მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ანტიქრისტე

 

მხეცის ნიშანი 666
ჟამი უნაღდო ანგარიშსწორებისა და ჩვენი პასუხისმგელობისა

 

წინამდებარე სტატია კიდევ ერთხელ ათვალსაჩინოებს, რომ IT-ს თანამედროვე განვითარებას თავისი მკაფიო მიმართულება გააჩნია - შექმნას კონტროლს დაქვემდებარებული და მართვადი საზოგადოება, ან ანტიქრისტეს სამეფო. ძალიან სამწუხაროა, რომ წინასაკრებო მუშაობებში (იგულისხმება მომავალი სრულიად მართლმადიდებლური კრება, რომელიც მომავალ 2016 წელს კონსტანტინოპოლში (სტამბულში) გაიმართება - რედ.) გლობალიზაციასა და ამ საკითხებზე ყურადღებას არ ამახვილებენ.

ამასთანავე გვსურს აღვნიშნოთ, რომ წინამდებარე სტატიის გამოქვეყნებით, მიუხედავად იმისა, რომ მის ავტორს ზოგიერთ საკითხში ვერ დავეთანხმებით (იხ. ჩვენი შენიშვნა სტატიის შესაბამის ადგილას), ასევე სხვა მის მსგავს პუბლიკაციათა დარად, მიზნად ვისახავთ სხვადასხვა აზრის, ან ერთ საკითხზე სხვადასხვა კუთხით განმარტებულ შეხედულებათა საზოგადო სამსჯავროზე გამოტანას. ამგვარი სტატიების დაგროვება ჩვენს საიტზე ხელს შეუწყობს საკითხის უფრო ღრმად და შინაარსობრივად შესწავლას. ხელს შეუწყობს პრობლემის სხვადასხვა მხრიდან (სარწმუნოებრივი, ზნეობრივი, სოციალური, ეთიკური და ა. შ.) გაანალიზებას და შედეგად, სწორი და უცთომელი დასკვნების გამოტანას, რაც თავის მხრივ, მომავალი არჩევანის სისწორის გარანტი და საფუძველია.

მკითხველმა სწორად უნდა გაიაზროს ამ პუბლიკაციათა გამოქვეყნების (დაგროვების) მიზანდასახულობა და თუ რამეში არ ეთანხმება პუბლიკაციის ავტორებს, პასუხისმგებლობა ჩვენი საიტის რედაქციას არ უნდა დააკისროს. ბოლოს და ბოლოს, ადამიანები ვართ და გონიერება ღმერთმა იმიტომ გვიბოძა, რათა ანალიზითა და განსჯით "უარვყოთ უვარგისი და კეთილი შევიწყნაროთ".

საიტ "აპოკალიფსისის" ადმინისტრაცია.

როდესაც ეს სისტემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაინერგება (სავარაუდოდ მსოფლიო ომის ან ანალოგიური ეკონომიური კრიზისის, ან კიდევ 11 სექტემბრის მსგავსი არნახული ტერორისტული აქტის შემდეგ),... მშვიდობისა და უსაფრთხოების მომიზეზებით ადამიანები შეუქცევადად დამონებულები აღმოჩნდებიან. ისინი დაემორჩილებიან იმ ტირანულ ხელისუფლებას, რომლებიც ოდესღაც არსებობდა დედამიწაზე; რამეთუ ადამიანთა მკაცრი ელექტრონული კონტროლი აბსოლუტურ დამოკიდებულებასაც ნიშნავს!

ეტაპობრივი მოდერნიზაციის პირობებში, როდესაც მასობრივად მიიღებენ ელექტრონულ ბარათებს, ისინი უცილობლივ იქნება გამოყენებული სავაჭრო-ფულად ურთიერთობებში. ბარათები გამოდევნიან ქაღალდის კუპიურებს, რადგან სწორედ ამაშია მმართველი "ელიტის" მთავარი მიზანდასახულობა - შექმნან უფულო მსოფლიო საზოგადოება.

