ათი მცნებიდან ერთ-ერთი „არა კაც ჰკლა“ კრძალავს ადამიანის მოკვლას პირადი ანგარიშსწორების გამო, უთანხმოების ნიადაგზე, ან ძარცვის მიზნით და სხვა, მაგრამ ეს მცნება არ კრძალავს იარაღის გამოყენებას სამშობლოს დასაცავად. ათი მცნება ღმერთმა მოსეს სინას მთაზე მისცა და იგი ჩაწერილია ძველ აღთქმაში, გამოსვლათა წიგნის მე-20 თავში. ამ ადგილიდან სულ რამდენიმე გვერდის შემდეგ, იმავე ძველი აღთქმის რიცხვთა წიგნში წერია: „ასე ელაპარაკა უფალი მოსეს: იძიე ისრაელიანთა შური მიდიანელებისაგან, მერე კი შეერთე შენს ხალხს. ასე ელაპარაკა მოსე ხალხს: საბრძოლოდ დარაზმეთ თქვენი ხალხი და დაესხან მიდიანს“ (რიცხ. 31,1-3).
მუხლი | თანამედროვე ქართულით | ძველი ქართულით | კომენტარი |
ისუ ნავეს ძე 8,1 | უთხრა უფალმა ისუს (ნავეს ძეს): ნუ შეგეშინდება და ნუ შედრკები; თან წაიყვანე მთელი მეომარი ხალხი, ადექი და დაეცი ჰაღაის, იცოდე, შენს ხელში ჩამიგდია ჰაღაის მეფე, მისი ხალხი, მისი ქალაქი და მისი ქვეყანა. | განა ღმერთი თავის თავს ეწინააღმდეგება? არა, იგი გვიკრძალავს ადამიანის მოკვლას, მაგრამ უშვებს იარაღის გამოყენებას სამშობლოს დასაცავად. | |
რომ. 13,1-4 | ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს
ხელმწიფებას; ვინაიდან არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღვთისაგან, ხოლო
არსებულნი ღვთის მიერ არიან დადგენილნი. ამიტომ ხელმწიფების მოწინააღმდეგე ეწინააღმდეგება ღვთის დადგენილებას, ხოლო მოწინააღმდეგენი მსჯავრს დაიტეხენ თავზე. რადგან უფროსნი საშიშნი არიან არა კეთილი საქმეებისათვის, არამედ ბოროტთათვის. თუ გსურს, რომ ხელმწიფებისა არა გეშინოდეს, კეთილი აკეთე და ქებას მიიღებ მისგან; ვინაიდან იგი ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტებას იქმ, გეშინოდეს, რადგან ტყუილად როდი ატარებს მახვილს; ის ღვთის მსახურია და რისხვით შურისმაძიებელი ბოროტმოქმედზე. |
ყოველი სული ჴელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილენ, რამეთუ არა არს ჴელმწიფებაჲ, გარნა ღმრთისაგან, და რომელნი-იგი არიან ჴელმწიფებანი, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან. ამიერითგან რომელი ადგებოდის ჴელმწიფებასა, ღმრთისა ბრძანებასა ადგების. ხოლო რომელნი-იგი ადგებოდიან, თავისა თჳსისა საშჯელი მიიღონ. რამეთუ მთავარნი იგი არა არიან საშინელ კეთილის მოქმედთა, არამედ ბოროტის მოქმედთა. გნებავს თუ, რაჲთა არა გეშინოდის ჴელმწიფებისაგან? კეთილსა იქმოდე და მოიღო ქებაჲ მისგან. რამეთუ ღმრთის მსახური არს შენდა კეთილისათჳს. ხოლო უკუეთუ ბოროტსა იქმოდი, გეშინოდენ, რამეთუ არა ცუდად ჴრმალ აბს; რამეთუ ღმრთის მსახურ არს შენდა, რისხვისათჳს შურის მეძიებელ ბოროტის მოქმედთათჳს. | ე.ი. ხელისუფლებას უფლება აქვს მახვილი აღმართოს ბოროტმოქმედზე და მას მოციქული ღვთის მსახურს უწოდებს. ხოლო თუ ხელისუფლება მახვილს, ე.ი. ჯარს ქვეყნის დასაცავად, შემოსეული მტრის წინააღმდეგ გამოიყენებს, ეს მაცხოვრის სიტყვების აღრსულება იქნება და არა მისი დარღვევა. |
ლუკა 3,14 | (ერთხელ იოანე ნათლისმცემელთა ჯარისკაცები მივიდნენ და) ეკითხებოდნენ: ჩვენ რაღა ვქნათ?.. ნურავის შეავიწროვებთ, ცილს ნუ დასწამებთ და თქვენს ჯამაგირს დასჯერდით. | ჰკითხვიდეს მას მჴედრად განწესებულნიცა იგი და ეტყოდეს: და ჩუენ რაჲ-მე ვყოთ? და მან ჰრქუა მათ: ნუვის აჭირვებთ, ნუცა ცილსა შესწამებთ და კმა გეყავნ როჭიკი თქუენი. | ჯარში სამსახური არ ეწინააღმდეგება ბიბლიას და ქრიატიანულ სარწმუნოებას. ეს რომ ასე იყოს, მაშინ იოანე ნათლისმცემელი ჯარისკაცებისგან სამხედრო სამსახურის დატოვებას მოითხოვდა. ის კი ამას არ ითხოვს. |
მათე 8,5-13 | იესო ქრისტე სამხედრო სამსახურის წინააღმდეგი არაა. კაპერნაუმში მაცხოვარს მსახურის განკურნება სთხოვა ასისთავმა (რომაელთა ჯარის ოფიცერმა). მას ისეთი რწმენა აღმოაჩნდა, რომ უფალმა თავის მიმდევრებს სამაგალითოდ დაუსახა. ასისთავი არ მალავს, რომ იგი სამხედრო მეთაურია და მას ხელქვეითი ჯარისკაცები ჰყავს, რაც ომის წარმოებასაც ითვალისწინებს. მაცხოვარს მისთვის არ მოუთხოვია სამხედრო სამსახურის დატოვება. | ||
I ტიმ. 1,18 | ამ მცნებას შენ განდობ, შვილო ტიმოთე, შენზედ მოვლენილი უწინდელი წინასწარმეტყველების თანახმად, რათა იომო, როგორც კეთილმა მეომარმა. | პავლე მოციქული თავის მოწაფეს მისაბაძად უსახავს მეომრობას. მოუწოდებს მას, რწმენაშიც ისეთი მტკიცე იყოს, როგორც მამაცი მეომარია. ჯარისკაცობა რომ საძრახისი საქმე იყოს, განა მოციქული მას კეთილი საქმის მაგალითის მოყვანისას ანალოგიად გამოიყენებდა? | |
2 ტიმ. 2,3 | იტანჯე ჩემთან ერთად, როგორც იესო ქრისტეს კეთილმა მეომარმა. | შენ უკუე ჭირი დაითმინე, ვითარცა კეთილმან მოღუაწემან ქრისტე იესუჲსმან. | |
იოანე 15,13 | იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავის სულს სწირავს თავის მეგობრებისთვის. | უფროჲსი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაჲთა სული თჳსი დადვას მეგობართა თჳსთათჳს. | სამშობლოს დასაცავად ომში სიკვდილი მაცხოვრის მცნების შესრულებაა. როცა მეომრების თავს სწირავენ მოყვასის, მოხუცების, ქალებისა და ბავშვების გადარჩენისათვის, ეს უდიდესი ქრისტიანული სიყვარულის გამოხატულებაა. |