„იეღოვას მოწმეები“ წმინდანთა პატივისცემას უარყოფენ. თავისი შეხედულების გასამართლებლად მათ მოჰყავთ შემდეგი მუხლი: „უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე“ (მათ. 4, 10).
მოყვანილ ციტატაში წმინდანდების პატივისცემა აკრძალული არ არის. აქ საუბარია თაყვანისცემასა და მსახურებაზე, რომელიც მხოლო ღმერთს უნდა მივაგოთ. ჩვენ წმინდანებს არ ვემსახურებით და არ ვცემთ თაყვანს, როგორც ღმერთს, არამედ წმინდა წერილის სწავლებით, პატივს ვცემთ მათ, როგორც ღვთის ერთგულ მსახურებს.
მოციქული პავლე ერთგული მსახურების შესახებ წერს:
„შეიწყნარეთ იგი უფლი მიერ მთელი სიხარულით, და პატივი ეცით მისთანებს“ (ფილიპ. 2, 29).
„გევედრებით თქვენ, ძმანო, სცანით მაშვრალნი თქვენს შორის, და წინამძღვარნი თქვენნი უფალში და მოძღვარნი თქვენნი, და პატივი მიაგეთ მათ უპირატესად სიყვარულით, მათივე საქმის გამო“ (1 თეს. 5, 12-13).
იეღოველები წმინდანებს აშკარად უარყოფენ და ამბობენ, რომ წმინდანები არ არსებობენ, რადგან წმინდა მხოლოდ ერთია - ღმერთი. სახარებაში კი მრავლადაა მუხლი, სადაც ღვთის წინაშე სათნოდ მცხოვრებ ადამიანებს წმინდანები ეწოდებათ:
„არამედ როგორც წმიდაა თქვენი მხომებელი, თქვენც წმიდანი იყვენით ყველა თქვენი მოქმედებისას. ვინაიდან დაწერილია: წმიდანი იყვენით, რადგან მე წმიდა ვარ“ (1 პეტრ. 1, 15-16);
„აჰა, მოვიდა უფალი, მისივე წმიდაღა სიმრავლით“ (იუდ. 1, 14);
„ნუთუ არ იცით, რომ წმიდანი განიკითხვენ ქვეყანას? ხოლო თუ თქვენგან განიკითხება ქვეყანა, განა იმისი ღირსნი არა ხართ, რომ უფრო წვრილმანი საქმენი განსაჯოთ?“ (1 კორ. 6, 2);
„რომელიც არ გამჟღავნდებია კაცის ძეთა სხვა თაობებს, როგორც აწ გამოეცხადა სულით მის წმიდა მოციქულთა და წინასწარმეტყველთ“ (ეფეს. 3, 5).
იეღოველები წმინდა წერილის სხვა ადგილსაც ამახინჯებენ: „დავვარდი მის ფეხქვეშ, რათა თაყვანი მეცა მისთვის და მითხრა მე: მიყურე, ნუ იზამ ამას; თანა-მონა ვარ შენი და შენი ძმებისა, რომლებსაც აქვთ მოწმობა იესოსი; ღმერთს ეცი თაყვანი“ (გამოცხ. 19, 10).
აქ იეღოველები ამბობენ, რადგან ანგელოზი იოანე მოციქულისაგან არ იღებს თაყვანისცემას, ე.ი. ჩვენც არ გვმართებს ანგელოზებისა და წმინდანების პატივისცემა. სინამდვილეში კი ეს მუხლი სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებს. დავფიქრდეთ, იოანემ, მოსეს რჯულის დიდმა მცოდნემ, არ იცოდა რომ ანგელოზებისათვის თაყვანი არ უნდა ეცა? და, თუ დავუშვებთ, რომ იოანემ ეს არ იცოდა, იგი კვლავ მის ფერხთით დაემხო?
„მე, იოანე, ვარ ამის მხილველი და მსმენელი; და როდესაც ვიხილე და ვისმინე, დავვარდი ანგელოზის ფერხთით, რომელსაც მიჩვენა ყოველივე ეს“ (გამოცხ. 22, 8).
იოანე ასეთ ცოდვას არასოდეს ჩაიდენდა, თუ ღმერთი მას მართლა აკრძალავდა. მაშ, როგორ გაივიგოთ მოციქულის ამგვარის საქციელი და ანგელოზის აკრძალვა?
მოციქულმა ორჯერ სცა თაყვანი ანგელოზს მისდამი პატივისცემის გამო, ხოლო ანგელოზმა სიმდაბლით ორჯერ აუკრძალა იოანეს ამის გაკეთება.
ბიბლიაში მრავალი ადგილია, სადაც წმინდანებსა და ანგელოზებს, როგორც ღვთის რჩეულებს, უბრალო ხალხი პატივს მიაგებს და თაყვანს სცემს: „შორიდან დაინახეს იგი იერიხონში მყოფმა წინასწარმეტყველებმა და თქვეს: ელიას სული გადმოვიდა ელისეზე. მიეგებნენ და მიწამდე თაყვანისცეს“ (4 მეფ. 2, 15).
„გზად იყო აბდია, რომ აჰა, ელია შემოეყარა, იცნო, დაეცა მის წინაშე და უთხრა: ნუთუ შენა ხარ, ჩემო ბატონო, ელია?“ (3 მეფ. 18, 7);
„მაშინ მიხვდა საული, რომ სამუელი იყო იგი, მიწად დაიხარა და თაყვანისცა“ (1 მეფ. 28, 14).
„ერთხელაც, როცა იერიხონთა იყო იესო (ნავეს ძე), გაიხედა და დაინახა მის წინ მდგომი კაცი, რომელსაც ხელში გაშიშვლებული მახვილი ეჭირა. მივიდა მასთან იესო და ჰკითხა: მტერი ხარ თუ მოყვარე? მიუგო: არა, უფლის მხედრობის თავი ვარ (ე.ი. მთავარანგელოზი - ავტ. შენიშნვა). ახლა მოვედი. პირქვე დაემხო იესო და თაყვანისცა... უთხრა უფლის მხედრობის თავმა იესოს: ფეხსამოსი გაიძვრე ფეხზე, რადგან წმიდაა ეს ადგილი, სადაც დგახარ. ასე მოიქცა იესო“ (იესო 5, 13-15);
ამგავრად, დედამიწაზე მცხოვრებთათვის წმინდანებისა და ანგელოზებისათვის პატივის მიგება და თაყვანისცემა ღვთისგან არის ნებადართული, რადგან ჩვენ მათ თაყვანს ვცემთ არა როგორც ღმერთებს, არამედ როგორც ღვთის წმინდანებს.
წიგნიდან: „ბიბლია ამხელს იეღოველთა სწავლებას“, თბილის, 1998 წ.