მეორისა ქორწინებისათვის თქმული, ნიკიფორეს მიერ კონსტანტინეპოლელ პატრიარქისა.
მეორესა ქორწილსა შინა გვირგვინი არა დაიდგმის, არამედ განიკანონების განყენებითა ზიარებისა უხრწნელისა საიდუმლოისათა.
მღვდელმან: კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ, და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის, და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
ოხითა მის დღისა ანუ რომლისაცა წმიდისა იყოს ეკლესია.
დიაკონი: მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: ზეგარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალოგელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: წმიდისა ამის ტაძრისათვის (ან მონასტრისათვის), სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა (მოიხსენოს მამამთავრისა სახელი) (და ეპისკოპოსისა სახელი, რომელიცა იყოს მმართველი ეპარქიისა) პატიოსანთა მღვდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა და ყოვლისა სამღვდელოისა დასისა და ერისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩვენისა, და მეუფებისა მისისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: მონისა ამის ღმრთისა (სახელი მამაკაცისა) და მხევლისა ამის ღმრთისა (სახელი დედაკაცისა) ღმრთისა მიერ დაცვისათვის და ურთიერთას მოქალაქობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა ცხოვრებდენ ესენი კეთილად შეერთებითა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: ყოვლად-წმიდისა უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთის-მშობელისა და მარადის-ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესა, ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ უფალო.
მღვდელმან: რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
უფალო საუკუნეთაო, რომელი განყოფილთა შეჰკრებ ერთად და საკრველითა სიყვარულისათა შეჰკრავ განუხსნელად, რომელმან აკურთხე ისააკი და რებეკა და მკვიდრად შენისა აღთქმისა გამოაჩინენ იგინი, ეგრეთვე აკურთხენ მონანიცა ესე შენნი (სახელი კაცისა და ქალისა) და წარუძეღუ ამათ საქმედ კეთილისა. რამეთუ მოწყალე და კაცთ-მოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონი: თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
მგალობელთა: შენ უფალო.
მღვდელმან: უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან წარმართთაგან დაიწინდე თავისა თვისისა ეკლესია ქალწული უბიწო, აკურთხე წინდობაცა ესე, შეაერთენ და დაიცვენ მონანიცა ესე შენნი (სახელებ)) მშვიდობით და ერთობით. რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანის-ცემა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღვდელმა მიიღოს ბეჭდები, პირველად მისცეს კაცსა ბეჭედი ქალისა. გამოსახავს ჯვარსა ბეჭდითა თავსა ზედა მათსა და იტყვის:
დაიწინდვის მონა ღმრთისა (სახელი კაცისა) და მხევალი ღმრთისა (სახელი ქალისა) სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
და გაუკეთებს კაცსა ბეჭედსა ქალისასა.
შემდეგ ეტყვის ქალსა:
დაიწინდვის მხევალი ღმრთისა (სახელი ქალისა) და მონა ღმრთისა (სახელი კაცისა) სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
და გაუკეთებს ბეჭედსა კაცისასა ქალსა.
შემდეგ შეუცვლიან მიმქმელნი (ანუ მეჯვარეები) ბეჭდებსა და მისცემენ თავ-თავისსა.
– უფლისა მიმართ ვილოცოთ. – უფალო, შეგვიწყალენ.
