წმინდანებისადმი ვლოცულობთ, რათა ისინი ღვთის წინაშე ჩვენთვის მვედრებელნი იყვნენ. ღმერთი აძლევს წმინდანებს ჩვენთვის დახმარების ძალას.
მუხლი | თანამედროვე ქართულით | ძველი ქართულით | კომენტარი |
იაკობი 5,16-18 | ბევრი რამ შეუძლია მართლის ძლიერ ლოცვას. ელია ჩვენი მსგავსი კაცი იყო და ლოცვით ილოდა, რომ არ მოსულიყო წვიმა და არ მოსულა ქვეყნად წვიმა სამ წელსა და ექვს თვეს. კვლავ ილოცა და ცამ მისცა წვიმა და მიწამ აღმოაცენა თავისი ნაყოფი. | ფრიად შემძლებელ არს ლოცვაჲ მართლისაჲ შეწევნად. ელია კაცივე იყო მსგავსი ჩუენი და ლოცვაჲ ილოცა არა წჳმად, და არა წჳმა ქუეყანასა ზედა სამ წელ და ექუს თუე, და კუალად ილოცა და ცამან მოსცა წჳმაჲ და ქუეყანამან აღმოაცენა ნაყოფი თჳსი. | წმინდანების ლოცვა სწრაფად შეგვეწევა |
იაკობი 5,16 | ილოცეთ ერთმანეთისთვის. | ულოცევდით ერთი-ერთსა. | თუ შეგვიძლია ვილოცოთ ერთმანეთისთვის და ღმერთი შეისმენს ჩვენ ცოდვილთა ვედრებას, რომლებსაც არაფერი გაგვიკეთებია უფლისათვის, მაშინ მით უმეტეს შეისმენს იგი წმინდანებისა და მოწამეების ლოცვას, რომლებმაც სისხლი დაღვარეს და სიცოცხლე არ დაიშურეს მისთვის. |
1 პეტრე 3,12 | რადგან ღვთის თვალები მიპყრობილია მართალთა მიმართ, ყურები კი - მათი ვერდების მიმართ. | რამეთუ თუალნი უფლისანი მართალთა ზედა და ყურნი მისნი ლოცვასა მათსა ზედა. | |
დაბად. 20, 6-7 | უთხრა მას (აბიმელექს) ღმერთმა სიზმარში: მეც ვიცოდი, რომ წრფელი გულით გააკეთეს ეს და ამიტომაც განგარიდე ცოდვას ჩემს წინაშე; არ მიგაკარე მაგ ქალს. ახლა კი დაუბრუნე ქმარს ცოლი, რადგან წინასწარმეტყველია ის კაცი (აბრაამი). ილოცებს შენთვის, რომ ცოცხალი გადარჩე. | თავად ღმერთი გვასწავლის, რომ იგი მოუსმენს წმინდანების ლოცვას | |
იობი 42,7-8 | უთხრა უფალმა ელიფაზ თემანელს: „ახლა წაიყვანე შვიდი ხარი და შვიდი ცხვარი და მიდით ჩემს მორჩილ იობთან, აღავლინეთ აღსავლენი თქვენს საოხად და ჩემი მორჩილი იობი ილოცებს თქვენთვის, რადგან შევიწყნარებ მას. | ||
2 მაკაბ. 15, 13-14 | შემდეგ გამოეცხადა მაკაბელს სხვა კაცი... ძმათა მოყვარული, ვინც ბევრს ლოცულობს ხალხისა და წმიდა ქალაქისათვის - იერემია, უფლის წინასწარმეტყველი. | თავისი ხალხისათვის ლოცულობდა რამდენიმე საუკუნის წინ გარდაცვლილი იერემია წინასწარმეტყველი | |
ზირ. 48,12-15 | ელია იყო, გრიგალივით რომ დაიფარა და მისი სულით ელისე აღივსო. არ შერყეულა იგი მთავართა წინაშე თავის დღეში და ვერც ვერავინ დაიმორჩილა იგი. ვერავის სიტყვამ ვერ სძლია მას და განსვენების ჟამსაც იწინასწარმეტყველა მისმა ცხედარმა. როგორც სიცოცხლეში მოიმოქმედა სასწაულნი, ასევე საკვირველი იყო მისი საქმეები მისი აღსასრულის შემდეგ. | ||
2 პეტრე 1,14-15 | რადგან ვიცი, რომ მალე უნდა მივატოვო ჩემი კარავი, როგორც გამომიცხადა კიდეც ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ. ვეცდები, რომ ჩემი წასვლის შემდეგაც ყოველთვის იხსენიებდეთ ამას. | უწყი, რამეთუ ადრე ყოფად არს დატევებაჲ საყოფლისა ამის ჩემისაჲ, ვითარცა-იგი უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან მაუწყა მე. და ვისწრაფო, რაჲთა კაცად-კაცადსა თქუენსა აქუნდეს შემდგომად განსლვსა ჩემისა ამათი მოჴსენებისა ყოფაჲ. | წმიდანებს გარდაცვალების შემდეგაც შეუძლიათ
