მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დიდი კურთხევანი

 

წესი, რომელი აღესრულების ჩვილსა ზედა აღსრულებულსა

 

მღვდელმან: კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


ფსალმუნი 90

 

1. რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისაითა, საფარველსა ღმრთისა ზეცათაისა განისუენოს.


2. ჰრქუას უფალსა: ხელის აღმპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას.


3. რამეთუ მან გიხსნეს შენ საფრხისა მისგან მონადირეთაისა და სიტყვისა მისგან განსაკრთომელისა.


4. ბეჭთ-საშუალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე; საჭურველად გარე-მოგადგეს შენ ჭეშმარიტებაი მისი.


5. არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი;


6. ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუა დღისა.


7. დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი - მარჯუენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ.


8. ხოლო შენ თუალითა შენითა ჰხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთაი იხილო.


9. რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასოი ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა.


10. არა შევიდეს შენდა ძვირი, და გუემაი არა მიეახლოს საყოფელთა შენთა.


11. რამეთუ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცუად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა;


12. ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი;


13. ასპიტსა და ვასილისკოსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი.


14. რამეთუ მე მესვიდა, და ვიხსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი.


15. ხმა-ჰყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიხსნა იგი და ვადიდო იგი.


16. დღეგრძელობითა განვაძღო იგი და უჩუენო მას მაცხოვარებაი ჩემი.


ამისა შემდგომად ალილუია ხმა 8.


დიაკონი: ალილუია, ალილუია, ალილუია.


მგალობელთა: ალილუია, ალილუია, ალილუია.


დიაკონი: ნეტარ-არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე, უფალო და დაიმკვიდროს ეზოთა შინა შენთა.


მგალობელთა: ალილუია, ალილუია, ალილუია.


დიაკონი: და სახსენებელი მათი თესლითი თესლადმდე.


მგალობელთა: ალილუია, ალილუია, ალილუია.



წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).


დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.


უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.


მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.



და ესე, ხმა 8.


სიღრმედ სიბრძნისა და კაცთ-მოყვარებისა, შემოქმედისა მიმართ და ღმრთისა ჩვენისა გვივი და ზღუდედ და შესავედრებელად, ყოვლად-წმიდაო, შენ მეოხ გვეყავ სულთა ჩუენთათვის.



ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.

 

5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.



კანონი ჩვილსა ზედა აღსრულებულსა, ხმა 8.


გალობა 1.


ძლის-პირი: ქვეყანასა მწყურნებსა ვითარცა ხმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგვიპტისათა განერა, ერი ისრაელთა. ღაღადებდა: მხსნელსა ჩვენსა და უფალსა უგალობდით.


განუსვენე უფალო ჩვილსა ამას.


ხორცითა დაგლახაკენ სიტყვა ღმრთისა, და ჩვილ ყოფად სათნო იყავ თვინიერ ცვალებისა. გევედრებით წიაღთა შინა აბრაამისათა დააწესე, ჩვილი ესე, რომელიცა შეიწყნარე.


განუსვენე უფალო ჩვილსა ამას.


ყრმად იხილვე შენ, უწინარესო ყოველთა საუკუნეთაო, და ყრმათა ვითარცა ღმერთმან აღუთქვი შენი სასუფეველი. ეგრეთვე ესე აწინდელიცა ჩვილი შეივედრე.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


პირველ გამოცდისა ქვეყანისა სიტკბოებათა, შეიწყნარე, ქრისტე მაცხოვარ, უბიწო ყრმა ესე, და საუკუნეთა კეთილთა ღირს-ყავ, ვითარცა სახიერ ხარ და კაცთ-მოყუარე.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


სიბრძნეო და სიტყვაო მამისაო ქრისტე, გამოუთქმელად შობილო, სულისა ჩემისა წყლულებანი ბოროტნი განკურნენ და გონებისა ტკივილნი დააყუდენ, გევედრებით.



გალობა 3.


ძლის-პირი: შენ დამამყარებელო კამარათა ცისათაო უფალო და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩვენ, სიყვარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთ-მოყვარეო.


განუსვენე უფალო ჩვილსა ამას.


ზესთა სრულებათა სიტყვაო, ყრმად გამოსჩნდი სრულიად, ყრმა ესე ჩვილი და უსრული ჰასაკითა, რომელიცა შენდამი მისცვალე, ყოველთა მართალთა და სათნო-ყოფილთა შენთა თანა განუსვენე, მხოლოო სახიერ და კაცთ-მოყვარე.


განუსვენე უფალო ჩვილსა ამას.


