მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

 

 

 

 

 

აპოლოგეტიკა

 

დიალოგი მღვდელსა და ათეისტს შორის

 

ერთ დილას მამა ეპიფანე თავის სახლში მნახველებს ესაუბრებოდა,რომელთაგან ერთი კომუნისტი იყო.საუბრის დრის ვიღაც მოვიდა და თქვა,რომ მთელი ათენი აჭრიალებულიაო მაო ძე დუნის ფოტოებით,რომელთაც აწერია: ,,დიდება დიდ მაოს“..

-შვილო ჩემო,-უთხრა მამა ეპიფანემ,-უღმერთოები არ არსებობენ,არიან კერპთმსახურნი,რომლებიც ქრისტეს ადგილზე თავიანთ კერპებს დგამენ.ჩვენ ვამბობთ:,,დიდება მამასა,და ძესა და წმიდასა სულსა“.ისინი კი ,,დიდება დიდ მაოს“,აირჩიე რომელიც გინდა..

-და თქვენ მოხუცო,თქვენს ნარკოტიკს ირჩევთ, მიუგო კომუნისტმა-ოღონდ მას ქრისტეს უწოდებთ,სხვანი -ალაჰს,მესამენი-ბუდას.

-შვილო ჩემო, ქრისტე ნარკოტიკი არ არის .ქრისტე მთელი სამყაროს შემოქმედია. ის,ვინც ყოვლადბრძნულად განაგებს ყოველივეს:გიგანტური გალაქტიკების სიმრავლიდან დაწყებულ იმ მიკროკოსმოსის უმცირესი ნაწილაკებით დამთავრებული .ის არის,ვინც ჩვენ ყველას სიცოცხლეს გვანიჭებს, ვინც მოგვიყვანა ამქვეყნად და ისეთი თავისუფლება გვიბოძა,რომ შენ შეგიძლია მისი არსებობა ეჭვქვეშ დააყენო და უარყო კიდეც.

-მოხუცო ,თქვენი ნებაა,გჯეროდეთ ყოველივე ეს,მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს,რომ იგი ჭეშმარიტებაა. თქვენ მტკიცებულებები გაგაჩნიათ?

-თქვენ ამას ყველაფერს გამონაგონად თვლით,ასე არ არის? თქვენ კი გაქვთ საამისო დადასტურებანი? შეგიძლიათ დამიმტკიცოთ ,რომ ის,რაც მე მწამს-სიცრუეა??

არ მიპასუხებთ იმიტომ ,რომ მტკიცებულებანი არ გაქვთ ,ეს კი ნიშნავს,-უბრალოდ თქვენ ირწმუნეთ, რომ ეს გამონაგონია.ჩემს რწმენას უკუაგდებთ და იჯერებთ საკუთარ ურწმუნოებას,რადგანაც მტკიცებულებათა მოტანა არ შეგიძლიათ,მაგრამ უნდა გითხრათ,რომ ჩემს რწმენას თავისი საფუძველი აქვს. არსებობს ზებუნებრივი ხასიათის ფაქტები,რომელთაც იგი ეფუძნება.

კომუნისტი:-ერთი წუთით ,რაკი რწმენაზე საუბრობთ,რას ეტყოდით,მაგალითად მუსლიმანებს ან ბუდისტებს? ისინიც მასზე საუბრობენ და მარალზნეობრივ სწავლებებს ქადაგებენ, რატომ უნდა იყოს თქვენი რწმენა,მათ რწმენაზე უკეთესი?

-ამ კითხვით ხდება ჭეშმარიტების კრიტერიუმის დადგენა. ბუნებრივია,ჭეშმარიტება ერთია და მარტივი-მრავალი ჭეშმარიტება არ არსებობს.ვინ არის მისი მფლობელი?აი,მთავარი კითხვა. ამიტომ აქ ლაპარაკია არა იმაზე, თუ ვისი რწმენაა უკეთესი ან უარესი!საქმე ეხება ერთადერთ სწორ სარწმუნოებას! მე გეთანხმები,რომ ზნეობრივი სწავლებანი სხვა აღმსარებლობებში არსებობს,მაგრამ ქრისტიანული სათნოებითი სწავლება შეუდარებლად აღმატებულია.თუმცა ჩვენ გვწამს ქრისტე არა მის სწავლებათა,მისი სიტყვების ,,იყვარებოდეთ ურთიერთარს“ და მშვიდობისა და სამართლიანობის,თავისუფლებისა და თანასწორობის შესახებ ქადაგების გამო. ჩვენ გვწამს ქრისტე,რამეთუ მისი მოვლინებას ამქვეყნად ახლდა ზებუნებრივი მოვლენები,რაც ადასტურებს ,რომ იგი არის ღმერთი!

