ეპ. თეოფანეს (დაყუდებული) "მოციქულ პავლეს თესალონიკელთა მიმართ მეორე ეპისტოლეს განმარტების" მიხედვით.
თესალონიკელთა მიმართ მიწერილ მეორე ეპისტოლეში მოციქული პავლე ბრძანებს: "უსჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, მაგრამ არ აღსრულდება მანამ, სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას" (2 თესალონიკ. 2:7). ცოდვა კაცთა მოდგმაში ჯერ კიდევ ადამის დაცემიდან მოქმედებდა, და თუმცა სრულად ვერ იყო შემეცნებული მისი წარმომავლობა, განსაკუთრებით ადამიანთა ცთუნების ძალით, ყველამ განიცადა იგი და შეიტყვეს, რაოდენ დიდია ეს ბოროტება. ამიტომაც უნდა ვივარაუდოთ, რომ სიტყვებში "უსჯულოების საიდუმლო", მოციქული რაღაც განსაკუთრებულზე მიგვანიშნებს.
სატანასაც აქვს თავისი სიღრმე (გამოცხ. 2:24), თავისი მზაკვრული ჩანაფიქრები და გეგმები. მისი წარმწყმედელი მოქმედება ცხადი ხდება, ხოლო მისი მომავალი გეგმები დაფარულია. მოციქული თითქოსდა მიგვანიშნებს რასაც სატანა დღემდე ელტვის -
ადრე ის სხვაგვარად მოქმედებდა, დღეს კი მისი ტაქტიკა შეიცვალა. რატომ? იმიტომ, სხვაგვარად მოქმედებდა იგი კაცობრიობაზე იესუ ქრისტეს მოსლვამდე, მაგრამ ქრისტეს განკაცებამ, ჯვარზე სიკვდილმა და მკვდრეთით აღდგომამ კაცობრიობას ახალი ძალა, ღვთიური ენერგია მიანიჭა. ეშმაკი ჯვრით შეკრული აღმოჩნდა, ამიტომაც, თუ ადრე პირდაპირ მოქმედებდა ადამიანებზე, ამჯერად ათასგვარი ხრიკებისა და მახეების დაგება სჭირდება, ადამიანთა ჭეშმარიტებისგან გადასაცდენად.
ყურადღებას თუ მივაქცევთ ღვთისმოსაობის საიდუმლოს, რომლის შესახებაც მოციქული ბრძანებს სხვა ადგილას, საპირისპირო მნიშვნელობით მივხვდებით რას შეიძლება წარმოადგენდეს საიდუმლო უსჯულოებისა. ღვთისმოსაობის საიდუმლო ქრისტეს განკაცებაშია: "უცილობლად დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცით, გამართლდა სულით, ეჩვენა ანგელოზებს, ქადაგებულ იქნა წარმართთა შორის, სარწმუნო იქნა საწუთროსათვის და ამაღლდა დიდებით" (1 ტიმ. 3:16). ამრიგად, ღვთისმოსაობის საიდუმლო ღმრთის განკაცებაში მდგომარეობს, რომ იესუ, რომელიც არის ქრისტე, სიტყვაა ღმრთისა, რომელმაც ადამიანური ბუნება მიიღო. სატანის მიერ მოფიქრებული უსჯულოების საიდუმლო კი სწორედ ამ რწმენის შერყვნაში მდგომარეობს. ამისთვის ჰყავდა შეპყრობილი წარმართები თავიანთ ცთომილებაში ქრისტეანობის წინაშე და, ჯვარცმულ ქრისტეს წარმოუდგენდა მათ ყველაზე დამამცირებელ მდგომარეობაში. მალავდა რა ჯვარცმის უდიდეს მნიშვნელობას ცოდვის წყევისგან კაცობრიობის გამოსყიდვის საქმეში, სატანა ცდილობდა ჯვარცმის დაკნინებას მით ამცირებდა ქრისტეანული ღმერთის სიდიადეს წარმართთა და მორწმუნეთა თვალწინ. ასე მუშაობდა წარმართთა ცნობიერება.
ხოლო მათში, ვინც ქრისტეში უბრალო ადამიანს კი არ ხედავდა, არამედ ღმერთს და მიმართავდნენ მას თავიანთ ლოცვებში, ცდილობდა შეერყვნა ღმრთის სიტყვის განკაცების საიდუმლო. სწორედ ამ მიმართულებით დაიწყო მან სარწმუნოების შერყვნა იუდეველ ქრისტეანებში და პირველი გნოსტიკური სექტებიც დააფუძნა, ესენი იყვნენ ებიონელნი, დოკეტები და სხვები.