სოფლისა სიტკბოებათა წარმავალთა გამოუცდელი, წარუვალთა კეთილთა ზიარად გამოაჩინე, მოწყალეო, გევედრებით, უბიწო ესე ჩვილი, რომელიცა შეივედრე, საღმრთოთა სავანეთა დააწესე ბრძანებითა შენითა სახიერ.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


ზეცათა საყოფელსა და ბრწყინვალესა განსვენებასა და განათლებასა გუნდსა წმიდათა შენთასა, უფალო, ზიარ-ჰყავ უმანკო ყრმა ესე, რომელიცა შეივედრე, ვითარცა ინებე შენ, მაცხოვარო ჩვენო, და განუსვენე.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ხუებულ-ვიქმენ ყოველთა კეთილთაგან, ყოვლად-წმიდაო დედოფალო, და შენსა საფარველსა მოვივლტი. შემეწიე მე, რამეთუ მრავალნი ცოდვისა სიმდიდრენი მოვიგენ და კეთილთაგან ცალიერ-ვიქმენ, შენ შემიწყალე უბადრუკი ესე.


კვერექსი


დიაკონი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


დიაკონი: მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა (ან მხევლისა) ამის შენისა (სახელი), რათა შეენდვნეს მას ყოველნი შეცოდებანი მისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).


დიაკონი: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).


დიაკონი: წყალობა ღმრთისა, და სასუფეველი ცათა, და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ. – უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო.- უფალო, შეგვიწყალენ.


მღვდელმან: რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება სულისა მიცვალებულისა მონისა შენისა (ან მხევლისა) (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა-დაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


შემდგომად ასამაღლებელისა წარდგომა, ხმა 6:


ჭეშმარიტად ამაო არს ყოველივე წარმავალი, და ცხოვრება ესე უმედგრეს აჩრდილისა და სიზმრისა, რამეთუ ცუდად შფოთებს ყოველი მიწით შობილი, ვითარცა თქვა წიგნმან: რამეთუ ოდეს ყოველი სოფელი შევიძინოთ, მაშინ საფლავივე დავიმკვიდროთ, სადა-იგი ყოველნივე ერთბამად დაემკვიდრებიან, მეფენი და მთავარნი, მდიდარნი და გლახაკნი. ამისთვისცა ქრისტე ღმერთო, ამიერ მიცვალებულთა განუსვენე, ვითარცა მოწყალემან და კაცთ-მოყვარემან.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო, დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა ნუ დამაგდებ, და კაცობრივსა განზრახვასა ნუ მიმანდობ, არამედ შენ მეოხ მეყავ და მაცხოვნე მე.



გალობა 4.


ძლის-პირი: მესმა, უფალო, განგება საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა. განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეება შენი.


განუსვენე უფალო, ჩვილსა ამას.


არათუ ყრმათათვის ვგოდებთ, არამედ თავთა თვისთათვის უფროისად ვგოდებთ ფრიად მცოდველთათვის, რათა ვიხსნნეთ ჩვენ გეჰენიისაგან.


განუსვენე უფალო, ჩვილსა ამას.


ქვეყნიერთა გემოთაგან დაკლებულ-ჰყავ, მეუფეო, ჩვილი ესე, ხოლო ზეცისათა მათ კეთილთა ღირს-ყავ, ვითარცა მართლ-მსაჯულმან ღმერთმან.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


სამოთხისა მკვიდრად გიჩენს შენ, სანატრელო ჩვილო, რომელმან-ეგე ქვეყანით გიწოდა და გუნდსა მას წმიდათასა დაგაწესებს შენ.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


შენ, ღმრთისმშობელსა უხრწნელსა, უბიწოსა, ყოვლად განმანათლებელად ჩვენ ყოველნი გიცნობთ, რამეთუ მზე სიმართლისა გვიშევ ჩვენ გამოუთქმელად.



გალობა 5.


ძლის-პირი: ნუ სადა განმიშორებ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, რამეთუ დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედე და ნათელსა მცნებათა შენთასა წარმართე სლვა ჩემი, გევედრები.


განუსვენე უფალო, ჩვილსა ამას.


სიმართლისა შენისა მსჯავრითა, ვინაითგან პირველ აღორძინებისა შეივედრე ყრმა ესე, და ვითარცა ახალნერგი მისცვალე, სიტყვაო. აწ შეიწყალენ საღმრთოსა ქალაქსა შინა კეთილთა საუკუნეთასა დამკვიდრებად.


განუსვენე უფალო, ჩვილსა ამას.


