისისა სახვეველნი, და ყოველსა სოფელსა უქადაგეთ, ვითარმედ სიკვდილი მოჰკლა მხსნელმან ჩვენმან და აღსდგა დიდებით, ვითარცა არს იგი ძე ღმრთისა და მაცხოვარი კაცთა ნათესავისა.



გალობა 4.


ძლის-პირი: საღმრთოსა სახმილავსა ზედა, საღმრთო მეტყველი ამბაკომ სდეგინ ჩვენ-თანა და გვიჩვენენ ჩვენ ანგელოზი ნათლისა, ბრწყინვალედ მეტყველი ესრეთ: ცხოვრება არს სოფლისა, რამეთუ აღსდგა ქრისტე, ვითარცა ყოვლისა შემძლებელი.


ულმობელად განმღებელად ქალწულებრივისა საშოისა ითქვა ქრისტე, ხოლო ვითარცა კაცსა კრავად ეწოდა, ხოლო უბიწო, ვითარცა უცხოსა ბრალთაგან პასექსა ჩვენთვის, და ვითარცა ჭეშმარიტსა ღმერთსა, სრულ სახელ-ედვა.


ვითარ ტარიგი უბიწო, მაკურთხეველი ჩვენი, გვირგვინი ქრისტე, ნებსით ყოველთათვის დაიკლა, პასექად წმიდა-მყოფელად, და კვალად შვენიერად საფლავით, სიმართლისა იგი მზე აღმოგვიბრწყინდა ჩვენ.


წინაშე აჩრდილებრივისა კიდობნისა როკვიდა დავით, მამა ღმრთისა, ხოლო ჩვენ ერი ღმრთისა, იგავთა აღსრულებისა ხედვითა, საღმრთოდ ვიშუებთ, რამეთუ აღდგა ქრისტე, ვითარცა ყოვლისა შემძლებელი.



გალობა 5.


ძლის-პირი: აღვიმსთოთ ჩვენ ცისკარსა მას მსთუად და მირონთა წილ გალობა მიუძღვანოთ მეუფესა, ვიხილოთ სიმართლისა მზედ ცხოვრებისად ქრისტე, ყოვლად აღმობრწყინვებული.


უზომო იგი მოწყალება რა შენი, ჯოჯოხეთისა კრულთა რაჟამს იხილეს, ნათლად ისწრაფეს ქრისტე, ფერხითა მოხარულითა, ტყუელვიდეს პასქად საუკუნოდ.


ლამპარ-შემოსილ მივეგებნეთ ქრისტესა, საფლავით გამომავალსა სიძესა, და ვდღესასწაულობდეთ მედღესასწაულეთა წესთა თანა, ცხოვრებისა პასექსა.



გალობა 6.


ძლის-პირი: შთახედ შენ ქვესკნელთა ქვეშე ქვეყანისათა და შემუსრენ მოქლონნი საუკუნოდ პყრობილთა შებორკილებულთანი და სამ-დღე მკვდარი, ვითარ იონა ვეშაპით, ეგრეთ აღდეგ საფლავით.


მაცხოვარ, ცხოველი და დაუკლველი მსხვერპლი, ვითარცა ღმერთმან, თავი თვისი ნებსით შესწირე მამასა, და აღადგინე ადამ, ყოვლით ნათესავითურთ, რაჟამს აღდეგ საფლავით.


დაიცვენ ბეჭედი აღუტეხელად, ქრისტე, აღდგომასა საფლავით, რომელმან კლიტენი ქალწულებისანი არა განხრწენ შობასა, და განმიხვენ ბჭენი სამოთხისანი.



კვერექსი


დიაკონმან: მერმე და მერმე მშვიდობით, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა (ან მხევლისა) ამის შენისა (სახელი), რათა შეენდვნეს მას ყოველნი შეცოდებანი მისნი,ნებსითნი და უნებლიეთნი.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


დიაკონმან: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


დიაკონმან: წყალობა ღმრთისა, და სასუფეველი ცათა, და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ. – უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო. - უფალო შეგვიწყალენ.


მღვდელმან: ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე, შენ უფალო განუსვენე სულსა მონისა შენისა (ან მხევლისა) (სახელი), ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწუანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა-იგი არა არს სალმობა, მწუხარება და სულ-თქმა, და ყოველნი ცოდვანი, ამის მიერ ქმნილნი, საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყვარემან ღმერთმან შეუნდვენ, ამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა სცოდოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი ჭეშმარიტ.


რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება სულისა მიცვალებულისა მონისა შენისა (ან მხევლისა) (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანადაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.



კონდაკი:


წმიდათა თანა განუსვენე ქრისტე, სულსა მონისა შენისასა, სადა-იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.


იკოსი:


შენ მხოლო ხარ უკვდავი, ყოვლად-ძლიერო, რომელმან ეგე შექმენ და დაბადე კაცი, ხოლო კაცნი ქვეყანით დავიბადენით და კვალად მუნვე ქვეყანად და მიწად მივიქცევით ჩვენ, ვითარ-იგი სთქვი შემოქმედმან ჩემმან და მიბრძანე, ვითარმედ: მიწა ხარ და მიწადვე მიიქეც, სადა-იგი მივიქცევით ყოველნი მოკვდავნი, ვინაცა დაფლვისა ჩვენისა გოდებასა ვგოდებთ და გალობით ვღაღადებთ და ვიტყვით საღმრთოსა ამას გალობასა: ალილუია.



მგალობელთა: რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს, ალილუია. (3-გზის).