თუმცა, არც ამის შემდეგ გაჩერებულა დაცემული ანგელოზი, ყოველ საუკუნეში ის სულ ახალ და ახალ ხრიკებს იგონებს მორწმუნეთა საცთუნებლად და დასაუძლურებლად, ან კიდევ ღმრთის განკაცებისადმი მათი რწმენის შესარყვნელად. დღეისთვის დასავლეთში ანტიქრისტეთა (ზოგადი გაგებით) მთელი არმია არსებობს, და ისინი, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან განსხვავდებიან კერძო მოსაზრებებში, ერთ რამეში ერთსულოვანნი არიან, -
უსჯულოების საიდუმლო, ცხადია, გულისხმობს ზნეობრივ გარყვნილებას, მის წარმატებას ბოლო ჟამინდელ კაცობრიობაში აპოკალიფსისი დიდი მეძავი ქალის სახით აღგვიწერს, რომელსაც შუბლზე ეწერა: "საიდუმლო" (გამოცხ. 17:5); მაგრამ ქრისტეანთა ზნეობრივი გახრწნა არა მარტო გარეგან ქმედებებში გამოიხატება, არამედ შინაგანშიც, რაც ღმრთისადმი ურწმუნოებას გულისხმობს. ზნეობის დაცემას აუცილებლად მივყავართ ურწმუნოებასთან; ხოლო როდესაც ურწმუნოება კაცობრიობის გულს დაიპყრობს, მაშინ უზნეობას არ ექნება საზღვარი. ურწმუნოება უსჯულოების საიდუმლოს დაფარული და მამოძრავებელი ძალაა, ეს არის მასში დამალული საიდუმლო.
ასე ესმოდათ უსჯულოების საიდუმლო ძველ საეკლესიო კომენტატორებს. ნეტ. თეოდორიტე წერს: "ვფიქრობ, რომ მოციქულმა ამით მწვალებლობებზე მიანიშნა; რადგან სწორედ მათი მეშვეობით მიჰყავს ეშმაკს მრავალი ჭეშმარიტებისგან განდგომამდე. ხოლო უსჯულოების საიდუმლოდ უწოდა იმიტომ, რომ მასშია ჩამალული უსჯულოების ქსელი. იმიტომ, რომ ანტიქრისტეს მოსვლას მოციქულმა გამოჩენა უწოდა. რამეთუ რასაც ყოველთვის ჩუმად ამზადებდა მის მოსაყვანად, მაშინ ღიად და აშკარად გამოაცხადებს". იგივეს ამბობს წმ. იოანე დამასკელიც: "უსჯულოების საიდუმლოს მოციქულმა მწვალებელთა სწავლებებს და მათ ცრუ დოგმატებს უწოდა. რამეთუ ისინი ამზადებენ გზას მაცთურისთვის. მწვალებლობები ჯერ კიდევ მოციქულთა დროიდან არსებობენ. მახარობელიც ხომ ასე ამბობს: "როგორც გსმენიათ, რომ მოდის ანტიქრისტე, აწ უკვე მრავლად არიან ანტიქრისტენი..." (1 იოანე 2:18) და მათში ერეტიკოსებს გულისხმობს".
სიტყვა "უსჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს" მიანიშნებს, რომ სატანის ხრიკები მოქმედებაშია, უკვე გამოჩნდნენ ანტიქრისტეს წინამორბედები. მოციქულს ამით სურს მიგვანიშნოს: მთავარი ანტიქრისტეც მოვიდოდა, მაგრამ არსებობს შემკავებელი, რომლის არსებობაც მას ხელს უშლის, და მანამ ვერ მოვა, "სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას...". ვინ არის ეს შემკავებელი? ღმერთი და უფალი ჩვენი იესუ ქრისტე. მის განკაცებას ჯერ არ დაუსრულებია თავისი საქმე. მისმა მაცხოვნებელმა ძალამ მოქმედბა სულიწმიდის გარდამოსვლით დაიწყო. მაგრამ საჭიროა დრო რათა მან ყველგან შეაღწიოს და ყველას მისწვდეს, რათა თავისი ცხოველმყოფელი ძალით სულიწმიდის მადლის მიღების ყველა მოსურნე და შემძლე ცხოველჰყოს. როდესაც სულიწმიდა თავის საქმეს დაასრულებს, მაშინ მიეცემა ნება მტარვალს გამოვიდეს. როდის იქნება ეს ჩვენ არ ვიცით, ეს მომენტი ღმრთის განგებულებით დაფარულია. ამიტომაც, შესაძლებელია ვთქვათ, რომ სწორედ ღმრთის ნება და განგებულება აკავებს ანტიქრისტეს.
