მუხლი | თანამედროვე ქართულით | ძველი ქართულით | კომენტარი |
მათე 4,2 | (იესომ) ორმოცი დღე და ღამე იმარხულა | იმარხა ორმეოცი დღე და ორმეოცი ღამე. | უფალმა იესო ქრისტემ ორმოცი დღე და ღამე იმარხულა |
მათე 6,16-18 | ასევე, როცა მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, როგორც თვალთმაქცნი; ვინაიდან ისინი ღებულობენ დამწუხრებულ სახეებს, რათა ადამიანებს მარხულებად აჩვენონ თავი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. ხოლო შენ, როცა მარხულობ, ზეთი იცხე თავზე და დაიბანე პირი, რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მარხულად, არამედ დაფარულში მყოფ შენს მამას; და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგაგებს შენ. | და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა-იგი ორგულნი, მწუხარე, რამეთუ განირყუნნიან პირნი მათნი, რაჲთა ეჩუენნენ კაცთა მმარხველად. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი. ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი, რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ. | უფალი გვასწავლიდა, თუ როგორ უნდა გვემარხულა |
მათე 9,15 | განა შეუძლიათ იგლოვონ მექორწილეებმა, ვიდრე ნეფე მათთან არის? მაგრამ დადგება დრო, როცა ნეფე წაერთმევათ და მაშინ იმარხულებენ. | ჰრქუა მათ იესუ: ჴელ-მე-ეწიფებისა ძეთა სიძისათა გლოვად, ვიდრემდე მათ თანა არს სიძე? მოვლენან დღენი, რაჟამს ამაღლდეს მათგან სიძე იგი, და მაშინ იმარხვიდენ. | რატომ არ მარხულობდნენ იესოს მოწაფეები |
მარკ. 9,28-29 | მისმა მოწაფეებმა განმარტოებით ჰკითხეს მას: ჩვენ რატომ ვერ გავდევნეთ იგი? უთხრა მათ: ეს მოდგმა სხვანაირად ვერ გამოვა, თუ არა ლოცვითა და მარხვით. | და ვითარცა შევიდა იესუ სახიდ, მოწაფეთა მისთა თჳსაგან ჰკითხეს მას: რაჲსათჳს ჩუენ ვერ შეუძლეთ განძებად მას? ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: ესე ნათესავი ვერ შესაძლებელ არს განსლვად, გარნა ლოცვითა და მარხვითა. | იესოს მოწაფეებმა ვერ შეძლეს ბოროტი სულით შეპყრობილი ვაჟის განკურნება, რადგან არ მარხულობდნენ |
საქმე 27,9 | რაკი საკმაოდ დიდი დრო გავიდა და ნაოსნობა გაგრძელდა, ვინაიდან მარხვა უკვე გასული იყო. | და ვითარცა მრავალი ჟამი წარჴდა, და იყო-ღა ნავი საცთომელ სავალად, რამეთუ მარხვანი წარ-ოდენ-სრულ იყვნეს. | მოციქულთა დროიდან დადგენილია მარხვის დაწყების და დამთავრების თარიღები |
ლუკა 2,37 | (ანა წინასწარმეტყველი, ფენუელის ასული) იყო დაახლოებით ოთხმოცდაოთხი წლის ქვრივი, რომელიც არ შორდებოდა ტაძარს, მარხვითა და ვედრებით ემსახურებოდა დღე და ღამ. | ესე იყო ქურივ ვითარ ოთხმეოც და ოთხის წლის, რომელი არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე. | მარხვა და ლოცვა ღვთის სამსახურია |
საქმე 14,23 | ხელდასხმით უკურთხეს მათ თითოეულ ეკლესიაში ხუცესები და ლოცვითა და მარხვით შეავედრეს ისინი უფალს, რომელიც ირწმუნეს. | და უკურთხნეს მათ ეკლესიად-ეკლესიად ხუცესნი, და ლოცვითა და მარხვითა შეჰვედრნეს იგინი უფალსა, რომლისაცა მიმართ ჰრწმენა. | |
2 კორ. 6,4-6 | ყველაფერში წარმოვდგებით, როგორც ღვთის მსახურნი - დიდ მოთმინებაში, ჭირში, გაჭირვებაში... უძილობაში, მარხვაში, სიწმიდეში. | არამედ ყოველსა შინა წარუდგინენით თავნი თქუენნი, ვითარცა ღმრთისა მსახურთა, მოთმინებითა მრავლითა, ჭირთა შინა და ურვათა, იწროებათა შინა და ტანჯვათა, პყრობილებათა შინა და შფოთებათა, შრომითა და მღჳძარებითა, მარხვითა და სიწმიდითა. | მოციქულები მარხულობდნენ.
ამ მუხლებიდან ჩანს, რომ მოციქული ერთმანეთისაგან განასხვავებს მარხვასა და შიმშილობას. შიმშილობა აუძლურებს სხეულს, მარხვა კი სხეულსა და სულს განსწმენდს. |
2 კორ. 11,23-27 | პავლე მოციქული წერს: მე უფრო მეტად: უფრო მეტად შრომაში... და გაჭირვებაში, ხშირ სიფხიზლეში, შიმშილსა და წყურვილში, ხშირ მარხულობაში, ყინვასა და სიშიშვლეში. | უფროჲსღა მე; შრომითა უმეტეს, ტანჯვითა უმეტეს, პყრობილებითა გარდარეულად, სიკუდილთა შინა მრავალ-გზის... შრომითა და რუდუნებითა, მღჳძარებითა მრავალ-გზის, შიმშილითა და წყურილითა, მარხვითა მრავალ-გზის, ყინელითა და შიშლოებითა. |