მეუფეო, უფალო, ღმერთო ჩვენო, რომელმან ყოველივე უწყი და ყოვლისა წინასწარ-მეცნიერ ხარ, რომელმან იცნი ყოველნი დაფარულნი ქმნულნი კაცთანი. გვილხინე ცოდვანი ჩვენნი, და უსჯულოებანი მიუტევენ მონათა ამათ შენთა, და წარუძეღუ ამათ სინანულსა, რაოდენიცა რა აქუს ცთომანი, ნებსითნი შეცოდებანი, და შეგინებანი უძლურებათანი, რაოდენიცა აქუს ბუნებასა კაცთასა, შეუნდევ, რამეთუ შენ ხარ შემოქმედი და დამბადებელი ყოველთა; რომელმან რააბ მეძავსა შენდობა მიანიჭე, და მეზვერისა სინანული შეიწირე, ნუ მოიხსენებ სიყრმითგან ვიდრე აქამომდე ცოდვათა ამათთა, უკეთუ უსჯულოებათაებრ მიაგებდე, უფალო, უფალო, ვინმე დაუთმოს, ანუ რომელი ხორციელი განმართლდეს შენ წინაშე, რამეთუ შენ მხოლო ხარ მართალ, უცოდველ, წმიდა, მრავალმოწყალე, შემწყნარებელ და მიმტევებელ მონანულთა კაცთა სიბოროტისა. შენ მეუფეო, მოხედე მონათა ამათ შენთა (სახელი მამაკაცისა და დედაკაცისა), შეაერთენ ესენი ურთიერთას სიყუარულითა, მოეც ამათ მეზვერისა მის მოქცევა, მეძავისა მის ცრემლნი, ავაზაკისა აღსარება, რათა ყოვლითა გულითა სინანულით მონანულნი და მშვიდობით შეერთებულნი და მცნებათა შენთა აღმასრულებელნი, ღირს-იქმნენ შენსა ზეცათა სასუფეველსა. რამეთუ შენ ხარ ყოველთა განმგებელი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონი: თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
მგალობელთა: შენ უფალო.
მღვდელმან: უფალო იესო ქრისტე, სიტყვაო ღმრთისაო, რომელი ამაღლდი პატიოსანსა და ცხოველსმყოფელსა ჯვარსა ზედა ჩვენთვის, ხელითწერილნი ჩვენნი განხეთქენ და მძლავრებისაგან ეშმაკისა გამოგვიხსნენ ჩვენ ულხინე ცოდვანი და უსჯულოებანი მონათა ამათ შენთანი, რამეთუ სიცხე და სიმძიმე დღისა და ხორცისა სიმხურვალე ტვირთვად ვერ ძალუძს. ამისთვის მოვიდნენ მეორისა ქორწილისა ზიარებითა შეერთებად, ვითარცა სჯულდებულ ჰყავ სიტყვისა მის საუნჯისა მოციქულისა პავლეს მიერ, თქვა რა ჩვენდა მომართ, მდაბალთა: „სჯობს ქორწინება, ვიდრე განხურვება“. შენ, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან, შეიწყალენ და შეუნდვენ, განკურნენ, იხსნენ, ულხინე, მიუტევენ ცოდვანი ამათნი და ჩვენნი, რამეთუ შენ ხარ, რომელმან უძლურებანი ჩვენნი მხართა ზედა იტვირთენ. არავინ არს უცოდველ თვინიერ შენსა, უფალო, უკეთუ ვინმე ცხოვრობდეს დღესაცა ერთსა სოფელსა შინა, იგიცა არა არს უცოდველ. არამედ შენ ხარ უცოდველი, რომელმან ხორცნი შეისხენ უცოდველად, და საუკუნო მომანიჭე ჩვენ უვნებელობა. რამეთუ შენ ხარ ღმერთი მონანულთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
ღმერთო წმიდაო, რომელმან დაჰბადე მიწისაგან კაცი და გვერდისა მისისაგან აღუშენე დედაკაცი, და შეაუღლე იგი შემწედ მისდა. ესრეთ განაგე დიდებულებითა შენითა, არა ყოფად მხოლოდ კაცი ქვეყანასა ზედა. და აწ შენ, მეუფეო, ამათ ზედა მოყავ ხელი შენი წმიდით სამკვიდრებელით შენით, და შეაერთენ მონანი ესე შენნი (სახელი) მამაკაცისა და დედაკაცისა), რამეთუ შენ მიერ შეერთდების კაცი და დედაკაცი. შეაუღლენ ესენი ერთითა გონიერებითა, გვირგვინოსან-ყვენ ესენი შეერთებითა, ერთხორც-ყავ და მოჰმადლე ამათ ნაყოფი მუცლისა, კეთილ-შვილიერებისა აღსრულება. რამეთუ შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
შემდგომად 3-გზის ჯვარი დასახოს მათ და 3-გზისვე თქვას ესე:
უფალო ღმერთო ჩვენო, დიდებითა და პატივითა გვირგვინოსან-ყვენ ესენი.
დიაკონი: მოხედენ.
მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონი: სიბრძნით.
მკითხველმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისა, ხმა 8: დაადგ თავსა მისსა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა, ცხოვრება გთხოვა და შენ მიეც მას.
მგალობელთა: დაადგ თავსა მისსა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა, ცხოვრება გთხოვა და შენ მიეც მას.