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ქრისტე შეგვიმოსიეს, ალილუია.


რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს, ალილუია.



დიაკონმან: მოხედენ


მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.


მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.


დიაკონმან: სიბრძნით.


ბრწყინვალე შვიდეულში წესის აგებისას თითოეულ დღეს იკითხება შესაბამისი წარდგომა და სამოციქულო.


აქ მოცემულია შვიდივე დღის წარდგომანი და სამოციქულონი.




კვირას აღდგომის დღეს


წარდგომა, ხმა 8:


მკითხველმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისა: ესე არს დღე, რომელ ჰქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა.


მგალობელთა: ესე არს დღე, რომელ ჰქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა.


მკითხველმან: (მუხლი) აუარებდით უფალსა რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.


მგალობელთა: ესე არს დღე, რომელ ჰქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა.


მკითხველმან: ესე არს დღე, რომელ ჰქმნა უფალმან.


მგალობელთა: ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა.



დიაკონმან: სიბრძნით.


მკითხველმან: საქმე წმიდათა მოციქულთა საკითხავი.


დიაკონმან: მოხედენ.


საქმე მოციქულთა I, 1-8.


პირველი იგი სიტყვა ვყავ ყოველთათვის, ჰოი ღმრთის მოყვარეო თეოფილე, რომელთა იწყო იესო ყოფად და სწავლად ვიდრე ამაღლებადმდე, რომელთადმდე ამცნებდა მოციქულთა სულითა წმიდითა, რომელნი გამოირჩინა, რომელთაცა წარუდგინა თავი თვისი ცხოველი, შემდგომად ვნებისა მისისა, მრავლითა ჭეშმარიტითა სახითა. ორმეოცთა დღეთა ეჩვენებოდა მათ და ეტყოდა სასუფეველისათვის ღმრთისა და თანა ექცეოდა მათ, და ამცნებდა: იერუსალიმით ნუ განეშორებით, არამედ მოელოდეთ აღთქმასა მამისასა, რომელი გესმა ჩემგან. რამეთუ იოანე ნათელ-სცემდა წყლითა, ხოლო თქვენ ნათელ-იღოთ სულითა წმიდითა, არა მრავალთა ამათ დღეთა შემდგომად. ხოლო რომელნი იგი შეკრებულ იყვნეს, ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: უფალო, უკეთუ ამათ ჟამთა კვალად მოაგო სასუფეველი ისრაელსა? ხოლო მან ჰრქვა მათ: არა თქვენი არს ცნობა ჟამთა და წელთა, რომელნი იგი მამამან დასხნა თვისითა ხელმწიფებითა, არამედ მოიღოთ ძალი მოსლვასა სულისა წმიდისასა თქვენ ზედა, და იყვნეთ ჩემდა მოწამე იერუსალიმს და ყოველსა ურიასტანსა და სამარიასა, და ვიდრე დასასრულადმდე ქვეყანისა.


მკითხველმან: ალილუია (3-გზის).


მგალობელთა: ალილუია (3-გზის).


მკითხველმან: (მუხლი): შენ აღდეგ და შეიწყალე სიონი.


მგალობელთა: ალილუია (3-გზის).


მკითხველმან: (მუხლი): უფალმან ზეცით გარდამოიხილა.


მგალობელთა: ალილუია (3-გზის).



ორშაბათსა ბრწყინვალესა შვიდეულისასა


წარდგომა, ხმა 8:


მკითხველმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისა: ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი, და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი.


მგალობელთა: ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი, და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი.


მკითხველმან: (მუხლი): ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო.


მგალობელთა: ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი, და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი.


მკითხველმან: ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი


მგალობელთა: და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი.


დიაკონმან: სიბრძნით.


მკითხველმან: საქმე წმიდათა მოციქულთა საკითხავი.


დიაკონმან: მოხედენ.


საქმე მოციქულთა I, 12-17, 21-26.


მათ დღეთა შინა, მოიქცეს მოციქულნი იერუსალიმად მთისა მისგან, რომელსა ჰრქვიან ზეთისხილთა, რომელ-არს მახლობელ იერუსალიმისა შაბათის გზა ოდენ. და ოდეს შევიდეს, აღხდეს ქორსა მას, სადაცა იყოფოდეს პეტრე და იოანე, იაკობ და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათე, იაკობ ალფესი და სიმონ მოშურნე და იუდა იაკობისი. ესე ყოველნი იყვნეს განკრძალულ ლოცვასა და ვედრებასა, ერთბამად დედებითურთ და მარიამ დედით იესოსით და ძმებითურთ მისით. და ამათ დღეთა შინა, აღდგა პეტრე შორის მოწაფეთა (იყო რიცხვი ერისა მის ერთბამად, ვითარ, ას და ოც ოდენ) და თქვა: კაცნო ძმანო! ჯერ-იყო აღსრულებად წერილი, რომელი იგი წინასწარ სთქვა სულმან წმიდამან პირითა დავითისითა იუდასთვის, რომელი ექმნა წინამძღვარ შემპყრობელთა მათ იესოსთა. რამეთუ აღრაცხილ იყო ჩვენ თანა და ხვედრებულ წილი მსახურებისა ამის. ჯერ-არს უკვე ჩვენ თანა შეკრებითა ამათ კაცთა, ყოველსა ჟამსა, რომელსა შემოვიდა და განვიდა ჩვენდა უფალი იესო. იწყო ნათლისცემითგან იოანესით, ვიდრე დღედმდე ამაღლებისა მისისა ჩვენგან, მოწამედ აღდგომისა მისისა ჩვენ თანა ყოფად ერთი ამათგანი. და დაადგინეს ორნი, იოსებ, რომელსა ერქვა ბარსაბა, და მერმე ეწოდა იოსტოს, და მატათა. და ილოცეს და თქვეს: შენ, უფალო, ყოველთა გულთა მეცნიერო, გამოაჩინე ერთი ამათ ორთაგანი, რომელიცა გამოირჩიე, მიღებად წილი მსახურებისა ამის და მოციქულებისა, რომლისაგან განვიდა იუდა მისლვად ადგილსა თვისსა. და მისცნეს წილნი მათდა, გამოუხდა წილი მატათას, და თანა აღირაცხა ათერთმეტთა მათ მოციქულთა.