ელექტრონული ფულის წყალობით ცხოვრება ადვილი და კომფორტული მოეჩვენებათ! პირადობის მოწმობები, ინდივიდუალური საგადასახადო ნომრები, სამედიცინო ბარათები, სამედიცინო დოსიეები, მართვის მოწმობები, პასპორტი, სავაჭრო-საკრედიტო ბარათები, ბილეთები, ხელმოწერა, ინტერნეტ-კავშირი, - ყველაფერი "სმარტ-კარტის" დახმარებით განხორციელდება! ხედავთ რა მომსახურეობებია?! მაგრამ,... რას წამოადგენს ეს უნიკალური და ერთადერთი გზა?!

უნდა აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერი გარანტია და რწმუნება იმაში, რომ რიცხვი 666 არ არის დაფიქსირებული "მოქალაქის ბარათში" ან ბიომეტრიულ პასპორტებში, ასევე ლიცენზიებში ან კიდევ მართვის ახალ მოწმობებში, იურიდული ძალის არმქონა, რამეთუ RFID-სისტემა, რომელსაც მიკროჩიპებში იყენებენ თავიდან პროგრამირებას ექვემდებარება და ნებისმიერ დროს შეიძლება მიიღოს მხეცის რიცხვი 666, თანაც ისე, რომ ამის შესახებ შესაძლოა არაფერი უწყოდეს თავად ბარათის მფლობელმა!

ბრიუსელში მდებარე და აბსოლუტურად კონტროლირებადი ცენტრალური ელექტრონული სისტემისადმი ჩვენი მიერთება რომც არ აღესრულებოდეს, ეს ასეც მოხდებოდა, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ფსიქოსომატურ და ეკონომიკურ გაკონტროლებას ცდილობს უმაღლესი საერთაშორისო ხელისუფლება, რომელიც ყველასგან უკონტროლოდ იძლევა განკარგულებებს, აყალიბებს კანონებს და ათასობით სხვადასხვა მეთოდით შეუძლია ჩვენი კანონგარეშედ გამოცხადება; ან კიდევ მოახდინოს ჩვენი დისკრიმინირება რაიმე ბრალდების მოკერებით! თქვენ თუ მიიჩნევთ, რომ ვიცხოვრებთ იმის იმედითა და სასოებით, რომ ამგვარი რამ არ მოხდება, მაშინ მწარედ ცდებით! ისტორია ყოველ ეჭვგვარეშე გვასწავლის, რომ ძალა, რომელსაც "სრულყოფილების" პრეტენზია გააჩნია ამის მიღწევას იოლი გზებით ცდილობს, რათა სწრაფად მიაღწიოს დასახულ წარმატებას. მაგრამ, ჩვენც ჩვენის მხრიდან უნდა ვითვალისწინებდეთ ამას...

ელექტრონული ბარათები - პირადობის მოწმობები: მხოლოდ ერთი, უკანასკნელი ნაბიჯია საბოლოო ბეჭდის მისაღებად!

პირადობის ელექტრონული მოწმობების (ბარათების) გამოჩენით  აპოკალიფსისის (იოანეს გამოცხადების - რედ.) წინასწარმეტყველებანი თავისი აღსრულების უკანასკნელ სტადიაში იმყოფება, რამეთუ ანტიქრისტეს გამოსახულება მარტო სამომხმარებლო საქონელზე როდი აღიბეჭდება, არამედ მისით ადამიანებსაც დადაღავენ.

ზუსტად ისე, როგორც შტამპ-ბეჭედზე არის წარწერილი: "საბერძნეთის რესპუბლიკა", რომელიც ადასტურებს, რომ პირადობის მოწმობის მფლობელი საბერძნეთის სახელმწიფოს მოქალაქეა. ამიტომაც, როდესაც 666 ჩაარტყამენ პირადობის მოწმობაში, ამ ბარათის მფლობელი ადასტურებს იმას, რომ ის ანტიქრისტესა და მისი მსოფლიო მთავრობის, ამ ძალიან საშიში, პიროვნების თავისუფლების აღმკვეთი სისტემის მორჩილი მონაა, რომელსაც თავის გამოხატულებად კონკრეტული რიცხვი გააჩნია!