მოციქულმა ადრე თქვა "არ მოიწევა", აქ კი ამბობს: "არ აღსრულდება", მაგრამ ეს ერთსა და იმავეს გულისხმობს, ოღონდ სხვადასხვა მხრივ. იქ ღმრთის განგებულებას გულისხმობდა, აქ კი -
ეკუმენიოსი (X ს.) წერს: "ამრიგად, როდესაც საღმრთო განგებულების უკიდურესი ზღვარი მოიწევს, -
"და მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო შემუსრავს თავის ბაგეთა სულით და განაქარებს თავისი სხივოსანი გამოცხადებით" (2 თესალონიკ. 2:8). ანუ, იმ დროს, როდესაც უკვე აღარ იქნება შემკავებელი ძალა, რომელიც ანტიქრისტეს სამყაროში შემოსვლას დააბრკოლებს; როდესაც ის გავა შუაგულიდან, შემოვა უსჯულო, რომელიც არ ცნობს არანაირ სჯულსა და კანონს, იქნება ბოროტი და უზნეო; მოვა, როგორც მსოფლიოს მბრძანებელი, რომელსაც უმეტესობა თაყვანს სცემს და ღმერთად აღიარებს.
როგორ მოიპოვებს ასეთ წარმატებას ანტიქრისტე? ცრუ სასწაულებითა და მოტყუებით. რატომ დაუჯერებენ მ ას? იმიტომ, რომ იმდროინდელ ადამიანებს არც თავად ექნებათ საკუთარ თავში ჭეშმარიტება და არც გულწრფელი დამოკიდებულება მისდამი. და რა გამოვა აქედან? ყველა ურწმუნო და უსამართლო სამართლიან მსჯავრს დაიმკვიდრებს, დაისჯება და მარადიულ წარსაწყმედელში წავა. აქედან დასკვნა: გიხაროდენ, რომ ჭეშმარიტება მიიღეთ და გიპყრიათ, დაიცავით იგი, რადგან სწორედ ის იქნება თქვენი ცხოვნების საწინდარი. მარტო ეს გამოგიხსნით ანტიქრისტეს კლანჭებისგან, მისი მიმდევრობისგან, მისი ცრუსასწაულების დამღუპველი შედეგებისგან. მხოლოდ ქრისტეს საფარველქვეშ თუ ვიქნებით უსაფრთხოდ. უნდა ვიდგეთ მტკიცედ და უშიშრად.
"მას, ვინც მოვა სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით, ისევე, როგორც უსამართლობის ყველა საცდურით -
ასეთი იქნება ანტიქრისტე! ის გამოჩნდება ყოველგვარი ცრუსასწაულებითა და ტყუილებით, მაცთური ქადაგებებით, გამოგონილი იგავებით, მზაკვრობით და ათასგვარი ეშმაკობით.
"სატანის შეწევნით" მისი დაბადება კი არ იქნება, რადგან ამქვეყნად ის ადამიანთათვის ჩვეული კანონით იშვება, არამედ აღიჭურვება ნიშებითა და ცრუსასწაულებით. ის სატანის ძალით იმოქმედებს. აპოკალიფსისშიც ნათქვამია, რომ ძველი გველი მისცემს მას ძალას და დიდ ხელმწიფებას. სატანა მისკენ წარმართავს მთელს თავის ძალას, რადგან მისი აღსასრულიც მოახლოვდა.
