მუხლი | თანამედროვე ქართულით | ძველი ქართულით | კომენტარი |
მათე 28,19 | ამიტომ წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით | წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა | |
1 იოანე 5,7 | რადგან სამნი მოწმობენ ცაზე: მამა, სიტყვა და სულიწმიდა და ეს სამი ერთია | რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ ცათა შინა: მამაჲ, სიტყუაჲ და სული წმიდაჲ; ესე სამნი ერთ არიან. | |
2 კორ. 13,13 | მადლი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი და სიყუარული ღმრთისა და მამისაჲ და ზიარებაჲ სულისა წმიდისაჲ იყავნ თქუენ ყოველთა თანა. ამინ. | ||
დაბ. 1,26 | თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად | აქ ღმერთი თავის თავზე მრავლობით რიცხვში საუბრობს (გავაჩინოთ, ერთი ჩვენთაგანი, მოვედით, გარდავიდეთ და შეურივნეთ), რაც ყოვლადწმიდა სამების - მამისა და ძისა და სულიწმიდის თათბირზე მიუთითებს. | |
დაბ. 3,22 | თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, გახდა ადამი, როგორც ერთი ჩვენთაგანი | ||
დაბ. 11,7-8 | მოვედით, გარდავიდეთ და შეურივნეთ მათ ენანი მუნ, რაითა არ ესმოდეს თვითოეულსა ხმა მოყვასისა. და განთესნა იგინი უფალმან მუნით პირსა ზედა ყოვლისა ქვეყანისასა | ||
ფს. 32,6 | სიტყუითა უფლისაჲთა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისაჲთა - ყოველი ძალი მათი | აქ დაფარულად გაცხადებულია მამა, ძე და
სულიწმიდა. უფალი მამას აღნიშნავს, სიტყვა - ძეს და სული - სულიწმიდას |
|
მათე 3,16-17 | ნათელღებული იესო მაშინვე ამოვიდა წყლიდან და აჰა, გაიხსნენ ცანი, და მან იხილა ღვთის სული, მტრედივით გარდამომავალი, მასზე რომ ეშვებოდა. აჰა, ხმა ციდან მეტყველი: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“ | და ნათელ-იღო იესუ. და მეყსეულად აღმოვიდა რაჲ წყლისა მისგან, და აჰა განეხუნეს მას ცანი, და იხილა სული ღმრთისაჲ, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა. და ჴმაჲ იყო ზეცით და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ | იესო ქრისტეს ნათლისღების დროს ღმერთმა
თავისი თავი გამოუცხადა ადამიანებს: მამა ღმერთი - ციდან მეტყველი; ძე ღმერთი - წყლიდან ამომავალი; სული წმიდა ღმერთი - მტრედივით გარდამომავალი. |