-მოიცადეთ.მეც გეთანხმებით,რომ ქრისტე შესანიშნავი ფილოსოფოსი და დიდი რეფორმატორი იყო,მაგრამ მაშინვე ღმერთად მას ნუ გადავაქცევთ...

-დიახ,შვილო ჩემო,ისტორიაში ყველა უდიდესი ურწმუნო წაბორძიკებულა ამაზე.მტკიცება,რომ ქრისტე არის ღმერთი,ყოველთვის იყო თევზის ის ფხა,რომელიც მათ ყელში ეჩხირებოდა და გადაყლაპვა არ შეეძლოთ!მრავალი მათაგანი მზად იყო,უფლისათვის ეთქვა:“ნუ ამბობ,რომ განკაცებული ღმერთი ხარ,თქვი,რომ უბრალო ადამიანი ხარ და ჩვენ მზად ვართ,ღმერთად აღგიაროთ.რატომ გინდა,იყო განკაცებული ღმერთი და არა გაღმერთებული ადამიანი?ჩვენ ,მზად ვართ,გაგაღმერთოდ,გამოგაცხადოთ კაცთა შორის უდიდეს,უწმინდეს, უკეთილშობილეს, უპატიოსნეს, სწორუპოვარ, ერთადერთ და განუმეორებელ ადამიანად.შენთვის ეს არ არის საკმარისი“?ქრისტეს ღვთაებრიობის უარმყოფელთაგან უპირველესი,ერნესტ რენანი,მას შეძახილით მიმართავს:,,ათი ათასობით წლის შემდეგაც კი შენი მეშვეობით წარმართავს ხალხი თავიანთ ზეაღსვლას“,“შენ ქვაკუთხედი ხარ და კაცობრიობასა, და ამ ქვეყნიდან შენი სახელის გაქრობა მას ძირფესვიანად შეარყევს“,“ საუკუნეების განმავლობაში იქადაგებენ,რომ ადამიანთაგან არ დაბადებულა ისეთი,ვინც შენ აღგემატებოდა“.მაგრამ ამაზე ჩერდებიან რენანიც და მისი მსგავსნიც.მათი შემდეგი სიტყვებია: ,,და მაინც შენ არ ხარ ღმერთი“!

როგორ ვერ იგებენ ეს საცოდავები ენით გამოუთქმელ ტრაგედიას თავიანთი სულებისა.დილემა გარდაუვალია და ულმობელი“ან ქრისტე არის განკაცებული ღმერთი და მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში წარმოადგენს იგი ყველაზე ზნეობრივ,წმინდა და კეთილშობილი ადამიანის სახეს, ან იგი არ არის განკაცებული ღმერთი და მაშინ საქმე გვქონია ყველაზე საზარელ,ბნელ და საძულველ არსებასთან კაცობრიობის ისტორიაში.

-(კომუნისტი)-რას ამბობთ!

ეპიფანე-დიახ,მძიმე,მაგრამ აბსოლუტურად ჭეშმარიტ სიტყვებს გეუბნებით და აგიხსნით რატომ. რას ამბობდა ან ფიქრობდა თავის დროზე ყველა ნამდვილი დიდი პიროვნება კაცობრიობის ისტორიაში.?

,,ყოვლადბრძენი“სოკრატე ამბობდა:,,ვიცი,რომ არაფერი ვიცი“.

ძველი და ახალი აღთქმის ყველა ცნობილი მამა,დაწყებული აბრაამიდან და მოსედან და დამთავრებული იოანე ნათლისმცემელით და პავლეთი,თავისთავს ,,მიწას და ნაცარს“,“გლახაკს“,“განდგომილს“ და ა.შ. უწოდებდა.ქრისტე კი პირიქით-განსაცვიფრებელად განსხვავდება.

ვამბობ ,,განსაცვიფრებელად განსხვავდება“, რადგან ბუნებრივი და ლოგიკური იქნებოდა,რომ მისი ქმედებანი ზემოხსენებულთა ქცევის მსგავსი ყოფილიყო. ის,როგორც უპირველესი და უპირატესი,უფრო მოკრძალებული უნდა ყოფილიყო და თავის თავზე დაბალი წარმოდგენა ჰქონოდა.ზნეობრივად ყველაზე სრულყოფილს მართებდა საკუთარი თავის შეფასებაში თავმდაბლობით გადაეჭარბებინა არა მარტო ყველას თავისი წინამორბედის,არამედ საერთოდ ნებისმიერი ადამიანისთვის,სამყაროს შექმნიდან მის ბოლო ჟამამდე.