მკითხველმან: (მუხლი): რამეთუ მისცე მას კურთხევა უკუნითი უკუნისამდე და ახარო მას სიხარულითა პირისა შენისათა.
მგალობელთა: დაადგ თავსა მისსა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა, ცხოვრება გთხოვა და შენ მიეც მას.
მკითხველმან: დაადგ თავსა მისსა გვირგვინი ქვისა მისგან პატიოსნისა.
მგალობელთა: ცხოვრება გთხოვა და შენ მიეც მას.
დიაკონი: სიბრძნით.
მკითხველმან: ეფესელთა მიმართ ეპისტოლე, წმიდისა, პავლე მოციქულისა, საკითხავი.
დიაკონი: მოხედენ.
ძმანო, ჰმადლობდით ყოვლადვე ყოველთათვის, სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, ღმერთსა და მამასა. დაემორჩილენით ურთიერთარს შიშითა ქრისტესითა. ცოლნი თვისთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა. რამეთუ ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა, და იგი თავადი არს მაცხოვარი გვამისა. არამედ ვითარცა ეკლესია დამორჩილებულ არს ქრისტესა; ეგრეცა ცოლნი თვისთა ქმართა ყოვლითავე ქმართა გიყვარდეთ ცოლნი თვისნი, ვითარცა ქრისტემან შეიყვარა ეკლესია, და თავი თვისი მისცა მისთვის, რათა იგი წმიდა-ყოს, განსწმიდა იგი საბანელითა მით წყლისათა და სიტყვითა, რათა წარუდგინოს თავადმან თავსა თვისსა დიდებულად ეკლესია, რათა არა აქუნდეს მწიკულევანება, არცა ნაოჭ ბრძვილისა, არცა სხვა რა ესე-ვითარი, არამედ რათა იყოს წმიდა და უბიწო. ესრეთ ჯერ-არს ქმართა ცოლთა თვისთა სიყვარული, ვითარცა ხორცთა თვისთა, რამეთუ რომელსა უყვარდეს ცოლი თვისი, თავი თვისი უყვარს. რამეთუ არავინ სადა თავი თვისი მოიძულის, არამედ ჰზრდინ და ჰფუფუნებნ მას, ვითარცა ქრისტე ეკლესიასა, რამეთუ ასონი ვართ გვამისა მისისანი, ხორცთა მისთაგანნი და ძვალთა მისთაგანნი. ამისთვის დაუტეოს კაცმან მამა თვისი და დედა თვისი, და მიეკრვის ცოლსა თვისსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ხორც. საიდუმლო ესე დიდ არს. ხოლო მე ვიტყვი ქრისტესთვის და ეკლესიისა. გარნა თქვენცა კაცად-კაცადმან თვისი ცოლი ეგრეთ შეიყვარეთ, ვითარცა თავი თვისი. ხოლო ცოლსა მას რათა ეშინოდის ქმრისა.
მკითხველმან: ალილუია (3-გზის).
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
მკითხველმან: შენ უფალო, მიცვენ ჩვენ და დამიმარხენ ჩვენ, ამიერ თესლითგან და მიუკუნისამდე.
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
დიაკონი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
მღვდელმან: იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა.
დიაკონი: მოხედენ.
მას ჟამსა შინა ქორწილი იყო კანას გალილეასასა და მუნ იყო დედა იესოსი. მიჰხადეს იესოს და მოწაფეთა მისთა ქორწილსა მას, და ვითარ მოაკლდა ღვინო, ჰრქვა იესოს დედამან მისმან: ღვინო არა აქუს. ჰრქვა მას იესო: რა არს ჩემდა და შენდა, დედაკაცო? არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი. ჰრქვა დედამან მისმან მსახურთა მათ, ვითარმედ: რაცა გრქვას თქვენ, ყავთ! იყვნეს მუნ სარწყულნი ქვისანი ექვსნი მდგომარენი, მსგავსად განწმენდისა მის ჰურიათასა, რომელთა შთაასხიან საწყაული ორ-ორი, გინა სამ-სამი. ჰრქვა მათ იესო: აღავსენით სარწყულნი ეგე წყლითა! და მათ აღავსნეს იგინი პირისპირ, და ჰრქვა მათ: აღმოავსეთ აწ და მოართვით პურისა უფალსა! ხოლო მათ მოართვეს, და ვითარცა გემო იხილა პურისა უფალმან წყალი იგი, რომელი ღვინო იქმნა, და არა უწყოდა, ვინა იყო, გარნა მსახურთა მათ უწყოდეს, რომელთა აღავსნეს წყლითა. მოუწოდა პურისა უფალმან სიძესა და ჰრქვა მას: ყოველმან კაცმან კეთილი ღვინო პირველად წარმოდგის და ოდეს დაითრვნიან, მაშინ უჯერესიცა. ხოლო შენ დამარხე ღვინო კეთილი აქამომდე. ესე ქმნა დასაბამად სასწაულთა იესო კანას გალილეასასა და გამოუცხადა დიდება თვისი და რწმენა მისი მოწაფეთა მისთა.