ვითარცა ახალ-ნერგსა ზედა მახვილი მოიწია სიკვდილისა და მოგკვეთა შენ სოფლისა გემოთა გამოუცდელი, ნეტარო, არამედ ქრისტე ზეცისა ბჭეთა განგიხუამს და რჩეულთა თანა დაგაწესებს სახიერი.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


ჩემთვის ნუ სტირთ, რამეთუ ღირსი ტირილისა არარა მიქმნიეს მე, არამედ ცოდვათათვის თქვენთა სტიროდეთ მარადის, ძმანო ჩემნო და ნათესავნო და მეგობარნო, ხმობს ყრმა ესე, რათა არა ტანჯვით განიცადნეთ.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


თვით სასოწარკვეთილ ვიქმნები, ოდეს სიმრავლესა ბოროტთა ჩემთასა მივხედნე. ხოლო რაჟამს გონებასა ჩემსა ზესთა ცნობისა, მშობელი ღმრთისა მოვიღო, მისა მიმართ სასოება მაქვს და შუამდგომელად მას მოვიგებ.



გალობა 6.


ძლის-პირი: ვედრებასა ჩემსა განვფენ უფლისა მიმართ, და მას აღუარებ ბრალთა ჩემთა, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია და იონასაებრ ვღაღადებ: აღმომიყვანე მე, ღმერთო ჩემო.


განუსვენე უფალო, ჩვილსა ამას.


ვითარცა რა ყრმაი, ბაგასა მიიწვინე და მირქმულ-იქმენ მოხუცებულისა წიაღთა, რომელმან ყრმანი ცხოველ-ყვენ საშოსა დედისასა. პირველ მიწევნადმდე სისრულისა მისცვალე ყრმა ესე, ამისთვისცა მადლობით გევედრებით:


განუსვენე უფალო, ჩვილსა ამას.


ეტყოდი, უფალო, მოციქულთა: უტევეთ ყრმათა მაგათ მოსლვად ჩემდამდე, რამეთუ ეგევითართა სასუფეველი ცათა მიეცემის სიბრძნითა გამოუთქმელითა. ვინაცა ყრმა ესე, შენდა მიცვალებული, ნათელსა შენსა ღირს-ყავ.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


დაკლებულ-ყავ შენ ქვეყანისა კეთილთაგან ყრმა ესე, რათა ზეცისა კეთილთა ღირს-ჰყო. მიუწთომელსა ღმრთეებისა შენისა განგებულებასა ვადიდებთ, სახიერ, და მსჯავრთა შენთა უფსკრულსა აურაცხელსა, სულგრძელო.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


სულთა ჩვენთა მაცხოვრად, ზღუდედ და შესავედრებელად და სივრცედ ურვათა შინა მოგიგებთ, ღმრთისმშობელო, და ნათლითა შენითა განათლებულნი, ვიხსნებით ყოველთა ჭირთაგან.



კვერექსი


დიაკონი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


დიაკონი: მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა (ან მხევლისა) ამის შენისა (სახელი), რათა შეენდვნეს მას ყოველნი შეცოდებანი მისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).


დიაკონი: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).


დიაკონი: წყალობა ღმრთისა, და სასუფეველი ცათა, და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ. – უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო.- უფალო, შეგვიწყალენ.


მღვდელმან: რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება სულისა მიცვალებულისა მონისა შენისა (ან მხევლისა) (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა-დაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


კონდაკი ხმა 8.


წმიდათა თანა განუსვენე ქრისტე, სულსა მონისა შენისასა, სადა-იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულ-თქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.


იკოსი


შენ მხოლო ხარ უკვდავი, ყოვლად-ძლიერო, რომელმან ეგე შექმენ და დაბადე კაცი, ხოლო კაცნი ქვეყანით დავიბადენით, და კვალად მუნვე ქვეყანად და მიწად მივიქცევით ჩუენ, ვითარ-იგი სთქვი შემოქმედმან ჩემმან და მიბრძანე, ვითარმედ: მიწა ხარ და მიწადვე მიიქეც, სადა-იგი მივიქცევით ყოველნი მოკვდავნი, ვინაცა დაფლვისა ჩვენისა გოდებასა ვგოდებთ და გალობით ვღაღადებთ და ვიტყვით საღმრთოსა ამას გალობასა: ალილუია.