მაგრამ საპირიპსიროს ვხედავთ!

უპირველეს ყოვლისა,ქრისტე თავის თავს უცოდველად სახელდებს: ,,ვინ თქვენგანმა მამხილოს მე ცოდვისათვის(იოან.8,46).,,...მოვალს მთავარი ამის სოფლისა და ჩემს თანა პოოს არარაი(იოან.14,30)

ის თავის ტავზე მეტად მაღალი აზრისაა:,,მე ვარ ნათელი სოფლისა“,“მე ვარ გზა და მე ვარ ჭეშმარიტება და ცხორებაი“(იონ-14,6)

გარდა ამისა,ქრისტე აცხადებს და მოითხოვს ადამიანებისაგან,რომ მათ თავი მთლიანად მას მიუძღვნან.იგი იჭრება ყველაზე წმინდა ადამიანურ ურთიერთობებშიც კი და ბრძანებს: ,,რომელსა უყვარდეს მამაი ანუ დედაი უფროის ჩემსა,იგი არა არს ჩემდა ღირს“(მათ.10,37);... მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თვისისა და ასული -დედისაგან თისისა და სძალი-დედამთილისაგან თვისისა“(მათ.10,35).თავის მოწაფეებს წინასწარ აუწყებს მოწამეობრივ ცხოვრებას და სიკვდილს:,,მიგცემდინ თქვენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქვენ.და წინაშე მტავართა და მეფეთა მიგიყვანენ ტქვენ ჩემთვის საწამებელად მათდა და წარმართთა. ..რამეთუ მისცეს ძმამან ძმაი სიკუდილად და მამამან -შვილი;და აღდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკლვიდენ მათ.და იყვნენ თქვე მოძლებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის.ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად,ცხონდეს.... ნუ გეშინინ მათგან,რომელთა მოწყვიდნენ ხორცნი...რომელმან უვარმყოს მე წინაშე კაცთა,უარვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა..რომელმან წარიწყმიდოს სული თისი ჩემთვის,მან პოოს იგი“(მათ.10,17)

მე გეკითხებით:ვინ და როდის გაკადნიერებულა,ადამიანებისგან მოეთხოვა,რომ ის საკუთარ სიცოცხლეზე მეტად უყვარდეთ?ვინ და როდის გაბედა,განეცხადებინა თავისი უცოდველობაზე?“(იოან.14,6)?არავის და არასოდეს!ამის გაკეთება მხოლოდ ღმერთს შეეძლო, წარმოგიდგენიათ, რომ მარქსს რაიმე მსგავსი ეთქვა? მას გიჟად ჩათვლიდნენ და არც არავინ გაჰყვებოდა. ახლა დაფიქრდით,რამდენმა მილიონმა ადამიანმა გაიღო მსხვერპლად ყველაფერი,საკუთარი სიცოცხლეც კი ქრისტეს გულისათვის,რადგან სწამდათ იმ სიტყვების ჭეშმარიტება,რასაც იგი თავის თავზე ამბობდა! მისი ქადაგება სიცრუე რომ ყოფილიყო,იესო იქნებოდა ისტორიაში ყველაზე საზარელი პიროვნება,რომელმაც ამდენ ადამიანს ასეთი უზარმაზარი მსხვერპლი გააღებინა!ადამიანთაგან ვის მიიჩნევდნენ ღირსად,როგორი გამოჩენილი, დიადი და ბრძენიც უნდა ყოფილიყო იგი,რომ მისი გულისათვის ასეთი უზარმაზარი მსხვერპლი გაეღოთ?არავის! მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს!