დახმარება, რადგან ღმერთისთვის მკვდარი არავინაა, ყველა ცოცხალია (მათე
22,32). პეტრე მოციქული წერს, რომ ის იზრუნებს გარდაცვალების შემდეგ თავის სულიერ ძმებზე. |
გამოცხ. 8,3-4 | მოვიდა სხვა ანგელოზი და დადგა სამსხვერპლოსთან და ოქროს საცეცხლური ეპყრა, და მიცემული ჰქონდა ბევრი საკმეველი, რათა ყველა წმიდანის ლოცვებთან ერთად მიეტანა ოქროს სამსხვერპლოზე, ტახტის წინ. ავიდა საკმევლის კვამლი ლოცვებთან ერთად ანგელოზის ხელით ღვთის წინაშე. | სხუაჲ ანგელოზი მოვიდა და დადგა საკურთხეველსა ზედა, რომელსა აქუნდა სასაკუმევლე ოქროჲსაჲ; და მიეცა მას საკუმეველი ფრიადი, რაჲთა მისცეს იგი ლოცვასა წმიდათასა საკურთხეველსა მას ზედა ოქროჲსასა, რომელი არს წინაშე საყდარსა. და აღჴდა კუამლი იგი საკუმეველთაჲ ლოცვისა მიმართ წმიდათაჲსა ჴელისაგან ანგელოზისა მის წინაშე ღმრთისა. | |
გამოცხ. 5,8 | და როცა მან აიღო წიგნი, ოთხი ცხოველი და ოცდაოთხი უხუცესი დაემხო კრავის წინ; ყოველ მათგანს ხელთ ეპყრა ქნარი და საკმევლებით სავსე ოქროს თასები, რომლებიც წმიდათა ლოცვებია. | და რაჟამს მიიღო მან წიგნი იგი, ოთხნი იგი ცხოველნი და ოცდაოთხნი მღდელნი დავარდეს წინაშე კრავისა მის. და აქუნდა თითოეულსა ათძალი და ლანკნანი ოქროჲსანი, სავსენი საკუმეველითა, რომელ არიან ლოცვანი წმიდათანი. | |
4 მეფ. 13,21 | ერთხელ ვიღაც კაცს მარხავდნენ და, აჰა, როცა დაინახეს მოთარეშენი, ჩააგდეს ეს კაცი ელისეს სამარხში. როგორც კი შეეხო კაცი ელისეს ძვლებს, მყისვე გაცოცხლდა და ფეხზე წამოდგა. | ხშირად ღმერთი წმიდანის ნაწილებსაც (ძვლებსაც) კი აძლევს განკურნების ძალას. | |
საქმე 19,11-12 | ღმერთი მრავალ უჩვეულო სასწაულს იქმოდა პავლეს ხელით. ისე რომ თვით ავადმყოფებსაც ადებდნენ მის ნაქონ ხელსახოცებს თუ ოლარებს და იკურნებოდნენ და უწმინდური სულები გამოდიოდნენ მათგან. | ძალთა არა მცირეთა იქმოდა ღმერთი ჴელითა პავლესითა, ვიდრეღა უძლურთაცა ზედა მიაქუნდა ოფლისა მისისაგან ვარშამაგებითა და ოლარებითა, და განეყენებოდა მათ სენი იგი და სულები არაწმიდაჲ განვიდოდა. | წმინდანების ნივთებიც კი კურნავდნენ |
საქმე 5,15-16 | ასე რომ, გამოჰყავდათ სნეულნი ქუჩებში, და საკაცეებსა და სარეცლებზე აწვენდნენ, რათა ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დაჰფენოდა მათ. ახლო-მახლო ქალაქებიდანაც აწყდებოდნენ იერუსალიმს და მოჰყავდათ სნეულნი და უწმინდური სულით შეპყრობილნი, და ყველანი იკურნებოდნენ. | ვითარმედ უბანთაცა ზედა გამოაქუნდეს უძლურნი და დასდგმიდეს ცხედრებითა და საკაცებითა, რაჲთა მოსლვასა მას პეტრესსა აჩრდილი ოდენ მისი შეადგეს მათგანსა. და შეკრბებოდა სიმრავლე გარემო ქალაქებისაჲ იერუსალჱმს და მოაქუნდეს უძლურნი და შეპყრობილნი სულთაგან არაწმიდათა და განიკურნებოდეს ყოველნი. | წმინდა მოციქულ პეტრეს ჩრდილიც კი კურნავდა ავადმყოფებს. |
ფსალ. 33,16 | უფლის თვალები მიპყრობილია წმიდანებისაკენ და მისი ყურები - მათი ლოცვისაკენ. | ||
2 კორ. 1,11 | (ვესავთ, რომ კვლავ დაგვიხსნის) თანაშეწევნით თქვენი ლოცვისა ჩვენთვის, რათა ჩვენს მიერ მრავალი პირის მიერ მიღებული მადლი, მრავალთა მიერვე სამადლობელი შეიქნეს ჩვენთვის. | თანა-შეწევნითა ლოცვათა თქუენთაჲთა ჩუენთჳს, რაჲთა მრავლითა პირითა ჩუენდა მომართი იგი მადლი მრავალთა მიერ სამადლობელ იქმნას თქუენთჳს. |