არარა არს დედისა უსაწყალობელეს, არცა მამისა უუბადრუკეს, რამეთუ ნაწლევნი მათნი მწარედ შეიწვებიან, ოდეს-იგი ყრმათა ამიერ წარგზავნიდენ, რამეთუ დიდი მწუხარება და ურვა გულსა სწყლავს უწყალოდ, უფროისღა ოდეს იგი ხმობს ტკბილად მეტყველი, და იხსენებენ სიტყვასა მისსა ჩვილებრ და ბრგუნილად ზრახვასა და მკვირცხლად ხლდომასა, ამისთვისცა მოწლედ წინაშე საფლავისა მათისა მკერდსა ცემითა მწარედ ხმობენ: ალილუია.


ჰოი, ძეო ჩემო და შვილო სასურველო, არა გესმისა დედისა შენისა, რომელსა ესრეთ გეტყვის შენ ცრემლით. აჰა წიაღი, რომლით გიტვირთევდი შენ, და ძუძუნი, რომელთა სწოვდი, დაუტევენ მშობელთა შენთა სიყვარული, არა-რას მომიგებ ჩვენ, არცა ჰზრახავ ჩვენ თანა, საყვარელო, ვითარ-იგი მზრახევდ ჩვენ მარადის, არამედ სდუმ და უსიტყულ ხარ. ეჰა, საკვირველი, ვითარ დასდუმნა და უტყვ-იქმნა, რომელი ტკბილად ხმობდა ჩვენ თანა: ალილუია.


ღმერთო, ღმერთო ჩვენო, რომელმან მიწოდე მე, აწ ნუგეშინის-მცემელ ექმენ სახლსა ჩემსა, რამეთუ გლოვა ფრიად დიდი ეწია მათ მწარედ, რამეთუ მხედვენ მხოლოდ-შობილსა ძესა მათსა აღსრულებულსა. არამედ შენ, დედისაგან ქალწულისა შობილო, დედისა ჩემისა გული, მწარედ შემწვარი, შეაცვრიე და განაგრილე გული მამისა ჩემისა, ვინაიცა დაფლვისა ჩემისათვის მწარედ გოდებენ და ხმობენ ცრემლით და სულ-თქმით: ალილუია.


წმიდათა თანა განუსვენე ქრისტე, სულსა მონისა შენისასა, სადა-იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულ-თქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი.



გალობა 7.


ძლის-პირი: ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით, და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩვენთაო.


განუსვენე უფალო, ჩვილსა ამას.



აღწერე, ქრისტე, წიგნსა ცხოველთასა, ვითარცა მოწყალე ხარ და კაცთ-მოყვარე, ყრმა ესე, რათა სიხარულით უგალობდეს სიმტკიცესა დიდებისა შენისასა: ღმერთო მამათა ჩვენთაო, კურთხეულ ხარ შენ.

განუსვენე უფალო, ჩვილსა ამას.


ნათლითა პირისა შენისათა, ქრისტე, განანათლე ყრმა, ესე, სარწმუნოებით შენდა მიცვალებული, აწ უსრული ჰასაკითა, რომელი ხმობს შენდამი: უფალო ღმერთო მამათა ჩვენთაო, კურთხეულ-ხარ შენ.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


ჭირი სამარადისო ეწია მოყვარეთა შენთა, განშორებისა შენისათვის აწ, ხოლო შენ ჭეშმარიტად სიხარულისა მიზეზგექმნა, რამეთუ დაიმკვიდრე ყრმაო, ცხოვრება საუკუნო სასუფეველი.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


იხილე ჭირი ჩემი ქალწულო, რომელ მოაწიეს ცოდვათა ჩემთა, და პირველ განსლვისა ჩემისა ხსნა მომმადლე ძვირთაგან, ვედრებითა შენითა ღმრთისა მიმართ, წმიდაო.



გალობა 8.


ძლის-პირი: შვიდ-წილ აღაგზნა სახუმილი მძლავრმან ქალდეველთამან ყრმათათვის, გულის-წყრომით რისხვითა ძალისა მაღლისათა, იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განუხრწნელად, დამბადებელისა მიმართ და მხსნელისა ღაღად-ყო: აკურთხევდით ყრმანი და მღვდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.


განუსვენე უფალო, ჩვილსა ამას.


წიაღთა აბრაამისთა დაგამკვიდრებს შენ განსვენებასა, რომელსა შინა წმიდანი მარადის იშვებენ ადგილსა ლხინებისასა, სადა-იგი არს წყალი ცხოვრებისა, დაგაწესებს ქრისტე, ჩვენთვის ყრმა-ქმნილი, და ჩვენ უღაღადებთ მას, ყრმანი და მღვდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.


განუსვენე უფალო, ჩვილსა ამას.