სხვაგვარად გეტყვით ადამიანი,რომელიც თავის მიმდევართაგან ასეთ მსხვერპლს მოითხოვდა, ისტორიაში ყველაზე დასაგმობ პიროვნებად შევიდოდა. ქრისტემ არა მარტო მოითხოვა,არამედ ამაში მან წარმატებასაც მიაღწია.მეტიც კაცობრიობის ისტორიაში უკეთილშობილეს და უწმინდეს პიროვნებად იგი აღიარეს მათაც, ვინც მის ღვთაებრიობას უარყოფდა.ამრიგად, მისი მოწინააღმდეგენი იქცევიან უგუნურად და აცხადებენ ყველაზე სააზრელ პიროვნებას უწმიდესად,ანდა თუ ლოგიკის მიჰყვებიან და სწორად ახსნიან ქრისტეს პიროვნების არსებობასა და მის სიწმინდეს,იძულებულნი იქნებიან,აღიარონ,რომ ქრისტე კაცთა შორის უკეთილშობილესი და უწმინდესი პიროვნებაა,მაგრამ იმ პირობით ,თუ ის არის ღმერთი! წინააღმდეგ შემთხვევაში,როგორც უკვე ვთქვი,ქრისტე გამოდის არა უწმინდესი,არამედ ყველაზე საძულველი ფიგურა ისტორიაში,რადგან გახდა მიზეზი უდიდესი მსხვერპლისა ყველა საუკუნეში მსხვერპლისა სიცრუისათვის?!ასე შეიძლება დაამტკიცო ქრისტეს ღვთაებრიობა,იმ დახასიათებათა საფუძველზე,რასაც მისი მოწინააღმდეგენი გადმოგვცემენ.

კომუნისტი-ყოველივე ის,რაც თქვენ ბრძანეთ,ნამდვილად შთამბეჭდავია,მაგრამ ეს მხოლოდ მსჯელობაა.გაქვთ კი ქრისტეს ღვთაებრიობის დამადასტურებელი ისტორიული მონაცემები?

-უკვე გითხარით,რომ მისი ღვთაებრიობის ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს ზებუნებრივი მოვლენები,რაც ხდებოდა ქრისტეს დედამიწაზე ყოფნის ჟამს.მაცხოვარი არ დასჯერდა მხოლოდ ზემომოყვანილ ჭეშმარიტებათა შესახებ ქადაგებას-მან თავისი სიტყვები მრავალრიცხოვანი სასწაულით დაადასტურა:ბრმებს დაუბრუნდა მხედველობა,განკურნა განრღვეულნი,ორი თევზით და ხუთი პურით დააპურა ხუთიათასი მამაკაცი,მრავალი დედაკაცი და ბავშვი,მბრძნალებლობდა ბუნების ძალებზე და ისინიც ემორჩილებოდნენ მას,აღადგინა ლაზარე-ოთხი დღის მკვდარი...მაგრამ ყველაზე დიდი სასწაული იყო თავად მისი აღდგომა მკვდრეთით.

მთელი ქრისტიანული მოძღვრება ეფუძნება აღდგომის ფაქტს.ამას მე არ ვლაპარაკობ,ამის შესახებ ბრძანებს პავლე მოციქული: ,,უკეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს,ამაო არს სარწმუნოება ეგე თქვენი“(1.კორ. 15,17).თუ ქრისტემ მკვდრეთით არ აღმდგარა,მაშინ ყველაფერი ინგრევა.მაგრამ იგი აღდგა და ეს ადასტურებს,რომ იგია უფალი სიცოცხლისა და სიკვდილისა და,მაშასადამე,არის ღმერთი!

კომუნისტი-თქვენ რა, ნახეთ ეს ყოველივე. რატომ გწამთ ამის?

-არა,მე არ მინახავს,მაგრამ სხვებმა ნახეს-ისინი მოციქულები იყვნენ.მათ შემდგომ საჯაროდ განაცხადეს ეს და მეტიც-ეს მოვლენა თავიანთი სისხლით დაბეჭდეს,რაც უმაღლეს მტკიცებულებას წარმოადგენს.მომიყვანეთ ვინმე,ვინც იტყოდა,რომ მარქსი მოკვდა და აღდგა, და ამის დასადასტურებლად იგი მზად არის,სიცოცხლე გაიღოს,მაშინ მე,როგორც პატიოსანი კაცი,დავუჯერებ მას.

კომუნისტი-დიახ,ბატონო,ათასობით კომუნისტი ეწამა და დაიღუპა თავისი შეხედულებების გამო.რატომ არ ხდებით კომუნიზმის მიმდევარი?

-ეს თქვენი თვალთახედვაა.კომუნისტები დაიხოცნენ თავიანთი იდეოლოგიის და არა რეალური მოვლენების გამო.ნებისმიერი იდეოლოგიაში შეიძლება ძალიან იოლად და შეუმჩნევლად შეარჩიოს შეცდომამ. ადამიანის სულის მახასიათებელია, მსხვერპლი გაიღოს რწმენისათვის.ამით აიხსნება,რომ ბევრი კომუნისტი დაიღუპა იდეოლოგიისათვის.მაგრამ ეს სულაც არ გვავალდებულებს, ის სწორ სწავლებად ჩავთვალოთ.