მართლად, პროდუქტებზე, რომლებიც შტრიხ-კოდებით არის აღბეჭდილი ჩვენ ღიად შეგვიძლია მოვაცილოთ მათ შტრიხული კოდი, ან გულგრილნი დავრჩეთ მისი არსებობისადმი და საგანი სინდისის ქენჯნის გარეშე გამოვიყენოთ, რამეთუ მოციქული პავლე უფლებას აძლევს ქრისტეანებს იყიდონ კერპშენაწირი, თუ მასზე არ შეიმჩნევა, რომ ის გამოყენებული იყო ამ მიზნისთვის. მაგრამ იგივე როდი ხდება პირადობის მოწმობების შემთხვევაში. ნაყიდ პროდუქტებში ბეჭედი 666 ადვილად შეიძლება მოვაცილოთ. ხოლო პირადობის მოწმობებში ჩვენგან ითხოვენ თანხმობას და ხელმოწერას, რათა ამ მოწმობაზე შევიწყნაროთ რიცხვი 666, მივცეთ ამ ბეჭედზე მუდმივი თნხმობა, ჩვენი პირადობის მოწმობაზე მივიღოთ 666-ის მუდმივი მოწმობა. ოფიციალურ დოკუმენტზე, რომელიც ყველგან გამოიყენება.

ამრიგად, როგორ შევაფასებ მე ქრისტეანი იმას, რომ ჩემი პიროვნების ხატზე დარტყმული იქნება ანტიქრისტეს ბეჭედი? როგორ მოვაწერ ხელს მის ქვეშ, მისი ხელისუფლების მორჩილების ნიშნად? განა შემიძლია საკუთარი თავი განვაკუთვნო ეშმაკის ბანაკს? როგორ შევძლებ უარვყო ჩემი ქრისტე, თუნდაც გონებრივად? განა ოდესმე შევძლებდი დაქირავებით მემუშავა ჩემი მამის მკვლელთან ან ჩემს ქალიშვილზე მოძალადესთან, რათა აღბეჭდონ ჩემი პიროვნებაც და თავიანთ მონად შემქმნან, თანაც როდესაც ვიცი, რომ მათ ამგვარი მიზანი აქვთ არა მარტო ჩემდამი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის მიმართ?

მოდი, ნუ დავივიწყებთ, რომ პიროვნების დამადასტურებელი მოწმობა (სოციალური ნომერი, ან პირადი საგადასახადო ნომერი), რომელშიც აშკარად თუ ფარულად იმყოფება რიცხვი 666 და რომელიც სამუდამოდ აღბეჭდავს პიროვნებას, მისი მფლობელი პიროვნების შეურაცხმყოფელია და მკრეხელობაა ქრისტეს მიმართ, რამეთუ ჩვენ შემოქმედის ხატება და მსგავსება ვართ. შედეგად, ბარათებზე მხეცის გამოსახულების მიღება - უმნიშვნელო და მცირე საკითხი როდია, როგორც ამას მიიჩნევენ მედიდური და სარწმუნოებისადმი გულგრილი ადამიანები, ან როგორც თვლის ამას ზოგიერთი უგუნური "მორწმუნე", არამედ ეს არის სინდისის, შეგნების, ქრისტესადმი ჩვენი სიყვარულის საკითხი. ეს აგრეთვე წმიდა წერილისა და წმიდა მამებისადმი ჩვენი მორჩილების საკითხია.