მკითხველმან: ალილუია (3-ბზის).


მგალობელთა: ალილუია (3-გზის).


მკითხველმან: (მუხლი): აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა უფალო.


მგალობელთა: ალილუია (3-გზის).


მკითხველმან: (მუხლი): ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა.


მგალობელთა: ალილუია (3-გზის).



სამშაბათსა ბრწყინვალესა შვიდეულისასა


წარდგომა, ხმა 3:


მკითხველმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისა: ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა.


მგალობელთა: ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა.


მკითხველმან: (მუხლი): რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი.


მგალობელთა: ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა.


მკითხველმან: ადიდებს სული ჩემი უფალსა.


მგალობელთა: და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა.


დიაკონმან: სიბრძნით.


მკითხველმან: საქმე წმიდათა მოციქულთა საკითხავი.


დიაკონმან: მოხედენ.


საქმე მოციქულთა II, 14-21.


მათ დღეთა შინა, აღდგა პეტრე და დადგა შორის ათერთმეტთა მათ და აღიმაღლა ხმა თვისი და ეტყოდა მათ: კაცნო ჰურიანო და ყოველნი რომელნი დამკვიდრებულ ხართ იერუსალიმს! ესე თქვენდა ცხად-იყავნ და ყურად-იხვენით სიტყვანი ჩემნი. რამეთუ არა ვითარ თქვენ ჰგონებთ, ვითარმედ ამათ სთრავს, რამეთუ არს ჟამი დღისა ამის მესამე. არამედ ესე არს თქმული იგი იოელ წინასწარმეტყველისა მიერ: და იყოს უკანასკნელთა დღეთა, იტყვის უფალი ღმერთი, მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ხორციელსა და წინასწარმეტყველებდენ ძენი თქვენნი და ასულნი თქვენნი და ჭაბუკნი თქვენნი, ხილვასა იხილვიდენ და მოხუცებულთა თქვენთა ჩვენებით განვეცხადო. და მონათა ჩემთა ზედა და მხევალთა ჩემთა ზედა, მათ დღეთა შინა მივჰფინო სულისაგან ჩემისა და წინასწარმეტყველებდენ. და ვსცე ნიშებ ცათა შინა, და სასწაულ ქვეყანასა ზედა, სისხლი და ცეცხლი და არმური კვამლისა. მზე გარდაიქცეს ბნელად და მთვარე სისხლად, პირველ ვიდრე მოწევნადმდე დღისა მის უფლისა დიდისა და განჩინებულისა. და იყოს ყოველმან, რომელმან ხადოს სახელსა უფლისასა, ცხოვნდეს.


მკითხველმან: ალილუია (3-გზის).


მგალობელთა: ალილუია (3-გზის).


მკითხველმან: (მუხლი): აღდეგ უფალო, განსასვენებელად შენდა, შენ და კიდობანი სიწმიდისა შენისა.


მგალობელთა: ალილუია (3-გზის).


მკითხველმან: (მუხლი) ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა, და არა შეურაცხ-ჰყოს იგი.


მგალობელთა: ალილუია (3-გზის).



ოთხშაბათსა ბრწყინვალესა შვიდეულისასა


წარდგომა, ხმა 6:


მკითხველმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისა: მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.


მგალობელთა მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.


მკითხველმან: (მუხლი): ისმინე, ასულო, და იხილე, და მოყავ ყური შენი.


მგალობელთა: მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.


მკითხველმან: მოვიხსენო სახელი შენი.


მგალობელთა: ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.


დიაკონმან: სიბრძნით.


მკითხველმან: საქმე წმიდათა მოციქულთა საკითხავი.


დიაკონმან: მოხედენ.


საქმე მოციქულთა II, 22-36.


