1. Augsburg and Constantinople: the Correspondence between the Tubigen Theologians and Patriarch Jeremiah II of Constantinople on the Augsburg Confession. Trans. Mastrantionis G. Brookline, Mass.: Holy Cross Orthodox Press, 1982. P. 114.
2. Иллюстрированная библейская энциклопедия. Труд и издание архимандрита Никифора. Москва, 1891. Репринтное издание. М.: Терра; 1990. С. 314. “Иамврий”.
3. სინამდვილეში ეს სია არ მოიცავს ყველა იმ წიგნს, რომელიც ეკლესიამ ძველი დროიდან შემოინახა და რომელსაც იგი თვლის უფრო ფართო გარდამოცემის ნაწილად. მაგალითად, ენუქის წიგნი, რომლის ციტირებაც ხდება კანონიკურ წიგნებში, არ შევიდა ბიბლიურ კანონში. როგორიც არ უნდა იყოს ამის მიზეზი, ეკლესიამ შეინახა ეს წიგნი, მაგრამ არ ჩათვალა საჭიროდ მისი ღვთისმსახურებაზე კითხვა და კანონიკურ წიგნთა რიცხვში შეტანა.
4. მაგალითად, აქ დაწვრილებით არ არის განხილული საკითხი წმინდა წერილის უცდომელობის შესახებ, რადგანაც ეს აუცილებლობას არ წარმოადგენდა. დღეს რელიგიური სკეპტიციზმის ზრდასთან ერთად, ეს პრობლემა აქტუალური გახდა. ეპისტოლეების დღეს რომ დაწერილიყო, მათში აუცილებლად იქნებოდა განხილული ეს და ბევრი სხვა საკითხი. ასე რომ, უაზრობა იქნებოდა, გვემტკიცებინა, რომ რადგანაც ესა თუ ის საკითხი არ არის განხილული წმინდა წერილში, ძველი ქრისტიანები მას უმნიშვნელოდ სთვლიდნენ ან მასზე უარყოფითად პასუხობდნენ.
5. Шмеман А., протоиерей. Введение в литургическое богословие. Париж: Имка-Пресс; 1961. С. 67 и след.
6. ასეც იქცევა პროტესტანტული მეცნიერება, თუმცა პროტესტანტიზმის საფუძველში დევს მოძღვრება ბიბლიის - ქრისტიანული სწავლების ერთადერთი წყაროს - შესახებ, თანამედროვე პროტესტანტულ მეცნიერებაში ბოტონობენ მოდერნისტები, რომელთაც არ სწამთ ბიბლიის არც უცდომელობა და არც ღვთივსულიერება. ისინი ბიბლიას ქედმაღლურად უყურებენ და მისგან ირჩევენ მხოლოდ იმ ტექსტებს, რომლებიც მათ აწყობთ, დანარჩენს კი „პირველყოფილ მითოლოგიად და ლეგენდებად“ მიიჩნევენ. მათთვის ერთადერთი ავტორიტეტი საკუთარი თავია.
7. ვალდენსები - პიერ ვალდოს მიერ XII საუკუნეში ჩამოყალიბებული ეს სექტა გარკვეულწილად რეფორმაციის წინამორბედია. რომაული კათოლიციზმის მიერ დევნილი სექტის წევრები თავს აფარებდნენ ჩრდილო-დასავლეთ იტალიის მთებს. რეფორმაციის დაწყებასთან ერთად ისინი ამ მოძრაობის გავლენის ქვეშ მოექცნენ და შეერწყენ მას. ბევრი ადრეული პროტესტანტი ისტორიკოსი აცხადებდა, რომ ვალდენსები წარმოადგენდნენ „ჭეშმარიტი“ ქრისტიანების გადარჩენილ ნაწილს, რომელის სათავეს იღებს კონსტანტინემდელი დროიდან, თუმცა არც ერთი თანამედროვე სერიოზული ისტორიკოსი არ გააკეთებდა ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებას. იეღოვას მოწმეების მსგავსი ბევრი სექტა აგრძელებს მტკიცებას, რომ ვალდენსების მეშვეობით ისინი არიან ძველი ეკლესიის მემკვიდრეები. მიუხედავად იმისა, რომ ვალდენსები დღესაც არსებობენ და სულაც არ აიგივებენ თავს იეღოვას მოწმეებთან.