ერთია-მოკვდე იდეებისათვის და მეორე-ფაქტებისათვის!მოციქულები დაიხოცნენ არა იედების,არა სიტყვებისთვის ,,იყუარებოდით ურთიერთარს“ და არც ქრისტიანობის ზნეობრივი მცნებებისთვის-ისინი დაიღუპნენ,რათა დაემოწმებინათ ზებუნებრივი მოვლენები.ასეთ მოვლენებში ვგულისხმობთ იმას,რა ჩვენს გრძნობად აღქმას ექვემდებარება.მოციქულები ადასტურებდნენ,რაც ესმათ და თვალით იხილეს,ვისაც უმზერდნენ და ხელით ეხებოდნენ (იოან.1,1)

პასკალის ერთ-ერთ შესანიშნავ მსჯელობაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას,რომ მოციქულები ან ცდებოდნენ,ან ჩვენ შეგვაცდინეს,ან ჭეშმარიტებას ამბობდნენ.

განვიხილოთ პირველი მტკიცებულება.მოციქულები ვერ შეცდებოდნენ,იმიტომ,რომ თავად იყვნენ მოწმენი და თვითმხილველნი იმისა,რაზეც ლაპარაკობდნენ.აღსანიშნავია ,რომ ისინი მეოცნებენი საერთოდ არ ყოფილან და არც ფსიქოლოგიურად იყვნენ განწყობილნი-მიეღოთ აღდგომის ფაქტი.პირიქით ,ისინი განსაცვიფრებელ უნდობლობას იჩენდნენ.სახარებაში სრულად არის გამოკვეთილი მათი ეს სულიერი განწყობა:ისინი არ უჯერებდნენ მტკიცებულებას,რომ ვიღაცამ ნახა მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე.

და კიდევ,ვინ იყვნენ მოციქულები,მანამ ქრისტე მოუხმობდა მათ?შესაძლებელია,პატვმოყვარე პოლიტიკოსები ან მგზნებარე მეოცნებენი,რომლებიც იმედოვნებდნენ კაცთა მოდგმის დამორჩილებას,რათა ამგვარი განეხორციელებინათ თავიანთი ფილოსოფიური თუ სოციალური ფანტაზიები?! არა!...ისინი უწიგნური მესათხევლენი იყვნენ და ერთადერთი,რაც მათ აინტერესებდათ,იყო თევზისჭერა,რათა ოჯახები ერჩინათ.აი,რატომ იყო,რომ უფლის ჯვარცმის შემდეგ,მიუხედავად ნანახისა და გაგონილისა,ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ ბადეებს და ნავებს.ანუ მათ,როგორც უკვე ვთქვი,სულაც არ ქონდათ წინასწარი მიდრეკილება იმ საქმისადმი,რომელიც უნდა გაეგრძელებინათ. და მხოლოდ სულიწმინდის გარდამოსვლის შემდგომ,როცა მოციქულები ,,აღივსნეს სულითა წმიდითა“,გახდნენ ისინი მთელი მსოფლიოს მასწავლებელნი.

მეორე მტკიცებულება: იქნებ ჩვენ შეგვიყვანეს შეცდომაში მოციქულებმა? შესაძლოა სიმართლე არ გვითხრეს და თუ ასეა, რა მიზნით გააკეთეს ეს? რა მოიგეს ამით? იქნებ ფული, პატივი ან დიდება? სიცრუეს ყველა ამბობს სარგებლის მიღების ანგარიშით. მაგრამ მოციქულებმა, რომლებმაც იქადაგეს ჯვარცმული და მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს შესახებ, სანაცვლოდ მხოლოდ განსაცდელი, ჯაფა, გვემა ,ქვებით ჩაქოლვა მიიღეს; ისინი იღუპებოდნენ გემზე, განიცდიდნენ შიმშილს, წყურვილს, სიშიშვლეს, ავაზაკთა თავდასხმებს, მათ ჯოხით სცემდნენ, ყრიდნენ ჯურღმულებში და ბოლოს ხოცავდნენ. და ეს ყოველივე სიცრუისათვის?!სრული უგუნურებაა,ასე იფიქრო.

მაშასადამე არც მოციქულები ცდებოდნენ და არც ჩვენ მოვუტყუვებივართ! რჩება მესამე მტკიცებულება-მათ ჭეშმარიტება გვიქადაგეს!