(შენიშვნა "აპოკალიფსისის" რედაქციისგან: ძირითადად შეიძლება გავიზიაროთ ავტორის მოსაზრება, მაგრამ აქ მცირედით შეიძლება შევედავოთ კიდეც. ჩვენის აზრით ანტიქრისტეს ბეჭედი იქნება მისდამი მონობის უნიკალური მოწმობა, რომელსაც ღმერთს განდგომილი ადამიანები აპოკალიფსისის მიხედვით მარჯვენა ხელსა და შუბლზე მიიღებენ და ეს მარტო სიმბოლური გამონათქვამები როდი გახლავთ ("ხელი"- სიმბოლურად საქმეს, ხოლო "შუბლი" - აზროვნებას, ფიქრს ნიშნავს). რაც შეეხება პირადობის მოწმობებს და მასში დაფიქსირებულ ანტიქრისტეს რიცხვს, ამგვარი რიცხვი დღეს უკვე არსებობს რუსულ პასპორტებში, პენტაგრამის სახით ის იყო საბჭოთა პასპორტებშიაც, მაგრამ ამ ტოტალიტარულ, სატანურ და აშკარად ღმრთისმბრძოლ სახელმწიფოში მაინც არსებობდა მართლმადიდებლობა. არსებობდა თავისუფალი ქრისტეანობა, რომელიც ღმერთს უძღვნიდა თავის თავს და არა ანტიქრისტეანულ ბოროტ სისტემას. ამიტომაც, გარეგანი ნიშნები, ანუ ნიშნები გარეგან საბუთებზე, ჯერ კიდევ არ ნიშნავს ადამიანის დამონებას, ან ადამიანის მხრიდან ამ სისტემის აღიარებას. ჩვენ ეს ცოტათი გადაჭარბებულ შეფასებად მიგვაჩნია. სხვა საქმეა ჩიპების ჩაკერება უშუალოდ სხეულზე, ეს უკვე საკმაოდ საშიში და ანტიქრისტეს ბეჭედს მიახლოვებული სიახლეა. ჯერ-ჯერობით ის მოქმედებაში არ არის (როგორც პირადობის მოწმობა ან სხვა სახის დოკუმენტი), მაგრამ როცა გამოჩნდება უფრო მეტი საფუძვლიანობით იქნება შესაძლებელი, რომ ამგვარი ჩიპები შეიძლება იყოს ანტიქრისტეს ბეჭედი).




წმიდა არეთა კესარიელი (861-934), წინაგანჭვრეტდა რა ელექტრონული ბარათის გამოჩენის ეტაპს და ამბობდა, რომ ბეჭედი მოცემული იქნება როგორც გამოცდილი და ყველასთვის ცნობილი გამოსახულება ("ψήφος εντριβής και εγνωσμένη ανθρώποις"), ანუ როგორც ფირფიტა ყოველდღიური გამოყენებისთვის, რომელიც ადამიანთა შორის გავრცელდება. ღირ. ეფრემ ასურელიც ასევე იუწყება ანტიქრისტეს ტირანული ძალაუფლების შესახებ, რომელიც თავისი ხელმწიფების დანერგვის ისეთ ფორმას მიმართავს, რომ იმ დროს, როდესაც ის მოვა მთელი მსოფლიოს საცთუნებლად "ყველანი დაიწყებენ მისი ბეჭდის ტარებას" ("ώστε όλοι να βαστάζουν την σφραγίδα του") (Αρέθα Καισαρείας «Εξήγησις της Ιεράς Αποκαλύψεως», PG106, Εφραίμ Σύρου Έργα, Τ.Δ΄116). ჩვენი თანამედდროვე მხცოვანი პაისი მთაწმინდელი კატეგორიულ ტონში წერს: "მაშ ასე, "მომსახურეობის ბარათის" სრულყოფილი სისტემის, კომპიუტერული უსაფრთხოების უკან მსოფლიო დიქტატურა, ანტიქრისტესადმი მონობა იმალება".