მათ დღეთა შინა, ჰრქვა პეტრე ერსა მას: კაცნო ისრაიტელნო! ისმინეთ სიტყვანი ესე: იესო ნაზარეველი, კაცი განჩინებული ღმრთისა მიერ თქვენდა მიმართ ძალითა და ნიშებითა და სასწაულებითა, რომელნი იგი ჰქმნნა ღმერთმან მის მიერ შორის თქვენსა, ვითარცა იგი თქვენცა უწყით, ესე განჩინებითა ზრახვითა და წინასწარ ცნობითა ღმრთისათა, განცემითა ხელთა ურჯულოთათა, მიიყვანეთ და შემსჭვალეთ და მოჰკალთ, რომელი იგი ღმერთმან აღადგინა, და დახსნნა სალმობანი სიკვდილისანი; რამეთუ ვერ შესაძლებელ იყო დაყენება მისი მის მიერ. რამეთუ დავით იტყვის მისთვის: წინასწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რათა არა შევიძრა, ამისთვის განიხარა გულმან ჩემმან და გალობდა ენა ჩემი; უფროს ხორცთაცა ჩემთა დაიმკვიდრონ სასოებით. რამეთუ არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს, და არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელი. მაუწყენ მე უფალო გზანი ცხოვრებისანი, და აღმავსო მე სიხარულითა პირისა შენისათა. კაცნო ძმანო, ჯერ-არს თქმად განცხადებულად თქვენდა მიმართ მამათმთავრისა დავითისთვის, რამეთუ აღესრულა და დაეფლა, და საფლავი მისი არს ჩვენ შორის, ვიდრე მოდღეინდელად დღედმდე. წინასწარმეტყველი უკვე იყო და იცოდა, რამეთუ ფიცით ეფუცა მას ღმერთი, ნაყოფისაგან მუცლისა მისისა, ხორციელად აღდგინებად ქრისტესა, და დაჯდომად საყდართა მისთა. წინასწარ იცოდა და იტყოდა აღდგომისათვის ქრისტესისა, რამეთუ არა დაშთა სული მისი ჯოჯოხეთს, არცა ხორცთა მისთა იხილეს განსახრწნელი. ესე იესო აღადგინა ღმერთმან, რომლისა ვართ ჩვენ ყოველნი მოწამე; მარჯვენითა უკვე მისითა ამაღლდა, და აღთქმა სულისა წმიდისა მოიღო მამისაგან, და მოჰფინა, რომელსა ესე თქვენ აწ ხედავთ და გესმის. რამეთუ არა დავით ამაღლდა ზეცად, ვითარცა იტყვის იგივე: ჰრქვა უფალმან უფალსა ჩემსა: დასჯედ მარჯვენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქვეშე ფერხთა შენთა. განცხადებულად უკვე უწყოდენ ყოველმან სახლმან ისრაელისამან, რამეთუ უფალი და ცხებულ-ჰყო იგი ღმერთმან, ესე იესო, რომელი თქვენ ჯვარს აცვით.


მკითხველმან: ალილუია (3-გზის).


მგალობელთა: ალილუია (3-გზის).


მკითხველმან: (მუხლი): ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა.



მგალობელთა: ალილუია (3-გზის).


მკითხველმან: (მუხლი): რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი.


მგალობელთა: ალილუია (3-გზის).



ხუთშაბათსა ბრწყინვალესა შვიდეულისასა


წარდგომა, ხმა 3:


მკითხველმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისა: უგალობდით ღმერთსა ჩვენსა, უგალობდით, უგალობდით მეუფესა ჩვენსა, უგალობდით.


მგალობელთა: უგალობდით ღმერთსა ჩვენსა, უგალობდით, უგალობდით მეუფესა ჩვენსა, უგალობდით.


მკითხველმან: (მუხლი): ყოველთა წარმართთა აღიტყუელენით ხელნი თქვენნი, ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ხმითა სიხარულისათა.


მგალობელთა: უგალობდით ღმერთსა ჩვენსა, უგალობდით, უგალობდით მეუფესა ჩვენსა, უგალობდით.


მკითხველმან: უგალობდით ღმერთსა ჩვენსა, უგალობდით.


მგალობელთა: უგალობდით მეუფესა ჩვენსა, უგალობდით.


დიაკონმან: სიბრძნით.


მკითხველმან: საქმე წმიდათა მოციქულთა საკითხავი.


დიაკონმან: მოხედენ.


საქმე მოციქულთა II, 38-43.


მათ დღეთა შინა, ჰრქვა პეტრე ერთა მათ: შეინანეთ და ნათელ-იღეთ კაცად-კაცადმან თქვენმან სახელითა უფლისა იესო ქრისტესითა მისატევებელად ცოდვათა, და მოიღეთ ნიჭი სულისა წმიდისა. რამეთუ თქვენი არს აღთქმა და შვილთა თქვენთა და ყოველთა შორიელთა, რაოდენთა მოუწოდის უფალმან ღმერთმან ჩვენმან. და სხვითაცა მრავალითა სიტყვითა უწამებდა, ჰლოცვიდა მათ და ეტყოდა: სცხოვნდით ნათესავისა ამის დრკუსაგან. და რომელთა იგი სიხარულით შეიწყნარეს სიტყვა მისი, ნათელ-იღეს, და შეეძინნეს მას დღესა შინა სულნი, ვითარ სამ-ათასნი ოდენ. და იყვნეს განკრძალულ მოძღვრებასა მას მოციქულთასა და ზიარებასა და განტეხასა პურისასა და ლოცვასა. და იყო ყოველსა ზედა სულსა შიში, და მრავალნი ნიშები და სასწაულები მოციქულთა მიერ იქმნებოდა.


მკითხველმან: ალილუია (3-გზის).


მგალობელთა: ალილუია (3-გზის).


მკითხველმან: (მუხლი): გარდააცუ და წარემართე და სუფევდი ჭეშმარიტებისათვის და სიმშვიდისა და სიმართლისა.


მგალობელთა: ალილუია (3-გზის).


მკითხველმან: (მუხლი): შეიყვარე სიმართლე და მოიძულე უსჯულოება.


მგალობელთა: ალილუია (3-გზის).



პარასკევსა ბრწყინვალესა შვიდეულისასა


წარდგომა, ხმა 6:


მკითხველმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისა: ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი, და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი.


მგალობელთა: ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი, და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი.


მკითხველმან: (მუხლი): ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო.


