მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

საძიებელი სექტანტურ სწავლებათა წინააღმდეგ

 

20. სანთლის, ლამპარის (კანდელის), საკმევლისა და კმევის შესახებ

 

სანთლისა და ლამპრის (კანდელის) ანთება ღვთისმსახურების დროს ეკლესიის სულიერ სიხარულსა და ზეიმს გამოხატავს. მორწმუნის მიერ ანთებული სანთელი სიმბოლურად ნიშნავს, რომ მისი გულიც ასევე გამთბარია ღვთისა და მისი წმიდანების სიყვარულით, რომლებიც ჯერ კიდევ ამ ქვეყნადაც მანათობელი ლამპარნი იყვნენ (იოანე 5,35). კანდელებისა და სანთლების ანთებით ეკლესია მიუთითებს, რომ მიუწვდომელ ნათელში მყოფი უფალი ქვეყანას თავისი სულიერი სინათლით განანათლებს (იოანე 8,12).

 

მუხლი თანამედროვე ქართულით ძველი ქართულით კომენტარი
გამოს. 25,31-36 გააკეთე სასანთლეები ხალასი ოქროსგან; ნაჭედი უნდა იყოს სასანთლე.   მას შემდეგ რაც უფალმა მოსეს ოქროს ქერუბიმების გაკეთება უბრძანა, სასანთლეებისა და ლამპრების (კანდელების) დამზადებაც დაავალა
გამოს. 25,37 გაუკეთე შვიდი ლამპარი, რომ აანთონ ეს ლამპრები მისი წინა მხარის გასანათებლად  
გამოს. 27,20-21 უბრძანე ისრაელიანებს, მოგიტანონ ზეთისხილის ზეთი გასანათებლად, რომ მუდმივად ენთოს ლამპარი. სადღესასწაულო კარავში კრეტსაბმელის გარეთ, რომელიც ფარავს მოწმობის კიდობანს, ანთებული ჰქონდეთ დილამდე უფლის წინაშე. ეს არის სამარადისო წეის ისრაელიანებისთვის თაობიდან თაობაში.  
გამოს. 30,1 გააკეთე სამსხვერპლო საკმევად; ურთხელისგან გააკეთე იგი.    
გამოს. 30,7 აკმიოს მასზე აარონმა სურნელოვანი საკმეველი; აკმიოს იგი დილაობით, როცა ლამორებს გაამზადებს.    
მალაქ. 1,11 რადგან დიდი იქნება ჩემი სახელი ხალხებში მზის აღმოსავლეთიდან დასავლამდე; ყოველ ადგილას დაუკმევენ საკმეველს ჩემს სახელს და წმიდა ძღვენს შემომწირავენ.   საკმეველი ღვთისთვის მოსაწონია
საქმე 20,8 ზედათვალში, სადაც ჩვენ ვიყავით შეკრებილები, ბევრი ლამპარი იყო. იყვნეს სანთელნი მრავალნი ქორსა მას ზედა, სადა-იგი შეკრებულ ვიყვენით. ახალ აღთქმაში არსად არ არის ნათქვამი საკმევლია და კმევის, სასანთლეთა და ლამპრების (კანდელების) აკრძალვის შესახებ. პირიქით, ისინი მრავალჯერაა ნახსენები
ფილიპ. 4,18 მივიღე ყოველივე და უხვად მაქვს; და კმაყოფილი ვარ, რომ მივიღე ეპაფროდიტესგან თქვენს მიერ გამოგზავნილი კეთილსურნელება, საამებელი მსხვერპლი, ღვთისთვის მოსაწონი.    
გამოცხ. 1,12-13 მივბრუნდი, რომ დამენახა ხმა, რომელიც მე მელპარაკებოდა, და მიბრუნებისას ვიხილე შვიდი ოქროს სასანთლე. შვიდი სასანთლის შუაში ვიხილე მსგავსი ძისა კაცისა, რომელსაც ემოსა მოსასხამი და გულმკერდზე ოქროს სარტყელი ერტყა. და მივიქეც მუნ ხილვად ჴმისა მის, რომელი მეტყოდა მე. და, ვითარცა მივიქეც, ვიხილენ შჳდნი სასანთლენი ოქროჲსანი; და შორის შჳდთა მათ სასანთლეთა მსგავსი ძისა კაცისაჲ, შემოსილი ზეწრითა, და ერტყა სარტყელი ოქროჲსაჲ ძუძუთა თანა მისთა  
გამოცხ. 5,8 და როცა მან აიღო წიგნი, ოთხი ცხოველი და ოცდაოთხი უხუცესი დაემხო კრავის წინ; ყოველ მათგანს ხელთ ეპყრა ქნარი და საკმევლებით სავსე ოქროს თასები, რომლებიც წმიდათა ლოცვებია. და რაჟამს მიიღო მან წიგნი იგი, ოთხნი იგი ცხოველნი და ოცდაოთხნი მღდელნი დავარდეს წინაშე კრავისა მის. და აქუნდა თითოეულსა ათძალი და ლანკნანი ოქროჲსანი, სავსენი საკუმეველითა, რომელ არიან ლოცვანი წმიდათანი.  
გამოცხ. 8,3-5 მოვიდა სხვა ანგელოზი და დადგა სამსხვერპლოსთან და ოქროს საცეცხლური ეპყრა, და მიცემული ჰქონდა ბევრი საკმეველი, რათა ყველა წმიდას ლოცვებთან ერთად მიეტანა ოქროს სამსხვერპლოზე, ტახტის წინ. ავიდა საკმევლის კვამლი წმიდათა ლოცვებთან ერთად ანგელოზის ხელით ღვთის წინაშე. აიღო ანგელოზმა საცეცხლური, აავსო იგი ცეცხლით სამსხვერპლოდან და ჩამოაგდო დედამიწაზე. სხუაჲ ანგელოზი მოვიდა და დადგა საკურთხეველსა ზედა, რომელსა აქუნდა სასაკუმევლე ოქროჲსაჲ; და მიეცა მას საკუმეველი ფრიადი, რაჲთა მისცეს იგი ლოცვასა წმიდათასა საკურთხეველსა მას ზედა ოქროჲსასა, რომელი არს წინაშე საყდარსა. და აღჴდა კუამლი იგი საკუმეველთაჲ ლოცვისა მიმართ წმიდათაჲსა ჴელისაგან ანგელოზისა მის წინაშე ღმრთისა. და აღიღო ანგელოზმან მან სასაკუმევლე იგი და აღავსო ცეცხლისა მისგან საკურთხეველისა და დაასხა იგი ქუეყანასა ზედა.  
მათე 2,11 როცა სახლში შევიდნენ (მოგვები), დაინახეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან, დაემხნენ და თაყვანი სცეს მას; გახსნეს თავიანთი საუნჯენი და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური. და ვითარცა შევიდეს სახლსა მას, იხილეს ყრმაჲ იგი მარიამის თანა, დედისა თჳსისა, და დავარდეს და თაყუანის-სცეს მას; და აღაღეს საუნჯეთა მათთა და შეწირეს მისა ძღუენი: ოქროჲ, გუნდრუკი და მური. ყრმა იესოს მიართვეს საკმეველი.

 

დამატებითი ლიტერატურა: მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი „სანთლის დანიშნულება და სიმბოლიკა“.