მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დიდი კურთხევანი

 

წინასიტყვაობა

 

მოგეხსენებათ, კურთხევანი გახლავთ საეკლესიო მსახურების უმნიშვნელოვანესი საიდუმლოებების და კურთხევების ერთად თავმოყრილი წიგნი. დავიწყე მუშაობა იმ მიზნით, რომ დაბეჭდილიყო მაღალი ხარისხის წიგნი. აიკრიფა ტექსტი და მაქსიმალურად დამუშავდა. დაიბეჭდა ერთ-ერთ საუკეთესო სტამბაში. კურთხევანი იბეჭდება ორ ნაწილად: დიდი და მცირე.


დიდ კურთხევანში ერთადაა თავმოყრილი ყველა იმ წესის და კურთხევის ტექსტი, რაც ჩვენს დროში გამოიყენება (ასევე მღვდელთმთავრის მიერ შესასრულებელი წესები).


მცირე კურთხევანში კი, მოცემულია ის წესები, რომლებიც ყოველდღიურად შეიძლება დასჭირდეს სასულიერო პირს.


გავითვალისწინე მოძღვართა თხოვნა და არ გამოვიყენე ტექსტის შემოკლებითი ფორმები და ყოველი მსახურების ტექსტი არის ზედმიწევნით სრული.


მცირე კურთხევანი 2017 წელს გამოიცა. ახლა კი, უფლის მადლით გახდა შესაძლებელი და დაიბეჭდა ეს წმინდა წიგნი „დიდი კურთხევანი“. დიდ კურთხევანში არის ისეთი ტექსტები, რომლებიც თანამედროვე მხედრული დამწერლობით და ერთად თავმოყრილი, ჯერ არ გამოცემულა. უსაზღვროა მადლიერება იმ ადამიანების მიმართ, ვინც საუკუნეების მანძილზე გულმოდგინედ ინახავდა და წიგნებად გამოსცემდა საღმრთისმსახორო ტექსტებს. ასევე, დიდი მადლობა ეკუთვნის ყველა იმ ადამიანს, ვინც დღესაც მონდომებით იღვწიან და დიდ შრომას ეწევიან საღმრთისმსახურო წიგნთა გამოსაცემად. მომავალში დიდი კურთხევანი დაიბეჭდება ნუსხა-ხუცური დამწერლობითაც, რადგან ეკლესია საუკუნეების მანძილზე სათუთად ინახავს და უფრთხილდება უძველეს ქართულ დამწერლობას და საუკუნოვან ქართულ ენას. ასევე, იგეგმება კონდაკის განმეორებით დაბეჭდვა.


უფალმან ინებოს ყოველივეს კეთილად განსრულება.


უკეთუ, წიგნში აღმოჩნდეს თვალს გამორჩენილი ხარვეზი, ყოველი თქვენგანისგან ვითხოვ შენდობას და პატიებას. გთხოვთ, მომიხსენეთ ლოცვებში.


† იღუმენი ათანასე სვანიძე †



წიგნი მომზადდა მუხიანის წმ. ბასილი დიდის, წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველის და წმ. იოანე ოქროპირის სახ. მამათა მონასტერში


მონასტრის დამაარსებელი და წინამძღვარი იღუმენი ათანასე სვანიძე


თბილისი, 2020



დაიბეჭდა უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით


წიგნის გამოცემაში მატერიალური წვლილი შეიტანეს: ნონა სვანიძემ, მარიამ გაჩეჩილაძემ და მაია თოფურიძემ.


ნებადართულია გასავრცელებლად საქართველოს საპატრიარქოს „ლიტურგიკის კომისიის“ მიერ: თავჯდომარე მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი


შემდგენელი: † იღუმენი ათანასე სვანიძე †