მგალობელთა ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი, და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი.


მკითხველმან: ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი.


მგალობელთა: და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი.


დიაკონმან: სიბრძნით.


მკითხველმან: საქმე წმიდათა მოციქულთა საკითხავი.


დიაკონმან: მოხედენ.


საქმე მოციქულთა III, 1-8.


მათ დღეთა შინა, ერთბამად პეტრე და იოანე აღვიდოდეს ტაძარსა მას, ჟამსა ოდენ ლოცვისასა ცხრა ჟამს. და კაცი ვინმე იყო მკელობელი დედის მუცლითგან თვისით, რომელი იგი აღიკიდიან და დასვიან დღითი დღედ ბჭეთა თანა მის ტაძრისათა, რომელთა ერქვა შვენიერ, თხოვად ქველის-საქმისა შემავალთაგან ტაძრად, რომელმან იხილნა პეტრე და იოანე, შერავიდოდეს ტაძრად, და ითხოვდა ქველის-საქმესა მათგან. მიხედა მას პეტრე იოანეთურთ, და ჰრქვა: მოიხილე ჩვენდა. ხოლო იგი ჰხედვიდა მათ, და ელოდა მოღებად რაისამე მათგან. ჰრქვა მას პეტრე: ვერცხლი და ოქრო არა მაქუს ჩვენ; ხოლო რომელი მაქუს, გცეთ შენ: სახელითა იესო ქრისტეს ნაზარეველისათა აღსდეგ და ვიდოდე! და უპყრა ხელი მარჯვენე მისი და აღადგინა; და მეყუსეულად განემტკიცნეს ფერხნი მისნი და კოჭნი. და ხლდომით აღდგა და ვიდოდა, და შევიდა მათ თანა ტაძარსა მას, და ვიდოდა და ხლდებოდა, და აქებდა ღმერთსა.


მკითხველმან: ალილუია (3-გზის).


მგალობელთა: ალილუია (3-გზის).


მკითხველმან: (მუხლი): აღიარებენ ცანი საკვირველებათა შენთა უფალო.


მგალობელთა: ალილუია (3-გზის).


მკითხველმან: (მუხლი): ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა.


მგალობელთა: ალილუია (3-გზის).



შაბათსა ბრწყინვალესა შვიდეულისასა


წარდგომა, ხმა 6:


მკითხველმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისა: უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდეს?!


მგალობელთა: უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდეს?!


მკითხველმან: (მუხლი): უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა, ვისგან შევსძრწუნდე.


მგალობელთა: უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდეს?!


მკითხველმან: უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა.


მგალობელთა: ვისა მეშინოდეს?!


დიაკონმან: სიბრძნით.


მკითხველმან: საქმე წმიდათა მოციქულთა საკითხავი.


დიაკონმან: მოხედენ.


საქმე მოციქულთა III, 11-16.


მათ დღეთა შინა, ეპყრა განკურნებულსა მას მკელობელსა პეტრე და იოანე; შეკრბებოდა მათდა ყოველი ერი სტოასა მას, რომელსა რქვიან სოლომონისი, საკვირველებისა მისთვის. ვითარცა იხილა პეტრე, ჰრქვა ერსა მას: კაცნო ისრაიტელნო! რასა გიკვირს ამას ზედა? ანუ ჩვენ რასა გვხედავთ, ვითარცა თვისითა ძალითა, გინა ღმრთის-მსახურებითამცა გვექმნა სლვა მაგისი? ღმერთმან აბრაამისმან, და ისააკისმან, და იაკობისმან, ღმერთმან მამათა ჩვენთამან, ადიდა ძე თვისი იესო, რომელი თქვენ მიეცით და უარ-ჰყავთ წინაშე პილატესა, რომელმან ჰსაჯა განტევება მისი. ხოლო თქვენ წმიდა იგი და მართალი უარ-ჰყავთ, და ითხოეთ კაცი იგი კაცის მკვლელი მიმადლებად თქვენდა. ხოლო წინამძღვარი იგი ცხოვრებისა მოჰკალთ, რომელი ღმერთმან აღადგინა მკვდრეთით, რომლისა ვართ ჩვენ მოწამე. და სარწმუნოებითა სახელისა მისისათა, ამას რომელსა ხედავთ და იცით, განამტკიცა სახელმან მისმან, და სარწმუნოებამან მის მიერმან, მოსცა მას სიცოცხლე ესე წინაშე თქვენ ყოველთა.


მკითხველმან: ალილუია (3-გზის).


მგალობელთა: ალილუია (3-გზის).


მკითხველმან: (მუხლი): უფალი სუფევს, შვენიერება შეიმოსა, შეიმოსა უფალმან ძალი და გარე შეირტყა.


მგალობელთა: ალილუია (3-გზის).


მკითხველმან: (მუხლი) და რამეთუ დაამყარა სოფელი, რათა არა შეიძრას.


მგალობელთა: ალილუია (3-გზის).



სახარება აღდგომისა დღისა


დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმინდა სახარება.


მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.


მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.


მღვდელმან: იოანესაგან წმინდისა სახარებისა საკითხავი.


მგალობელთა: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.


დიაკონმან: მოხედენ.


სახარება იოანესი I, 1-17.