მრავალი, რა თქმა უნდა, იტყვის, რომ ბარათი არ არის ის ბეჭედი, რომელსაც აპოკალიფსისი ახსენებს, რადგან ეს გამოსახულება მის მიმღებთ მარჯვენა ხელსა და შუბლზე მიეცემათ. მართლაც, პიროვნების დამადასტურებელი მოწმობა ანუ "სმარტ-ბარათი", თუ მას გავანადგურებთ, ის გაქრება. მაგრამ როგორც გინდა იყოს, მისი უარყოფა დღესვეა საჭირო, დღესვე უარი უნდა ვთქვათ როგორიც გინდა იყოს ელექტრონული პორტფელისგან, ან ახალი თაობის მობილური ტელეფონებისგან ჩვენს სავაჭრო ქსელებში! არ დავუშვათ ჩვენზე ყოველდღიური და სისტემატური თვალთვალი. არ დავუშვათ ჩვენი მისაწვდომობა, რომელსაც ახორციელებენ ციფრული ტექნოლოგიები, რადგან მათი საბოლოო მიზანი ადამიანის სხეულზე ბეჭდის გამოსახვა გახლავთ!

ეს როგორ მოხდება? ელექტრონული ბარათების საშიშროება (მათი მიზეზები უკვე ცნობილია) მოცემული იქნება მათ მიერ გამოწვეული პანიკაში, როდესაც ბარათის დაკარგვა გამოიწვევს მათი ფუნქციონირების პარალიზებას, რათა, სხვადასხვა მეთოდით შეუძლებელი გახდეს სავაჭრო ურთიერთობა და ოპერაცია, ან კიდევ ისე იზამენ, რომ თქვენ სულ რამოდენიმე წამში დაკარგავთ მთელს თქვენს ქონებას. ამისთვის იარსებებს მარტივი გადაწყვეტილება, რომელიც არის სწორედ მსოფლიო მთავრობის უმთავრესი მიზანი: ჩაგინერგონ სხეულში იმპლანტანტი! ამრიგად, სადღეისოდ მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ყველა დარგში უარი უნდა ვთქვათ ციფრულ ტექნოლოგიებზე!


მხეცის ბეჭედი მოქმედებს აზროვნებაზე...


მითითებულ იმპლანტანტებს გააჩნიათ ისეთი შესაძლებლობანი, რომლებიც უკიდურესად საშიშია ადამიანის გონებისთვის. ისინი იწვევენ სხეულებრივ დაავადებებს და გარკვეულ ზიანს აყენენებენ ადამიანის სულსაც. ბოლო წლებში ჩატარდა საკმარისი ექსპერიმენტი ჩიპების იმპლანტირების მხრივ, რომლებიც "ინტელექტუალური ლუპებივით" მოქმედებენ და ადამიანის ტვინის მისაწვდომობის შესაძლებლობას იძლევიან, ანუ ისინი ფლობენ მოსმენის, კოპირების და სხვათა აზროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობას! ჩიპების ეს უნარი, უახლოეს მომავალში, უფრო დაიხვეწება და მისი ჩაკერება უმარტივესი ოპერაციით სრულიად შესაძლებელი გახდება. წარმოიდგინეთ ის ენთუზიაზმი, რომლითაც შეიძლება მიღებულ იქნეს ეს ტექნოლოგიური ნახტომი, როდესაც თქვენ, მაგალითად, შეძლებთ ფლობდეს უცხო ენას მისი ყოველგვარი შესწავლის გარეშ, ან რაიმე ცოდნას, ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე, რაიმე გამოცდილების გარეშე.

უთვალავი ეთიკური პრობლემის გარდა, აქედან კიდევ გამოდის წარმოუდგენელი მასშტაბის საშიშროება: ადამიანის გონების, აზროვნების, გრძნობების კონტროლის შესაძლებლობა. ჩიპების ჩაკერების შემთხვევაში ჩვენ შეიძლება სხვა ადამიანები გავხდეთ! ცხადია, მთელი კაცობრიობის, ბუკვალური აზრით, ჩიპირების შემთხვევაში, მიღწეული იქნება მისი უშუალო კონტროლი, რომლის განხორციელება მსოფლიო მმართველობის ერთი ცენტრიდან გახდება შესაძლებელი. მაშ გესმით, რატომ არიან დაინტერესებულნი მსოფლიო მმართველები თქვენი ელექტრონული აღრიცხვებით?

