მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დიდი კურთხევანი

 

ლოცვა შვილობილობისა

 

ესრეთ ჯერ არს, რათა წარსდგეს საკურთხეველისა წინაშე, რომელსაცა ენებოს შვილება, ვაჟი იყოს თუ ქალი, და რომელსა ენებოს მამობა მისი გარეთ იდგეს კარზედ, და სანთლები ეპყრათ ანთებული ორთავე. ხოლო მღვდელი შეიმოსს სამკაულსა თვისსა და იტყვის:


მღვდელმან: კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ!

წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.


მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


ტროპარი მის დღისა და კონდაკი ეკლესიისა მის.


მღვდელი: – უფლისა მიმართ ვილოცოთ.

მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


მღვდელი: უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან საყვარელისა ძისა შენისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიერ, ძედ ღმრთისა გვიწოდე ჩვენ, შვილად წოდებად მადლითა ყოვლად ძლიერისა და წმიდისა სულისა შენისა მიერ, რომელმან სთქუ: მე ვარ მამა თქვენი და თქვენ ძენი ჩემნი. ეგრეთვე კაცთ-მოყვარეო მეუფეო, მოხედე წმიდით სამკვიდრებელით შენით მონათა ამათ შენთა, რომელნიცა ბუნებითა ხორციელითა შეერთებულ იქმნენ ურთიერთარს, ესენი მამად და ძედ შეაერთენ სულითა შენითა წმიდითა, დაამტკიცენ ესენი სიყვარულითა შენითა, შეჰკრენ ესენი კურთხევითა შენითა, აკურთხენ ესენი და დიდებითა შენითა განამტკიცენ, და სარწმუნოებითა შენითა დაიცვენ ყოვლისაგან უარის-ყოფისა, რათა არა უარის-მყოფელ იქმნენ ბაგითა თვისითა. იყავნ შუამდგომელ შეერთებისა ამათისა, რათა განუშორებელად ეგნენ ვიდრე უკანასკნელად აღმომშვინვადმდე, რომელიცა ერთობისა სიტყვა აღიარეს უტყველად დაიცვენ, რათა ერთობით ჰსცხოვნდებოდენ, რამეთუ შენ თვით მხოლო ხარ ცხოვრება და ჭეშმარიტი ღმერთი ჩვენი და ღირს-ჰყვენ ესენი დამკვიდრებად სასუფეველსა შენსა. რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანის-ცემა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


მგალობელთა: ამინ.


მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.


მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.


დიაკონმან:თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ.


მგალობელთა: შენ უფალო.


მღვდელმან: მეუფეო უფალო, ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, რომელმან პირველ ადამ ბუნებითა ხორციელითა შეკრულ-ჰყავ, ხოლო ქრისტე იესოს მიერ საყვარელისა ძისა შენისა და ღმრთისა ჩვენისა და მადლითა შენითა ნათესავად გამოგვაჩინენ. შენ, რომელმანცა უწყი ყოველივე პირველ დაბადებითგან, მონათა შენთა თავნი თვისნი შენდა მოუდრეკიან კურთხევისა შენისა მვედრებელთა, რათა შეკრვითა შენითა მამად და ძედ ურთიერთარს იწოდებოდენ და ღირს-ჰყვენ, ვითარცა შვენის შეერთება ამათი და შენ მიერითა შვილებისა შეერთებითა ღირსებით მოქალაქობდენ, და ვითარცა სხვანი ყოველნი ეგრეთვე, ესენიცა ადიდებდენ სახელსა მამისა, და ძისა, და სულისა წმიდისასა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.



და წარმოიყვანს მამა იგი ძესა მას წმიდისა ტრაპეზისაგან, ხოლო შვილი შეუვრდების ფერხსა და მამა იგი კისერსა ფერხსა დასდებს და იტყვის:


დღეს ძე ხარ ჩემი, მე დღეს მიშობიე შენ.


და აღადგენს იგი მას, და შეემთხვევიან ურთიერთარს, ხოლო მღვდელი ჩამოილოცავს და აკურთხევს მათ.


დიაკონმან: სიბრძნით.


მღვდელმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო გვაცხოვნენ ჩვენ.


მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.


მღვდელმან: დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა.


მგალობელთა: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)

სახელითა უფლისათა უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გვაკურთხენ.



მღვდელმან:, ჩამოლოცვა:

ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა თვისისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა და (მოიხსენოს ვისიცა იყოს ხსენება) შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე.


მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).