უნდა ავღნიშნოთ შემდეგი: ნამდვილი ისტორია დაწერეს და დაგვიტოვეს მხოლოდ მახარებლებმა. მათ მოჰყავთ ფაქტები და მხოლოდ ფაქტები, რომელთაც ისინი პირადად არ აფასებენ, არავის აქებენ ან კიცხავენ. ოდნავადაც არ ცდილობენ, მონაცემთა გაზვიადებას ან პირიქით, დაკნინებასა და დამალვას. მოციქულებს მოყავთ შიშველი ფაქტები, რომელთაც თავად უნდა იღაღადონ ჭეშმარიტება.

კომინისტი- შესაძლებელია, ქრისტეს შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ეგრეთწოდებულ მოჩვენებით სიკვდილს. რამდენიმე დღის წინ გაზეთები წერდნენ ერთი ინდოელის შესახებ, რომელიც დაასაფლავეს, მაგრამ სამი დღის შემდეგ გათხარეს სამარე და ცოცხალი იპოვეს.

ეპიფანე-ეჰ, შვილო ჩემო, კიდევ ერთხელ შეგახსენებ ნეტარი ავგუსტინეს სიტყვებს: "ურწმუნოებო, თქვენ სულაც არ გახასიათებთ უნდობლობა. თქვენ იოლად იჯერებთ და ეთანხმებით ყველაზე დაუჯერებელს, წინააღმდეგობებით სავსეს, უაზროს, ოღონდ უარყოთ სასწაული“! არა, შვილო ჩემო, ქრისტე, ასე ვთქვათ, მოჩვენებითად არ მომკვდარა. უწინარესად ჩვენ გვაქვს რომაელი ასისთავის მოწმობა, რომელმაც ქრისტეს სიკვდილის ფაქტი დაუდასტურა პილატეს. აგრეთვე სახარებაც გვაუწყებს, რომ უფალი ზუსტად თავისი აღდგომის დღეს ესაუბრებოდა მის ორ მოწაფეს, როდესაც მათთან ერთად მიდიოდა იერუსალიმიდან ათი კილომეტრით მოშორებით მდებარე ემაუსში.შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორი უნდა იყოს სამდღიანი მოჩვენებითი ,,სკვდილის“ შემდეგ ადამიანი, რომელმაც გადაიტანა იმდენი, რამდენიც ქრისტემ? ის ორმოცი დღე ქათმის ბულიონით უნდა კვებო, თვალის გახელა რომ შესძლოს, არათუ იაროს და იასუბროს, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. რაც შეეხება თქვენს ინდოელს, იქნებ აქ მოიყვანოთ გასაშოლტად? იცით რა არის შოლტი? ეს მათრახია, რომელის ბოლოებზეც აბამდნენ ტყვიის ბურთულებს, ძვლების ნამტვრევებს ან წვეტიან ლურსმნებს... მოიყვანეთ ის ინდოელი-გავშოლტოთ, დავახუროთ თავზე ეკლის გვირგვინი, გავაკრათ ჯვარზე, ვასვათ ნაღველი და ძმარი, ვაძგეროთ შუბი, ჩავაწვინოთ საფლავში და თუ ის მიანც გაცოცხლდა, მაშინ განვაგრძოთ ამაზე საუბარი.

კომუნისტი- მაგრამ , თქვენს მიერ მოყვანილი ყველა მტკიცებულება ქრისტეს მოწაფეებიდან მოდის. მათი დასის გარდა არსებობს თუ არა რაიმე მოწმობა ყოველივე ამის შესახებ? არის თუ არა წყაროები,რომლებიც ადასტურებენ ქრისტეს აღდგომას? თუ არსებობს, მაშინ მეც ვირწმუნებ ამ მონაეცმებს.

ეპიფანე-საცოდავო ადამიანო! არ იცი, რას ითხოვ. რომც ყოფილიყვნენ ისეთი ისტორიკოსები, რომლბმაც იხილეს აღმდგარი ქრისტე, ისინი უეჭველად ირწმუნებდნენ მის აღდგომას და ამის შესახებ ისაუბრებდნენ, ახლა უკვე როგორც მორწმუნენი. მაგრამ ურწმუნონი მათ მტკიცებულებებს ისევე უარყოფდნენ,როგორც შენ უგულებელყოფ პეტრეს, იოანესა და სხვათა მოწმობებს. განა შესაძლებელია, ვინმემ დაადასტუროს აღდგომა და თავად არ გაქრისტიანდეს?! თქვენ ითხოვთ, როგორც ამბობენ, შამფურზე აგებულ, შემწვარ და თანაც მოჟღურტულე მწყერს. ასე არ ხდება. შეგახსენებთ რაზეც უკვე ვისაუბრე: ერთადერთი და ნამდვილი ისტორიკოსები არიან მოციქულები.