ურვა სამარადისო გვექმნა და ცრემლთა მომატყუებელ განყოფა შენი ჭეშმარიტად, რამეთუ პირველ გემოს ხილვადმდე სიხარულითა სოფლისათა, დაუტევენ ქვეყანა ესე მშობელითურთ და წიაღნი დედისანი, არამედ აწ უკვე აბრაამის წიაღთა დაგამკვიდრებს შენ ქრისტე, ვითარცა ჩვილსა და ყოვლითურთ მწიკულ-შეუხებელსა.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


რაისათვის მგოდებთ მე ჩვილსა მიცვალებულსა, ხმობს უხილავად, რამეთუ ჩვილნი მარადის მართალთა თანა განისვენებენ ტკბილად. არამედ იგინი ღირს-არიან ცრემლთა, რომელთა არა უქმნიეს კეთილი. ხოლო ჩვენ ღმერთსა უგალობთ: ყრმანი და მღვდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


შეწევნად ჩემდა ისწრაფე, ღმრთისმშობელო, და ვედრებასა ჩემსა მოხედენ და მიხსენ მე მწარისა დასჯისა და ბოროტისა მისგან განჩინებისა და წყვდიადისაგან და ცეცხლისა და ღრჭენისაგან კბილთასა, ეშმაკთა კვეთებისა და ყოვლისაგან ჭირისა, უსასოთა სასოო და ცხოვრებაო ჩვენ მოკვდავთაო.



გალობა 9.


ძლის-პირი: განკვირდეს ზესკნელს ცანი და კიდენი ქვეყანისანი შეძრწუნებულ-იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოეცხადა და საშო შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინა. ამისთვის, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი ვითარცა ღირს-ხარ გადიდებენ შენ.


განუსვენე უფალო, ჩვილსა ამას.


ქრისტე, რომელი ჩვილ იქმენ ჩვენთვის თვინიერ ქცეულებისა და ჯვარსა დაემსჭვალე ნებსით, და დედისა ტკივილნი, მშობელისა შენისანი, მიხედვითა შენითა, აღუმსუბუქენ, ტკივილნიცა მწარენი მომკვდარისა ამის ჩვილისა მშობელთა მორწმუნეთანი, აღუმსუბუქენ.


განუსვენე უფალო, ჩვილსა ამას.


გამოავლინე, მეუფეო ყოველთაო, მაღლით ძალი შენი და შეიწყნარე სანატრელი ყრმა ესე, ვითარცა უმანკო მფრინველი აღფრენილი ზეცას. და იხსენ სული ამისი მრავალთა მტერისა საბრთხეთაგან და შეაერთე მართალთა თანა სასუფეველსა შენისა, უფალო.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


ღმრთისა სიტყვაო, უმანკოთა ყრმათა მიეც სამკვიდრებელი ცათა, ეგრეთვე სათნო-იყავ, სახიერ აღრაცხვად ყრმა ესე, ქმნილი შენ მიერ მკვიდრად შენ წინაშე. ხოლო მშობელთა ამისთა მორწმუნეთა, მწუხარებანი მათნი აღუმსუბუქენ, კაცთმოყვარე.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


თვალთა გულისა ჩემისათა მარადის აღვიხილავ შენდამი, რომელსა გაქვს დედობრივი კადნიერება შენგან შობილისა მიმართ, და შენ გევედრები, ყოვლად-უბიწოო, დააყუდენ ვნებანი სულისა ჩემისანი და აღმადგინე, ქალწულო, და ნათლითა შენითა განმაბრწყინვე.



კვერექსი


დიაკონი: მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


დიაკონი: მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა (ან მხევლისა) ამის შენისა (სახელი), რათა შეენდვნეს მას ყოველნი შეცოდებანი მისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).


დიაკონი: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).


დიაკონი: წყალობა ღმრთისა, და სასუფეველი ცათა, და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ უკვდავისა მეუფისა და ღმრთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ. – უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო.- უფალო, შეგვიწყალენ.


მღვდელმან: რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება სულისა მიცვალებულისა მონისა შენისა (ან მხევლისა) (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა-დაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


და ლოცვა ესე:


მღვდელმან: რომელი დაიცავ ჩვილთა, უფალო, სოფელსა ამას გონებითა შეუმწიკულებელითა, და წიაღთა აბრაამისათა შეიყვანებ და ადგილსა ნათლისასა განუსვენებ საუკუნოდ, სადაცა არიან სულნი მართალთანი, შეიწყნარე მშვიდობით სულიცა ყრმისა ამის შენისა (სახელი) ვითარცა შენ სთქვი. ვითარმედ ესე-ვითართა არს სასუფეველი ცათა.
რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.



