- უფლისა მიმართ ვილოცოთ. – უფალო, შეგვიწყალენ.
.მეუფეო ქრისტე ღმერთო ჩვენო, მხოლოდ-შობილო ძეო და სიტყვაო მამისაო, რომელმან ყოველნივე კრულებანი ცოდვათა ჩვენთანი ვნებითა შენითა განხეთქენ, ვითარცა შეჰბერე პირთა მოციქულთა შენთათა და არქუ: მიიღეთ სული წმიდა, უკეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ. და უკეთუ ვინმე შეიპყრათ, შეპყრობილ იქმნენ. შენ, მეუფეო, რომელმან მიანიჭე წმიდათა მოწაფეთა შენთა ჟამთა რომელთამე, რათა წმიდასა ეკლესიასა შენსა, ქვეყანასა ზედა საღმრთოსა მსახურებასა აღასრულებდენ მოსატევებელად ცოდვათა და შეჰკრვიდენ და განხსნიდენ ყოველსა კრულებასა სიცრუისასა. ამისათვისცა გევედრებით აწ მონისა ამის შენისა (ან მხევლისა, სახელი), წარდგომილისა წინაშე შენსა, მოანიჭე ამას წყალობა შენი, და განხსენ კრულებათა მათგან ცოდვისათა, რაოდენი სცოდა ნებსით ანუ უნებლიეთ, ანუ სულმოკლე იქმნა და თქვა რაიმე ბოროტი, რამეთუ შენ უწყი კაცობრივისა ბუნებისა უძლურება, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყვარემან მეუფემან ყოველნი ნებსითნი და უნებლიეთნი ცოდვანი ამისნი შეუნდვენ. რამეთუ შენ ხარ, რომელი სწყალობ კრულთა და აღადგენ დაცემულთა, უსასოთა სასოო, და დაცემულთა ხელის აღმპყრობელო, განათავისუფლე ყოვლისა კრულებისგან ცოდვათასა მონაცა ესე შენი რამეთუ დიდებულ არს ყოვლად წმიდა სახელი შენი, მამისა და ძისა და სულისა წმიდისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
– უფლისა მიმართ ვილოცოთ. – უფალო, შეგვიწყალენ.
მოწყალეო უფალო, სახიერო და კაცთმოყვარეო, რომელმან მრავლითა წყალობითა შენითა მოავლინე მხოლოდშობილი ძე შენი ქვეყანასა ზედა, რათა განაქარვოს ცოდვათა ჩვენთა ხელით წერილი და განხსნას კრულნი და დამონებულნი ცოდვისა მიერ და რათა ჰქადაგოს წარტყვევნულთა მათ შენდობაი შეცოდებათა თვისთა. შენ, მეუფეო, მონაიცა ესე შენი ანუ მხევალი (სახელი) სახიერებითა შენითა – განათავისუფლე წინააღმდგომთა მათ კრულებათაგან და მოანიჭე ამათ ყოველი ჟამი და ალაგი უცოდველად, რამეთუ კადნიერად ითხოვდეს სინიდისითა კეთილითა უმაღლესთა კეთილსა შენთა და ღირს იქმნას დიდსა და მდიდარსა წყალობასა შენსა. რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.