მგალობელთა: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.
დიაკონი: ვთქვათ ყოველთა ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა ჩვენითა, ვთქვათ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: უფალო ყოვლისა-მპყრობელო, ღმერთო მამათა ჩვენთაო, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: შეგვიწყალენ, ჩვენ, ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიაკონი: მერმეცა გევედრებით სიმრთელისა, ცხოვრებისა, მშვიდობისა, მონისა ღმრთისა (სახელი კაცისა) და მხევლისა ღმრთისა (სახელი ქალისა) რათა უფალმან დაიფარნეს ესენი ვთქვათ ყოველთა.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთ-მოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან მაცხოვარებისა შენისა განგებულებითა ღირს-ყავ კანას გალილეასსა პატიოსნად გამოჩინებად ქორწილი იგი მუნ მისლვითა შენითა, შენვე აწ მონათა ამათ შენთა (სახელი მამაკაცისა და დედაკაცისა), რომელნი სათნო-იყვენ შეერთებად ურთიერთას, მშვიდობით და ერთობით დაიცევ. ქორწილი ამათი პატიოსნად, წმიდად და შეუგინებელად გამოაჩინე. საწოლი ამათი დაიფარე შეუძრველად. მოქალაქობა ამათი დამყარებულ-ყავ სათნო-ყოფითა შენითა, და ღირს-ყვენ ესენი სიბერისა სიპოხისასა მიწევნად, და ქმნად წმიდითა გულითა აღსრულებად წმიდათა მცნებათა შენთა.
რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი, ღმერთი წყალობისა და მაცხოვარებისა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა დაუსაბამოით მამით, და ყოვლად-წმიდით, სახიერით, და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონი: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: დღე ყოველი აღსრულებად, სიწმიდით, მშვიდობით და უცოდველად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო.
დიაკონი: ანგელოზი მშვიდობისა, სარწმუნო წინამძღვარი, მცველი სულთა და ხორცთა ჩვენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო.
დიაკონი: შენდობა და მოტევება ცოდვათა და უსჯულოებათა ჩვენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო.
დიაკონი: კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩვენთანი, და მშვიდობა სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო.
დიაკონი: შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩვენისანი მშვიდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო.
დიაკონი: ქრისტეანობითი აღსასრული ცხოვრებისა ჩვენისანი, უჭირველი, ურცხვენელი, მშვიდობითი, და კეთილი სიტყვის-გება წინაშე საშინელსა სამსჯავროსა ქრისტესსა, ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო.
დიაკონი: ერთობასა სარწმუნოებისასა, და ზიარებასა სულისა წმიდისა მთხოველთა, თავნი თვისნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ უფალო.
მღვდელმან: და ღირს-მყვენ ჩვენ, მეუფეო, კადნიერებით, დაუსჯელად კადრებად და ხდად შენდა ზეცათა ღმრთისა მამისა, და თქმად:
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონი: თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
მგალობელთა: შენ უფალო.
ამისა შემდგომად მოიღოს მღვდელმან ბარძიმი საყოველთაო და აკურთხოს და თქვას ლოცვა ესე.
ღმერთო, რომელმან ყოველივე შეჰქმენ ძლიერებითა შენითა და დაამტკიცე სოფელი და შემკულ-ყავ გვირგვინითა ყოველნი ქმნულნი შენ მიერ, შენვე ბარძიმი ესე საყოველთაო, რომელი გვიპყრიეს ზიარებად, წარსამართებელად ქორწილისა ამის გამოაჩინე, და აკურთხე კურთხევითა სულიერითა. რამეთუ კურთხეულ არს სახელი შენი და დიდებულ მეუფება შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღვდელმან მოიღოს ბარძიმი, და მისცეს პირველად სიძესა და მერმე სძალსა, და ქმნას ესე 3-გზის.