ადამიანის აზროვნებაში გარდან ჩარევის საშინელი შესაძლებლობა არის ერთ-ერთი იმ მიზეზთაგანი, რომელიც გვარწმუნებს, თუ რატომ არ მისცემს ჩიპების ჩაკერება ადამიანს სინანულის შესაძლებლობას, როგორც ამას აპოკალიფსისი გვაუწყებს... ადამიანების გადაქცევა ელექტრონულ რობოტებას, მისივე კომფორტისთვის, მიღწეულ იქნება თავისუფლების დაკარგვის ფასად, თავისუფალი ნებისა და თვითმყოფადობის დათმობის ფასად. ყველაფერი ძალიან მარტივია, - ადამიანი მართვადი ცხოველი გახდება, და დაკარგავს თავის ყველაზე უდიდეს და უძვირფასეს ღირებულებას - საკუთარ ნელობას, თავისუფლებას.


მხეცის ბეჭედი გამოიწვევს ხორციელ ტკივილებს


აპოკალიფსისის წინასწარმეტყველების თანახმად (16:2) ბეჭდის ყველა უპირატესობა ძალას დაკარგავს და უაზრო გახდება მის მატარებელთათვის იმის შემდეგ, რაც მას მიიღებენ, რადგან ადამიანებს დატანჯავს საშინელი წყლულები, რომლებიც მათ იძულებით გაუჩნდებათ.

დღეს მრავალი მეცნიერი, ბიოლოგი და ფიზიკოსი მიიჩნევს, რომ მიკროჩიპები, ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის გარდა, დინამიკებივით მუშაობენ. ეს ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ იმოქმედონ მათი მფლობელის ჯანმრთელობაზე, უპირველეს ყოვლისა, მის ნევრულ სისტემაზე, რაც იწვევს მტკივნეულ დარტყმას ან სნეულებათა გადაცემას. უგუნურება იქნებოდა არ გაგვეთვალისწინებინა თუ რა სავაჭრო ჰორიზონტებს და პერსპექტივებს უხსნიეს ეს ფარმაცევტულ ტრანსნაციონალურ კორპორაციებს, და ასევე გლობალურ მთავრობას მსოფლიო მოსახლეობის შესამცირებლად. ვინ მართავს მასებს იმაზე უკეთესად, ვისაც თავისი სურვილისამებრ შეუძლია დაასნებოვნოს მოსახლეობა ათასგვარი სნეულებებით და შემდეგ მკურნალადაც თვითონ მოევლინოს?

უკვე გამოიყენება მიკროჩიპი RFID, რომელიც ცვლის სექსუალურ ქცევას, არეგულირებს ადრენალინის სეკრეციას, იმ დროს როდესაც მიიჩნევა, რომ RFID-ს შეუძლია წყლულის გამოწვევაც, თუკი დაირღვევა მისი გარსი და ის ორგანიზმის შიგნით გავრცელდება. ასევე განიხილება ისეთი შესაძლებლობებიც, რომლებიც იწვევენ მასობრივ სიკვდილიანობას. თუმცა, გლობალური ტექნოლოგიური ტრაგედიების ძირითადი სფერო მაინც მის სულიერ შედეგებში იხილვება...


მხეცის ბეჭედი - სულის უეჭველი წარწყმედაა!


აპოკალიფსისის ტექსტში სრულიად ცხადად და უეჭველობით არის ნათქვამი, რომ ვინც მიიღებს ბეჭედს შუბლზე ან ხელზე, ის ღმრთის რისხვას დაექვემდებარება და მისი სული მარადიულ, დაუსრულებელ ტანჯვას მიეცემა: "მათ მოჰყვა მესამე ანგელოზი, რომელიც ხმამაღლა ამბობდა: ვინც თაყვანს სცემს მხეცს ან მის ხატებას და შუბლსა თუ ხელს აღიბეჭდავს მისი ნიშნით, ისიც შესვამს ღვთის რისხვის ღვინოს, შეუზავებლად ჩასხმულს მისი მრისხანების სასმისში, და ეწამება გოგირდითა და ცეცხლით წმიდა ანგელოზთა და კრავის წინაშე. კვამლი მათი წამებისა ავა უკუნითი უკუნისამდე და არც დღისით და არც ღამით აღარ ექნებათ მოსვენება მხეცისა თუ მისი ხატების თაყვანისმცემელთ და მისი სახელის ნიშნით აღბეჭდილთ" (14:9-11).