"... მოვა სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით" (2 თესალონიკ. 2:9). ეს იგივეა, რაც მოჩვენებითი საოცრებები, რომლებიც ადამიანებს მხოლოდ აკვირვებენ. ის ყოველმხრივ შეეცედება მიჰბაძოს ქრისტეს და წმ. მოციქულებს, რომლებიც სასწაულებს ჭეშმარიტად იქმოდნენ, კურნავდნენ სნეულთ, აღადგენდნენ მკელობელთ და თვით მიცვალებულთაც კი; ანტიქრისტე კი ამას მოჩვენებითა და ცრუდ მოიმოქმედებს, რათა აცთუნოს მაცქერალნი. სანიმუშოდ აპოკალიფსისში დასახელებულია ამ "საოცრებათაგან" რამოდენიმე: ცეცხლის გადმოყვანა ციდან მიწაზე ადამიანთა წინაშე, გააკეთებს მხეცის ხატს და აალაპარაკებს და სხვა მრავალი. მაგრამ ეს ყველაფერი იქნება მაგიური ქმედება და ფოკუსები. წმ. იოანე ოქროპირი წერს: "ის გამოავლენს დიდ ძალს, მაგრამ მასში არაფერი იქნება ჭეშმარიტი. ეს იქნება ცრუსასწაულები, რომლებიც მრავალს შეაცდენს. მისი მიზანიც ხომ ეს არის. მოციქულმა წინასწარ გაგვაფრთხილა რომ არ ვცთუნდეთ". თეოდორიტე ამატებს: "სასწაულები ჭეშმარიტი როდი იქნება, ასეთ სასწაულებს ხშირად იქმან მატყუარებიც ხელების სისწრაფითა და სხვა ხერხებით, აჩვენებენ ვითოცმდა ოქროს, რომელიც სულაც არ არის ოქრო, და აკეთებენ სხვა მსგავს საოცრებებს, რომელიც ძალზედ მალე მჟღავნდება". ეკუმენიოსი უფრო კონკრეტულია: "ცრუსასწაულები იმიტომა იქნება, რომ ის მათ ხალხს მოაჩვენებს და მზერას სხვა რამეზე გადაიტანს, ან კიდევ იმიტომ, რომ მათი მეშვეობით საცთურებს დაამკვიდრებს, -
"ისევე, როგორც უსამართლობის ყველა საცდურით -
ეს არის მისი ხრიკების სხვა მხარე -
როგორი დიდი და მრავალფეროვანიც უნდა იყოს ანტიქრისტეს ხრიკები, რათა აცთუნოს და წარიტაცოს თავისი სიცრუეში ადამიანები, წარმატება მხოლოდ იმ ადამიანთა შორის ექნება, ვინც მასთან ერთად ერთი სულისკვეთებისაა, ანუ ვინც განუდგა ღმერთს და უფალს, გულით სძულს მისი მცნებები, და, იციან რომ ეს გზა წარწყმედისკენ მიდის, მაინც არ გადავლენ მისგან, და სასოწარკვეთაში მიეცემიან თავიანთ ხვედრს. ანტიქრისტე, როგორც თვითონ იქნება ძე წარწყმედისა, თავისკენაც მხოლოდ წარწყმედის შვილებს მისდრეკს. წარწყმედილნიც წარწყმდებიან, რადგან შეიყვარეს უზნეობა და ცხოვრების წარმწყმედელი წესი. "ამიტომაც ღმერთი საცდურის ქმედებას მოუვლენს მათ, რათა ირწმუნონ სიცრუე" (2 თესალონიკ. 2:11).
ღმერთი ყოველგვარ საშუალებას გამოიყენებს ამ ადამიანთა შესაგონებლად და ცოდვილთა მოსაქცევად, და მაშინ, როდესაც უკვე მათ ვერაფერი უშველის და ვერაფერს იხილავს ისეთს, რასაც შეეძლო მათი მობრუნება, თავისი ნებისაებრ მიაქცევს მათ. ამგვარი რამ სულაც არ არის საკვირველი. განა არ შევხვედრივართ ცხოვრებაში ადამიანებს, რომლებსაც რაც გინდა უთხარი, მაინც თავისას იქმან, თითქოსდა გაქვვავებულები და გახევებულები არიანო საკუთარ ვნებებში.
