მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი მოიცავს მოვლენების ორ წლიურ ციკლს: უძრავი, რომელშიც თარიღები მყარად არის დადგენილი ღმრთისმსახურების წიგნებში, და მოძრავი, რომელშიც ყველა მოვლენა დამოკიდებულია დღეზე, როდესაც ვდღესასწაულობთ აღდგომას.
აღდგომის დღე გამოითვლება მზისა და მთვარის კალენდრით (ალექსანდრიული პასქალია) და იდღესასწაულება ყველა მართლმადიდებლურ ავტოკეფალურ ეკლესიასთან ერთად, (გარდა ფინეთისა, რომელიც გადავიდა გრიგორიანულ კალენდარზე) ისევე, როგორც მასთან დაკავშირებული ყველა მოვლენა სააღდგომო წრისა.
უძრავი ციკლის თარიღები აღინიშნება სხვადასხვანაირად: იულიანური კალენდრით (ე.წ. ძველი სტილით) და გრიგორიანული კალენდრით (თანამედროვე სამოქალაქო კალენდრით, ე.წ. ახალი სტილით).
რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, აგრეთვე იერუსალიმის, საქართველოს, პოლონეთის, სერბეთის ეკლესიაში მოვლენების უძრავი ციკლი აღინიშნება იულიანური კალენდრის მიხედვით, რომელიც 13 დღით განსხვავდება გრიგორიანული კალენდრისაგან. მაგალითად: ახალი საესკლესიო წლის დასაწყისი დადგენილია 1 სექტემბერს, მაგრამ სამოქალაქო კალენდრით არის 14 სექტემბერი.
დანარჩენ ათ ეკლესიაში უძრავი ციკლის თარიღებს აღნიშნავენ ე.წ. ახალიულიანური კალენდრით (იულიანური კალენდრიდან გადმოტანილია თარიღები უცვლელად და ჩასმულია გრიგორიანულ კალენდარში).
მაგალითად: ქრისტეშობას ზეიმობენ 25 დეკემბერს, რომელიც წინ უსწრებს ახალ წელს.
წარმოდგენილი მართლმადიდებლური კალენდარი საშუალებას იძლევა განვსაზღვროთ მარხვის და დღესასწაულების თარიღები 200-დან 20000 წლამდე.
კალენდრის რიცხვებზე კურსორის მიახლოებისას ჩნდება ინფორმაცია ამ დღის ღირსშესანიშნაობების შესახებ. თვის ნებისმიერ რიცხვზე დაჭერისას, ბმული გადაგიყვანთ შესაბამისი თარიღის სრულ ყოველდღიურ კალენდარზე. ბმულები ყოველდღიურ კალენდარზე მუშაობს 1905 დან 2036 წლებამდე.