ამრიგად, ანტიქრისტეს ბეჭდის მიმღებნი დაექვემდებარებიან საშინელ, ენით გამოუთქმელ სასჯელთ, რომელიც ანტიქრისტესა და მისი ცრუწინასწარმეტყველისთვის არის განსაზღვრული (გამოცხ. 19:20-21). ღირ. ეფრემ ასურელი გვარწმუნებს, რომ ვინც არ უზრუნებს, ვინც უდარდელი იქნება, სწორედ მას შეიპყრობს ანტიქრისტე და არ ექნება მას არანაირი გამართლება ღმრთის საშინელ სამსჯავროზე (Έργα, τ.Δ΄, 116).

სამწუხაროდ, ზოგიერთი ქრისტეანი შეცდომას უშვებს, როდესაც ანტიქრისტეს ბეჭედს მხოლოდ ერთგვარ სულიერ-ზნეობრივ განზომილებად მიიჩნევს და ჯეროვნად არ აფასებს ამ ბეჭდი, როგორც გარეგანი ნიშნის მოქმედებას. ანუ ისინი თვლიან, რომ საკმარისია გულში გყავდეს ქრისტე, და სულაც არა აქვს მნიშვნელობა მიიღებ თუ არა რაიმე გარეგან ნიშანს, ან ბეჭედს რიცხვით 666! ეს, უეჭველად, უღრმესი შეცდომაა, რადგან როდესაც ვინმე ნებაყოფლობით ღებულობს ბეჭედ-სიმბოლოს, ის უცილობლივ გამოავლენს თავის სულიერ შედეგსაც.

როგორც ჯვარი არ გახლავთ უბრალო გარეგანი ნიშანი, არამედ ის არის სიკვდილზე ქრისტეს გამარჯვების ნიშანი, რომელიც მან თავისი მაცხოვნებელი ვნებებით მოიპოვა. ის უმძლავრესი სულიერი იარაღია ნებისმიერი ქრისტეანისთვის. ის არის "სამყაროს დამცავი და დემონთა რისხვა", როგორც გალობს ჩვენი ეკლესია. ის არის ბაირაღი, ფარი და მახვილი, რომელიც მის მორწმუნეებს, ქრისტეს თანაჯვარცმულებს იცავს. ხოლო საკუთარი თავის ჯვარცმა უკვე ნიშნავს ქრისტეს მიღებას და მისი მადლის მოწოდებას.

ზუსტად ასევეა 666-იც. როგორც ანტიქრისტეს რიცხვ-სიმბოლო (გამოცხ. 13:7-18) მისით მიიღება მხეცი, მისი მორალი და აზროვნება. როგორც ბეჭედი, მხეცის ხატი ბილწავს მის მიმღებ ადამიანს და დემონურ ძალთა სამასხარაოდ და მსახურად ხდის მას. როგორც პიროვნების ბეჭედი ის სულაც არ არის რაღაც უმნიშვნელო.

ნათლისღების საიდუმლოში სიმბოლური მოქმედებისა და სარწმუნოების აღსარების დროს (როცა დასავლეთით მიბრუნებული ადამიანი უარყოფს სატანას, აფურთხებს მას, შემდეგ აღმოსავლეთისკენ შემობრუნებული და ხელაპყრობილი აღიარებს სარწმუნოების სიმბოლოს ("მრწამსს"), რასაც ადამიანის ნათლობა მოსდევს, ის ხდება ეკლესიის წევრი და სასწაულებრივად ცვლის თავის ცხოვრებას, განიწმიდება და სულიწმიდის ბეჭდის ღირსი შეიქმნება. გარდა ამისა, ნათლისღების შემდეგ ადამიანი ემბაზიდან უცოდველი ამოდის! ის ახალი ადამიანი ხდება!

