აღმქმელი ყრმასა მას ტაძრად მიიყვანს და დაადგენს წინაშე ბჭეთა ტაძრისათა.
მღვდელმან: კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ!
წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
ოხითა მის დღისა ანუ რომლისასა წმიდისა იყოს ეკლესია.
მღვდელმან: დაჰბეჭდავს ჯვარითა ყრმასა მას: შუბლსა, პირსა და მკერდსა და იტყვის ლოცვასა ამას:
– უფლისა მიმართ ვილოცოთ. – უფალო, შეგვიწყალენ.
უფალო, ღმერთო ჩვენო, შენ გევედრებით, და შენ გხადით, გამოაჩინე ნათელი პირისა შენისა მონასა ამას შენსა ზედა (სახელი) და გამოსახე ამას ზედა ჯვარი მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა გულსა შინა ამისსა და გულის-სიტყვათა ამისთა, რათა ივლტოდეს ამაოებისაგან ამის სოფლისა და ყოვლისაგან ბოროტისა განზრახვისა მტერისა და რათა შეუდგეს ბრძანებათა შენთა. მოეც უფალო, რათა დაადგრეს სახელი შენი წმიდა ამას ზედა თვინიერ უარის-ყოფისა და შეაერთე ესე ჟამსა მარჯვესა წმიდასა შენსა ეკლესიასა სრულყოფად შესაძრწუნებელთა საიდუმლოთა ქრისტეს შენისათა, რათა მსგავსად მცნებათა შენთა მოქალაქობდეს და დაიცვას ბეჭედი აღუტეხელად და მიემთხვიოს სანატრელსა მას რჩეულთა შენთა სასუფეველსა. მადლითა და წყალობითა და კაცთ-მოყვარებითა მხოლოდ-შობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ-ხარ თანა ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მღვდელი: მიიყვანს ყრმასა წინაშე ბჭეთა წმიდათასა და დასდგების წინაშე ხატისა ყოვლადწმიდისა. გამოსახავს ყრმითა მით ჯვარის სახედ და იტყვის: გიხაროდენ მიმადლებულო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი. იხარებდ შენცა, მოხუცებულო მართალო სვიმეონ, რამეთუ მიიქუ მკლავთა ზედა განმათავისუფლებელი სულთა ჩვენთა, რომელი მოგვანიჭებს ჩვენ დიდსა წყალობასა.
მღვდელმან:, ჩამოლოცვა:
ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა თვისისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა და (მოიხსენოს ვისიცა იყოს ხსენება) შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე.
მგალობელთა ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).