პირველითგან იყო სიტყვა, და სიტყვა იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყვა იგი. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა. ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თვინიერ მისა არცა ერთი რაი იქმნა, რაოდენი-რაი იქმნა. მის თანა ცხოვრება იყო და ცხოვრება იგი იყო ნათელ კაცთა. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. იყო კაცი მოვლინებული ღმრთისა მიერ, და სახელი მისი იოანე. ესე მოვიდა მოწამედ, რათა წამოს ნათლისა მისთვის, რათა ყოველთა რწმენეს მისგან. არა თუ იგი იყო ნათელი, არამედ რათა წამოს ნათლისა მისთვის. იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად. სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ შეიქმნა, და სოფელმან იგი ვერ იცნა. თვისთა თანა მოვიდა, და თვისთა იგი არა შეიწყნარეს. ხოლო რაოდენთა-იგი შეიწყნარეს, მოსცა მათ ხელმწიფება შვილ ღმრთისა ყოფად, რომელთა სწამს სახელი მისი. რომელნი არა სისხლთაგან, არცა ნებითა ხორცთათა, არცა ნებითა მამაკაცისათა, არამედ ღმრთისაგან იშვნეს. და სიტყვა იგი ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენ შორის, და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება ვითარცა მხოლოდ-შობილისა მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა. იოანე წამა მისთვის, ღაღად-ყო და თქვა: ესე არს, რომლისათვის ვთქუ: რომელი ჩემსა შემდგომად მოვალს, ჩემსა უწინარეს იყო, რამეთუ პირველ ჩემსა არს. და სავსებისაგან მისისა ჩვენ ყოველთა მოვიღეთ მადლი მადლისა წილ. რამეთუ სჯული მოსესგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება ქრისტე იესოს მიერ იქმნა.


მგალობელთა: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.


აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყვანის-ვცემთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იესოს, მხოლოსა ღმერთსა ჩვენსა, და ესრეთ ხმა ვყოთ: ჯვარსა შენსა თაყვანის-ვცემთ, ქრისტე მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი და ჩვენ შენსა გარეშე სხვა ღმერთი არა ვიცით. მოვედით ყოველნი მორწმუნენი, თაყვანის-ვცეთ ქრისტესა, ღმრთისა ჩვენისა, აღდგომასა, რამეთუ, აჰა, ესერა, მოიწია ჯვრისა მიერ აღდგომისა სიხარული ყოვლისა სოფლისა, მარადის ვაკურთხევდეთ ქრისტესა და უგალობდეთ აღდგომასა მისსა, რამეთუ ჯვარცმა თავს-იდვა ჩვენთვის და სიკვდილითა სიკვდილი განაქარვა.



გალობა 7.


ძლის-პირი: რომელმან ყრმანი იხსნნა სახუმილისაგან, რაჟამს განკაცნა, ივნო, ვითარ მოკვდავმან, და ვნებითა მოკვდავსა უხრწნელებისა შეჰმოსა სამოსელი მხოლომან კურთხეულმან, ღმერთმან მამათამან და ზესთა ამაღლებულმან.


დედანი ღმრთივ-განბრძნობილნი შემდგომად შენსა სრბით მირონითა მიგდევდეს ღმერთსა და რომელსა მოკვდავად გეძიებდეს, აღდგომილსა და ცხოველსა თაყვანის-გცეს და პასქა ესე საიდუმლოისა მოწაფეთა ახარეს.


სიკვდილითა სიკვდილისა შემუსრვასა ჯოჯოხეთისასა დღეს ვდღესასწაულობთ, დასაბამსა და მიზეზსა ახლისა ცხოვრებისასა უგალობთ, მხოლოსა კურთხეულსა ღმერთსა მამათასა და ზესთა აღმატებულსა.


ვითარ ჭეშმარიტ წმიდა და ყოვლად კრება არს, მაცხოვარებისა ესე ღამე და ყოვლად ნათლით-შემოსილ, დღე აღდგომისა წინა მახარებელი, ვინა საფლავისაგან, ზესთა ჟამთა ნათელი ხორცითა აღმოგვიბრწყინდა.



გალობა 8.


ძლის-პირი: ესე არს წმიდა და ჩინებულ დღე, საღმრთო დღე ესე ერთ-შაბათი, და დედუფალ და უფალ, და დღესასწაული დღესასწაულთა, კრება კრებათა, რომელსა შინა ვაკურთხევთ ქრისტესა საუკუნოდ.


მოვედით, ვეზიარნეთ ახლისა ამის ვენახისა ნაშობსა საღმრთოსა მხიარულებასა, ბრწყინვალესა დღესა აღდგომისა და ქრისტეს სუფევისასა, ვაქებდეთ ვითარცა ღმერთსა უკუნისამდე.


აღიხილენ თვალნი გარემოის, სიონ, და იხილე, რამეთუ აჰა მოვიდეს შენდა, ვითარცა მნათობნი, დასავალით, ჩრდილოით და აღმოსავალით, შვილნი შენნი კურთხევად ქრისტესა საუკუნოდ.


მამაო ყოვლისა-მპყრობელო და სიტყვაო და სულო სახიერო, ბუნებით ერთო, გვამით განყოფილო, ზესთა არსთაო და ზესთა ღმერთთაო, შენდამი ნათელ-ღებულ ვართ და შენ გაკურთხევთ მარადის.



გალობა 9.


ძლის-პირი: განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდება უფლისა შენ ზედა გამობრწყინდა, განცხრებოდე და იხარებდ, სიონ, და აწ შენცა იშუებდინ, ღმრთისმშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა.


ჰოი პასექო დიდო და დიდებულო ქრისტე, ჰოი სიბრძნეო ღმრთისაო და სიტყვაო და ძალო, მომეც ჩვენ უსრულესი მოღება მადლთა შენთა, დაუღამებელსა მას დღესა სუფევისა შენისასა.