ასეთივე ძალა გააჩნია ანტი-ნათლისღებას, როგორც ნათლისღების ბეჭდის უარყოფას, ქრისტეს უარყოფას და მის სანაცვლოდ, ნებაყოფლობით, ბეჭედ-666-ის შეწყნარებას. ამ ბეჭდით უარყოფილია სულიწმიდის მადლი და ადამიანი დემონით შეპყრობილი ხდება, მისი სული ბნელდება და პრაქტიკულად გამზადებულია წარსაწყმედად.

წმ. მღვდელმოწ. იპოლიტე რომაელის (III ს.) თანახმად ბეჭდის მიღება ქრისტე მაცხოვრის ცხოველმყოფელი ჯვრის მიღების საპირისპირო ქმედებაა, ეს არის წმიდა ღმრთის უარყოფა, მისგან განდგომა, ნათლისღების უარყოფა და მზაკვარი ანტიქრისტეს სარწმუნოების შეწყნარება (იხ.PG t. 10, 936. C.-D, ΒΕΠΕΣ 6, 287).


წმ. მოწამეთა მაგალითი


მაშ, მოდით გულისხმავყოთ ეს ყოველივე, რადგან ჩვენი არჩევანი იმაში მდგომარეობს, რათა მივსდევდეთ ქრისტეს. ის არ შეიძლება იყოს "შინაგანი", არამედ აბსოლუტური და სრულიად ცხადი... გარდა ამისა, უფალი ჩვენგან ითხოვს გულწრფელ აღსარებას, რადგან სწორედ ამაზი იქნება დამოკიდებული იმ ადგილის დამკვიდრება, რომელიც საუკუნო სამსჯავროზე მოგვეცემა (მათე 24:30-51). ქრისტეს უარყოფა დაგვამკვიდრებს სატანასთან (შეად. 2 კორ. 6:14-18). ორპირობა არ უნდა ახასიათებდეს ჭეშმარიტ ქრისტეანს. ჩვენი სარწმუნოების მოწამენი, ძველებიც და ახლებიც, მოჩვენებითადაც კი არ უკმევდნენ საკმეველს კერპებს და არ კოცნიდნენ ყურანს, რათა გაქცეოდნენ თავის მოკვეთას თუ სხვა საშინელ ტანჯვა-წამებას! და ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდია მათი გმირული ცხოვრებისა! ამრიგად, ჩვენ გვესმის, რამდენად აუცილებელია უარი ვთქვათ ამ აღუხოცელ ბეჭედზე ანტიქრისტესი! ამისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ შინაგანი რწმენა...

ისინი, ვინც განურჩევლად, ოღონდ ამ წუთისოფლის სიამენი არ მოაკლდეთ, მზად არიან მიიღონ იმპლანტანტები ან სხვა ბეჭდები, უარს ამბობენ ქრისტეზე, ამახინჯებენ წმიდა წერილს და წმიდა მამათა სწავლებას, არ ბაძავენ წმიდათ, საკუთარ თავზე ღმრთის რისხვას იწვევენ, კარგავენ სულიწმიდის მადლსა და მფარველობას, ამასთან კი სინანულის ნებისმიერ შესაძლებლობასაც.

მაშ, შევაგონოთ საკუთარ თავს ის, რაზეც უფალი გვაფრთხილებს: მხეცის ბეჭედი უბრალო ცოდვა როდია.

ეს არის ჩვენთვის გამზადებულ მარადიულ ცხოვრებასა და ნეტარებაზე უარის თქმა!


წარო: Αρχιμ. Δαβίδ  Τσελίκας - Θεολόγος

ΝΕΑΝΙΚΟ ΠΕΡΙΟΔΙΚΟ ΕΣΥ τ. 67

ΑΠΡ.-ΙΟΥΝ. 2011. ΤΡΙΚΟΡΦΟ ΦΩΚΙΔΟΣ