მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

საძიებელი სექტანტურ სწავლებათა წინააღმდეგ

 

12. ჰყავდა თუ არა პირველ ეკლესიას ეპისკოპოსები, ხუცესები, პრესვიტერები და დიაკვნები?

მუხლი თანამედროვე ქართულით ძველი ქართულით კომენტარი
1 ტიმ. 3,1 თუ ვინმეს ეპისკოპოსობა სურს, კეთილი საქმე ნდომია. სარწმუნო არს სიტყუაჲ: უკუეთუ ვისმე ეპისკოპოსობის უნდეს, კეთილისა საქმესა გული ეტყჳს.  
ფილიპ. 1,1 ყოველ წმიდას ქრისტე იესოში, რომელნიც ფილიპეში იმყოფებიან, ეპისკოპოსებითა და დიაკვნებით. პავლე და ტიმოთე, მონანი იესუ ქრისტესნი, ყოველთა წმიდათა ქრისტე იესუჲს მიერ, რომელნი ხართ ფილიპეს შინა, ეპისკოპოსთა თანა და დიაკონთა.  
1 ტიმ. 5,19 ხუცესებზე ბრალდებას ნუ მიიღებთ, თუ არ გეყოლება ორი ან სამი მოწმე. ხუცისათჳს შესმენასა ნუ თავს-იდებ, გარნა ორითა და სამითა მოწამითა.  
1 ტიმ. 3,8 დიაკვნებიც პატიოსნები უნდა იყვნენ. დიაკონნი ეგრეთვე წმიდა.  
1 ტიმ. 5,17 ხუცესნი, რომლებიც წესიერად ასრულებენ საქმეს, ორმაგი პატივის ღირსნი უნდა იყვნენ. რომელნი კეთილად ძღოდიან ხუცესნი, ორის ნაწილის პატივის ღირს იყვნედ, უფროჲს ხოლო რომელნი შურებოდიან სიტყჳთა და მოძღურებითა.  
იოანე 20,23 ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, ვისაც დაუკავებთ, დაეკავებათ. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ. იესო ქრისტემ მისცა თავის მოციქულებს უფლება შეკვრისა და გახსნისა, ხოლო მოციქულთა საქმეების გამგრძელებლები არიან ეპისკოპოსები და ხუცესები
2 ტიმ. 1,6 შეგახსენებ გააღვივო ღვთის ნიჭი, რომელიც ჩემი ხელდასხმით არის შენში. რომლისათჳს მოგაჴსენებ შენ განცხოველებად მჴურვალედ მადლსა მას ღმრთისასა, რომელ არს შენ თანა დასხმითა ჴელთა ჩემთაჲთა. მოციქულები ხელს ასხამდნენ თავიანთ მოწაფეებს ხუცესებად და ეპისკოპოსებად
საქმე 14,23 ხელდასხმით უკურთხეს მათ თითოეულ ეკლესიაში ხუცესები და ლოცვით და მარხვით შეავედრეს ისინი უფალს, რომელიც ირწმუნეს. უკურთხნეს მათ ეკლესიად-ეკლესიად ხუცესნი, და ლოცვითა და მარხვითა შეჰვედრნეს იგინი უფალსა, რომლისაცა მიმართ ჰრწმენა.
1 ტიმ. 5,22 არავის დაასხა ხელი აჩქარებით და არ გახდე სხვათა ცოდვების მოზიარე, წმიდად შეინახე თავი. ჴელთა ადრე-ადრე ნუვის დაასხამ, ნუცა ეზიარები სხჳსა ცოდვათა; თავი შენი წმიდად დაიმარხე. თავად მოციქულთა მოწაფეებიც ხელს ასხამდნენ ანუ ადგენდნენ ეპისკოპოსებს, ხუცესებსა და დიაკვნებს
ტიტე 1,5 იმისათვის დაგტოვე შენ კრეტაში, რომ დაასრულო დაუსრულებელი და დააყენო ყველა ქალაქში ხუცესები, როგორც მე დაგავალე. ამისთჳს დაგიტევე შენ კრიტს შინა, რაჲთა ნაკლულევანი იგი განაგო და დაადგინნე ქალაქად-ქალაქად ხუცესნი, ვითარცა-იგი მე გიბრძანე შენ
2 ტიმ. 1,6 შეგახსენებ გააღვივო ღვთის ნიჭი, რომელიც ჩემი ხელდასხმით არის შენში. რომლისათჳს მოგაჴსენებ შენ განცხოველებად მჴურვალედ მადლსა მას ღმრთისასა, რომელ არს შენ თანა დასხმითა ჴელთა ჩემთაჲთა. ხელდასხმით გადადის ღვთისმსახურების ნიჭი
1 ტიმ. 4,14 ნუ უგულებელყოფ შენში არსებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველებით და უხუცესთა ხელდასხმით. ნუ უდებ-ჰყოფ, რომელ-ეგე არს შენ თანა მადლი, რომელი მოგეცა შენ წინაწარმეტყუელებითა, დასხმითა ჴელთა ხუცობისათა.
საქმე 14, 23 ხელდასხმით უკურთხეს მათ თითოეულ ეკლესიაში ხუცესები უკურთხნეს მათ ეკლესიად-ეკლესიად ხუცესნი ხელდასხმით სრულდება ხუცესთა და სხვა ღვთისმსახურთა კურთხევა

 

შენიშვნები: ხუცესი ბერძნული სიტყვის „პრესვიტერი“ ზუსტი თარგმანია, ქართულში მას აგრეთვე შეესაბამება სიტყვა „მღვდელი“.
მართლმადიდებელ ეკლესიაში მოციქულთა დროიდან დღემდე ხელდასხმის ჯაჭვი უწყვეტია. მოციქულები ხელდასხმას ასრულებდნენ თავიანთ მოწაფეებზე. ეს მოწაფეები თავის მხრივ ხელს ასხამდნენ სხვებს ეპისკოპოსებად, ხუცესებად და დიაკვნებად კურთხევისას, შემდეგ კი უკვე ეპისკოპოსები ასრულებდნენ ხელდასხმას. ასე მოდის ჩვენამდე. ჭეშმარიტი ეკლესიის ერთ-ერთი ნიშანია ხელდასხმის უწყვეტობა.