გარდა ამისა, ის მოწმობებიც გვაქვს, როგორსაც ითხოვთ. ისინი გადმოგვცა მან, ვინც არ ეკუთვნოდა ქრისტეს მოწაფეთა წრეს. ეს არის პავლე მოციქული, რომელიც მისი მოწაფე არ ყოფილა, პირიქით, ქრისტეს ეკლესიას გააფთრებით დევნიდა.

კომუნისტი- მაგრამ მის შესახებ ამბობდნენ, რმო მიიღო მზის დარტყმა, რაც ჰალუცინაციების მიზეზი გახდა.

ეპიფანე- შვილო ჩემო, პავლეს ჰალუცინაციები რომ ჰქონოდა, მის წინაშე გამოჩნდებოდა სახეები მისივე საკუთარი ქვეცნობიერებიდან-ძირითადად პატრიარქები და წინასწარმეტყველნი. მას უნდა ეხილა აბრაამი, იაკობი, მოსე და არა ქრისტე, რომელსაც ცრუწინასწარმეტყველად და თაღლითად თვლიდა.წარმოგიდგენიათ, რომ რომელიმე მორწმუნე მოხუცმა დედაკაცმა ძილში ან ბოდვის დროს ბუდა ან ზევსი იხილოს?! ის დაინახავს მათ,ვისიც სწამს-წმიდა ნიკოლოზს, წმინდა დიდმოწამე ბარბარეს... და კიდევ, როგორც პაპინი წერს, პავლესთან დაკავშირებით შეიძლება აღინიშნოს შემდეგი საოცარი მოვლენები: ჯერ ერთი, მასში მომხდარი ცვლილებების სისწრაფე-ურწმუნოებიდან რწმენისკენ მისი გადასვლა მოხდა პირდაპირ, ყოველგვარი შუალედური სტადიების გარეშე. მეორე, რწმენის სიმტკიცე-მისთვის საერთოდ არ არსებობდა რაიმე ეჭვი ან ყოყმანი. მესამე, გახლავთ რწმენის შეურყევლობა. თქვენ ფიქრობთ, ასეთი რამ შეიძლება დაემართოს კაცს ჩვეულებრივი მზის დაკვრის შემდეგ?! არა, ასე მარტივად ამას ვერ ახსნი. თუ შეგიძლიათ, განგვიმარტეთ, თუ არა და - აღიარეთ სასწაული. სიტყვამ მოიტანა და უნდა იცოდეთ, რომ პავლე, იმდროინდელ მოწმობათა თანახმად, ვინმე მდაბიო კი არა, საკმაოდ კარგად განსწავლული ადამიანი იყო საიმისოდ, რომ მიმხვდარიყო, თუ რა დაემართა. კიდევ რაღაცას გეტყვით. შვილო ჩემო, ჩვენ ახლა განსაკუთრებულ დროში ვცხოვრობთ-მოწმენი ვართ ქრისტეს ეკლესიის სასწაულის.

როდესაც ქრისტემ ბრძანა თავის ეკლესიაზე, რომ ,,ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერერეოდიან მას“ (მათ.16,18), მაშინ სულ რამდენიმე ათეული მიმდევარი ჰყავდა. მას შემდეგ თითქმის ორი ათასი წელი გავიდა. ემხობოდა იმპერიები,ადამიანთა მეხსიერებიდან იშლებოდა ფილოსოფიური სისტემები, მსოფლმხედველობები, მაგრამ ქრისტეს ეკლესია დარჩა მტკიცე და შეურყეველი,მიუხედავად საშინელი დევნისა,რაც მას გამუდმებით ატყდებოდა თავს. განა ეს ხარების შემდეგ როგორ მოინახულა ღვთისმშობელმა იოანე ნათლისმცემელის დედა, ელისაბედი, რომელიც მას შემდეგი სიტყვებით მიესალმა: ,,კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის“(ლუკ.1,42). მარიამმა კი უპასუხა: ,,ადიდებს სული ჩემი უფალსა... რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდნენ მე ყოველნი ნათესავნი“(ლუკ.1,46,48)

ვინ იყო მაშინ ღვთისმშობელი? შეუმჩნეველი გოგონა ნაზარეთიდან. ვინ იცნობდა მას? დაივიწყეს იმპერატორი ქალები,ჩაქრა გამოჩენილ ბანოვანთა ნათელი სახელები, მეხსიერებიდან წაიშალა მხედართმთავართა ცოლებისა და დედების ვინაობა, ვის ახსოვს დიდი ნაპოლეონის ან ალექსანდრე მაკედონელის დედა? თითქმის არავის. მაგრამ, დედამიწის ყველა კუთხეში და ყველა დროის მილიონობით ბაგე უგალობს თავმდაბალ ქალწულს ნაზარეთიდან- როგორც ,,უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა“, განა არ დადასტურდა ღვთისმშობლის წინასწარმეტყველური სიტყვები ( ნათქვამი ელისაბედისადმი) ჩვენი-მეოცე საუკუნის ადამიანების გარეშეც კი?!