თავიანთი ქადაგების დროს წმ. მოციქულები ყველგან ხვდებოდნენ ასეთ ადამიანებს, რაც წმ. მოციქულმა პავლემაც დაადასტურა და ბრძანა, რომ სიტყვა ჯვრის შესახებ წარწყმედილთათვის სისულელეა, ხოლო ჩვენთვის, ვინც ვცხოვნდებით, -
ანტიქრისტეს დროს, მისი სისულელე წარწყმედილთ სიბრძნედ მოეჩვენებათ, მისი წარმწყმედელი სიმყრალე -
"რადგანაც არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული, რომელსაც შეეძლო ეხსნა ისინი. ამიტომაც ღმერთი საცდურის ქმედებას მოუვლენს მათ, რათა ირწმუნონ სიცრუე" (2 თესალონიკ. 2:10-
აი, რატომ არიან ისინი წარწყმედილნი! იმიტომ, რომ მაცხოვნებელი ჭეშმარიტება არ შეიყვარეს. ღმერთი ხედავდა, რომ ცოდვის უფსკრულში ჩავარდნილი ადამიანები იღუპებიან და შეკრულნი არიან ვნებების ბორკილებით, რომელსაც ეშმაკი თესავს მათში. იმისთვის წარმოაგზავნა ღმერთმა თავისი ძე მხოლოდშობილი ამქვეყნად, რათა გამოეხსნა კაცობრიობა ცოდვის მონობისგან და გაეკვალა გამოსვლის გზა, რომელსაც რწმენითა და მადლის შეწევნით შედგომილი ადამიანები ცათა სასუფეველთან მიჰყავს. სასიხარულო ცნობა ამის შესახებ მოციქულებმა ყველგან გაავრცელეს. ვინც შეიწყნარა ეს ჭეშმარიტება ის სიცოცხლის წიგნში იწერება, ხოლო ვინც არა -
მოციქული თითქოსდა ამბობს: აი როგორ ადამიანებს შორის ექნება ანტიქრისტეს წარმატება, ანუ მათ შორის ვინც არ შეიწყნარეს ჩვენი მაცხოვნებელი სიტყვა, და არა თქვენს შორის, რომლებმაც ირწმუნეთ ან მომავალში ირწმუნებენ. აღსანიშნავია, რომ მოციქული თავისი სიტყვით მოიცავს არა მარტო მათ, ვინც არ მიიღო ქრისტეანული ჭეშმარიტება, არამედ მათაც, ვინც ისმინა, შეიგნო რაშიც არის საქმე, და მაინც არ მიიღო; გულისხმობს მათაც, ვინც გონებით შეიწყნარა, მაგრამ გულით არ შეიყვანა; მოიცავს არა მარტო ურწმუნო-
"ამიტომაც ღმერთი საცდურის ქმედებას მოუვლენს მათ, რათა ირწმუნონ სიცრუე" (2 თესალონიკ. 2:10-
ეს არის ღმრთის საშინელი ზნეობრივი სასჯელი! "მოუვლენს", -
მაგრამ, როდესაც საბოლოოდ ჩამოუშვებენ ხელებს და მიეცემიან მათ მიერ არჩეულ წარწყმედას, შეერწყმიან მას გულით და სულით, ხოლო მისგან განშორებას არც კი ისურვებენ; მაშინ მიუშვებს ღმერთი სიცრუის სულის მოქმედებას და ისიც, თავს თაატყდება მათ და შევა მათ გულებში, სადაც დაიწყებს საცთურთა დანერგვას და ადამიანთა წარტყვევნას სიცრუეში. ადამიანებიც მთელის გულით მიიღებენ სიცრუეს, შემდეგ კი გარეგნულადაც იხილავენ და ანტიქრისტეს თაყვანს სცემენ. მაგრამ ამით მოხდება მხოლოდ ის, რომ გარეთ გამოვა მათი შინაგანი არსი, მათი შინაგანი "მე". წმ. იოანე ოქროპირი წერს: "შეიძლება იკითხო, რატომ დაუშვებს ღმერთი ყოველივე ამას? ნუ გეშინინ, საყვარელო, არამედ ისმინე, რას ამბობს მოციქული: ანტიქრისტე მხოლოდ წარწყმედილებზე იბატონებს, რომლებიც, ის რომ არ მოსულიყო, მაინც არ ირწმუნებდნენ". ნეტ. თეოდორიტეს თქმით კი: "ღმერთი იმიტომ მიუშვებს სიცრუის სულს, რათა გამოავლინოს სიცრუის მოყვარენი. ღმერთი კი თავისი სიტყვის ძალით აღხოცავს მას". ეკუმენოისის თქმით: "სიცრუის სულის მოვლინებაში -
"და განკითხული იქნეს ყველა, ვინც არ იწამა ჭეშმარიტება, არამედ უსამართლობა შეიტკბო" (2 თესალონიკ. 2:12).
დიახ, განკითხულნი იქნებიან და სამართლიანად მიეცემიან სასჯელს. ღმერთი მიუშვებს, რათა საბოლოოდ გაიხსნას მათი ბოროტი ზნეობრივ-
რადგან თუ არ გწამდა ქრისტესი, მითუმეტეს არ უნდა გწამდეს ანტიქრისტე. პირველი ამბობდა, რომ ის მამის მიერ იყო წარმოგზავნილი, ხოლო ეს უკანასკნელი (ანტიქრისტე) სულ სხვას იტყვის. ამიტომაც, ბრძანებს მაცხოვარი: "მე მოვედი მამაჩემის სახელით, და არ მღებულობთ; სხვა თუ მოვა თავისივე სახელით, მას კი მიიღებთ" (იოანე 5:43). მაგრამ, ჩვენო, იტყვიან თავის გასამართლებლად, ვხედავდით სასწაულებს! -