განმანათლებელი:


აწ განვისვენე და ვპოვე ლხინება მრავალი, რამეთუ გარდავიცვალე ხრწნილებისაგან და მივიცვალე ცხორებად. უფალო, დიდება შენდა.


მუხლი: კაცი, ვითარცა თივა არიან, დღენი მისნი ვითარცა ყვავილი ველისა ეგრეთ აღყვავდეს.
აწ განვისვენე და ვპოვე ლხინება მრავალი, რამეთუ გარდავიცვალე ხრწნილებისაგან და მივიცვალე ცხორებად.
უფალო, დიდება შენდა.


მუხლი: რამეთუ განვლო სულმან მის შორის და არღარა იყოს და არცა იცნას ადგილი მისი.
აწ განვისვენე და ვპოვე ლხინება მრავალი, რამეთუ გარდავიცვალე ხრწნილებისაგან და მივიცვალე ცხორებად.
უფალო, დიდება შენდა.


მუხლი: და ჭეშმარიტება უფლისა ჰგიეს უკუნისამდე.
აწ განვისვენე და ვპოვე ლხინება მრავალი, რამეთუ გარდავიცვალე ხრწნილებისაგან და მივიცვალე ცხორებად.
უფალო, დიდება შენდა.


დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


გამოირჩიე დედად შენდა ქალწული, რამეთუ იშევ მისგან, ქრისტე, მხსნელო ყოველთაო, უფალო დიდება შენდა.



მღვდელმან:რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩვენო, და რომელი წმიდათა შინა განისვენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.



წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.


მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


დიაკონი: მოხედენ.


მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.


მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.


დიაკონი: სიბრძნით.


მკითხველმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისა, ხმა 8: ნეტარ-არს გზა იგი, რომელსაცა წარხვალ დღეს სულო, რამეთუ განმზადებულ არს შენთვის ადგილი განსვენებისა.


მგალობელთა: ნეტარ-არს გზა იგი, რომელსაცა წარხვალ დღეს სულო, რამეთუ განმზადებულ არს შენთვის ადგილი განსვენებისა.


მკითხველმან: (მუხლი): მოიქეც სულო ჩემო განსასვენებელად შენდა, რამეთუ უფალმან კეთილი გიყოს შენ.


მგალობელთა: ნეტარ-არს გზა იგი, რომელსაცა წარხვალ დღეს სულო, რამეთუ განმზადებულ არს შენთვის ადგილი განსვენებისა.


მკითხველმან: ნეტარ-არს გზა იგი, რომელსაცა წარხვალ დღეს სულო.


მგალობელთა: რამეთუ განმზადებულ არს შენთვის ადგილი განსვენებისა.



დიაკონი: სიბრძნით.


მკითხველმან: კორინთელთა მიმართ ეპისტოლე, წმიდისა, პავლე მოციქულისა საკითხავი.


დიაკონი: მოხედენ.


სამოციქულო 1 კორინთელთა 15; 39-45.


ძმანო, არა ყოველი ხორცი ერთ ხორც არს, არამედ სხვა არს კაცთა და სხვა ხორცი პირუტყვთა და სხვა ხორცი არს მფრინველთა და სხვა ხორცი არს თევზთა და ხორცნი იგი ზეცისათანი და ხორცნი იგი ქვეყანისათანი; არამედ სხვა არს ზეცისათა მათ დიდება და სხვა არს ქვეყანისათა. სხვა დიდება არს მზისა და სხვა დიდება არს მთვარისა და სხვა დიდება არს ვარსკვლავთა. რამეთუ ვითარცა-იგი ვარსკვლავი ვარსკვლავსა ჰმატს დიდებითა, ეგრეცა აღდგომა მკვდართა: დაეთესვის ხრწნილებით და აღდგების უხრწნელებით; დაეთესვის გინებით და აღდგების დიდებით; დაეთესვის უძლურებით და აღდგების ძლიერებით; დაეთესვის ხორცი მშვინვიერი და აღდგების ხორცი სულიერი. არს ხორცი მშვინვიერი და არს ხორცი სულიერი. ეგრეცა წერილ-არს: იყო პირველი იგი კაცი ადამ, სამშვინველად ცხოველად; ხოლო უკანასკნელი ადამ სულად განმაცხოველებელად.


მკითხველმან: ალილუია (3-გზის).


მგალობელთა: ალილუია (3-გზის).


მკითხველმან: (მუხლი): ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე, უფალო.


მგალობელთა: ალილუია (3-გზის).


