მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

საძიებელი სექტანტურ სწავლებათა წინააღმდეგ

 

10. ხატი

მუხლი თანამედროვე ქართულით ძველი ქართულით კომენტარი
გამოსვ. 32 როცა სინას მთაზე ღმერთთან მოსაუბრე მოსემ დააგვიანა ხალხთან ჩამოსვლა, მაშინ ხალხმა უთხრა არონს: „ადექ და გაგვიკეთე ღმერთები, რადგან არ ვიცით რა დაემართა იმ კაცს, მოსეს... არონმა საჭრეთლით გამოსახა სახე და ჩამოასხა ხბო. თქვეს: ესენი არიან, ისრაელო, შენი ღმერთები“. შემდეგ არონმა ააგო მათთვის სამსხვერპლო და დღესასწაულიც კი გამოაცხადა, ხალხმა კერპებს შესწირა მსხვერპლი.   აი, როგორი ყოფილა კერპი. ახლა შევხედოთ წმიდა ხატებს. განა ოდესმე გვითქვამს, რომ ესენი არიან ჩვენი ღმერთები? და არა ის ღმერთი, რომელმაც შექმნა ცა და მიწა!
გამოსვლათა წიგნში წერია: „არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი (ძვ. „მსგავსება“. ბერძ. „ჰომოიომა“) იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ“
აქ სიტყვა ხატის მაგიერ უნდა იყოს ბერძნულის შესატყვისი „მსგავსება“, „გამოსახულება“; შეადარეთ რუსულ ტექსტს, რომელიც მკითხველისათვის უფრო ხელმისაწვდომია: „Не делай себе кумира и никакого изображения того...“
გამოს. 25,18
შეად. ებრ. 9,1-5
ოქროსგან გამოჭედავ ორ ქერუბიმს და სახურავის ორსავე კიდეზე დაამაგრებ   ღმერთი კრძალავდა კერპის გაკეთებას და არა წმიდა გამოსახულებებისა
3 მეფ. 6,23-35 გააკეთა დაბირში ორი ქერუბიმი ზეთისხილის ხისგან   სოლომონ მეფემაც გააკეთა ანგელოზების გამოსახულება, რადგანაც არა ყოველგვარი გამოსახულება ეწინააღმდეგება ღმერთის ნებას, არამედ კერპის გაკეთება. ღმერთმა აკურთხა ისინი
3 მეფ. 9,1-3 როცა დაასრულა სოლომონმა უფლის სახლის შენება და ყველაფერი, რისი კეთებაც სურდა, მეორედ გამოეცხადა უფალი სოლომონს, როგორც ბაბილონში გამოეცხადა. უთხრა უფალმა: შევისმინე შენი ლოცვა-ვედრება, რომ მევედრებოდი, მე ვაკურთხე ეს სახლი, შენ რომ ააშენე ჩემი სახელის დასამკვიდრებლად უკუნისამდე; ჩემი თვალი და გული მუდამჟამ მანდ იქნება  

 

შენიშვნა: ებრაელებმა არ იცოდნენ, თუ როგორი იყო ღმერთი და მას არ გამოსახავდნენ. ჩვენ ვიცით, როგორი იყო იესო ქრისსტე და გამოვსახავთ მას.
ბიბლიიდან ჩანს, თუ რა დიდი მიდრეკილება ჰქონდათ ებრაელებს კერპთაყვანისმცემლობისაკენ, რასაც კიდევ უფრო აძლიერებდა ის გარემოება, რომ ისინი წარმართი ხალხებით იყვნენ გარშემორტყმული. ამიტომ იკრძალებოდა ყოველგვარი გამოსახულების გაკეთება.