მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

საძიებელი სექტანტურ სწავლებათა წინააღმდეგ

 

13. რატომ ვუწოდებთ მღვდელს (ხუცესს) მამას?

მუხლი თანამედროვე ქართულით ძველი ქართულით კომენტარი
1 ტიმ. 1,2 ტიმოთეს, ჭეშმარიტ შვილს, რწმენაში... ტიმოთეს, ერთგულსა შვილსა სარწმუნოებით ბიბლია მიგვითითებს, რომ ქრისტეს მოციქულები თავიანთ მოწაფეებს უწოდებდნენ „შვილს“.
შემორჩენილი რომ იყოს ტიტესა და ტიმოთეს საპასუხო წერილები თავიანთი მოძღვრისადმი, იქ აუცილებლად შეხვდებოდით ასეთ სიტყვებს: „პავლეს, საყვარელ მამას რწმენაში“, „მამაო პავლე“ და სხვა.
2 ტიმ. 1,2 ტიმოთეს, საყვარელ შვილს... ტიმოთეს, საყუარელსა შვილსა
ტიტე 1,4 ტიტეს, ერთობლივი სარწმუნოების ერთგულ შვილს... ტიტეს, ერთგულსა შვილსა ზოგადისაებრ სარწმუნეობისა
1 კორ. 4,15 ვინაიდან თუნდაც ათასი აღმზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მამები ბევრი არა გყავთ, რადგან მე გშობეთ თქვენ ქრისტე იესოში სახარებით. დაღათუ ბევრ მზარდულ გესხნენ ქრისტეს მიერ, არამედ არა მრავალ მამა, რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ სახარებისა მისგან მე გშვენ თქუენ. პირველი საუკუნის ქრისტიანებს ჰყავდათ სულიერი მამები. რადგან მოციქულთა საქმის გამგრძელებლები არიან ხუცესები (მღვდლები), ამიტომაც მათაც ისევე როგორც მოციქულებს, ვუწოდებთ „მამას“.