მკითხველმან: (მუხლი): სულმან მისმან კეთილთა შინა განისვენოს და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქვეყანა.


მგალობელთა: ალილუია (3-გზის).


დიაკონი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმინდა სახარება.


მღვდელმან:მშვიდობა ყოველთა.


მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.


მღვდელმან: იოანესაგან წმინდისა სახარებისა საკითხავი.


მგალობელთა: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.


დიაკონი: მოხედენ.


სახარება იოანესი 6: 35-39.


ჰრქვა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: მე ვარ პური ცხოვრებისა; რომელი მოვიდეს ჩემდა, არა შიოდეს, და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, არასადა სწყუროდის. არამედ გარქუ თქვენ ვითარმედ: მიხილეთ მე და არა გრწამს. ყოველი რომელი მომცა მე მამამან ჩემმან, ჩემდა მოვიდეს; და რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე. რამეთუ გარდამოვხედი ზეცით, არა რათა ვყო ნება ჩემი, არამედ ნება მომავლინებელისა ჩემისა მამისა. ხოლო ესე არს ნება მომავლინებელისა ჩემისა მამისა, რათა ყოველი, რომელი მომცა მე, არა წარვწყმიდო მისგან, არამედ აღვადგინო იგი უკანასკნელსა მას დღესა.


მგალობელთა: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.



იქმნების შემთხვევა და შემდგომად დასდებელნი ესე. ხმა 7:


ჰოი მე, ვინ არა გტიროდეს, შვილო ჩემო, სოფლისა ამის შფოთთაგან მიცვალებულსა, რამეთუ ყრმა უსრული წიაღთაგან დედისათა, აწ ვითარცა მფრინველი აღფრინდები, ყოველთა დამბადებელისა წინაშე მოსწრაფედ. ჰოი შვილო, ვინ არა გგოდებდეს, ხედვიდეს რა პირსა შენსა, ყვავილებრ განბრწყინვებულსა, აწ განრყვნილად.


ჰოი, ვინ არა სულთ-ითქვამს, შვილო ჩემო, ტირილითა და არა გოდებს სიმრავლესა მას სიკეთისა შენისასა და წრფელად ქცევასა, მსგავსად კვალსა ნავთასა უჩინო-ქმნილსა, მეყსა შინა თვალთაგან ჩვენთა აღფრინვებულსა. აწ მოვედით, მოყვასნო ჩემნო და ნათესავნო და მეგობარნო, ჩემ თანა ამბორს-უყოთ და საფლავად წარვგზავნოთ.


სიკვდილი ყრმათა განსვენება არს, რამეთუ ამაოისა ამის სოფლისა მიერ მსწრაფლ განეშორნეს და განსვენებად მიიწინეს ზეცისა სიხარულსა და იშვებენ აბრაამის წიაღთა შინა და ყრმათა წმიდათა გუნდსა თანა განსცხრებიან აწ, რამეთუ განმხრწნელისა სოფლისა ამისგან უმანკოდ მიიცვალნეს.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


სიკვდილი დაესაჯა ადამს, ხისა გემოს-ხილვითა ედემს შინა პირველად, ოდეს გველმან გესლი წარმოსთხია, რამეთუ ამის გამო შემოვიდა სიკვდილი ნათესავისა მიმართ ადამისა. არამედ მოხვედ რა, მეუფეო, დასთრგუნე გველი და ჩვენ ცხოვრება მოგვანიჭე. ამისთვის გევედრებით, შეუნდვენ, მაცხოვარო, და რომელნი მისცვალენ, წმიდათა თანა განუსვენე.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ჭირვეულთა სალხინებელო, სნეულთა სიმრთელეო, ღმრთისმშობელო ქალწულო, იხსენ ქალაქი და ერი მბრძოლთაგან, მშვიდობაო და მყუდროებაო ღელვა-გვემულთაო, მხოლოო შესავედრებელო მორწმუნეთაო.



წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.


მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


ტროპარი ესე, ხმა 4:


სულთა თანა აღსრულებულთა მართალთასა, სულსა მონისა (მხევლისა) შენისა განუსვენე, მაცხოვარ, და ღირს-ჰყავ სანატრელსა მას ცხოვრებასა, კაცთმოყვარე.


