მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დიდი კურთხევანი

 

ზიარება სნეულისა

 

მიიღებს მღვდელი ნაწილსა წმიდათაგან საიდუმლოთა, შთაასვენებს ბარძიმსა შინა და შთაასხამს მცირედ ღვინოსა, ვითარცაღა შესაძლო იყოს სნეულისაგან ადვილად მიღება მისი.


მღვდელმან: კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.

დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ, და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის, და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.


მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის)


დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


მოვედით თაყვანი-ვცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.


მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა, ღმერთსა ჩვენსა.


მოვედით თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.


სიმბოლო სარწმუნოებისა


მრწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არახილულთა;


და ერთი უფალი იესო ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდ-შობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველა საუკუნეთა, ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთ-არსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა. რომელი ჩვენთვის, კაცთათვის, და ჩვენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, განკაცნა და ჯვარს-ეცვა ჩვენთვის პონტოელისა პილატესზე, და ივნო, და დაეფლა და, აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა. და ამაღლდა ზეცად და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა. და კვალად მომავალ არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ;


და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყვანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყუელთა მიერ; ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლის-ღებასა მოსატევებელად ცოდვათა. მოველი აღდგომასა მკვდრეთით. და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესასა, ამინ.

 

 

ესრეთვე იტყვის:


მრწამს, უფალო, და აღვიარებ, რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტად ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისა, მოსრული სოფლად ცოდვილთა ცხოვრებად, რომელთაგან პირველი მე ვარ. კვალად მრწამს, რამეთუ ესე არს თვით უხრწნელი ხორცი შენი, და ესე არს თვით პატიოსანი სისხლი შენი. შენ უკვე გევედრები, შემიწყალე მე, შემინდევ შეცოდებანი ჩემნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, სიტყვით, და საქმით, ცნობით და უმეცრებით, და ღირს-მყავ მე დაუსჯელად ზიარებად უხრწნელთა საიდუმლოთა შენთა, მოსატევებელად ცოდვათა ჩემთა და ცხოვრებად საუკუნოდ, ამინ.


სერობასა საიდუმლოსა შენისასა დღეს, ძეო ღმრთისაო, ზიარებად შემიწყნარე, რათა არა მტერთა შენთა უთხრა საიდუმლო შენი. არცა ამბორს-გიყო, ვითარცა იუდა, არამედ ვითარცა ავაზაკი აღგიარებ შენ. მომიხსენე მე, უფალო, სასუფეველსა შენსა.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ, და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის, და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ღმერთსა შენგან განხორციელებულსა ვიცნობთ, ღმრთისმშობელო ქალწულო, მას ევედრე ცხოვრებად სულთა ჩვენთათვის.


უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის.)



ესრეთვე ლოცვა ესე:


მეუფეო, უფალო, იესო ქრისტე, მაცხოვარო ჩვენო, რომელსა მხოლოსა გაქუს ხელმწიფება მიტევებად ცოდვათა, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყვარემან ღმერთმან, უგულებელს-ჰყავ ყოველი, რაოდენიცა ცნობით და უმეცრებით შეგცოდა მონამან შენმან (ან მხევალმან) (სახელი), დაუსჯელად ღირს-ჰყავ ესე მიღებად ყოვლად-წმიდათა საიდუმლოთა შენთა, ნუ სასჯელად, ნუცა დასასჯელად, ნუცა დასართველად ცოდვათა, არამედ განსაწმედელად სულისა და ხორცთა, და წინდად სუფევისა შენისა, რამეთუ შემწეხარდა ზღუდე უბრძოლველი, და გარემიმაქცეველი წინააღმდგომთა, და განმწმედელი შეცოდებათა მისთა. რამეთუ მოწყალე და კაცთ-მოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.



