მოიყვანენ ყრმასა მას დედითურთ, განწმედელი მიმქმელიცა მის თანა იყოს. დასდგებიან გარეშე ბჭეთა ტაძრისათა.
მღვდელმან: კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ!
წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
ტროპარი წმიდისა, გინა ტაძრისა.
მეოხებითა, უფალო, ყოველთა წმიდათა შენთათა და ღმრთისმშობელისათა, მშვიდობა შენი მომეც ჩვენ, ვითარცა მოწყალე ხარ.
მღვდელი გამოსახავს ჯვარსა მათ ზედა, და ხელსა დასდებს თავსა ყრმასა მას ზედა და იტყვის:
– უფლისა მიმართ ვილოცოთ. – უფალო, შეგვიწყალენ.
უფალო ღმერთო ყოვლისა მპყრობელო, მამაო უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესო, რომელმან ყოველივე ბუნება სიტყვიერი და უსიტყვო სიტყვისა შენისა მიერ დაჰბადნე და ყოველივე არა-არსისაგან არსად მოიყვანენ. შენ გხადით, რომელმან ნებითა შენითა განაცხოველენ, განსწმიდენ მხევალიცა ესე შენი (სახელი დედისა) ყოვლისაგან ცოდვისა, და ყოვლისაგან მწიკულისა, მოსრული წინაშე შენსა წმიდასა ეკლესიასა შინა, რათა დაუსჯელად ღირს იქმნას მიღებად წმიდათა შენთა საიდუმლოთა.
უკეთუ არა იყოს ყრმა ცოცხალი, აქამდე წარვიკითხავთ ასამაღლებელითურთ.
რამეთუ სახიერი და კაცთ-მოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უკეთუ იყოს ცოცხალი, ბოლოსაც ვიტყვით:
და ამისაგან ნაშობი ყრმა ესე აკურთხე, განზარდე, წმიდა-ჰყავ, განაბრძვნე, კეთილგონიერ-ჰყავ, რამეთუ შენ მოიყვანე ესე და აჩვენე ნათელი ესე ხილული, რათა ღირს-იქმნეს უხილავისაცა ნათლისა ხილვად ჟამსა მას, რომელსაცა წინა განუწესებ, და თანა-აღრაცხულ იქმნას ესე წმიდასა სამწყსოსა შენსა, მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა მიერ, რომლისა თანა კურთხეულ ხარ ყოვლად-წმიდით სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მღვდელმან: – მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: - და სულისაცა შენისათანა.
დიაკონმან: – თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
მგალობელთა: – შენ უფალო.
უფალო ღმერთო ჩვენო, რომელი მოხვედ ცხოვრებად ნათესავისა კაცთასა, ეგრეთვე მოვედ მხევალსაცა ამას შენსა ზედა (სახელი) და ღირს-ჰყავ ესე ლოცვითა პატიოსნისა ამის მღვდელობისა შენისათა, მდგომარე წმიდასა შენსა კათოლიკე ეკლესიასა, შესლვად ტაძარსა ამას დიდებისა შენისასა და ღირს-ჰყავ ესე მიღებად პატიოსნისა ხორცისა და სისხლისა ქრისტეს შენისა. განჰბანენ ესე მწიკულისაგან ხორცთასა და სულისა, აღსრულებად მეორმეოცესა ამას დღესა, რომელიცა ღირს-იქმნა მოსლვად წმიდასა ტაძარსა შენსა, სადიდებელად ჩვენ თანა ყოვლადწმიდისა სახელისა შენისა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
– უფლისა მიმართ ვილოცოთ. – უფალო, შეგვიწყალენ.
უფალო ღმერთო ჩვენო, რომელი მეორმეოცესა დღესა ვითარცა ყრმა სჯულისაებრ ტაძრად აღხვედ მარიამის მიერ წმიდისა დედისა შენისა და მკლავთა ზედა მართლისა სვიმეონისთა მირქმა სათნო-იყავ. შენ მეუფეო ყოვლად-ძლიერო, აწ მოსრული ყრმა ესე აკურთხე, რათა განსცხადნეს შენ წინაშე ყოველთა დამბადებელისათა და ყოველთა კეთილთა საქმეთა ზედა აღზარდე, განაშორენ ამისგან ყოველნი წინააღმდგომნი ძალნი, სასწაულითა ნიშისა ჯვარისა შენისათა. შენ ხარ უფალო, რომელი დაიცავ ჩვილთა, რათა ღირს-იქმნას წმიდასა ნათლის-ღებასა შენსა. თანა-აღრაცხილ ჰყავ რჩეულთა სასუფეველისა შენისათა დაცული ჩვენ თანა მადლითა წმიდისა და თანა-არსისა და განუყოფელისა სამებისათა.
რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, და მადლობა, და თაყვანის-ცემა, თანადაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლადწმიდით, და სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მღვდელმან: – მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: - და სულისაცა შენისათანა.
დიაკონმან: – თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
მგალობელთა: – შენ უფალო.
ღმერთო და მამაო ყოვლისა-მპყრობელო, რომელმან ხმა-მაღლისა წინასწარმეტყველისა ისაიას მიერ წინასწარვე აღმითქვი ჩვენ, ქალწულისაგან შობა მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა, და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელი იგი უკანასკნელთა დღეთა ნებითა შენითა, და თანა-შეწევნითა წმიდისა სულისა შენისათა, ჩვენ კაცთა ცხოვრებისათვის, გამოუთქმელითა მოწყალებითა, მისგან ჩვილად გამოჩინება სათნო-იყო, და ჩვეულებისაებრ წმიდისა სჯულისა შენისა, შემდგომად აღსრულებისა დღეთა მათ განწმედისათა, ტაძრად მიყვანება თავს-იდვა, რომელი იგი სჯულის-მდებელი არს. მკლავთა ზედა მართლისა სვიმეონისთა მირქმა შეიწყნარა, რომლისა იგი საიდუმლოსა სახე წინასწარ თქმულისა წინასწარმეტყველისა მარწუხისა მიერ, და ნაკვერცხალისა საცნაურისა უწყებულისა გვეცნობა. რომლისა მიმსგავსებულად ჩვენცა მორწმუნენი, ახლისა მის მადლისა სჯულსა შენსა აღვასრულებთ. შენ თავადო მეუფეო, რომელი დაიცავ ჩვილთა უფალო, აწცა აკურთხე ყრმა ესე, მშობელთა და მიმქმელთა მისთა თანა და ღირს-ჰყავ ჟამსა მარჯვესა, წყლისა მიერ და სულისა წმიდისა ნათლის-ღებითა მეორედ შობად, და შეაერთე ესე წმიდასა სამწყსოსა სიტყვიერთა ცხოვართა შენთასა, რომელთა ზედა წოდებულ-არს სახელი ქრისტეს შენისა. რამეთუ შენ ხარ, რომელი მაღალთა შინა დამკვიდრებულ-ხარ, და მდაბალთა ჰხედავ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ თანა დაუსაბამოით მამით შენით და ყოვლად წმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოიყვანოს მღვდელმან ყრმა იგი, და ჯვარის სახედ გამოჰსახოს ყრმითა მით: პირველად გარეთ პარის-ბჭეთა ტაძრისათა და თქვას:
ეკლესიად მოვალს მონა ღმრთისა (სახელი) სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შევალს სახლსა შენსა, და თაყვანის-სცემს ტაძარსა წმიდასა შენსა.
მიიყვანს ყრმას შუა ტაძარში ანალოღიის წინ და იტყვის:
ეკლესიად მოვალს მონა ღმრთისა (სახელი) სახელითა მამისათა ძისათა და წმიდისა სულისათა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
და იტყვის: ეკლესიასა შინა გაქებდეს შენ.
მიიყვანს აღსავლის კარის წინ და იტყვის:
ეკლესიად მოვალს მონა ღმრთისა (სახელი) სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უკეთუ არს წული თაყვანის-სცემს ხატსა მაცხოვრისასა და შეიყვანს საკურთხეველად, და უკეთუ არს ასული, დაადგენს სამეუფოსა კარისა თანა, თაყვანის-სცემს ხატსა ყოვლად-წმიდისასა და იტყვის:
აწ განუტევე მონა შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი, რომელი განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა.
მღვდელმან:, ჩამოლოცვა:
ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა თვისისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა და (მოიხსენოს ვისიცა იყოს ხსენება) შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე.
მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).