განსასვენებელსა შენსა, მაცხოვარ, სადა ყოველნი წმიდანი შენნი მკვიდრ-არიან, განუსვენე სულსა მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისა, რამეთუ შენ მხოლო ხარ კაცთმოყვარე.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა


შენ ხარ ღმერთი, რომელი შთახედ ჯოჯოხეთად და დახსენ სალმობანი შესვენებულთანი, აწცა განუსვენე, ქრისტე ღმერთო, სულსა მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისასა.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


შენ მხოლოო, უბიწოო და უხრწნელო ქალწულო, რომელმან ჰშევ ღმერთი ხორც-შესხმული, მას ევედრე, რათა აცხოვნოს სული ამისი.



კვერექსი


დიაკონი: შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრები ისმინე და შეგვიწყალენ.


უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)


დიაკონი: მერმეცა გევედრებით განსვენებისათვის სულისა მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი), რათა შეენდვნეს მას ყოველივე შეცოდებანი მისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.


უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)


დიაკონი: რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან დააწესოს სული მისი, სადაცა მართალნი განისვენებენ.


უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)


დიაკონი:წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა და მიტევება ცოდვათა მისთა, ქრისტეს მიერ, უკვდავისა მეუფისა და ღვთისა ჩვენისაგან მისთვის ვითხოვოთ. უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მოგვმადლენ უფალო. - უფალო შეგვიწყალენ.


მღვდელმან: ღმერთო სულთაო და ყოველთა ხორციელთაო, რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე, შენ, უფალო, განუსვენე სულსა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი) ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა-იგი არა არს სალმობა, მწუხარება და სულთქმა, და ყოველნი ცოდვანი, მის მიერ ქმნულნი, საქმითნი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან, შეუნდვენ, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა სცოდოს, რამეთუ შენ მხოლო ხარ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა, და სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნო, და სიტყვა შენი ჭეშმარიტ.


ასამაღლებელი: რამეთუ შენ ხარ აღდგომა და ცხოვრება და განსვენება მიცვალებულისა მონისა (მხევლისა) შენისა (სახელი), ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანადაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


დიაკონმან: სიბრძნით.


მღვდელმან: ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო გვაცხოვნენ ჩვენ.


მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.


მღვდელმან: დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა.


მგალობელთა: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

– უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)

სახელითა უფლისათა უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გვაკურთხენ.


მღვდელმან: რომელი ცხოველთა და მკვდართა აღდგომა არს, ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედისა თვისისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულ თა მოციქულთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთა, და ყოველთა წმიდათა მისთათა, სული ჩვენგან მიცვალებულისა მონისა ამის ღმრთისა (ან მხევლისა) (სახელი) საყოფელსა მართალთასა დააწესოს, წიაღთა შინა აბრაამისათა განუსვენოს, და ჩვენ შეგვიწყალნეს, ვითარცა სახიერ არს და კაცთ-მოყვარე.


მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).


მღვდელი: ასხურებს აიაზმის წყალს.


საუკუნომცა არს ხსენება შენი, ღირსო ნეტარებისაო, და სამარადისოდ ხსენებულო ყრმაო (სახელი).


მღვდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


მღვდელმან: უფალო ღმერთო ჩვენო, რომელი დაიცავ ჩვილთა საწუთოსა ამას შინა ცხოვრებასა, ხოლო მერმესა მას საუკუნესა, სახიერებითა შენითა განუმზადებ სიწმინდისათვის მათისა, აბრაამისთა მათ წიაღთა, ნათელსა შინა ანგელოზთასა, სულებსა თანა მართალთასა. შენ უმეტესად სახიერო მეუფეო ქრისტე, სულიცა ესე ყრმისა ამის (სახელი) შეივედრე მშვიდობით და დააწესე იგი წმიდათა შენთა თანა, რამეთუ შენ თავადმან ჰბრძანე, ვითარმედ ესევითართა არს სასუფეველი ცათა, და შენი არს ძალი და დიდება, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ამისა შემდგომად ავიღებთ გვამსა მის ყრმისასა და წარვალთ საფლავად, წინა-ძღომითა მღვდელთა და დიაკონთა და ყოვლისა ერისათა, და მგზავრ ვიტყვით: წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).


საფლავად მისვლისა მღვდელმან მოიღოს ზეთი და დაასხას გვამსა მას, ხოლო უკეთუ ზეთი არა იყოს და არა იშოებოდეს, ნაცვალად ზეთისა დააყრის ნაცარსა სასაკმევლისასა.


რაჟამს შთავასვენებთ, პირველი მღვდელი დააყრის ნიჩბითა მიწასა და იტყვის:
უფლისა არს ქვეყანა და სავსება მისი, სოფელი და ყოველნი დამკვიდრებულნი მას შინა.


და ესრეთ დაჰფარვენ საფლავსა წესისამებრ.