შეუღლებულნი ჩასჭიდეგენ მარჯვენესა ხელსა ურთიერთს.
მღვდელი წინა-უძღოდეს სასაკმევლითა და შემოუვლიან ანალოღიას 3-გზის და გალობენ:
ესაია, მხიარულ იყავ, ქალწულმან მუცლად-იღო, შვა ძე დაუსაბამო, ემმანუილ, ღმერთი და კაცი, აღმოსავალ სახელი მისი, მას ვადიდებდეთ და რომელმან შვა იგი, ვნატრიდეთ.
წმიდანო მოწამენო, რომელთა კეთილად იღვაწეთ, და გვირგვინოსან იქმენით, უფალსა ევედრენით ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა.
დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, მოციქულთა სიქადულო, მოწამეთა სიხარულო, რომელთა ჰქადაგეს სამებისა წმიდისა ერთ-არსება.
ამისა შემდგომად დასდგებიან კვალად ანალოღიის წინ.
მღვდელმან ჯვარი დასახოს სიძესა და თქვას:
განსდიდენ სიძე, ვითარცა აბრაამ, და იკურთხენ ვითარცა ისააკ, და განმრავლდინ ვითარცა იაკობ, სლვითა მშვიდობისათა, მოქმედებითა სიმართლისათა, მცნებათა ღმრთისათა.
და სძალსა ჰრქვას:
და შენ, სძალო, განსდიდენ, ვითარცა სარრა, და იშუებდ ვითარცა რებეკა, და განმრავლდინ ვითარცა რაქილ, სიხარულითა თვისისა ქმრისათა, დაცვითა მათისა მის სჯულისათა, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო ღმერთმან.
დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
ღმერთო, ღმერთო ჩვენო, რომელი მიხვედ კანას გალილეასასა და მუნ ქორწილი აკურთხე, შენ აკურთხენ მონანიცა ესე შენნი, რომელმანცა წინასწარმხედველობითა შენითა ქორწილისა ზიარებითა შეაერთენ. აკურთხენ ესენი შესლვად და გამოსლვად. განამრავლენ ყოვლითა კეთილითა ცხოვრება ამათი, და აღიხვენ გვირგვინნი ამათნი სასუფეველსა შენსა, უბიწოდ და შეუგინებელად, და უშფოთველად დაიცვენ საუკუნოდ, უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონი: თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
მგალობელთა: შენ უფალო.
მამამან, ძემან და წმიდამან სულმან, ყოვლად-წმიდამან და თანა-არსმან, ცხოველმან სამებამან, ერთ-ღმრთეებამან და ერთმეუფებამან, გაკურთხენ თქვენ, მოგმადლენ თქვენ დღეთა სიგრძე, შვილიერება, კეთილმოქალაქობა, სიმდიდრე და სარწმუნოება კეთილი და აღგავსნეს თქვენ ყოვლითა ქვეყნიერითა კეთილითა, და ღირს-გყვნეს თქვენ აღთქმულსა მას კეთილსა განსვენებასა, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა და ყოველთა წმიდათა მისთათა.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონი: სიბრძნით.
მღვდელმან: ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო გვაცხოვნენ ჩვენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.
მღვდელმან: დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა.
მგალობელთა: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
– უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)
სახელითა უფლისათა უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გვაკურთხენ.
მღვდელმან: რომელი კანას მივიდა და ქორწილი იგი პატიოსნად და წმიდად გამოაჩინა, ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან, მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა თვისისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა, წმიდათა და ღმრთივ-გვირგვინოსანთა მეფეთა და მოციქულთა თანა-ზიართა კონსტანტინე და ელენესითა, წმიდისა დიდისა მოწამისა პროკოპისათა, (მოიხსენოს ვისიცა იყოს ხსენება) და ყოველთა წმიდათა მისთათა, შეგვიწყალნეს და გვაცხოვნნეს ჩვენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთ-მოყვარე.
მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3-ბზის).
შემდგომად ამისა მოვლენ და დალოცვენ მათ, და იქმნების შემთხვევა ურთიერთას, და განასრულონ ესრეთ.