8. Augsburg and Constantinople... P. 115
9. იქვე გვ. 198. ნახე აგრეთვე: Ответы Иеремии лютеранам. М., 1866
10. იქვე გვ. 115
11. პოზიტივიზმი - ეს ტერმინი პირველად გამოყენებული იყო ოგიუსტ კონტის მიერ. ეს მიმდინარეობა ჭეშმარიტი, ნამდვილი ცოდნის ერთადერთ წყაროდ აცხადებს კონკრეტულ (ემპირიულ) მეცნიერებებს და უარყოფს ფილოსოფიური კვლევის შემეცნებით ღირებულებას. იგი სრულიად უარყოფს გონებაჭვრეტითობას, როგორც ცოდნის მიღების საშუალებას. თავისი არსებით პოზიტივიზმი ემპირიზმია, რომელიც გარკვეულ მიმართულებებში უკიდურეს ლოგიკურ დასკვნებამდეა მიყვანილი. მისთვის ყოველი ცოდნა ემპირიული ცოდნაა ამა თუ იმ ფორმით. (უფრო ვრცლად ნახე „ფილოსოფიური ლექსიკონი“ თბილისი 1987 გვ. 456. „პოზიტივიზმი“).
12. მაგალითად, წარსული ამბების განსაზღვრისათვის ემპირიული მიმართულების მეცნიერების მიერ გამოყენებული ერთ-ერთი მეთოდია ანალოგიის პრინციპი. რადგანაც ცოდნა ემყარება ცდას, რაიმე ჩვენთვის უცნობის გასაგებად ერთ-ერთი საშუალებაა - შევუსაბანოთ იგი რაიმე ჩვენთვის ცნობილს. ეს მეცნიერები ისტორიული ანალიზის საშუალებით გამოითვლიან წარსულში სავარაუდო შემთხვევის ალბათობას (მაგალითად იესო ქრისტეს აღდგომა) იმის საფუძველზე, რაც ცნობილია ჩვენი გამოცდილებიდან. ამიტომ, რადგანაც ამ ისტორიკოსებს თავიანთ ცხოვრებაში არ უნახავთ, მათი შეხედულებით, რაიმე ზებუნებრივი, ბიბლიაში აღწერილ ნებისმიერ სასწაულებრივ მოვლენას ისინი იღებენ, როგორც მითს ან ლეგენდას. და, რადგანაც ემპირიკოსისათვის „სასწაული“ ნიშნავს ბუნებრივი კანონების დარღვევას, ამის გამო სასწაულები არ არსებობს (განსაზღვრებსი გამო), რადგანაც ბუნებრივი კანონები განისაზღვრება ჩვენი იმაზე დაკვირვებით, რაც გვაქვს გამოცდილებაში. თუ ემპირიკი ნახავდა თანამედროვე ყოფიერების სასწაულს, მას იგი სასწაულად არ ჩათვლიდა, რადგანაც მისი შეხედულებით ეს არ იქნებოდა ბუნებრივი კანონების დარღვევა. ამგვარად, არ შეიძლება ითქვას, რომ ემპირიკოსები აყალიბებენ ტრანსცენდენტულ რეალობას. უფრო სწორად მათი საწყისი წინამძღვრების თავიდანვე უარყოფენ მათ არსებობას (ნახე G. E. Micholson, Jr. “Pannenburg on the Resurrection and Historical Method“. Scottish Journal of Theology, 33, April, 1980. P. 345-359).
13. Rev. Robert T. Osborn. “Faith as Personal Knowledge”. Scottish Jurnal of Theology, 28, February, 1975. P. 101-126.
14. Gerard Hasel. Old Testament Theology: Basic Issues in the Current Debate. Grand Rapids, 1982. P. 9.
15. იქვე. გვ. 7.
16. „ისტორიული“ ეგზეგეზის დეფექტების წარმოსაჩენად აქ განხილულია პროტესტანტიზმის ლიბერალური მიმართულება. მეტია ალბათობა, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი შეხვდეს კონსერვატორ ფუნდამენტალისტს ან ქარიზმატიკს იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი თავიანთ სარწმუნოებას საკმაროდ სერიოზულად იღებენ და ცდილობენ, სხვებიც მოაქციონ მასზე. ლიბერალური პროტესტანტული დენომინაციები უფრო თავისი მრევლის შენარჩუნებით არიან დაკავებული, ამიტომ ისინი არ არიან თავგამოდებული მისიონერები.
17. ისტორიულ-კრიტიკული მეთოდის უკიდურესობათა უფრო ღრმა კრიტიკა ნახე: T. Oden. Agenda for Theologu: After Modernity What? Grand Rapids, 1990. P. 103-147.
18. Св. Ириней Лионский. Обличение и опровержение лжеименного знания (Против ересей). М., 1871. Книга 1. Предисловие, 1-2.
19. Архимандрит Иларион (Троицкий). Христианства нет без Церкви. М., Православная беседа, 1992. С. 18.
20. იქვე გვ. 24
21. იქვე გვ. 47
22. Св. Викентий Леринский. Памятные записки. Казань, 1863.
23. Блаж. Августин. Христианская наука. Киев, 1835.