ჰოი საღმრთო, ჰოი ყოვლად საყვარელი, ჰოი ტკბილი ხმა, რომლითა აღმითქვა უტყველად ჩვენ თანა ყოფა, ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა, რომელი გვაქუს წინდად სასოებისა მორწმუნეთა და ვიშუებთ მარადის.



განმანათლებელი აღდგომისა, ხმა 8:


ხორცითა მიიძინე, ვითარცა მოკვდავმან, მეუფემან და უფალმან, და მესამესა დღესა აღდეგ, და ადამი თანა-აღადგინე ხრწნილებისაგან და სიკვდილი დაჰხსენ, პასექო უხრწნელებისაო, სოფლისა მაცხოვარო.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ხორცითა მიიძინე, ვითარცა მოკვდავმან, მეუფემან და უფალმან, და მესამესა დღესა აღდეგ, და ადამი თანა-აღადგინე ხრწნილებისაგან და სიკვდილი დაჰხსენ, პასექო უხრწნელებისაო, სოფლისა მაცხოვარო.


ხოლო გალობასა ზედა ამათ დასდებელთასა იქმნების ამბორის-ყოფა ჩვეულებისაებრ და ეტყვიან მიცვალებულსა: ქრისტე აღდგა.



კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი.


გუნდნი ანგელოზთანი განკვირდეს, რაჟამს გიხილეს შენ მკვდართა თანა შერაცხილ, სიკვდილისა ძალისა დამარღვეველადი და ადამისა აღმადგინებელად, და ქვესკნელისა პყრობილთა ჯოჯოხეთით აღმომყვანებელად, ქრისტე ღმერთო, ყოვლად ძლიერო, და მადლობით გიგალობდეს შენ.


აღდეგინ ღმერთი, და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისაგან მისისა.


პასექი ბრწყინვალედ შვენიერი აღმოგვიბრწყინდა ჩვენ დღეს, პასქა ახალი წმიდა, პასქა სამღვდელო, პასქა ყოვლად ქებული, პასქა საიდუმლო, პასქა საუფლო, პასქა დიდი, პასქა უბიწო, პასქა რომელმან სამოთხისა ბჭენი დახშულნი განგვიხუნა ჩვენ, პასქა ყოველთა წმიდა-მყოფელი.


ვითარცა მოაკლდის კვამლსა, მოაკლდენ, და ვითარცა ცვილი რა დადნის წინაშე ცეცხლსა.


ხილვით მოვედით, დედანო მახარებელნო და სიონს არქუთ: მიიღეთ ხარება სიხარულისა ჩვენგან აღდგომისათვის, იშუებდ და განცხრებოდე, იერუსალემ, და იხილე ქრისტე მეუფე შენი, ვითარცა სიძე სასძლოით, გამომავალი საფლავით, და ღმრთივ-ბრწყინვალედ მივეგებვოდეთ.


ეგრეთ წარწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღმრთისა, და მართალნი იხარებდენ.


მენელსაცხებლენი დედანი ცისკარს მოვიდეს საფლავსა ზედა, ცხოვრების მომცემელისათა, და პოვეს ანგელოზი ლოდსა ზედა მჯდომარე. და მან ესრეთ ჰრქვა მათ: რასა ეძიებთ ცხოველსა მას მკვდართა თანა, ანუ რასა სტირთ უხრწნელსა გვამსა მისსა, წარვედით, არქუთ მოწაფეთა მისთა აღდგომა მისი დიდებული.


ესე არს დღე, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა.


პასექი საწადელი წმიდა და პასექი უფლისა ყოვლად-ქებული, ესერა აღმოგვიბრწყინდა საღმრთო პასექი; ამბორს-უყოთ, ძმანო, ურთიერთას სიწმიდით და სიხარულით, რამეთუ საფლავით დღეს გამოვიდა ქრისტე, ვითარცა სიძე სასძლოით, და დედანი მხიარულ-ყვნა და ჰრქვა მათ: ახარეთ ჩემთა მოციქულთა, ვითარმედ აღდგა უფალი.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.



ხმა 5:


აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ დღესასწაულსა ამას და ურთიერთას შევიტკბოთ და ვრქვათ ძმათა ჩვენთა, მოძულეთაცა ჩვენთა შეუნდოთ ყოველი აღდგომასა, და ესრეთ ღმრთივ-ბრწყინვალედ ღაღად-ვყოთ: ქრისტე აღდგა მკვდრეთით და სიკვდილითა სიკვდილი დათრგუნა და მყოფთა საფლავისათა ცხოვრება მიჰმადლა.


ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. (3-გზის)



კვერექსი


დიაკონმან: შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


დიაკონმან: მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა (ან მხევლისა) ამის შენისა (სახელი), რათა შეენდვნეს მას ყოველნი შეცოდებანი მისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


დიაკონმან: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


დიაკონმან: წყალობა ღმრთისა, და სასუფეველი ცათა, და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ. — უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო. - უფალო შეგვიწყალენ.


მღვდელმან: ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე, შენ უფალო განუსვენე სულსა მონისა შენისა (ან მხევლისა) (სახელი), ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწუანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა-იგი არა არს სალმობა, მწუხარება და სულ-თქმა, და ყოველნი ცოდვანი, ამის მიერ ქმნილნი, საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყვარემან ღმერთმან შეუნდვენ, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა სცოდოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი ჭეშმარიტ.


რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება სულისა მიცვალებულისა მონისა შენისა (ან მხევლისა) (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა-დაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.



ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.


მღვდელმან, ჩამოლოცვა: ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი. ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედისა მისისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთა, და ყოველთა წმიდათა მისთათა, სული ჩვენგან მიცვალებულისა მონისა ამის ღმრთისა (ან მხევლისა) (სახელი), საყოფელსა მართალთასა დააწესოს, წიაღთა შინა აბრაამისათა განუსვენოს, და ჩვენ შეგვიწყალნეს, ვითარცა სახიერ არს და კაცთ-მოყვარე.


მგალობელთა: ამინ.


ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი (3-გზის).


ლოცვა შემდგომად სიკვდილისა შესანდობელი


მღვდელმან: უფალმან იესო ქრისტემან ღმერთმან ჩვენმან, რომელმან საღმრთონი საიდუმლონი მისცნა წმიდათა მოწაფეთა და მოციქულთა თვისთა, შეკრვისა და განხსნისა ხელმწიფება ცოდვათა ზედა კაცთასა, განგებულებითა მით საღმრთოითა, და აწ მათ მიერ ჩვენცა მოგვეცა, მრავალ-მოწყალემან ღმერთმან შეგინდვნეს შენ, სულიერო შვილო (სახელი) რაოდენიცა სცოდე სოფელსა ამას შინა, ნებსით და უნებლიეთ, აწ და უკუნისამდე მოგიტევნეს უფალმან ყოველივე, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა, და ყოველთა წმიდათა მისთათა, ამინ.


შენდობის წიგნი მღვდელთმთავართა მიერ მისთვისცა ენებოს


მღვდელთმთავარმან: საზომისაებრ ჩემისა, მადლისაგან, ნიჭისა და ხელმწიფებისა, ყოვლად-წმიდისა და ცხოველისა სულისა მიერ მოცემულისა, მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიერ, საღმრთოთა და სამღვდელოთა თვისთა მოწაფეთა და მოციქულთა, შეკრვისა და განხსნისა ცოდვათათვის კაცთასა, რომელი ჰრქვა მათ: მიიღეთ სული წმიდა, რომელთა მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ, და უკეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ, ხოლო რაოდენნი შეჰკრათ და განხსნათ ქვეყანასა ზედა, იყავნ შეკრულ და განხსნილ ცათა შინა. ხოლო მათ მიერ მათ მაგიერად ჩვენდა ურთიერთას მოცემულისა მადლისა მიერ, იყავნ შენდობილ სულისა მიერ წმიდისა, საყვარელო შვილო (სახელი), რაოდენი სცოდე წინაშე ღმრთისა, ვითარცა კაცმან ხორციელმან, სიტყვით, საქმით, და გონებით, ნებსით და უნებლიეთ და ყოვლითავე სახითა. უკეთუ წყევასა და შეჩვენებასა მღვდელთმთავრისასა, გინა მღვდელისასა შთავარდი, ანუ მამისა, გინა დედისასა, ანუ თუ თავით თვისით კრულ იქმენ, გინა თუ ფიცსა გარდაჰხედ, ანუ ჟამთა ვითარებისაგან სხვათა ცოდვათა შინა შთავარდი ვითარცა კაცი, და იგი ყოველი სულიერსა მამასა და მოძღვარსა შენსა აღუარე და მის მიერ მოცემული კანონი გულითა კეთილითა შეიწყნარე და აღასრულე, ამათ ყოველთა კრულებათა და პყრობილებათაგან ხსნილ იყავ და განთავისუფლებულ და შენდობილ, ყოვლად-ძლიერისა ხელმწიფებისა და მადლისაგან საღმრთოისა და თაყვანის-საცემელისა სულისა მიერ, და რაოდენი დაგავიწყდა და ვერ აღიარე, ყოველივე შეგინდვნეს მოწყალემან ღმერთმან, თვისითა კაცთ-მოყვარებითა. მეოხებითა ყოვლად-კურთხეულისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის-ქალწულისა მარიამისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა, წმიდისა მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოსითა, (მოიხსენოს ვისიცა იყოს ხსენება) და ყოველთა წმიდათა მისთათა, ამინ.



წავასვენებთ მიცვალებულსა საფლავად და გზად ვგალობთ:


ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.


მღვდელი აკურთხებს მიწასა საფლავისასა და იტყვის კვერექსსაცა ასამაღლებელითურთ და შთავასვენებთ გვამსა მას საფლავსა შინა.


ამისა შემდგომად მოიღოს ზეთი და დაასხას გვამსა მას, ხოლო უკეთუ ზეთი არა იყოს და არა იშოებოდეს, ნაცვლად ზეთისა დააყრის ნაცარსა სასაკმევლისასა. მღვდელი მოიღებს ნიჩაბსა, და ნიჩაბითა მიწასა დააყრის გვამსა მას ჯვარის-სახედ და იტყვის მუხლსა ამას: უფლისა არს ქვეყანა და სავსება მისი, სოფელი და ყოველნი დამკვიდრებულნი მას შინა.


ტროპარი, ხმა 8:


ქვეყანაო შეიწყნარე შენ შორის ქმნილი პირველად ხელითა ღმრთისათა და აწ კვალად შენდა მოიცვალა მშობელისა თვისისა, რამეთუ ხატებისაებრ თვისისა შეიწყნარა შემოქმედმან თვისმან, და აწ შენცა შეიწყნარე გვამი ამისი.


და ესრეთ დაჰფარვენ საფლავსა წესისამებრ.