მუხლი | თანამედროვე ქართულით | ძველი ქართულით | კომენტარი |
4 მეფ. 17-18 | თქვა: ეს რა ძეგლია, აქ რომ ვხედავ? მიუგეს ქალაქის მცხოვრებლებმა: იუდადან მოსული ღვთისკაცის სამარხია, რომელმაც ეს ამბები გვიწინასწარმეტყველა, შენ რომ დაათიე ახლა ბეთელის სამსხვერპლოებს. თქვა: მოასვენეთ, ნურავინ დაძრავს მის ძვლებს. | წმინდანების საფლავებს და მათ ნეშტს პატივს მიაგებდნენ ძველ აღთქმაში | |
1 კორ. 6,15,17 | იქნებ არ იცით, რომ თქვენი სხეულნი ქრისტეს ასონი არიან?.. ხოლო ვინც უფალს უერთდება, ერთი სულია მასთან. | არა უწყითა, რამეთუ ჴორცნი ეგე თქუეენნი ასონი ქრისტესნი არიან? ... ხოლო რომელი შეეყოს უფალსა, ერთ სულ არს. | საერთოდ ქრისტიანთა სხეულები, განსაკუთრებით კი უფლის წმინდანებისა, არსებითად არის „ქრისტეს ასონი“, ისინი „ტაძარნი არიან სულისა წმიდისა“ |
1 კორ. 6,19-20 | ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარის
თქვენში დამკვიდრებული სული წმიდისა, რომელიც გაქვთ ღვთისაგან, და რომ
არ ეკუთვნით თქვენსავე თავს? რადგანაც სასყიდლითა ხართ ნაყიდნი. მაშ, ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულით, რომელიც არის ღვთისა. |
არა უწყითა, რამეთუ ჴორცნი ეგე თქუენნი ტაძარნი თქუენ შორის სულისა წმიდისანი არიან, რომელ-ეგე გაქუს ღმრთისაგან, და არა ხართ თჳსთა თავთანი? რამეთუ სასყიდლით სყიდულ ხართ. ადიდეთ უკუე ღმერთი ჴორცითა მაგით თქუენითა და სულითა მაგით თქუენითა, რომელი-იგი არს ღმრთისაჲ. | |
4 მეფ. 13,21 | ერთხელ ვიღაც კაცს მარხავდნენ და, აჰა, როცა დაინახეს მოთარეშენი, ჩააგდეს ეს კაცი ელისეს სამარხში. როგორც კი შეეხო კაცი ელისეს ძვლებს, მყისვე გაცოცხლდა და ფეხზე წამოდგა. | ღმერთი წმიდანის ნაწილებს (ძვლებს) აძლევს განკურნების ძალას. | |
მათე 14,36 | და ევედრებოდნენ, ხელი შეგვახებინე შენი სამოსლის კალთისთვისო და ვინც შეახო, განიკურნა. | ევედრებოდეს მას, რაჲთა შე-ხოლო-ახონ ფესუსა სამოსლისა მისისასა. და რაოდენთა შეახეს, ცხონდეს. | ქრისტეს სამოსლიდან უდიდესი სასწაულები აღესრულებოდა |
ლუკა 8,43-48 | ... და მოვიდა ზურგით კერძო და შეახო ფესუსა სამოსლისა მისისასა. და მეყსეულად დასცხრა წყაროჲ იგი სისხლისა მისისაჲ ... | სისხლმდინარე დედაკაცი განიკურნა ქრისტეს სამოსელზე შეხებით | |
4 მეფ. 2,8 | აიღო ელიამ თავისი მოსასხამი, დაგორგლა და დაარტყა წყალს, შუა გაიპო წყალი და ორივენი მშრალად გავიდნენ. | უფლის წმინდანების სამოსელსაც ჰქონდა ასევე ძალა სასწაულთმოქმედებისა | |
საქმე 19,11-12 | ღმერთი მრავალ უჩვეულო სასწაულს იქმოდა პავლეს ხელით. ისე რომ თვით ავადმყოფებსაც ადებდნენ მის ნაქონ ხელსახოცებს თუ ოლარებს და იკურნებოდნენ და უწმინდური სულები გამოდიოდნენ მათგან. | ძალთა არა მცირეთა იქმოდა ღმერთი ჴელითა პავლესითა, ვიდრეღა უძლურთაცა ზედა მიაქუნდა ოფლისა მისისაგან ვარშამაგებითა და ოლარებითა, და განეყენებოდა მათ სენი იგი და სულები არაწმიდაჲ განვიდოდა. | წმინდანების ნივთებიც კი კურნავდნენ |
საქმე 5,15-16 | ასე რომ, გამოჰყავდათ სნეულნი ქუჩებში, და საკაცეებსა და სარეცლებზე აწვენდნენ, რათა ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დაჰფენოდა მათ. ახლო-მახლო ქალაქებიდანაც აწყდებოდნენ იერუსალიმს და მოჰყავდათ სნეულნი და უწმინდური სულით შეპყრობილნი, და ყველანი იკურნებოდნენ. | უბანთაცა ზედა გამოაქუნდეს უძლურნი და დასდგმიდეს ცხედრებითა და საკაცებითა, რაჲთა მოსლვასა მას პეტრესსა აჩრდილი ოდენ მისი შეადგეს მათგანსა. და შეკრბებოდა სიმრავლე გარემო ქალაქებისაჲ იერუსალჱმს და მოაქუნდეს უძლურნი და შეპყრობილნი სულთაგან არაწმიდათა და განიკურნებოდეს ყოველნი. | წმინდა მოციქულ პეტრეს ჩრდილიც კი კურნავდა ავადმყოფებს. |