ლოცვა მეორე:


უფალო, უწყი, რამეთუ არა ვარ ღირს, რათა სართულსა ქვეშე სახლსა სულისა ჩემისასა შემოხვიდე, ვინაითგან სრულიად უხმარ და დაცემულ არს, და არა გაქუს ჩემს შორის ადგილი ღირსი, სადა თავი მიიდრიკო. არამედ ვინაითგან გნებავს დამკვიდრება ჩემ შორის, ამისთვის მოწყალებისა შენისა მსასოებელი მოვივლტი შენდამი. ბრძანე განღებად კართა უღირსთა ბაგეთა ჩემთასა, რათა შენ მხოლოსა გეზიარო. შემოვედ ჩემ შორის, და განმწმიდე მე ყოვლისაგან ბიწისა ხორცთასა და სულისა, მეყავნ მე შემწე და ხელის-აღმპყრობელ, და ღირს მყავ მე მარჯვენით შენსა დადგომად. ლოცვითა და ვედრებითა, ყოვლად-წმიდისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის-ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა შენთათა, რომელნიცა საუკუნითგან სათნო-გეყვნეს შენ, რამეთუ კურთხეულ ხარ საუკუნეთა შინა უკუნისამდე, ამინ.



დასდებს ოლარსა თავსა მისსა ზედა და იტყვის ლოცვასა მესამესა:


უფალმან ღმერთმან ყოვლად-მოწყალემან შეგიწყალნეს შენ. უფალმან იესო ქრისტემან ყოველივე კეთილი თხოვა შენი მოგანიჭოს შენ. უფალმან ყოვლისა შემძლებელმან გიხსნას შენ ყოვლისაგან განსაცდელისა. უფალმან გასწავოს შენ. უფალმან განგაბრძნოს შენ. უფალი შეგეწიოს შენ. უფალმან გაცხოვნოს შენ. უფალმან დაგიფაროს შენ. უფალმან დაგიცვას შენ. უფალმან განგწმიდოს შენ. უფალმან სიხარულითა სულისათა აღგავსოს შენ. უფალი სულთა და ხორცთა შენთა გექმნეს თანაშემწე. უფალმან, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყვარემან, მოტევება ცოდვათა მოგანიჭოს შენ. უფალმან ღმერთმან იესო ქრისტემან დღესა შინა განსჯისასა შეგიწყალოს შენ, და გაკურთხოს შენ ყოველსა შინა დღესა ცხოვრებისა შენისასა. რამეთუ მისსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა-დაუსაბამოით მამით მისით და ყოვლადწმიდით, და სახიერით, და ცხოველს-მყოფელით სულით მისითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


უკეთუ იყოს სნეული იგი აღმსარებელი (მრევლი) მეყსეულად აზიარებს. ხოლო უკეთუ არა, კითხავს მას აღსარებასა. ისწრაფოს რათა არა რაიმე იქმნას დაფარულ და აღუარებელ ჟამსა მას წინაშე ღმრთისა, და შემდგომად აღსარებისა იტყვის შენდობის ლოცვასა მის ზედა.


უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან პეტრეს და მეძავსა ცრემლთა მიერ მიტევება ცოდვათა თვისთა მიანიჭე და მეზვერესა სახლსა მისლვითა სიხენეშენი გულთა მისთანი განუმართენ, ეგრეთვე მოხედე აღმსარებელსაცა მონასა ამას შენსა (ანუ მხევლისა) (სახელი) და, რაოდენი გცოდა სიტყვით, გინა საქმით, ანუ გონებით, მეცნიერებით ანუ უმეცრებით, ნებსით გინა უნებლიეთ, ამასცა, ჰოი კაცთ-მოყვარეო მეუფეო, შეუნდევ, რამეთუ შენ მხოლოსა გაქვს ხელმწიფება მიტევებად ცოდვათა. რამეთუ ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.



აზიარებს წმიდასა საიდუმლოსა და შემდგომად ზიარებისა იტყვის:


აწ განუტევე მონა შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი, რომელი განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა.


წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.


მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის)

 

ტროპარი დღისა.

 

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ვედრებითა, უფალო, ყოველთა წმიდათათა, და ღმრთისმშობელისათა, შენი მშვიდობა მომეც ჩვენ, და შემიწყალენ ჩვენ, ვითარცა მხოლომან მრავალმოწყალემან.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

სახელითა უფლისათა უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გვაკურთხენ.


მღვდელმან: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან, მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა თვისისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა, წმიდათა (მოიხსენოს ვისიცა იყოს ხსენება) და ყოველთა წმიდათა მისთათა, შეგვიწყალნეს და გვაცხოვნნეს ჩვენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთ-მოყვარე.


მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).