იმავეს თქმა შეიძლება ქრისტეს ,,მეორეხარისხოვანი“ წინასწარმეტყველების შესახებაც. როდესაც სიმონ კეთროვნის სახლში ერთმა დედაკაცმა ქრისტეს თავზე დაასხა ძვირფასი ნელსაცხებელი, უფალმა ბრძანა: ,,ამენ. გეტყუ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარება ესე ყოველსა სოფელსა, ითქუმოდეს, რომელიცა ეს ჰყო მაგან სახსენებლად მაგისა“ (მათ.26,13). განა რას წარმოადგენდა მაშინ უფლის მიმდევართა წრე?ვინ იფიქრებდა, რომ ისინი შეძლებენ შეუძლებელს და მათი მასწავლებლის ეს წინასწარმეტყველება აღსრულდება?ამიხსენით ეს, თუ შეგიძლიათ, თუ არა- აღიარეთ სასწაულად!

კომუნისტი-გეთანხმებით, თქვენი საბუთები შთამბეჭდავია. მაგრამ მინდოდა კიდევ მეკითხა:ხომ არ თვლით, რომ ქრისტემ თავისი საქმე არ დაასრულა, ან საერთოდ მიგვატოვა? მე ვერ წარმომიდგენია ღმერთი, რომელიც გულგრილი იქნება ადამიანთა ტრაგედიის მიმართ. აქ ჩვენ ვიტანჯებით, ის კი მაღლა უტანჯველად სუფევს.

ეპიფანე-არა, შვილო ჩემო, მართალი არა ხართ. ქრისტეს თავისი საქმე დაუსრულებელი არ დაუტოვებია. პირიქით, ეს ერთადერთი შემთხვევაა ისტორიაში, როცა ქრისტე-ადამიანმა ბოლომდე აღასრულა და არაფერი დაუტოვებია უთქმელი და დაუმთავრებელი.ბრძენთა შორის უდიდესი სოკრატეც კი,რომელიც მთელი სიცოცხლე სხვებს მოძღვრავდა და აღსასრულის წინ ბრწყინვალე აპოლოგია შეადგინა, ცოცხალი რომ დარჩენილიყო, სწავლებას კიდევ გააგრძელებდა. მხოლოდ ქრისტემ იქადაგა სამი წლის განმავლობაში ის, რისი სწავლებაც სურდა, დაასრულა ყველა ის საქმე რომლის დასრულებაც განზახული ქონდა და ბრძანა: ,აღსრულდა(იოან.19,30) ეს კიდევ ერთი დადასტურებაა მისი საღვთო ძალაუფლებისა და სრულყოფილებისა. რა შეეხება თქვენს შეხედულებას იმის შესახებ, რომ მან მიგვატოვა, იგი ჩემთვის გაუგებარია. სამყარო ქრისტეს გარეშე წარმოადგენს რაღაც უაზრო თეატრს. ქრისტეს გარეშე საერთოდ არ შეიძლება რაიმეს ახსნა. რატომ,რატომ და რატომ?! ეს ასიათასჯერაც რომ იკითხოთ, შეიგნეთ, ადამიანი თავისი შეზღუდული გონებით ოდნავადაც ვერ განმარტავს თუ ,,რატომ“! ქრისტესთან კი შესაძლებელია ყველაფრის ახსნა; ეს ყოველივე ჩვენს მარადისობისთვის განგვამზადებს. იქ, მარადისობაში, შესაძლოა უფალმა ღირს-გვყოს და გაგვცეს პასუხი ზოგიერთ კითხვაზე, თუ "რატომ“.


შვილო ჩემო,ქრისტე არასოდეს გვტოვებს,ის მარად ჩვენს გვერდით არის, როგორც შემწე და მოკავშირე სოფლის აღსასრულამდე. მაგრამ თქვენ ამას მხოლოდ მაშინ მიხვდებით,თუ შეგნებით გახდებით ქრისტეს ეკლესიის წევრი და თანამონაწილე იქნებით საეკლესიო საიდუმლოებებისა.

 

მოამზადა მიქაელ მთაწმინდელმა.